ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის ან/და პაციენტის პირადობის მოწმობის ასლი;
გ)იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მოწმობის ასლი(იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მომართვის შემთხვევაში);
დ) ცნობა, სადაც მითითებული იქნება, რომ ისინი არ არიან ამ წესით გათვალისწინებული ანალოგიური დახმარების მიმღები იმ თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სადაც არიან რეგისტრირებული(იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მომართვის შემთხვევაში);
ე) ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) ან სხვა დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) ცნობა ან/და ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ (ამონაწერის გაცემის თარიღი არ უნდა აღემატებოდეს ბოლო ერთ თვეს);
ზ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარების შესახებ (ფორმა #IV-100/ა);
თ) ცნობა კერძო დაზღვევით ან/და საყოველთაო ჯანდაცვის ან/და რეფერალური ან/და სხვა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში (მომლოდინედ მყოფი) დაფინანსების ოდენობის ან დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ი) ხელშეკრულება (შეთანხმება) დავალიანების შესახებ;
კ)აქტი (განმეორებით მომართვის შემთხვევაში), სადაც დასაბუთებული იქნება ოჯახის მძიმე სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობა (აქტს ხელს აწერს მერის წარმომადგენელი