საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის 2024 – 2026 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 28.12.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №528
სარეგისტრაციო კოდი 010100000.10.003.024361
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/12/2023
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.12.2023 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2018-2020 წლებისთვის) დამტკიცების შესახებ სახელმწიფო სერვისების განვითარების სტრატეგიის 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე 2021 – 2030 წლების სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამისა (სტრატეგიის) და 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2017-2020 წლების ეროვნული სტრატეგიის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ 2026 – 2029 წლების ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის 2024 – 2026 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №528
2023 წლის 28 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის 2024 – 2026 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველსაყოფად, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ჰ1“ ქვეპუნქტის, „საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის (2022 − 2030 წლებისთვის)“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2023 წლის 23 მარტის №2663-XIმს-Xმპ დადგენილებისა და „საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის 2022 – 2030 წლებისათვის“ პროექტის მოწონებისა და ნ. თათულაშვილის საქართველოს პარლამენტში მომხსენებლად დანიშვნის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 5 სექტემბრის №1627 განკარგულების საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „ადამიანის უფლებათა დაცვის 2024 – 2026 წლების სამოქმედო გეგმა“ (შემდგომში – სამოქმედო გეგმა).
მუხლი 2🔗
1. სამოქმედო გეგმით განსაზღვრულმა ადმინისტრაციულმა ორგანოებმა უზრუნველყონ ამ დადგენილებით დამტკიცებული ზემოაღნიშნული სამოქმედო გეგმის შესრულება, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.
2. ეთხოვოთ სამოქმედო გეგმაში ჩართულ შესაბამის უწყებებს კოორდინირებული ურთიერთთანამშრომლობა გეგმაში გაწერილი მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი