1. პროგრამის მოსარგებლეებისათვის პროგრამით გათვალისწინებული ვაქცინები და ასაცრელი მასალები, ანტირაბიული სამკურნალო საშუალებები, სპეციფიკური შრატები და ვაქცინები არ ითვალისწინებს თანაგადახდას.

2. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“, „ა.ბ“, „ა.გ“, „ა.დ“, „ა.ე“, „ა.ვ“ ქვეპუნქტებითა და „ვ“ ქვეპუნქტით (ეპიდჩვენებით და/ან ე. წ. „გაწმენდის“ რაუნდების და/ან სეზონური ვაქცინაციის ფარგლებში „ბ“ ჰეპატიტზე, გრიპზე, პაპილომავირუსზე, წითელა-წითურაზე და ახალ კორონავირუსულ დაავადებაზე − COVID-19-ზე აცრა, რომლებიც არაა გათვალისწინებული 18 წლამდე ასაკის ბავშვების ასაცრელად გეგმური აცრების კალენდრით) გათვალისწინებული აცრა-ვიზიტისა და ექიმის კონსულტაციის მომსახურების ღირებულება შეადგენს 1 ლარ