პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს:

ა) დანართი №17.1-ით გათვალისწინებული ნოზოლოგიების შესაბამისად იშვიათი დაავადებების მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვთა ამბულატორიულ მომსახურებას: ექიმის (მ.შ სპეციალისტების) კონსულტაციას, იშვიათი დაავადების ამბულატორიული ზედამხედველობისთვის აუცილებელი კლინიკო- ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევების ჩატარებას დანართი №17.1-ში მითითებული ნოზოლოგიების და მინისტრის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მოცულობის შესაბამისად, რეცეპტებისა და სამედიცინო ცნობების გაცემას;

ბ) იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ 18 წლამდე ასაკის ბავშვთა სტაციონარულ მომსახურებას დანართი №17.2-ით გათვალისწინებული ნოზოლოგიების შესაბამისად;

გ) ჰემოფილიით და სისხლის შედედების სხვა მემკვიდრული პათოლოგიებით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა ამბულატორიულ და სტაციონარულ მომსახურებას  დანართი №17.3-ით განსაზღვრული მომსახურების მოცულობისა და ნოზოლოგიების შესაბამისად;

დ) იშვიათი დაავადებების მქონე პაციენტების სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფას, მათ შორის:

დ.ა) ჰემოფილიით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა – ანტიჰემოფილური ფაქტორ-კონცენტრატების – VIII, IX, XIII ფაქტორისა, ანტიინჰიბიტორული პროთრომბინ-კომპლექსის, ანტიინჰიბიტორული VII ფაქტორის და ანტიინჰიბიტორული კოაგულაციური კომპლექსის შესყიდვა;

დ.ბ) ფენილკეტონურიით დაავადებულთა სამკურნალო საკვები დანამატით უზრუნველყოფა – სამკურნალო საკვები დანამატის შესყიდვა;

დ.გ) მუკოვისციდოზით დაავადებულთა სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა – პანკრეასის ფერმენტების და მუკოლიზური საშუალება დორნაზა ალფას შესყიდვა;

დ.დ) მემკვიდრული ჰიპოგამაგლობულინემიით (ბრუტონის დაავადება) და საერთო ვარიაბელური იმუნოდეფიციტის სინდრომით დაავადებულთათვის სპეციფიკური მედიკამენტების შესყიდვა;

დ.ე) ზრდის ჰორმონის დეფიციტის, ტერნერის სინდრომის, პრადერ-ვილის სინდრომის და რასელ-სილვერის სინდრომის მქონე პაციენტებისათვის ზრდის ჰორმონის შესყიდვა;

დ.ვ) იუვენილური ართრიტით დაავადებულთათვის ბიოლოგიური პრეპარატების შესყიდვა;

დ.ზ) დიდი თალასემიით და თანდაყოლილი დიზერითროპოეტური ანემია ტიპი II-ით დაავადებულთათვის რკინის შემბოჭავი პრეპარატების შესყიდვა;

დ.თ) ფილტვების იდიოპათური ფიბროზის დიაგნოზის მქონე პირებისათვის მედიკამენტის (პირფენიდონი) შესყიდვა;

დ.ი) ვილსონის დაავადებით (E83.0) დაავადებულთათვის ჰელატური აგენტის D-პენიცილამინის შესყიდვა.

დ.კ) ჰიპოთირეოზის მძიმე ფორმით დაავადებულთათვის ინტრავენური L-თიროქსინის შესყიდვა.

დ.ლ) სპინალური კუნთოვანი ატროფიით დაავადებულთათვის სპეციფიკური მედიკამენტის შესყიდვა;

დ.მ) 18-იდან 60 წლის ასაკის ჩათვლით გაფანტული სკლეროზით დაავადებულთათვის (გარდა ქ. თბილისსა და აჭარის ა/რ-ში რეგისტრირებული პირებისა) სპეციფიკური მამოდიფიცირებელი მედიკამენტების შესყიდვა;

დ.ნ) დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებულთათვის მედიკამენტ „დეფლაზაკორტის“ შესყიდვა.

დ.ო) აქონდროპლაზიით დაავადებული პაციენტების სპეციფიკური მედიკამენტ „ვოსორიტიდით“ უზრუნველყოფა:

დ.ო.ა)  სპეციფიკური მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ შესყიდვა;

დ.ო.ბ) მედიკამენტ „ვოსორიტიდით“ უზრუნველყოფის მიზნით:

დ.ო.ბ.ა) ექიმ-სპეციალისტთა მულტიდისციპლინარული გუნდის მიერ პირველადი შეფასება;

დ.ო.ბ.ბ) პაციენტის ყოველდღიური შეფასება (ვიტალური ფუნქციები), მედიკამენტის ინიექცია და მეთვალყურეობა/მონიტორინგი დღის სტაციონარის პირობებში.

დ.პ) სპეციალურ სამკურნალო საშუალებათა ტრანსპორტირება, შენახვა და გაცემა – სამკურნალო საშუალებების (მათ შორის, საკვები დანამატების) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გაფორმების ხარჯები, მიღება, შენახვა, ტრანსპორტირება და სამკურნალო საშუალებების (მათ შორის, საკვები დანამატების) ბენეფიციარებზე გაცემა სამედიცინო დაწესებულებების (მათ შორის, აფთიაქების) მეშვეობი