1. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების ზედამხედველობა ხორციელდება შემდეგნაირად:
ა) მოსარგებლის განსაზღვრა და განმახორციელებლის ინფორმირება ხორციელდება №331 დადგენილების შესაბამისად;
ბ) №331 დადგენილების შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მომსახურების/საქონლის საქართველოში მიწოდების მიზნით, ხორციელდება მიმწოდებლად რეგისტრაცია დადგენილებით დამტკიცებული პროგრამების მე-4 მუხლის შესაბამისად;
გ) თუ №331 დადგენილების შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მომსახურების/საქონლის მიწოდება ხორციელდება/ განხორციელდა საქართველოს ფარგლებს გარეთ (გარდა პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურებისა):
გ.ა) წინასწარი დაფინანსების შემთხვევაში, მოსარგებლემ ან მისმა ნდობით აღჭურვილმა პირმა უნდა აიღოს წერილობითი ვალდებულება წინასწარ დადგენილი ფორმით, რომ მომსახურების/საქონლის მიღებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა განმახორციელებელს წარუდგენს შესრულებული სამუშაოს ანგარიშსა და ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტს;
გ.ბ) თუ მოსარგებლეს უკვე მიღებული აქვს №331 დადგენილების შესაბამისად დასაფინანსებელი მომსახურება/საქონელი, ანგარიშსწორებას ახორციელებს განმახორციელებელი, მიმწოდებლის მიერ გაცემული შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე, რომელიც შეიძლება წარდგენილ იქნეს მოსარგებლის (მისი წარმომადგენლის) მიერ;
გ.გ) არ ვრცელდება დადგენილებით დამტკიცებული პროგრამების მე-9 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული პირობები;
დ) იმ სამედიცინო მომსახურებაზე, რომლის ძირითად დიაგნოზად მითითებულია ქვემოთ ჩამოთვლილი ICD10-ის კოდები, მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულების მიერ სპეციალური ელექტრონული პროგრამის საშუალებით შეტყობინების გაკეთებისას აუცილებელია პაციენტი რეგისტრირებული იყოს კიბოს პოპულაციური რეგისტრის ელექტრონულ სისტემაში („სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების და მიწოდების წესის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 25 მარტის №01-26/ნ ბრძანების შესაბამისად):
დ.ა) C00-C97 − ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები;
დ.ბ) D00-D09 − in situ სიმსივნეები;
დ.გ) D32 − თავის ტვინის გარსების კეთილთვისებიანი სიმსივნეები;
დ.დ) D33 − თავის ტვინისა და ცენტრალური ნერვული სისტემის სხვა ნაწილების კეთილთვისებიანი სიმსივნეები;
დ.ე) D42 − თავისა და ზურგის ტვინის გარსების გაურკვეველი ან უცნობი ქცევის სიმსივნე;
დ.ვ) D43 − თავის ტვინისა და ცენტრალური ნერვული სისტემის გაურკვეველი ან უცნობი ქცევის სიმსივნეები;
ე) თუ №331 დადგენილების შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მომსახურების მიწოდება ხორციელდება/განხორციელდა საქართველოს ფარგლებს გარეთ და პაციენტი არ არის რეგისტრირებული კიბოს პოპულაციური რეგისტრის ელექტრონულ სისტემაში, ამ მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობების შესრულების მიზნით, პაციენტის რეგისტრაციას კიბოს პოპულაციური რეგისტრის ელექტრონულ სისტემაში უზრუნველყოფს ფონდი.
ვ) №331 დადგენილების შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს ფარგლებს შიგნით განხორციელებული მომსახურების/საქონლის მიწოდების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია, საანგარიშგებო დოკუმენტაცია ფონდში წარადგინოს პროგრამით განსაზღვრული პირობებით გაწეული მომსახურების დასრულებიდან არა უმეტეს 1 (ერთი) საანგარიშგებო თვეში. ვადაგადაცილებით წარდგენილი დოკუმენტები არ განიხილება. გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც ადგილი აქვს სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის გარემოებებს ან №331 დადგენილებით შექმნილ კომისიაში წარდგენილი დოკუმენტაცია შესწავლისა და რევიზიისათვის გადაგზავნილია რეგულირების სააგენტოში, ამ პუნქტით გათვალისწინებული ვადა დაცულად ჩაითვლება, თუ შესაბამისი დოკუმენტაცია წარდგენილია ამავე ვადაში №331 დადგენილებით შექმნილ კომისიაზე. გამონაკლის შემთხვევას განსაზღვრავს №331 დადგენილებით შექმნილი კომისია;
ზ) №331 დადგენილების პირველი მუხლის შესაბამისად შექმნილი კომისიის მიერ განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მიღებული გადაწყვეტილების მოქმედების ვადა განისაზღვრება №331 დადგენილებით;
თ) მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურებით უზრუნველყოფის მიზნით:
თ.ა) მოქალაქეს მიეწოდება ინფორმაცია, რომ დაუკავშირდეს სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კრიზისული ინტერვენციის ცხელ ხაზს (032 2 911 000). ცხელი ხაზის თანამშრომელი − ფსიქოლოგი შეაფასებს მდგომარეობას და მისცემს მოქალაქეს რჩევას, ვის მიმართოს (ფსიქოლოგს თუ ფსიქიატრს);
თ.ბ) ფსიქოლოგიური დახმარების ცხელი ხაზის თანამშრომელი, მოქალაქის თანხმობით, მის შესახებ ინფორმაციას გადასცემს სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის დეპარტამენტს, რომლის თანამშრომელი დაუკავშირდება მოქალაქეს და დაეხმარება მას ვიზიტის დაგეგმვასა და სერვისის მიღებაში;
თ.გ) სამინისტრო აზუსტებს მოქალაქის შესახებ ინფორმაციას შესაბამისი უწყების (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ამბროლაურის, ლენტეხის, ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებს) მიერ წარდგენილ სიაში სტიქიური უბედურების დროს შოვში მყოფი პირებისა და გარდაცვლილი/დაკარგული პირების ოჯახის წევრების თაობაზე;
ი) მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია ბენეფიციარს სერვისი მიაწოდოს პრიორიტეტულად, მოცდის პერიოდის გარეშე.
2. პროგრამის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის ფარგლებში:
ა) სარეაბილიტაციო გამაჯანსაღებელი სერვისის ზედამხედველობა შედგება შემდეგი ეტაპებისგან:
ა.ა) პირის მოსარგებლედ ცნობა/რეგისტრაცია;
ა.ბ) ანგარიშის წარდგენა;
ა.გ) საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირება;
ა.დ) შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება ან ანაზღაურებაზე უარი;
ა.ე) კონტროლი;
ა.ვ) რევიზია;
ბ) მოსარგებლის ჩართვისა და რიგის მართვის საკითხები განიხილება ფილტვის ქრონიკული დაავადებებით დაავადებულთა სარეაბილიტაციო ღონისძიებების მართვის კომისიაზე, რომელიც შეიქმნება სს „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში“.
3. პროგრამის მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად პირი განცხადებით მიმართავს სააგენტოს, ამასთან, განცხადებას თან უნდა ერთოდეს სააგენტოს დირექტორის მიერ დამტკიცებული დოკუმენტების ნუსხა.
დანართი №20
თავდაცვის ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა სამედიცინო შემოწმება
(პროგრამული კოდი 27 03 03 0