წარსადგენი დოკუმენტები:
ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ) გარდაცვლილი იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მოწმობის ასლი (იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის გარდაცვალების შემთხვევაში);
ე) ცნობა ან/და ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულების შესახებ (იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის გარდაცვალების შემთხვევაში);
ვ) ინფორმაცია/წერილი შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლისაგან, შინაგან საქმეთა სამინისტროდან ან სხვა დაწესებულებიდან (უპატრონო მიცვალებულის შემთხვევაში);
ზ) გარდაცვლილი ვეტერანის მოწმობის ასლი;
თ) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების წერილი „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარის გარდაცვალების შესახებ;
ი) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი;
კ) დამკრძალავი ბიუროს ხარჯთაღრიცხვა გაწეული მომსახურების შესახებ (უპატრონო მიცვალებულის შემთხვევაში