წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 28.12.2023
ძალაში შესვლა 01.01.2024
გამომცემი ორგანო წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №41
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.104.016543
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/01/2024
matsne.gov.ge 1,845 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.12.2023 მიღება
01.01.2024 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (15)
1 ტუია ნანა-ოქროსფერი
2 ტუია სმარაგდი
3 ტუია ბრაბანტის
4 ტუია ოქროსფერი
5 ბიოტა (ტუია) საბორდიურე
6 ღვია „ოქროსფერი)
7 ღვია „ვერცხლისფერი“
8 ღვია გართხმული
9 ჯუჯა ფიჭვი
10 ჯუჯა ნაძვი
11 უთხოვარი ბუჩქი
12 ცხრატყავა ქართული
13 ცხარტყავა კავკასიური (წერწა)
14 ჩიტავაშლა
15 ჭყორი კოლხური
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 99% 29.12.2023 ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 27.02.2024 საჩხერის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 23.02.2024 სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 27.12.2023 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 05.02.2024

დოკუმენტის ტექსტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №41 2023 წლის 28 დეკემბერი ქ. წალენჯიხა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“, „ე“, „ვ“ და „ნ“ ქვეპუნქტების, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის (N2738-XIმს-Xმპ, 04.04.2023 წ) 1-ლი მუხლისა და მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს: ა) „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობების სია“ ამ დადგენილების დანართი №1-ის შესაბამისად; ბ) „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობები“ ამ დადგენილების დანართი №2-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილების პირველი მუხლის „ა“ პუნქტით დამტკიცებული „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობების სია“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მიერ გამოყენებულ იქნეს: ა) განაშენიანების დეტალური გეგმის განხილვა/დამტკიცებისას, წარმოსადგენი გამწვანების პროექტის შეთანხმების ფარგლებში; ბ) მშენებლობის ნებართვის გაცემისას, წარმოსადგენი გამწვანების პროექტის შეთანხმების ფარგლებში; გ) მუნიციპალიტეტის მიერ მწვანე ინფრასტრუქტურული პროექტების მოწყობის ფარგლებში. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკორნელი სალია დანართი №1 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობების სია ფოთლოვანი ხეები № ქართული დასახელება ლათინური დასახელება 1 ირმის რქა სწორ შტამზე, ხედ ფორმირებული Lagerstroemia indica 2 იფანი ჩვეულებრივი Fraxinus excelsior 3 იფანი გრძელფოთოლა Fraxinus coriariaefolia 4 ცაცხვი კავკასიური Tilia 3aucasica 5 ცაცხვი წვრილფოთოლა (გულფოთოლა) Tilia cordata 6 ცაცხვი უნგრული Tibia tomentosa 7 ნეკერჩხალი მინდვრის Acer campestre 8 ნეკერჩხალი „დიადი ბოყვი“ Acer velutinum 9 ნეკერჩხალი - ქორაფი Acer cappadocicu m 10 ნეკერჩხალი - ლეკა Acer platanoides 11 შაქრის ნეკერჩხალი Acer saccharum 12 ვერცხლისსფერი (ჭაობის) ნეკერჩხალი Acer saccharinum 13 ნეკერჩხალი მარაოსებური (პალმატუმი) Acer palmatum 14 კვიდო ხედ ფორმირებული შტამზე Ligustrum japonicum 15 სოფორა იაპონური „მტირალა“ Sophora japonica 16 სოფორა იაპონური სწორ შტამზე Sophora japonica 17 მალუსი (დეკ.ვაშლი) - სხვადასხვა ფორმა malus floribunda / malus cocinela 18 წითელი ტყემალი Prunus cerasifera Pisardii 19 პანტა დეკორატიული (შანტაკლერი) Pyrus calteryaoa 'Chactîcleer’ 20 ამბრის ხე Liquidambar styraciflua 21 გინკო ბილობა Ginkgo biloba 22 მელია აზედარახის Melia azedarach 23 ფშატი ფორმირებული შტამზე Elaeagnus sp. 24 კოლხური მუხა Quercus hartwissiana 25 მარადმწვანე მუხა Quercus ilex 26 კორპის მუხა Quercus subere 27 პონტოს მუხა quercus Pontica 28 ზეთისხილის ხე Olea Europaea 29 საკურა (სხვადასხვა ფორმა) Prunus serrulata 30 ალბიცია (ლენქორანული „აკაცია“ Albizzia julibrissin 31 ძელქვა Zelqova 32 მაგნოლია Magnoliasp. / gradiflora / tulipifera/ 33 ხეტიტა Liriodendron tulipifera 34 ცხენისწაბლი Aesculus sp. / Aesculus hippocastanum / Aesculus x camea 35 თუთა უნაყოფო/მტირალი ფორმა Morus alba "Pendula" / Morus alba 'Platanifolia' 36 მტირალა ტირიფი Salix babylonica 37 პალმა ფინიკის Phoenix dactylifera წიწვოვანი ხეები № ქართული დასახელება ლათინური დასახელება 1 არიზონული კვიპაროსი Cupressus arizonica 2 ლეილანდიის კვიპაროსი Cupressus leylandi 3 ჰიმალაის კედარი Cedrus deodara 4 ზღვისპირა ფიჭვი Pinus pinastere 5 იტალიური ფიჭვი Pinus piena 6 ბიჭვინთის ფიჭვი Pinus brutia var. pityusa 7 უთხოვარი Taxus baccata 8 კრიპტომერია Cryptomeria japonica 9 ვერცხლისფერი ნაძვი Picea pungens Glauca / Hoopsi 10 ჭაობის კვიპაროსი Taxodium distichum ფოთლოვანი ბუჩქები და მრავალწლიანი ბალახები (ნიადაგმფარავები და მხვიარები) № ქართული დასახელება ლათინური დასახელება 1 ირმის რქა ბუჩქად ფორმირებული Lagerstroemia indica 2 აბელია დიდფოთოლა Abelia grandiflora 3 კოლხური ბზა Buxus sempervirens 4 წვრილფოთოლა ბზა Buxus microphylla 5 იაპონური ფშატი Eleagnus x ebbingei ‘Limelight’ 6 ფოტინია წითელი Photinia x fraseri ‘Red Robin’ 7 ფოტინია მწვანე დიდი, ღობის Photinia serrulata 8 მარადმწვანე ძახველი პირამიდული მაღალი Vibrunum lucidium 9 სურნელოვანი ძახველი Vibrunum tinus 10 მარადმწვანე, პრიალა ფოთოლა ძახველი Vibrunum lucidium 11 ცხრატყავა Lonicera sp. 12 ცხრატყავა ქართული Lonicera iberica 13 ცხარტყავა კავკასიური (წერწა) Lonicera caucasica 14 ჩიტავაშლა Cotoneaster melanocarpa, 15 ჭყორი კოლხური flex colchica 16 ჭყორი მწვანე flex aquifolium 17 ჭყორი ჭრელფოთოლა Ilex aquifolium 'Argentea Marginata' 18 ფიტოსფორუმი წვრილფოთოლა Pittosporum tobira 'Nana' 19 ფიტოსფორუმი საბორდიურე Pittosporum tobira 20 კვიდო (ლუგუსტრუმი) მარადმწვანე Ligustrum lucidium 21 კვიდო ჭრელფოთოლა Ligustrum lucidium 'variegata' 22 ჰიბისკუსი (სირიული ვარდი) 23 ოლეანდრა სწორ შტამზე, ხედ ფორმირებული Nerium oleander 24 წყავი ფორმირებული სფეროსებურად Prunus laurocerasus bait-shaped 25 წყავი საბორდიურე Prunus laurocerasus 26 ქონდარი პალმა Chamaerops humilis 27 ვარდი - ჯუჯა (ფერების ვარიაციით) Rosa Dwarf Fairy ('Korzweenu') 28 ვარდი - ხვია (ფერების ვარიაციით) Rosa banksiae 29 ვარდი - ბუჩქი (ფერების ვარიაციით) Rosa Daftvolk 30 ნანდინა Nandina domestica / Nandina domestica 'Firepower‘ 31 ჭანჭყვატი მწვანე Euonymus Green 32 ჭანჭყვატი ოქროსფერი Euonymus gold 33 ჭანჭყვატი ვერცხლისფერი Euonymus Silver 34 გრაკლა (სხვადასხვა ფორმა) Spiraea japonica / thunbergii 35 კამელია Camellia მხვიარა ბუჩქები და მრავალწლიანი ბალახები (მხვიარები) № ქართული დასახელება ლათინური დასახელება 1 გლიცინა Wisteria 2 ტეკომა Tecoma 3 უსურვაზი Parthenocissus tricuspidata 4 ცხრატყავა Lonicera 5 მარადმწვანე ჟასმინი, მხვიარა Jasminum grandiflorum 6 კოლხური სურო Hedera colchica 7 წვრილფოთოლა სურო Hedera 8 კატაბარდა Clematissp. / armandii/ Clematis paniculata / Clematis mandscuirica / 9 ლავანდა Lavanlunda angustifolia 10 როზმარინი Rosmarinus 11 წიწვანა Festuca sp, წიწვოვანი ბუჩქები № ქართული დასახელება ლათინური დასახელება 1 ტუია ნანა-ოქროსფერი Thuja orientalis ‘Aurea lana’ 2 ტუია სმარაგდი Thuja occidentalis 'Smaragd' 3 ტუია ბრაბანტის Thuja occidentalis ‘Brabant’ 4 ტუია ოქროსფერი Thuja occidentalis 'Gold‘ 5 ბიოტა (ტუია) საბორდიურე Thuja occidentalis 'Gold' 6 ღვია „ოქროსფერი) Juniperus x pfitzeriana 'Mordigan Gold' 7 ღვია „ვერცხლისფერი“ Juniperus virginiana 'Silver Spreader'/ Globosa 8 ღვია გართხმული 9 ჯუჯა ფიჭვი Pinus mugo pumilio / Pinus mugo mugus 10 ჯუჯა ნაძვი Picea glauca conica / globosa 11 უთხოვარი ბუჩქი Taxus baccat დანართი №2 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობები მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით“ განსაზღვრული განაშენიანების დეტალური გემის ფარგლებში და მშენებლობის ნებართვის გაცემის ფარგლებში შესათანხმებელი გამწვანების პროექტთან დაკავშირებული მოთხოვნების განსაზღვრა. აგრეთვე, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებით გათვალისწინებული დაგეგმილი გამწვანების (რომელშიც აღწერილია სავარაუდო გამწვანების პროექტი) დაკავშირებული მოთხოვნების  განსაზღვრა. 2. ამ დადგენილების მოქმედება ვრცელდება „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტორული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით“  გათვალისწინებულ გამწვანების პროექტზე, გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და იმ ფუნქციური ზონისა, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის. 3.გამოყენებულ ტერმინებს აქვთ „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტორული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ მე-3 მუხლით  განსაზღვრული მნიშვნელობა. მუხლი 2🔗. განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის ეტაპზე დასამუშავებელი გამწვანების ზოგადი პროექტი 1. განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცების ეტაპზე წარსადგენი გამწვანების ზოგადი პროექტი უნდა მოიცავდეს დაგეგმილი გამწვანების შესახებ ზოგად მონაცემებს. 2. გამწვანების ზოგადი პროექტის შეთანხმების პირობები: ა) გამწვანების ზოგადი პროექტის ეტაპზე წარმოდგენილ უნდა იქნას მწვანე ნარგავების აღწერისა და მათი ხარისხობრივი შეფასების შესახებ გაცემული საექსპერტო დასკვნა, რომელიც  უნდა აკმაყოფილებდეს ამ დადგენილების მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ პირობებს; ბ) გამწვანების ზოგადი პროექტი უნდა მოიცავდეს საპროექტო ტოპოგრაფიულ გეგმას, რომელზეც დატანილი უნდა იქნას გასამწვანებელი არეალები; გ) გამწვანების ზოგადი პროექტის ეტაპზე წარმოდგენილ უნდა იქნას პროექტის განხორციელებისთვის ხელისშემშლელი მოსაჭრელი/გადასარგავი მწვანე ნარგავების შესახებ ინფორმაცია ცხრილის სახით, საპროექტო არეალში შემავალი თითოეული მიწის ნაკვეთისთვის ცალ-ცალკე; დ) მოსაჭრელი/გადასარგავი მწვანე ნარგავები შესაბამისი ნუმერაციითა და პირობითი აღნიშვნებით დატანილ უნდა იქნას  საპროექტო ტოპოგრაფიულ გეგმაზე; ე) პროექტის განხორციელებისთვის ხელისშემშლელი მოსაჭრელი, ჯანსაღი, ღირებული მწვანე ნარგავების რაოდენობა არ უნდა აჭარბებდეს ტერიტორიაზე არსებული ჯანსაღი, ღირებული მწვანე ნარგავების 25 %-ს; ვ) გამწვანების ზოგად პროექტში მითითებული უნდა იყოს დაგეგმილი ფუნქციური ზონის შესაბამისი გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი/ები შესაბამის საანგარიშო ფართობ(ებ)თან ერთად. მუხლი 3🔗. განაშენიანების დეტალური გეგმით გათვალისწინებული გამწვანების პროექტი 1. განაშენიანების დეტალური გეგმით გათვალისწინებული გამწვანების პროექტი შედგენილი უნდა იყოს მიწის ნაკვეთის ფუნქციური ზონირების