1. სამედიცინო დაფინანსების მისაღებად ბენეფიციარი წერილობითი განცხადებით მიმართავს და სრულყოფილ დოკუმენტაციას წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს. მიღებული დოკუმენტაცია შესასწავლად იგზავნება მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურში;
2. პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის მხრიდან წელიწადში ერთხელ (ოჯახის მდგომარეობის გათვალისწინებით შესაძლებელია ორჯერ):
ა) ონკოლოგიური მანიპულაციებისათვის გამოკვლევების დაფინანსებას არაუმეტეს 800 (რვაასი) ლარისა;
ბ) საოპერაციო, სამკურნალო და სხვა სამედიცინო მომსახურების დაფინანსებას (კერძო დაზღვევის ან/და საყოველთაო ჯანდაცვის ან/და სხვა სახელმწიფო პროგრამის გათვალისწინებით):
1. ბენეფიციარის მიერ გადასახდელი ღირებულების 80%-ით;
2. სოციალურად დაუცველი (150 000 ქულის ჩათვლით) ბენეფიციარის მიერ გადასახდელი ღირებულების 100%-ით.
3. დაფინანსება მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განისაზღვრება არა უმეტეს 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;
4. 3000 (სამი ათასი) ლარის ზევით დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო;
5. მერიის მიერ მოქალაქისათვის გაცემული ადმინისტრაციული დაპირების ამოქმედების ვადად განისაზღვრება 30 (ოცდაათი) კალენდარული დღ