ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
29.12.2023 ძალადაკარგული 26.12.2025
გამომცემი ორგანო
ნომერი
№19
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.134.016379
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/01/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №19

2023 წლის 29 დეკემბერი

დაბა ქედა

 

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 156-ე მუხლის მე-5 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-4 პუნქტისა და „ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 3 მაისის №6 დადგენილების მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებში და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, ამომრჩევლებთან შესახვედრად, საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამსახურებრივი დავალების შესასრულებლად, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ წევრს, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი, ყოველი საანგარიშო თვის 1 რიცხვამდე მიეცეს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ყოველთვიური ანაზღაურება 740 (შვიდას ორმოცი) ლარის ოდენობით.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 15 სექტემბრის  №15 დადგენილება (გამოქვეყნების წყარო:სსმ, www.matsne.gov.ge 17/09/2015,  სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.134.016178).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 01 იანვრიდან.

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეამირან ცინცაძე