შესაბამისად, გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და იმ ფუნქციური ზონისა, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის. 2. გამწვანების პროექტით გათვალისწინებული უნდა იყოს: ა) გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი შესაბამის საანგარიშო ფართობთან ერთად, რომლის ათვისებაც ტერიტორიაზე უნდა განხორციელდეს მწვანე ნარგავებით; ბ) გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობა და დახასიათება (მათ შორის, ხნოვანება, გარშემოწერილობა, სიმაღლე); გ) არსებული, გადასარგავი და საპროექტოდ დასარგავი მწვანე ნარგავების გაშენების არეალი. დ) გამწვანების პროექტის დასრულების თარიღი; ე) გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი პირი; ვ) ფოტომონტაჟის სახით მოცემული გამწვანების პროექტის გამოსახულება; ზ) დამატებითი საინფორმაციო დაფის ამსახველი ფოტოსურათები, რომელზედაც მითითებულია ინფორმაცია სამშენებლო ობიექტზე გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრული ფართობის ათვისების, გამწვანების პროექტის ძირითადი ასპექტებისა და პარამეტრების შესახებ. 3. გამწვანების პროექტის ფარგლებში დასარგავი მწვანე ნარგავების  სახეობები უნდა შეირჩეს ამ დადგენილების დანართი №1-ის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი პრიორიტეტული ხე-მცენარეების სიიდან. 4. გამწვანების პროექტი უნდა მოიცავდეს საპროექტო ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების აღწერისა და მათი ხარისხობრივი შეფასების შესახებ გაცემულ საექსპერტო დასკვნას. 5. მწვანე ნარგავების აღწერისა და მათი ხარისხობრივი შეფასების შესახებ გაცემული საექსპერტო დასკვნა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: ა) გაცემული უნდა იყოს შესაბამისი ექსპერტის მიერ. ექსპერტთა სიის განსაზღვრის უფლებამოსილება აქვს მუნიციპალიტეტს; ბ) შედგენილი უნდა იყოს „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ მე-3 მუხლით გათვალისწინებული ტერმინების გამოყენებით; 6. მწვანე ნარგავების ხარისხობრივ შეფასებაზე გაცემულ საექსპერტო დასკვნაში  მითითებული უნდა იქნეს შემდეგი ინფორმაცია: ა) მწვანე ნარგავების შესწავლისა და დასკვნის გაცემის თარიღი, ადგილი (მისამართი, საკადასტრო კოდი) და საფუძველი; ბ) ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების საერთო რაოდენობა და შეფასებული მწვანე ნარგავების რაოდენობა; გ) კვლევის ჩატარების მეთოდი; დ) ინფორმაცია მწვანე ნარგავების სახეობის, მდგომარეობის, დიამეტრის (მიწის ზედაპირიდან 10 სმ სიმაღლეზე) და საჭიროების შემთხვევაში ხნოვანების თაობაზე; ე) მწვანე ნარგავების ნუმერაციის მიხედვით კვლევის ამსახველი ფერადი ფოტო-მასალა, რომელზეც თვალსაჩინოდ უნდა ჩანდეს საპროექტო ტერიტორიაზე აღწერილი თითოეული მწვანე ნარგავის ხარისხობრივი მდგომარეობა (როგორც ღერო, ასევე ვარჯი) და საექსპერტო დასკვნის შესაბამისად მინიჭებული ნუმერაცია. ვ) დაავადებული/წვერხმელი მწვანე ნარგავების  შემთხვევაში დასკვნას უნდა ერთვოდეს ლაბორატორიული კვლევის ამსახველი დოკუმენტი, ასეთის საჭიროებისას და დასაბუთება იმის თაობაზე, ექვემდებარება თუ არა აღნიშნული ხე-მცენარე გამოჯანსაღებას; ზ) ჯანსაღი მწვანე ნარგავების შემთხვევაში ექსპერტის დასაბუთებული არგუმენტაცია ხე-მცენარის გადარგვისა და მისი გახარების შესაძლებლობის თაობაზე.  თ) წვერხმელი მწვანე ნარგავების შემთხვევაში - მწვანე ნარგავის რა ნაწილია ხმელი. ი) საექსპერტო დასკვნა უნდა მოიცავდეს ტოპოგრაფიულ გეგმას, რომელზეც დატანილი უნდა იყოს საპროექტო ობიექტების სქემა (შენობა-ნაგებობები, გზა, პარკინგი, და სხვა) და საექსპერტო დასკვნაში აღწერილი მწვანე ნარგავები შესაბამისი ნუმერაციით, ასევე, ტოპოგრაფიულ გეგმაზე აღნიშნული უნდა იყოს საპროექტო შენობასა და მწვანე ნარგავებს შორის არსებული მანძილები. მუხლი 4🔗. მშენებლობის ნებართვის მისაღებად წარდგენილი სანებართვო განაცხადისთვის თანდართული გამწვანების პროექტი 1. მშენებლობის ნებართვის მისაღებად წარდგენილი გამწვანების პროექტი უნდა მოიცავდეს: ა) განაშენიანების დეტალური გეგმის არსებობის შემთხვევაში − ამ გეგმის ფარგლებში შეთანხმებულ გამწვანების პროექტს; ბ)  გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრულს ფართობს, გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობას და დახასიათებას (მათ შორის, ხნოვანება, გარშემოწერილობა, სიმაღლე), გამწვანების პროექტის დასრულების თარიღს, გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობისთვის პასუხისმგებელ პირს, ფოტომონტაჟის სახით მოცემულ გამწვანების პროექტის გამოსახულებას; გ) დამატებითი საინფორმაციო დაფის ამსახველ ფოტოსურათებს, რომელზედაც მითითებულია ინფორმაცია სამშენებლო ობიექტზე გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრული ფართობის ათვისების, გამწვანების პროექტის ძირითადი ასპექტებისა და პარამეტრების შესახებ. 2. ეს მუხლი არ ვრცელდება ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებსა და იმ შენობა-ნაგებობების არქიტექტურულ პროექტებზე, რომელთა შეთანხმებაც მოთხოვნილია მიწის ნაკვეთის იმ ფუნქციურ ზონაში, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის. 3. სამშენებლო ნებართვის მფლობელმა, ნებართვის დადგენილი წესით გაცემიდან 10 დღის ვადაში არსებული საინფორმაციო დაფის გვერდით უნდა განათავსოს სხვა, დამატებითი საინფორმაციო დაფა, რომელზედაც უნდა მიეთითოს ინფორმაცია სამშენებლო ობიექტზე გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრული ფართობის ათვისების, გამწვანების პროექტის ძირითადი ასპექტებისა და პარამეტრების შესახებ (გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და იმ შენობა-ნაგებობების არქიტექტურული პროექტებისა, რომელთა შეთანხმებაც მოთხოვნილია მიწის ნაკვეთის იმ ფუნქციურ ზონაში, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის), კერძოდ: ა) გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრული ფართობი; ბ) გამწვანების პროექტის შეთანხმების თარიღი; გ) გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობა და დახასიათება (მათ შორის, ხნოვანება, გარშემოწერილობა, სიმაღლე); დ) გამწვანების პროექტის დასრულების თარიღი; ე) ინფორმაცია გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობისთვის პასუხისმგებელი პირის შესახებ; ვ) გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლის ხანგრძლივობა; ზ) შეთანხმებული გამწვანების პროექტის მაკეტი ან/და გამოსახულება ფოტომონტაჟის სახით. მუხლი 5🔗. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებით გათვალისწინებული დაგეგმილი გამწვანების პროექტი 1. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებით გათვალისწინებულია  დაგეგმილი გამწვანების პროექტის წარდგენა, მასში უნდა აღიწეროს სავარაუდო გამწვანების პროექტი. 2. დაგეგმილი გამწვანების პროექტი უნდა მოიცავდეს: ა) ინფორმაციას დაგეგმილი გამწვანების შესახებ, რომელშიც აღწერილია სავარაუდო გამწვანების პროექტი. გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა; ბ) ექსპერტის დასკვნას მიწის ნაკვეთზე არსებული მწვანე ნარგავის/ნარგავების აღწერისა და ხარისხობრივი შეფასების შესახებ; გ) ტოპოგრაფიულ გეგმას, რომელზედაც აღნიშნულია მწვანე ნარგავები ექსპერტის დასკვნით მინიჭებული ნომრების მიხედვით. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები არ მოითხოვება იმ ფუნქციურ ზონაზე, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის.