1. სამედიცინო დაფინანსების მისაღებად ბენეფიციარი წერილობითი განცხადებით მიმართავს და სრულყოფილ დოკუმენტაციას წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს. მიღებული დოკუმენტაცია შესასწავლად იგზავნება მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურში;
2. პროგრამა ითვალისწინებს წელიწადში ერთხელ (ოჯახის მდგომარეობის გათვალისწინებით შესაძლებელია ორჯერ), საოპერაციო, სამკურნალო, თერაპიული (-18 წლამდე) და სხვა სამედიცინო მომსახურების დაფინანსებას (გარდა სტომატოლოგიური მომსახურებისა, პლასტიკური ოპერაციებისა, ლაზერული კორექციისა და არჩეული ექიმის ჰონორარისა), თუ:
ა) მომსახურება არ ფინანსდება კერძო დაზღვევით ან/და საყოველთაო ჯანდაცვის და სხვა სახელმწიფო პროგრამით დახმარება მუნიციპალიტეტის მხრიდან განისაზღვრება:
1. ბენეფიციარის მიერ გადასახდელი თანხის 100%-ით (1000 დან -70 000 ქულის ჩათვლით);
2. ბენეფიციარის მიერ გადასახდელი თანხის 80%-ით (70 001 დან -150 000 ქულის ჩათვლით).
ბ) მომსახურება ნაწილობრივ ფინანსდება კერძო დაზღვევით ან/და საყოველთაო ჯანდაცვის ან/და სხვა სახელმწიფო პროგრამით, თანადაფინანსება მუნიციპალიტეტის მხრიდან განისაზღვრება:
1. ბენეფიციარის მიერ გადასახდელი თანხის 100%-ით (1000 დან -70 000 ქულის ჩათვლით);
2. ბენეფიციარის მიერ გადასახდელი თანხის 50%-ით (70 001 დან -150 000 ქულის ჩათვლით).
3. მომსახურება ფინანსდება:
ა) არაუმეტეს 3000 (სამი ათასი) ლარისა;
ბ) მედიკამენტების შეძენის შემთხვევაში არაუმეტეს 600 (ექვსასი) ლარისა, შშმ პირის შემთხვევაში არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარისა;
გ) რეაბილიტაციის საჭიროების მქონე ბავშვები (მომლოდინის შემთხვევაშიც) არა უმეტეს 1500 (ათას ხუთასი) ლარისა.
4. 3000 (სამი ათასი) ლარის ზევით დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
5. მერიის მიერ მოქალაქისათვის გაცემული ადმინისტრაციული დაპირების ამოქმედების ვადად განისაზღვრება 30 (ოცდაათი) კალენდარული დღ