„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №530 |
|
2023 წლის 29 დეკემბერი ქ. თბილისი |
1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ვ“ ქვეპუნქტის „ვ.ა.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ.ა.ბ) იძულებით გადაადგილებულ პირთა სამედიცინო ცენტრებზე;“;
ბ) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები:
„თ) 2024 წლის 1 მარტიდან, გარდა ამავე პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულისა (ქ. თბილისის, ქ. ბათუმისა და ქ. ქუთაისის თვითმმართველი ქალაქები), ამ დანართის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული კაპიტაციური მეთოდით დაფინანსების მიმღები ამავე დანართის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელია დაწესებულება:
თ.ა) რომელსაც, 2024 წლის 29 თებერვლის მდგომარეობით, რეგისტრირებული ჰყავს 2,500 და მეტი ბენეფიციარი (ძირითადი კონტინგენტი). გამონაკლისი დაიშვება:
თ.ა.ა) მუნიციპალიტეტში სერვისის ერთადერთ მიმწოდებელზე;
თ.ა.ბ) იძულებით გადაადგილებულ პირთა სამედიცინო ცენტრებზე;
თ.ა.გ) სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის (მათ შორის, გეოგრაფიული) გათვალისწინებით, სამედიცინო დაწესებულებებზე, რომელთა ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტით;
თ.ბ) რომელიც უზრუნველყოფს პროგრამის გეგმური ამბულატორიული მომსახურების კომპონენტით გათვალისწინებულ კლინიკო-ლაბორატორიულ კვლევებს ადგილზე და/ან ახორციელებს ბიოლოგიური მასალის ნიმუშების აღებას/ჩაბარებას და სხვა სათანადო დაწესებულებაში ტრანსპორტირებას, ასევე პასუხების უკან დაბრუნებას, მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესის შესაბამისად;
ი) „სოფლის ექიმი − პირველადი ჯანდაცვის მომსახურება სოფლად“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი: 27 03 03 07 03) განსაზღვრული მოსარგებლეებისთვის (ქ. ბათუმისა და ქ. ზუგდიდის სოფლად მცხოვრები მოსახლეობა) სერვისის უწყვეტობის მიზნით ამ დანართის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელია ა(ა)იპ – საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის („სოფლის ექიმი – პირველადი ჯანდაცვის მომსახურება სოფლად“ ქვეკომპონენტის განმახორციელებელი) მართვის ქვეშ არსებული დაწესებულებები:
ი.ა) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტში – შპს „ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო“;
ი.ბ) ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში – შპს „რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო.“.
2. მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ.ე“ ქვეპუნქტი:
„ნ.ე) ექიმ-სპეციალისტების მიერ მიწოდებული ამბულატორიული მომსახურება, ექიმის დანიშნულებით ამბულატორიულ დონეზე ინსტრუმენტული და კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები უზრუნველყოს არა უმეტეს მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული რეფერენტული ტარიფებით.“.
3. 23-ე მუხლს 361 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 362 პუნქტი:
„362. სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, პროგრამის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გეგმური ამბულატორიული მომსახურებისათვის 2024 წლის 1 მარტიდან პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად ჩანაცვლებულ მიმწოდებელთან რეგისტრირებული მოსარგებლეების უწყვეტი მომსახურება განხორციელდება მათი ხელახალი რეგისტრაციის გარეშე.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.12.2023.
- როდის იქნა მიღებული „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 29.12.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №530. სარეგისტრაციო კოდი — 470230000.10.003.024363.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.12.2023 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №530, 29.12.2023, სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.024363 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.12.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6056611/