1. ანაზღაურების მისაღებად მოქალაქე წერილობითი განცხადებით მიმართავს და სრულყოფილ დოკუმენტაციას წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს. მიღებული დოკუმენტაცია შესასწავლად იგზავნება მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურში. „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარების შემთხვევაში ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება მიმართავს სამსახურს. უპატრონო მიცვალებულის აღმოჩენის შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტრო ან სხვა დაწესებულება წერილობით მიმართავს მუნიციპალიტეტის მერს.
2. პროგრამა ითვალისწინებს:
ა) მიცვალებულის ოჯახის წევრებზე სარიტუალო დახმარებას 350 (სამას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
ბ) უპატრონო მიცვალებულების სარიტუალო მომსახურების ანაზღაურებას 800 (რვაასი) ლარის ფარგლებში.
3. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით სარგებლობის შემთხვევაში, მოსარგებლეთა მიერ განცხადების წარდგენის ვადად განისაზღვროს გარდაცვალებიდან არაუგვიანეს 60 (სამოცი) კალენდარული დღე.
4. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით სარგებლობის შემთხვევაში, ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, დამკრძალავ ბიუროსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზ