1. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება ფინანსდება გლობალური ბიუჯეტის პრინციპით ყოველთვიურად, ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს წლიური ასანაზღაურებელი თანხის 1/12-ისა.
2. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება ფინანსდება სრულად ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს დანართ №17.2-ში მითითებული ტარიფისა.
3. პროგრამის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება (გარდა ჰემოფილური ართროპათიით გამოწვეული დაზიანებული სახსრების ენდოპროტეზირებისა) ფინანსდება გლობალური ბიუჯეტის პრინციპით ყოველთვიურად, ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს წლიური ასანაზღაურებელი თანხის 1/12-ისა, ხოლო ენდოპროტეზირება ფინანსდება დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების (DRG) პრინციპით.
4. პროგრამის მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მედიკამენტებით უზრუნველყოფა ხდება სრულად თანაგადახდის გარეშე კომპონენტისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
5. პროგრამის მე-3 მუხლის „დ.ო.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება ფინანსდება სრულად, თანაგადახდის გარეშე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ტარიფების შესაბამისა