ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (8)
შემდგომი ცვლილებები (6)
წინა ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №48 |
|
2023 წლის 29 დეკემბერი ქ. ზუგდიდი |
|
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტი
ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათას ლარში
|
ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათას ლარში
|
ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს 59950,0 ათასი ლარით:
ათას ლარში
|
ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს 50240,3 ათასი ლარით:
ათას ლარში
|
ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს 3915,6 ათასი ლარით:
ათას ლარში
|
ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს 5794,1 ათასი ლარით:
ათას ლარში
|
ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს 55404,3 ათასი ლარით:
ათას ლარში
|
ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვოროს 2269,0 ათასი ლარით. მათ შორის, არაფინანსური აქტივების ზრდა -6,769.0 ათასი ლარით, ხოლო არაფინანსური აქტივების კლება - 4500,0 ათასი ლარით:
ათას ლარში
ათას ლარში
|
განისაზღვროს ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში შემდეგი რედაქციით:
ათას ლარში
|
ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს 2211.7 ათასი ლარით, ხოლო საოპერაციო სალდო 5545,7 ათასი ლარით:
ათას ლარში
|
|
ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება განისაზღვროს 2211.7 ათასი ლარის ოდენობით. აღნიშნული წარმოადგენს სასესხო ვალდებულებათა დაფარვის თანხას, რომელიც სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდიდან და საქართველოს მთავრობასთან დადებული კაპიტალური ინვესტიციების (საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციის, ნაგავმზიდი მანქანებისა და კონტეინერების შეძენის, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის, მუნიციპალური ავტოპარკის გაფართოების მიზნით) სასესხო ხელშეკრულებებით არის გათვალისწინებული. აღნიშნული სასესხო ვალდებულების საწყისი ნაშთი 2023 წლის პირველი იანვრისთვის გახლავთ 14287.8 ათასი ლარი, 2024 წელს სასესხო ვალდებულებებით გადასახდელი თანხა შეადგენს 2211.7 ათას ლარს, ხოლო საბოლოო ნაშთი 2024 წლის 31 დეკემბრისთვის იქნება 11826.1 ათასი ლარი.
ათას ლარში
|
ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 14953,0 ათასი ლარი. ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათას ლარში
|
ათას ლარში
|
პროგრამული კოდი |
დასახელება |
2024 წლის გეგმა |
|
03 00 |
დასუფთავება და გარემოს დაცვა |
8440,0 |
|
03 01 |
დასუფთავება და ნარჩენების გატანა |
6300.0 |
|
03 02 |
შპს "ANAKLIA-GANMUKHURIS RESORTS" |
800.0 |
|
03 03 |
ბოტანიკური ბაღის ხელშეწყობის პროგრამა |
1070,0 |
|
03 04 |
სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა |
130,0 |
|
03 05 |
პარკების, სკვერების და ბულვარის რეკონსტრუქციისა და კეთილმოწყობის პროგრამა |
100.0 |
|
03 08 |
მუნიციპალური ტერიტორიის და მოსახლეობის დაცვის ღონისძიებები მღრღნელებისა და სხვა ცხოველებისგან |
40.0 |
პროგრამის დასახელება
კოდი
დასუფთავება და ნარჩენების გატანა
2024 წლის დაფინანსება ათას ლარში
03 01
6300.0
პროგრამის განმახორციელებელი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „ზუგდიდდასუფთავება“
პროგრამის აღწერა და მიზანი
ა(ა)იპ „ზუგდიდდასუფთავების ცენტრის“ ძირითადი მიზანია: მუნიციპალური მყარი ნარჩენების მართვა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე, როგორც ქალაქში, ასევე სოფლის ადმინისტრაციული ერთეულების მასშტაბით. საქმიანობის სფერო მოიცავს: ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შემავალ ქალაქში და 48 სასოფლო ადმინისტრაციულ ერთეულში საჯარო და საზოგადოებრივი სარგებლობის ადგილების, შიდა გზების, ტროტუარების, სკვერების, გაზონების, მოსახლეობის ყოველდღიური კონცენტრაციის ადგილების დაგვა - დასუფთავებას, ნარჩენების აკრეფა-შეგროვებას და ტრანსპორტირებას ნაგავსაყრელში; მყარი ნარჩენების გატანას მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებადი 1200-ზე მეტი კომერციული, ინსტიტუციური და ინდუსტრიული ობიექტიდან.
მყარი ნარჩენების მართვის პროგრესული ტექნოლოგიების, კერძოდ: ქაღალდის, მუყაოს და პლასტიკატის სეპარირება - რეციკლირების პროცესების დანერგვას და ამ მხრივ არსებული რესურსების ცირკულარულ ეკონომიკაში ჩართვას.
პროგრამის მიზანია ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მყარი მუნიციპალური ნარჩენების სრულყოფილი, ეფექტიანი მართვა საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 აპრილს დამტკიცებული „ნარჩენების მართვის 2016 – 2030 წლების ეროვნული სტრატეგიის“ , „ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმის“ და საკრებულოს მიერ 2022 წლის 23 დეკემბერს დამტკიცებული „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მუნიციპალური ნარჩენების მართვის 2023-2027 წწ სამოქმედო გეგმით“ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად.
გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა
მიზანი 11 - ქალაქებისა და დასახლებების ინკლუზიური, უსაფრთხო და მდგრადი განვითარება
მოსალოდნელი შედეგი
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
შპს „ANAKLIA-GANMUKHURI RESORTS”-ის ფინანსური ხელშეწყობა |
2024 წლის დაფინანსება ათას ლარში |
|
03 02 |
800.0 |
||
|
პროგრამის განმახორციელებელი |
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შპს "ANAKLIA-GANMUKHURIS RESORTS"
|
||
|
პროგრამის აღწერა და მიზანი |
პროგრამის მიზანია ანაკლია-განმუხურის სანაპირო ბულვარის ტერიტორიისა და მასზე განთავსებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, მოვლა-პატრონობა, განახლება; კერძოდ: სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის, ანაკლია-განმუხურის ბულვარის დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდის, კაფე-რესტორნის, ამფითეატრის, მინი-ფეხბურთის მოედნის, კალათბურთის მოედნის, ტენისის კორტის, ქვიშის ფრენბურთისა და ქვიშის ფეხბურთის მოედნების მოვლა-პატრონობა; ინვესტორებისა და ვიზიტორებისთვის შესაბამისი თანამედროვე გარემო პირობების შექმნა. პროგრამის მნიშვნელოვან მიზანს წარმოადგენს ანაკლია-განმუხურის სანაპირო ბულვარის ტერიტორიაზე გამწვანების ზოლში არსებული ხე-მცენარეების მოვლა-პატრონობა, ამ კუთხით წლის განმავლობაში ორჯერ ტარდება ფიტოსანიტარული მონიტორინგი მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრის მიერ ვეგეტაციის დაწყებისა (ადრე გაზაფხულზე) და ვეგეტაციის დასრულების პერიოდისთვის (გვიან შემოდგომაზე). მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრის მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნის საფუძველზე ხდება ხე-მცენარეების გამოკვება სხვადასხვა სასუქ-მინერალებით.
|
||
|
გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა |
მიზანი 9 - მდგრადი ინფრასტრუქტურის შექმნა, ინკლუზიური და განვითარებული ინდუსტრიალიზაციისა და ინოვაციების ხელშეწყობა მიზანი 11 - ქალაქებისა და დასახლებების ინკლუზიური, უსაფრთხო და მდგრადი განვითარება |
||
|
მოსალოდნელი შედეგი |
2024-2027 წლებში დაგეგმილი პრიორიტეტების განხორციელების შედეგად: 1. მკვეთრად გაუმჯობესდება და განახლდება ანაკლია-განმუხურის სანაპირო ბულვარის ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურა; 2. როგორც ადგილობრივი მოსახლეობისათვის, ასევე ტურისტებისა და მუნიციპალიტეტის სტუმრებისათვის დასუფთავებული, განახლებული და მიმზიდველი გახდება ანაკლია-განმუხურის სანაპირო ბულვარი; 3. კომპანიაში გაჩნდება დამატებითი საკუთარი შემოსულობები. |
პროგრამის დასახელება
კოდი
ბოტანიკური ბაღის ხელშეწყობის პროგრამა
2024 წლის დაფინანსება ათას ლარში
03 03
1070.0
პროგრამის განმახორციელებელი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი“
პროგრამის აღწერა და მიზანი
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ოთხმოცამდე გვარის მრავალი სახეობის ხე, ბუჩქი და მცენარე იზრდება, მათ შორის მაგნოლიის ექვსი სახეობა, სხვადასხვა სახეობის მუხა, ატლასისა და ჰიმალაის კედარი, კანარის ვერხვი, აზიის, მათ შორის ინდოეთის, იაპონიის, ხმელთაშუაზღვისპირეთის, ამერიკის და სხვა ადგილებიდან შემოტანილი რელიქტური და ენდემური მცენარეები.
როგორც მდებარეობით, ასევე კლიმატური პირობებით ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ერთ-ერთ საუკეთესო ბაზას წარმოადგენს ძვირფასი სუბტროპიკული მცენარეების ინტროდუქციის, კვლევისა და აკლიმატიზაციისათვის.
პროგრამის მიზანია ზუგდიდის რეაბილიტირებული ბოტანიკური ბაღის მოვლა-პატრონობა; მისი განვითარების ხელშეწყობა; ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ისტორიული მნიშვნელობის ხეივნების აღდგენა/შევსება; ისტორიულ წყაროებში მითითებული კამელიების, ჰორტენზიების და ბზის ხეივნების აღდგენა განვითარება, ოჯალეშისა და ოქროწვიმის ხეივნების მოწყობა; დენდრარიუმის მოწყობა 5 ჰექტარზე.
არსებული ფლორის ახალი კოლექციებით გამდიდრება; მრავალფეროვანი სერვისებისა და პროდუქტების დანერგვა; ადგილობრივი მაცხოვრებლებისა და ტურისტებისათვის დასასვენებლად კომფორტული გარემოს შექმნა; სათბურში არსებული და ახალი სახეობების მცენარეთა ჩითილების გამოყვანა და გამრავლება; მცენარეთა სხვლა-ფორმირება და კონსერვაცია; მავნებელ დააავადებებთან და მწერების საწინააღმდეგო ღონისძიებების ორგანიზება; ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე სპორტული, კულტურულ-შემეცნებითი, გასართობი, საგანმანათლებლო და სადღესასწაულო ინფრასტრუქტურის განვითარება; ბოტანიკური ბაღის მოვლა-პატრონობისთვის საჭირო ტექნიკისა და აღჭურვილობის შეძენა; სამეცნიერო ცენტრის შექმნის მიზნით საგანმანათლებლო და სამეცნიერო ბაზის ფორმირება; ჰერბარიუმის შექმნა; სამეცნიერო ექსპედიციების ორგანიზება.
გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა
მიზანი 11 - ქალაქებისა და დასახლებების ინკლუზიური, უსაფრთხო და მდგრადი განვითარება
მოსალოდნელი შედეგი
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღისთვის (მეტნაკლებად) დაბრუნებული ისტორიული იერსახე და ბოტანიკური ბაღებისათვის-21 საუკუნეში განსაზღვრული დღის წესრიგის შესრულება
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა |
2024 წლის დაფინანსება ათას ლარში |
|
03 04 |
130,0 |
||
|
პროგრამის განმახორციელებელი |
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების სამსახური |
||
|
პროგრამის აღწერა და მიზანი |
პროგრამის მიზანია საქართველოს მთავრობის და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების განხორციელების ხელშეწყობა; სოფლის მეურნეობის დარგში საინვესტიციო პროექტების განხორციელების ხელშეწყობა და დაინტერესებულ პირთა საჭირო ინფორმაციით უზრუნველყოფა; მელიორაციის სფეროში საქართველოს მთავრობის და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი პროექტების ხელშეწყობა უფლებამოსილების ფარგლებში; მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის სათანადოდ მოდერნიზაციის ღონისძიებების განხორციელება; მეცხოველეობის დარგის მდგომარეობის მონიტორინგი; სასურსათო პროდუქტების გადამამუშავებელი, შესანახი ინფრასტრუქტურის, სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარების, მომსახურების ცენტრების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შესახებ ინფორმაციის კონსოლიდაცია და დაინტერესებული უწყებებისთვის /პირებისთვის/ მიწოდება; სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგში პროდუქტიულობის გაზრდის ღონისძიებების განხორციელება და ამ სფეროში დასაქმებული ან დასაქმების მსურველი ადამიანების კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა; სოფლის-მეურნეობის დარგში დასაქმების მსურველთა ბაზის შექმნა, მათი დასაქმების ხელშეწყობის მიზნით; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ეროვნული ტრადიციებისა და გამოცდილების, ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით აგრარული პროექტების განხორციელების ხელშეწყობა; მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის მდგომარეობის სტატისტიკური მონაცემების შეგროვება, მათი სისტემატიზაცია და ანალიზი; მოსახლეობისთვის აგრარულ საკითხებზე საკონსულტაციო საგანმანათლებლო მომსახურების გაწევა. პროგრამის მიზანია ასევე, მსხვილფეხა პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერების პოპულარიზაცია ფერმერებში, კერძოდ პროგრამის ფარგლებში მოხდება ხელოვნური განაყოფიერების მომსახურების საფასურის ფაქტიურად სრულად სუბსიდირება, ასევე დაინტერესებულ ფერმერებს საშუალება ექნებათ უფასო კონსულტაციისა და ტრენინგების პროგრამაში მიიღონ მონაწილეობა. პროგრამა ამავდროულად ითვალისწინებს „დაფნის ბაღის მოწყობას“ სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, მათი მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების, ცოდნის მიღება/ამაღლების და გრძელვადიან პერსპექტივაში სტაბილური შემოსავლების მიღების, მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. პროგრამის მიზანია: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერება; აგრარული რუკის შედგენა (ნიადაგის შემადგენლობის ლაბორატორიული კვლევა, მუნიციპალიტეტის გეოსაინფორმაციო სისტემაში (აგრარული რუკა) სხვადასხვა ინფორმაციის (კულტურების საკადასტრო მონაცემები) დატანა); დაფნის ბაღის მოწყობის ხელშეწყობა (კეთილშობილი დაფნის ნერგის კომპონენტი); ტრენინგ-სემინარების ორგანიზება-მოწყობა, საინფორმაციო ბუკლეტების დამზადება; ყველის შესანახი და დასავარგებელი სარდაფის, ასევე ვიტრინა-მაცივრის მოწყობა; ეკონომიკის დარგში (მ.შ. სოფლის მეურნეობა) მოღვაწე პირების ღონისძიებებზე/ფესტივალებზე მონაწილეობის მხარდაჭერა; აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერა (ადგილობრივი მოსახლეობისთვის საჭირო მასალების შეძენა); ღონისძიების - „ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ეკონომიკური აქტივობების პრეზენტაციები, ადგილობრივი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა და დასაქმების ხელშეწყობის ფორუმი“-ს ჩატარება. |
||
|
მოსალოდნელი შედეგი |
მხარდაჭერილია სოფლის მეურნეობის განვითარება; შექმნილია სასურსათო პროდუქტების გადამამუშავებელი და შესანახი ინფრასტრუქტურა; გაუმჯობესებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მატერიალური მდგომარეობა; დაინტერესებული პირები ინფორმირებული არიან სოფლის მეურნეობის დარგში საქმიანობის სწორად დაგეგმვასა და გასატარებელ ღონისძიებებზე, რაც იწვევს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან შემოსავლების ზრდას და ქმნის მეტ დოვლათს ადგილობრივი მოსახლეობისთვის. |
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
პარკების, სკვერების და ბულვარის რეკონსტრუქციისა და კეთილმოწყობის პროგრამა |
2024 წლის დაფინანსება ათას ლარში |
|
03 05 |
100.0 |
||
|
პროგრამის განმახორციელებელი |
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის და არქიტექტურის სამსახური და ზედამხედველობისა და ინსპექტირების სამსახური |
||
|
პროგრამის აღწერა და მიზანი |
პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის ეკოლოგიური გარემოსა და ლანდშაფტური იერსახის გაუმჯობესება. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ახალი სკვერებისა და პარკების მშენებლობა-რეაბილიტაცია, სკვერებსა და პარკებში ქვაფენილების რეაბილიტაცია, დეკორატიული სანათების შეძენა-მონტაჟი. დაგეგმილია ქ. ზუგდიდის ოდიშის ადმინისტრაციულ ერთეულში, თეატრის ქუჩაზე, სკვერის მოწყობა. |
||
|
გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა |
მიზანი 11 - ქალაქებისა და დასახლებების ინკლუზიური, უსაფრთხო და მდგრადი განვითარება |
||
|
მოსალოდნელი შედეგი |
უზრუნველყოფილია სკვერებისა და პარკების ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შექმნილია ჯანსაღი ეკოლოგიური გარემო მოსახლეობის დასვენებისა და გართობისთვის. |
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
მუნიციპალური ტერიტორიის და მოსახლეობის დაცვის ღონისძიებები მღრღნელებისა და სხვა ცხოველებისგან |
2024 წლის დაფინანსება ათას ლარში |
|
03 08 |
40.0 |
||
|
პროგრამის განმახორციელებელი |
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ინსპექტირების სამსახურის რეაგირებისა და მონიტორინგის განყოფილება |
||
|
პროგრამის აღწერა და მიზანი |
პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით განხორციელდება ქ. ზუგდიდსა და მუნიციპალიტეტის სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში მაწანწალა ძაღლების თავშესაფარში გადაყვანა, მგლებისა და ტურების ბუნებრივი გარემოდან ამოღების, მღრღნელებისა და ინფექციის გადამტანი სხვა ცხოველებისგან ადამიანების დაცვის პრევენციული ღონისძიებები. |
||
|
გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა |
მიზანი 11 - ქალაქებისა და დასახლებების ინკლუზიური, უსაფრთხო და მდგრადი განვითარება |
||
|
მოსალოდნელი შედეგი |
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. |
განათლების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 12595,0 ათასი ლარი. განათლების პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათას ლარებში
|
|
პროგრამული კოდი |
დასახელება |
2024 წლის გეგმა |
|
05 00 |
კულტურა, რელიგია ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები |
6665,0 |
|
05 01 |
სპორტისა და ახალგაზრდული პროგრამების განვითარების ხელშეწყობა |
1660,0 |
|
05 01 01 |
მუნიციპალიტეტის სპორტის |
1320,0 |
|
05 01 02 |
სპორტული და ახალგაზრდული |
210,0 |
|
05 01 03 |
მინი სპორტული მოედნების |
130,0 |
|
05 02 |
კულტურის სფეროს განვითარება |
4290,0 |
|
05 02 01 |
ხელოვნებისა და კულტურის |
1550.0 |
|
05 02 02 |
კულტურული მემკვიდრეობის |
110,0 |
|
05 02 03 |
საბიბლიოთეკო დარგის განვითარების პროგრამა |
980.0 |
|
05 02 04 |
კულტურული ღონისძიებების დაფინანსება |
520,0 |
|
05 02 05 |
ტელერადიომაუწყებლობა და |
65.0 |
|
05 02 06 |
რელიგიის ხელშეწყობის პროგრამა |
135.0 |
|
05 02 07 |
სახელოვნებო სკოლების ხელშეწყობის პროგრამა |
945,0 |
|
05 02 08 |
ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ფინანსური ხელშეწყობა |
20,0 |
|
05 03 |
საცხენოსნო კლუბ "ხარებას" |
80.0 |
|
05 04 |
ქართული ფეხბურთის განვითარების |
570.0 |
|
05 05 |
შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ხელშეწყობის პროგრამა |
30.0 |
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
სპორტისა და ახალგაზრდული პროგრამების განვითარების ხელშეწყობა
|
2024 წლის დაფინანსება ათას ლარში |
|
05 01 |
1660,0 |
||
|
პროგრამის განმახორციელებელი |
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება |
||
|
პროგრამის აღწერა და მიზანი |
პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტში სპორტის განვითარება; ახალგაზრდული პოლიტიკის ხელშეწყობა; სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია; ახალგაზრდობის სულიერი და ფიზიკური ჰარმონიული განვითარება; სპორტული ტრადიციების დაცვა-გაღრმავება, თაობათა შორის მემკვიდრეობითობის უწყვეტობის შენარჩუნება; სპორტის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; მუნიციპალური სპორტული ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობა და რეაბილიტაცია. პროგრამა მოიცავს 3 ქვეპროგრამას: მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების ცენტრი, სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებების დაფინანსება, მინი სპორტული მოედნების მშენებლობა-რეაბილიტაცია.
|
||
|
მოსალოდნელი შედეგი |
ხელშეწყობილია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, უზრუნველყოფილია სპორტის სხვადასხვა სახეობების თანაბარი ხელმისაწვდომობა და წახალისებულია სპორტული მიღწევები |
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების ცენტრი
2024 წლის დაფინანსება ათას ლარში
05 01 01
1320,0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრი“
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
სპორტის, ახალგაზრდობისა და კულტურის მიმართულების მხარდაჭერა უზრუნველყოფს ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას, ერთმანეთთან აკავშირებს სხვადასხვა დარგს და მნიშვნელოვან როლს თამაშობს მათ განვითარებაში, ხელს უწყობს ტურიზმს, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, დანაშაულის პრევენციას. პროგრამის ფარგლებში გადაიდგმება ქმედითი ნაბიჯები რომ სპორტი უფრო მეტად ინტეგრირდეს მოსახლეობაში.
მუნიციპალიტეტის მიზანია გაიზარდოს ახალგაზრდების ჩართულობა საზოგადოებრივ, კულტურულ და სპორტულ ცხოვრებაში, განავითაროს ახალგაზრდების მხრიდან თვითრეალიზების შესაძლებლობები, რაც ხელს შეუწყობს მათ პროფესიულ განვითარებასა და კონკურენტუნარიანობის ზრდას, საკუთარი პოტენციალის სრულფასოვნად რეალიზებას.
ქვეპროგრამა გულისხმობს სპორტის სხვადასხვა სახეობაში პირველობების, ჩემპიონატების, თასების გათამაშებების, მასობრივი სპორტული ღონისძიებების, სახელობითი და საერთაშორისო ტურნირების, სასწავლო-საწვრთნელი შეკრებების ჩატარებას და სპორტსმენთა მივლინებას საერთაშორისო ტურნირებზე; მასობრივი სპორტის პოპულარიზაციაზე და ქალთა სპორტის განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების ხელშეწყობას. მსოფლიო, ევროპის და საქართველოს ჩემპიონატებში მიღწეული წარმატებებისათვის ზუგდიდელი სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების მატერიალურ წახალისებას, სპორტული სკოლების საჭირო ინვენტარით უზრუნველყოფას.
ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტში პროგრამები ხორციელდება სპორტის სფეროში შექმნილი ა(ა)იპ „სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრის“ მიერ.
მოსალოდნელი შედეგი
მწვრთნელების, მსაჯებისა და სპორტსმენების მატერიალურად წახალისების პირობების უზრუნველყოფა.
|
ქვეპროგრამის დასახელება |
კოდი |
სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებების დაფინანსება |
2024 წლის დაფინანსება ათას ლარში |
|
05 01 02 |
210,0 |
||
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი |
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება |
||
|
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი |
სპორტული და ახალგაზრდულ -შემეცნებითი ღონისძიებების დაფინანსების კუთხით მთავარ მიმართულებას წარმოადგენს სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელების კოორდინაცია, ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, ახალგაზრდული პროექტების განხორციელება და დაფინანსება. პროგრამა მოიცავს: სპორტის სხვადასხვა სახეობების განვითარებას, დაფინანსებასა და ხელშეწყობას, მასობრივი სპორტის განვითარებას, სპორტის ეროვნული სახეობების დანერგვა-პოპულარიზაციას, სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროექტების განხორციელებას, შშმ პირების ხელშეწყობასა და მათ სრულფასოვან ინტეგრაციას საზოგადოებაში, ახალგაზრდული საქმიანობის მხარდაჭერას, ახალგაზრდულ პროექტებზე მომუშავე ორგანიზაციების პროექტების ფინანსურ მხარდაჭერას, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არაფორმალური განათლების მხარდაჭერას, ახალგაზრდული თვითმმართველობების გაძლიერებასა და ახალგაზრდული სივრცეების მოწყობას, ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას გასართობ-შემეცნებით-სპორტულ აქტივობებში. ახალგაზრდული პროექტების დაფინანსება/თანადაფინანსებას, ქალების ჩართვას სხვადასხვა აქტივობებში, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობას, მოხალისეობრივი საქმიანობის მხარდაჭერას, ახალგაზრდების ნიჭისა და უნარების განვითარებას, მათი მოტივაციის ამაღლებას, მოხალისეობრივ საქმიანობაში ახალგაზრდების მონაწილეობის გაზრდას, ახალგაზრდების გართობა-დასვენების და კულტურულ-შემოქმედებითი საქმიანობის შესაძლებლობების გაზრდას. |
||
|
მოსალოდნელი შედეგი |
ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, ნიჭიერი ინტელექტუალი ახალგაზრდების გამოვლენა და წახალისება; ნიჭიერი სპორტსმენი ახალგაზრდების გამოვლენა; არაფორმალური განათლების ხელშეწყობა; სპეციალური საჭიროების მქონე შშმ ახალგაზრდების და უმცირესობათა ჯგუფების წარმომადგენელი ახალგაზრდების მონაწილეობის გაზრდა; ახალგაზრდების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში; ახალგაზრდებზე მომუშავე ორგანიზაციების მხარდაჭერა; ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო, სპორტულ-გამაჯანსაღებელი, გარემოს დაცვითი ღონისძიებების და პროექტების მხარდაჭერა. |
|
ქვეპროგრამის დასახელება |
კოდი |
მინი სპორტული მოედნების მშენებლობა- რეაბილიტაცია |
2024 წლის დაფინანსება ათას ლარში |
|
05 01 03 |
130,0 |
||
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი |
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური; ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის და არქიტექტურის სამსახური |
||
|
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი |
ქვეპროგრამის მიზანია ბავშვთა და მოზარდთა სპორტის განვითარებისათვის სპორტული მატერიალური-ტექნიკური ბაზის განმტკიცება, ფიზიკურად ძლიერი და ჯანმრთელი ახალგაზრდა თაობის აღზრდის ხელშეწყობა. ახალი მინი სპორტული მოედნების მოწყობა და არსებულის რეაბილიტაცია. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქ. ზუგდიდის მაცხოვრისკარის ადმინისტრაციულ ერთეულში, ლაზის ქუჩაზე არსებული მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია. |
||
|
მოსალოდნელი შუალედური შედეგი |
რეაბილიტირებულია სპორტული ინფრასტრუქტურა და შექმნილია თანაბარხელმისაწვდომი ფიზიკური გარემო ახალგაზრდებისა და მოზარდი თაობის წვრთნისა და სპორტული მომზადებისათვის |
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
კულტურის სფეროს განვითარება |
2024 წლის დაფინანსება ათას ლარში |
|
05 02 |
4,325.0 |
||
|
პროგრამის განმახორციელებელი |
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური. |
||
|
პროგრამის აღწერა და მიზანი |
პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტში კულტურული ტრადიციების მხარდაჭერა და განვითარება; კულტურული თვითმყოფადობის გაღრმავების ხელშეწყობა; ენთოგრაფიული მემკვიდრეობის შენარჩუნება; შემოქმედებითი პროცესების წარმართვა; კულტურული თვითმყოფადობის გაღრმავება; ადამიანის სულიერი, ინტელექტუალური, მორალური და ემოციური განვითარების ხელშეწყობა. პროგრამა მოიცავს 7 ქვეპროგრამას. |
||
|
მოსალოდნელი შედეგი |
უზრუნველყოფილია საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებისთვის კულტურული ფასეულობებისა და ღირებულებების ხელმისაწვდომობა, კულტურულ-შემოქმედებით ცხოვრებაში მოსახლეობის ჩართულობა და ხელშეწყობილია კულტურისა და ხელოვნების სხვადასხვა შემოქმედებითი კოლექტივების საქმიანობა |
|
ქვეპროგრამის დასახელება |
კოდი |
ხელოვნებისა და კულტურის ხელშეწყობის პროგრამა |
2024 წლის დაფინანსება ათას ლარში |
|
05 02 01 |
1550.0 |
||
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი |
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრი“ |
||
|
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი |
ა(ა)იპ „ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრი" სტრუქტურა შედგება: მიხეილ (მაცი) ხორავას სახელობის სამხატვრო გალერეას, ადგილობრივ მუზეუმების, ჩხორიის სამოყვარულო თეატრის და კულტურის განვითარების განყოფილებისგან. წლის განმავლობაში ხორციელდება სხვადასხვა პროექტები, რაც ხელს უწყობა ქართული ფოლკლორის აღორძინებას, ენთოგრაფიული მემკვიდრეობის შენარჩუნებას, განვითარებას და პოპულარიზაციას. ფოლკლორული ჯგუფების ხელშეწყობას, ქართული ხალხური სიმღერების აღდგენას და შენარჩუნებას. ხალხური ცეკვის სასცენო დამუშავების (დადგმის) მხატვრული კანონების დაცვას და მისი წარმომავლობისა კუთხური თავისებურებების (მოძრაობა, ილეთები, შესრულების მანერა) გათვალისწინებით. ასევე სახელოვნებო ნიჭით დაჯილდოებული პირების გამოვლენას, ღვაწლმოსილი ხელოვანი ადამიანების წარმოჩენას. ლიტერატურულ- თეატრალური წარმოდგენების გამართვას, მუდმივად სხვადასხვა მხატვრების ექსპოზიციების და თემატური გამოფენების გახსნას, რაც ხელ უწყობას სახვითი ხელოვნების განვითარებას. ადგილობრივი მუზეუმების შენარჩუნება და განვითარება, რაც ხელს უწყობს ახალგაზრდებში ინტერესების გაღვივებას ეროვნული ფასეულობებისადმი და ჩვენი კულტურული მემკვიდრეობისადმი |
||
|
მოსალოდნელი შედეგი |
საზოგადოების სხვადასხვა ფენებისათვის კულტურული ფასეულობებისა და ღირებულებების ფართო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; მოსახლეობის ინტელექტუალურ-შემეცნებითი დონის ამაღლება ხელოვნების სხვადასხვა დარგის მიმართულებით; ქართული ხალხური ფოლკლორის ტრადიციების წარმოჩენა, ამ ჟანრის პოტენციური შესაძლებლობების განვითარება და პოპულარიზაცია; თეატრალური ხელოვნებით საზოგადოების დაინტერესება; მუნიციპალიტეტში არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის მუზეუმების შენარჩუნება, განახლება და შევსება, სამუზეუმო საქმიანობის პოპულარიზაცია; სამხატვრო გალერეის ბაზაზე მხატვართა ნამუშევრების, ხელოვნების სხვადასხვა ნიმუშების გამოფენების, მწერლებთან და სხვა დარგის ხელოვან ადამიანებთან შემოქმედებითი საღამოების მოწყობა. |
|
ქვეპროგრამის დასახელება |
კოდი |
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის პროგრამა |
2024 წლის დაფინანსება ათას ლარში |
|
05 02 02 |
110,0 |
||
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი |
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ძეგლთა დაცვის განყოფილება |
||
|
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი |
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის პროგრამა ითვალისწინებს მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნიშნის მქონე ობიექტების გამოვლენას, მოვლა - შენახვას და სახელმწიფო დაცვის ქვეშ მოქცევას. კულტურული მემკვიდრეობის სფეროში სამეცნიერო-პოპულარული პუბლიკაციების გამოცემას, არქეოლოგიური გათხრების და ექსპედიციების მოწყობის ღონისძიებების ორგანიზებას, კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების საძიებო ექსპედიციების ჩატარებას, კულტურული მემკვიდრეობის ნიშნის მქონე ცალკეული ნიმუშების რესტავრაცია-რეაბილიტაციას, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების საადაპტაციო სამუშაოების შესრულებას, ექსპოზიცია-გამოფენების ორგანიზებას, შემეცნებითი ხასიათის ექსკურსია-ლაშქრობების მოწყობას, მოსწავლე-ახალგაზრდებში სამეცნიერო კვლევითი კონფერენციების ორგანიზებას და პოპულარიზაციას; საველე-არქეოლოგიური სამუშაოების დაგეგმვა-განხორციელების გზით არქეოლოგიური კვლევა-ძიების თანამედროვე მეთოდოლოგიისა და აქტუალური პროცესების გაცნობას, ახალგაზრდებში პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებას, რომ ისტორიისა და არქეოლოგიის მიმართულების სტუდენტებმა შეძლონ გამოცდილ არქეოლოგებთან ერთად აწარმოონ გათხრები, მოიპოვონ არქეოლოგიური მასალები და დაამუშაონ ისინი შესაბამისი წესით, რაც ხელს შეუწყობს არქეოლოგთა მომავალი თაობების ჩამოყალიბებას და ა.შ. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გადარჩენის მიზნით სხვადასხვა დონორ ორგანიზაციებში საპროექტო წინადადებების წარდგენა და თანადაფინანსების მოპოვება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში მოღვაწე საერთაშორისო ორგანიზაციებთან პარტნიორული თანამშრომლობა. |
||
|
გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება ქვეპროგრამა |
მიზანი 11 - ქალაქებისა და დასახლებების ინკლუზიური, უსაფრთხო და მდგრადი განვითარება |
||
|
მოსალოდნელი შედეგი |
მოსალოდნელია მრავალი ახალი კულტურული მემკვიდრეობის ნიშნის მქონე ობიექტის თუ არტეფაქტების გამოვლენა, მათი პოპულარიზება და სამეცნიერო მიმოქცევაში შეტანა. ტურისტულად საინტერესო ობიექტების და ნიმუშების გამოვლენა და მიმზიდველი გარემოს შექმნა. გაიზრდება კულტურული მემკვიდრეობის ნიშნის მქონე ობიექტების დაცვის მექანიზმი. განადგურების პირას მყოფ ძეგლებს ჩაუტარდებათ რეაბილიტაცია. გამოვლინდება ახალი ობიექტები. გაიზრდება მათი ცნობადობა. ძეგლები ჩაერთვებიან სხვადასხვა ტურისტულ მარშუტებში და ა.შ. მოხდება ძეგლების რევიტალიზება და კომერციალიზაცია ძეგლები ჩაერთვებიან სხვადასხვა ტურისტულ მარშუტებში და ა.შ. მოხდება ძეგლების რევიტალიზება და კომერციალიზაცია |
პროგრამის დასახელება
კოდი
საბიბლიოთეკო დარგის განვითარების პროგრამა
2024 წლის დაფინანსება ათას ლარში
05 02 03
980.0
პროგრამის განმახორციელებელი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „ბიბლიოთეკების მართვის ცენტრი“
პროგრამის აღწერა და მიზანი
ბიბლიოთეკების მართვის ცენტრი შედგება ერთი ცენტრალური ბიბლიოთეკისაგან, სამი საქალაქო და 27 სასოფლო ბიბლიოთეკა-ფილიალისგან. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ბიბლიოთეკების მართვის ცენტრი 2024-2027 წლებში იზრუნებს მკითხველთა სწრაფი და სრული დაკმაყოფილებისთვის მათთვის საჭირო ინფორმაციისა და საბიბლიოთეკო დოკუმენტების მიწოდების კუთხით (ბეჭდური, ხელნაწერი და ინფორმაციის შემცველი სხვა მასალები); სხვადასხვა პროექტების განხორციელებით აამაღლებს ბიბლიოთეკების როლს საზოგადოების ინფორმირებულობის, მეცნიერების, კულტურის, განათლებისა და ინტელექტუალური დონის ზრდის საქმეში. ამ მიზნით სხვადასხვა შემეცნებით ღონისძიებებს განახორციელებს: შემოქმედებით საღამოებს, შეხვედრებს თანამედროვე ავტორებთან, ჩამოაყალიბებს კლუბებს საზოგადოების, განსაკუთრებით მოსწავლე-ახალგაზრდობის მონაწილეობით, მოეწყობა კინო ჩვენებები, გასვლითი კულტურული ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფს მკითხველების/მომხმარებლების დასვენებას წიგნის გარემოში; ჩატარდება ფოტო გამოფენები, ფესტივალები, როგორც ბიბლიოთეკებში, ასევე ღია სივრცეებში, რაც ხელს შეუწყობს საზოგადოების წიგნიერების, შემოქმედებითი პოტენციალის ზრდას. ამით ბიბლიოთეკები მოიზიდავენ მკითხველებს და შესაბამისად გაიზრდება მათი რიცხვი. საბიბლიოთეკო სისტემის წიგნადი ფონდის შემადგენლობის გაუმჯობესების მიზნით მოხდება წიგნების შესყიდვა, ცენტრალური ბიბლიოთეკა იმუშავებს მხარეთმცოდნეობითი ციფრული ბიბლიოთეკის ბაზის შექმნაზე, გაგრძელდება ადგილობრივი პერიოდული პრესის ანალიტიკური აღწერა და გამოსაცემად მომზადება თემების მიხედვით; ცენტრალური ბიბლიოთეკა ხელს შეუწყობს მეცნიერებს, მკვლევარებს იმუშაონ ადგილზე იონა მეუნარგიას სახელობის მხარეთმცოდნეობით დარბაზში.
მოსალოდნელი შედეგი
|
ქვეპროგრამის დასახელება |
კოდი |
კულტურული ღონისძიებების დაფინანსება |
2024 წლის დაფინანსება ათას ლარში |
|
05 02 04 |
520,0 |
||
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი |
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური, კულტურის განყოფილება |
||
|
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი |
აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს შემდეგ ღონისძიებებს: სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი, ჩვენი ქალაქის დამსახურებული ქალბატონების დაფასების მიზნით დედის და ქალთა საერთაშორისო დღე ,,მარტის თვეა შენი ...“, პირველი ქართული რეფერენდუმისა და ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისა და 9 აპრილის ტრაგედიის დღე, 26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე ტრაგიკული სოხუმის დაცემის დღე, 2008 წლის 8 აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის დღე, ლიტერატურულ საღამოები, ცნობილი ავსტრიელი მწერლისა და პაციფისტის, ნობელის მშვიდობის პრემიის პირველი ქალი ლაურეატის ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემიის დაჯილდოების ცერემონიალი, „აფხაზეთობა“, 1924 წლის აჯანყებაში მონაწილე დახვრეტილ მამულიშვილთა ხსოვნის დღე, ზუგდიდელ მწერალთა და შემოქმედთა ხელშეწყობის და პოპულარიზაციის მიზნით საგამომცემლო (ლიტერატურული) საქმიანობის დაფინანსება, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, ვეფხისტყაოსნის საჯარო კითხვის დღე, სახელოვანი ზუგდიდელი ლოტბარის პოლიკარპე ხუბულავას სახელობის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი ,,კოლხი და...“, ზუგდიდობა, საპატიო ზუგდიდელის წოდების მინიჭება, საახალწლო და საშობაო ღონისძიებები. სადღესასწაულო კულტურული ღონისძიებების, ადგილობრივი, ქვეყნის შიდა და საერთაშორისო ფესტივალების, ფორუმების, საქველმოქმედო აქციების, შემოქმედებითი საღამოების, კონცერტების დაგეგმვა და ორგანიზება; ნიჭიერი შემოქმედებითი ადამიანებისა და ჯგუფების წარმოჩენა და პოპულარიზაცია, მონაწილეთა მასობრიობა, წელიწადის ყველა ღირსშესანიშნავი დღისა და დღესასწაულის აღნიშვნა ღონისძიებებით. თეატრის, კინოს, კლასიკური, საოპერო და საესტრადო მუსიკის, ქორეოგრაფიის, სახვითი, გამოყენებითი ხელოვნებისა და ხელოვნების ტრადიციული დარგების განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობა, შენარჩუნება, დაცვა და პოპულარიზაცია. ხელოვნების სხვადასხვა დარგების განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა. კულტურულ ცხოვრებაში აქტიურად ჩართულობის მიზნით საზოგადოებაში მოტივაციის ამაღლება. ისტორიულად, რელიგიურად და კულტურულად ჩამოყალიბებული ეროვნული ტრადიციების დაცვა და განმტკიცება. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საბიბლიოთეკო სისტემის განვითარება და მისთვის მეთოდური დახმარების გაწევა. ადგილობრივ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა საიუბილეო თარიღების აღნიშვნა, ხელოვანების საღამოების მოწყობა, შემოსული მცირე პროექტების ხელშეწყობა. |
||
|
მოსალოდნელი შედეგი |
დასვენებისა და გართობის კულტურის ჩამოყალიბება, საზოგადოების მოტივირება და კულტურული ფასეულობების დაცვა-პოპულარიზების საქმეში გამოვლენილი საინტერესო იდეების ხელშეწყობა. |
|
ქვეპროგრამის დასახელება |
კოდი |
ტელერადიომაუწყებლობა და საგამომცემლო საქმიანობა |
2024 წლის დაფინანსება ათას ლარში |
|
05 02 05 |
65,0 |
||
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი |
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახური |
||
|
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი |
ქვეპროგრამის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოსახლეობის ჩართულობის გასაზრდელად საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლება; საგანმანათლებლო, ისტორიული, მემუარული, საცნობარო და სხვა სახის საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობა; წიგნების, ბროშურების, საინფორმაციო ბუკლეტების გამოცემა; საზოგადოების დაინტერესებული ნაწილისათვის თემატურად მნიშვნელოვანი მასალების გაცნობის ხელმისაწვდომობის გაზრდა; მერიის საქმიანობის, დაგეგმილი და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციისა და ანონსების განთავსება მთავარ და თემატურ გვერდებზე; ფოტო და ვიდეომასალების, ინფომრაციის გავრცელება სოციალურ ქსელში ამ დანიშნულებით შესაბამისი სააგენტოს მომსახურება; ნორმატიული აქტების გამოქვეყნება საკანონმდებლო მაცნეში; გაზეთ „ახალ ზუგდიდში“ მასალებისა და ინფორმაციების განთავსების მომსახურების შესყიდვა; ვებგვერდის მომსახურების შესყიდვა. მუნიციპალიტეტის ნორმატიული სამართლებრივი აქტების და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა მიხედვით აღმასრულებელი ორგანოს ანგარიშის გამოქვეყნება; ადგილობრივ ტელე და რადიო ეთერში მუნიციპალიტეტის საინფორმაციო თუ სხვა საჭიროებისათვის საეთერო დროის მომსახურების შესყიდვა. |
||
|
გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება ქვეპროგრამა |
მიზანი 16 - მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისთვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ყველასათვის, ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუტების მშენებლობა ყველა დონეზე |
||
|
მოსალოდნელი შედეგი |
ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებულობის ზრდა მუნიციპალიტეტის საქმიანობაზე, დაგეგმილ და განხორციელებულ პროგრამებსა და პროექტებზე; მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვან გამოცემათა უზრუნველყოფა. |
|
ქვეპროგრამის დასახელება |
კოდი |
რელიგიის ხელშეწყობის პროგრამა |
2024 წლის დაფინანსება ათას ლარში |
|
05 02 06 |
135.0 |
||
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი |
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია |
||
|
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი |
რელიგიის ხელშეწყობის პროგრამა ემსახურება ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მოქმედი რელიგიური ორგანიზაციების ფინანსურ ხელშეწყობას. საქართველოს მთავრობის 19.02.2014 წლის №177 დადგენილების საფუძველზე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების, მათ შორის რელიგიურ-საკულტო დანიშნულების ნაგებობების რესტავრაციის, რეკონსტრუქციისა და სამშენებლო-ზედამხედველობის მიზნით სსიპ საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან შეთანხმებას და მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე შემდგომი ქმედითი რონისძიებების განხორცილებას. პროგრამის მიზანია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მოქმედი რელიგიური ორგანიზაციების მომართვის საფუძველზე კონკრეტული ქმედითი ღონისძიებების განხორციელება. სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე საკულტო-სარიტუალო შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია, მშენებლობა. სახალხო -რელიგიური დღესასწაულების მოწყობა და პოპულარიზება.
|
||
|
მოსალოდნელი შედეგი |
გაუმჯობესდება საკულტო - სარიტუალო შენობა ნაგებობების მდგომარეობა და მათთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა. ხელი შეეწყობა მრევლისთვის ადაპტირებულ გარემოს. გაიზრდება ტოლერანტული ურთიერთდამოკიდებულება. |
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
სახელოვნებო სკოლები ხელშეწყობის პროგრამა |
2024 წლის დაფინანსება ათას ლარში |
|
05 02 07 |
945,0 |
||
|
პროგრამის განმახორციელებელი |
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ სახელოვნებო სკოლების განვითარების ცენტრი |
||
|
პროგრამის აღწერა და მიზანი |
სახელოვნებო სკოლების ხელშეწყობის პროგრამა ემსახურება ბავშვებისათვის მუსიკალური ხელოვნების საფუძვლების გაცნობას. მათი ესთეტიკური გემოვნების ჩამოყალიბებას, მუსიკალური ხელოვნების სფეროში ინდივიდუალური შემოქმედებითი განვითარების ხელშეწყობას, მოზარდებში გარესამყაროს მხატვრული აღქმის უნარის ჩამოყალიბებას; გამომსახველობით საშუალებათა ტექნიკის განვითარებას, მოსწავლეთა ხელოვნების საფუძვლების ზიარებას. პროგრამა, ასევე უზრუნველყოფს მომავალი თაობების ცოდნის გაღრმავებას, კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა-შენარჩუნების მიზნით საჭირო ღონისძიებების განხორციელებას. პროგრამაში ჩართულია განმახორციელებელი იურიდიული პირის შემდეგი სტრუქტურული ერთეულები: 1. № 1 სამუსიკო სკოლა (სკოლაში სწავლობს 183 მოსწავლე; სკოლაში დასაქმებულია 21 მასწავლებელი, მათ შორის 13 სრულ განაკვეთზე, ხოლო 8 ნახევარ განაკვეთზე.) 2. №2 სამუსიკო სკოლა (სკოლაში სწავლობს 133 მოსწავლე; სკოლაში დასაქმებულია 15 მასწავლებელი, მათ შორის 10 სრულ განაკვეთზე, ხოლო 5 ნახევარ განაკვეთზე.) 3. საგუნდო-სამუსიკო სკოლა (სკოლაში სწავლობს 168 მოსწავლე; სკოლაში დასაქმებულია 10 მასწავლებელი, მათ შორის 9 სრულ განაკვეთზე, ხოლო 1 ნახევარ განაკვეთზე.) 4. სამხატვრო სკოლა (სკოლაში სწავლობს 111 მოსწავლე; სკოლაში დასაქმებულია 6 მასწავლებელი, მათ შორის 3 სრულ განაკვეთზე, ხოლო 3 ნახევარ განაკვეთზე.). სახელოვნებო განათლების ხელშეწყობის პროგრამის მიზანია: მოსწავლეებში შემოქმედებითი მიდრეკილების განვითარება და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება. ამ სფეროში განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით დაჯილდოვებული მოსწავლეების გამოვლენა; სიმღერის, ფოლკლორის, სხვადასხვა ინსტრუმენტებზე დაკვრის დარგებში კულტურული ღონისძიებების ჩატარება. მონაწილეობის მიღება როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო კონკურს - ფესტივალებში. ხელოვნების სხვადასხვა დარგების მაღალპროფესიულ დონეზე სწავლება (საფორტეპიანო და საორკესტრო განყოფილებები, საგუნდო-სამუსიკო სკოლა, სამხატვრო სკოლა, ქართულ ხალხური სიმღერების შემსწავლელი წრე, ხალხურ საკრავთა ორკესტრი, ფოლკლორული ჯგუფები, კლასიკური და საესტრადო ვოკალი). ამავე დროს პროგრამა მიზნად ისახავს მისცეს მოსწავლეებს დაწყებითი სამხატვრო განათლება, აზიაროს ხატვის ხელოვნების საფუძვლებს, გააცნოს და შეაყვაროს კულტურული მემკვიდრეობა და მსოფლიო ხელოვნების ნიმუშები. |
||
|
მოსალოდნელი შედეგი |
სკოლის გარეშე სასწავლო პროგრამები გახდება ხელმისაწვდომი ბავშვებისთვის; სასწავლო დაწესებულება აღიჭურვება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. გაუმჯობესდება სასწავლო პროცესი. გაიზრდება სკოლისგარეშე განათლების მიღებით დაინტერესებული მოსწავლეთა რაოდენობა. სკოლისგარეშე განათლება გახდება ხელმისაწვდომი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის და სოციალურად დაუცველ ოჯახთა შვილებისათვის. |
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
საცხენოსნო კლუბ "ხარებას" ფინანსური ხელშეწყობა
|
2024 წლის დაფინანსება ათას ლარში |
|
05 03 |
80,0 |
||
|
პროგრამის განმახორციელებელი |
ა(ა)იპ საცხენოსნო კლუბი „ხარება“ |
||
|
პროგრამის აღწერა და მიზანი |
პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს სპორტული და ტრადიციული ცხენოსნობის პოპულარიზებას, ქვეყნის მასშტაბით ორგანიზებულ ცხენოსნობის ეროვნული სახეობების (ისინდი, ცხენბურთი, დოღი, მარულა) სპრტულ შეჯიბრებებში მონაწილეობა, ახალგაზრდების დაინტერესება სპორტის ამ სახეობით. ასევე, პროგრამა ითვალისწინებს სპორტული ღონისძიებების (შეჯიბრებები ცხენოსნობის სპორტულ და ეროვნულ სახეობებში) ორგანიზებას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. |
||
|
მოსალოდნელი საბოლოო შედეგი |
სპორტული ცხენოსნობის პოპულარიზაცია, საცხენოსნო სპორტით ახალგაზრდობის დაინტერესების გაზრდა, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება. |
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
ქართული ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა |
2024 წლის დაფინანსება ათას ლარში |
|
05 04 |
570.0 |
||
|
პროგრამის განმახორციელებელი |
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ საფეხბურთო კლუბი ,,ოდიში“-1919. |
||
|
პროგრამის აღწერა და მიზანი |
სპორტის დახელოვნების, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების, ახალგაზრდებში სპორტული უნარჩვევებისა და სპორტულ-პატრიოტული სულის ჩამოყალიბების მიზნით, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი „ოდიში 1919“ ანხორციელებს მთელ რიგ ღონისძიებებს, რომლებიც მიმართულია ბავშვთა და მოზარდთა თაობის მაქსიმალური რაოდენობის ჩასაბმელად საფეხბურთო კლუბი „ოდიში 1919“-ის პროფილის შესაბამისად, მათი მეთოდური აღზრდისა და დაოსტატებისათვის. საფეხბურთო კლუბი „ოდიში 1919“-ის მიზანია ფეხბურთის, როგორც მასობრივი სპორტის განვითარება, ოფიციალურ საფეხბურთო მატჩებში და სხვადასხვა რანგის საფეხბურთო ტურნირებში მონაწილეობის უზრუნველყოფა. ამასთანავე ხელშეწყობა ახალგაზრდების უფლებებისა და თავისუფლებების დაცვაში, თვითრეალიზებასა და დამოუკიდებელი აზროვნების ჩამოყალიბებაში. ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარების პროგრამის მიზანია განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდების გამოვლენა, მათი მხარდაჭერა, ოფიციალურ ტურნირებში მონაწილეობის უზრუნველყოფა, სპორტსმენთათვის მატერიალურ-ტექნიკური და საწვრთნელი ბაზის შექმნა, საწვრთნელი ფორმებით უზრუნველყოფა, სამედიცინო დიაგნოსტიკური მომსახურების უზრუნველყოფა. მწვრთნელთა გადამზადება კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით. საფეხბურთო კლუბი „ოდიში 1919“-ის მიზანია სწავლების დონემ და ხარისხმა თანამედროვე სტანდარტებს უპასუხოს და სწორად გამოვიყენოთ ყველა რესურსი, რომელსაც გვთავაზობს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია. ფეხბურთის მშენებლობა საძირკვლიდან, ბავშვთა ფეხბურთის ხელშეწყობიდან დავიწყოთ. ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარებაში უდიდესი ადგილი უჭირავს ფიზმომზადების როლს, ვარჯიშის სწორად დაგეგმვას. ზედმეტმა დატვირთვამ შესაძლოა მოზარდის შემდგომი განვითარება შეაფერხოს და საბოლოო ჯამში წერტილი დაუსვას მის კარიერას. ამიტომაც საფეხბურთო კლუბი „ოდიში 1919“ ანხორციელებს მთელ რიგ ღონისძიებებს მწვრთნელთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით. საწვრთნელი ვარჯიშების სწორად დაგეგმისათვის მნიშვნელოვანია ბავშვების ფსიქოლოგიის ცოდნა და ინდივიდუალური მიგდომა, აუცილებელია მწვრთნელი იყოს დინამიური, საქმისადმი ერთგული და პოზიტიურად კონსტრუქციული პედაგოგი ანუ პიროვნება, რომელიც ყოველთვის დაეხმარება, მხარს დაუჭერს თავის მოთამაშეებს და იზრუნებს მათზე, გააღრმავებს მათ მოტივაციას, ექნება შთაგონების უნარი. კვალიფიციური მწვრთნელი უნდა ფლობდეს საუბრის ხელოვნებას. იყო კარგი მწვრთელი არ ნიშნავს მხოლოდ გესმოდეს ფეხბურთი, ეს არც მხოლოდ ტალანტების განვითარება და მოგებებია - ეს არის იცნობდე მოზარდის ხასიათს. ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარების პროგრამაში ჩართულ ყველა ახალგაზრდა ფეხბურთელს ვაძლევთ სტიმულს და საშუალებას მაქსიმალურად იყვნენ ჩაბმულები სასკოლო განათლებაში ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად. ვარჯიშები იგეგმება სკოლისაგან თავისუფალ დროს. ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარების პროგრამის მიზანია ახალგაზრდა თაობა დაკავდეს სპორტით, განვითარდეს მათი ტექნიკური, ტაქტიკური და ფიზიკური მიმართულებები. მოტივაციისთვის მათ მონაწილეობა უნდა მიიღონ დაძაბულ შეჯიბრებებში, სადაც მათი მთავარი მიზანი უნდა იყოს მოგება. საფეხბურთო კლუბის მიზანია ასწავლოს სპორტსმენებს დაეყრდნონ წვრთნების შედეგად გამომუშავებულ შესაძლებლობებს და განუვითარდეთ პასუხისმგებლობის გრძნობა და თვითპატივისცემა. ახალგაზრდა ნიჭიერი თაობის გამოსავლენად კლუბი ატარებს ღონისძიებებს, ტურნირებს რაიონის მაშტაბით. ფეხბურთი არის სპორტი, როდესაც სპორტსმენებმა დამოუკიდებლად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. საფეხბურთო კლუბი „ოდიში 1919“-ის მიზანია გამოვძებნოთ და შევარჩიოთ ფეხბურთელები სწორი გენით და შემდეგ ხარისხიანი ვარჯიშების საშუალებით განვავითაროთ, რომ ჩამოყალიბდნენ უმაღლესი დონის ფეხბურთელებად. რაც უფრო ბევრ კარგ ფეხბურთელს შევარჩევთ არსებობს მეტი შანსი ნიჭიერი ფეხბურთელების მოძებნისა. ფართო ბაზის შექმნა პირველი ნაბიჯია უმაღლესი დონის ფეხბურთელის გასაზრდელად. |
||
|
მოსალოდნელი საბოლოო შედეგი |
საფეხბურთო კლუბი „ოდიში 1919“ ინფრასტრუქტურის განვითარება, კვალიფიციური კადრები, ნაყოფიერი სამწვრთნელო გარემო, სწავლების აქტიური მეთოდების დანერგვა განაპირობებს ბენეფიციართა მნიშვნელოვან ზრდას. საფეხბურთო კლუბის მიზანია ასწავლოს სპორტსმენებს დაეყრდნონ წვრთნების შედეგად გამომუშავებულ შესაძლებლობებს და განუვითარდეთ პასუხისმგებლობის გრძნობა და თვითპატივისცემა. ახალგაზრდა ნიჭიერი თაობის გამოსავლენად კლუბი ატარებს ღონისძიებებს, ტურნირებს რაიონის მაშტაბით. ფეხბურთი არის სპორტი, სადაც სპორტსმენებმა დამოუკიდებლად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. საფეხბურთო კლუბი „ოდიში 1919“-ის მიზანია გამოვძებნოთ და შევარჩიოთ ფეხბურთელები სწორი გენით და შემდეგ ხარისხიანი ვარჯიშების საშუალებით განვავითაროთ, რომ ჩამოყალიბდნენ უმაღლესი დონის ფეხბურთელებად. რაც უფრო ბევრ კარგ ფეხბურთელს შევარჩევთ არსებობს მეტი შანსი ნიჭიერი ფეხბურთელების მოძებნისა. ფართო ბაზის შექმნა პირველი ნაბიჯია უმაღლესი დონის ფეხბურთელის გასაზრდელად. |
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
სსიპ ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ხელშეწყობის პროგრამა
|
2024 წლის დაფინანსება ათას ლარში |
|
05 05 |
30.0 |
||
|
პროგრამის განმახორციელებელი |
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური |
||
|
პროგრამის აღწერა და მიზანი |
აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს სსიპ ,,ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის“ პოპულარიზაციის მიზნით საქართველოს ფარგლებში საგასტროლე ტურნეებისა და ახალი სპექტაკლების სადადგმო ხარჯების დაფინანსებას. |
მოსალოდნელი საბოლოო შედეგი |
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 4945.0 ათასი ლარი. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათას ლარში
პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებისა და სოციალური დახმარებების უზრუნველყოფას. მზრუნველობამოკლებული პირების უფასო კვებითა და ფართით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას, სხვა პროგრამების განხორციელებას, რომლებიც უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, მარტოხელა მშობლების, ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური მხარდაჭერასა და გენდერული თანასწორობის დაცვას. სოციალურად დაუცველი, კანონთან კონფლიქტში მყოფი და ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების მქონე ბავშვების ეკონომიკური და ფსიქო-სოციალური მხარდაჭერას.
|
მმართველობითი სფეროს გამართული ფუნქციონირება მუნიციპალიტეტის საქმიანობის ეფექტურად წარმართვის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, სადაც მნიშვნელოვანი როლი ენიჭება მოსახლეობის ჩართულობის სისტემების შექმნას და უზრუნველყოფას, საბიუჯეტო პროცესის გაუმჯობესებას, მიმდინარე პროცესების მართვას და სხვა ფაქტორებს.
პრიორიტეტი მოიცავს ისეთ ღონისძიებებს, რაც ადმინისტრაციული ხასიათისაა და ხელს უწყობს სისტემის გამართულ ფუნქციონირებას, რომელიც მოიცავს მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულების, მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საკრებულოს აპარატის შენახვის ხარჯების, პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და საჯარო მოხელეთა შრომის ანაზღაურების წყაროს, თანამდებობრივ სარგოს, კანონით დადგენილი წესით გათვალისწინებულ დანამატს, ჯილდოს და წახალისების სხვა ფორმას. პრიორიტეტი ასევე მოიცავს ბიუჯეტის სარეზერვო ფონდს, წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდს, თავდაცვის ღონისძიებების, სესხის მომსახურების და ვალების დაფარვის ხარჯებს.
|
ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათას ლარში
|
2. წინა წლებში წარმოქმნილი ფაქტობრივი დავალიანებების დასაფარავად ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა საბიუჯეტო ორგანიზაციებმა და დაწესებულებებმა შესაძლებელია გამოიყენონ 2024 წელს მათთვის გამოყოფილი ასიგნებები იმ პირობით, რომ არ დაიშვება ახალი დავალიანების დაგროვება, რისთვისაც პასუხისმგებლობა ეკისრებათ აღნიშნულ ორგანიზაციებს.
2. 2024 წლის განმავლობაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მოსამსახურეებზე საქართველოს კანომდებლობით განსაზღვრული ფულადი ჯილდო, დანამატი და სხვა ანაზღაურება გაიცეს მათთვის შესაბამისი ბიუჯეტებით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. საჭიროების შემთხვევაში აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია შეზღუდოს ჯილდოებისა და დანამატების გაცემა შესაბამისი წინადადებათა განხილვის შედეგად.
ა) სახელმწიფო და ადგილობრივი საბიუჯეტო სახსრებით „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განხორციელებული ტენდერების შედეგად წარმოქმნილი და ხელშეკრულების შესრულების შემდგომ დარჩენილი ეკონომიის თანხების შესახებ.
ბ) წარმოადგინონ წინადადებები ეკონომიის თანხებით ახალი - საშუალოვადიანი პერიოდში გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების თაობაზე.
ბ) 2023 წელს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ კერძო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელების ანგარიშების მოსმენის შედეგად გამოთქმული შენიშვნებისა და გაცემული რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობაზე კონტროლის დაწესება და შედეგების შესწავლა.