პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 70 000.0 ათასი ლარით, მათ შორის:
ა) სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, საგანგებო სიტუაციების, კონფლიქტურ რეგიონებში დაზარალებულ მოქალაქეთა და საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სხვა შემთხვევების დროს მოსახლეობის სამედიცინო დახმარების კომპონენტი – 68 000.0 ათასი ლარით;
ბ) ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სამედიცინო დაზღვევის კომპონენტი – 8.0 ათასი ლარით;
გ) ფილტვის ქრონიკული დაავადებების რეაბილიტაციის კომპონენტი – 1 845.0 ათასი ლარით;
დ) კოხლეარული იმპლანტის მქონე ბენეფიციარების რეაბილიტაციის კომპონენტი – 147.0 ათასი ლარი