სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების და მიწოდების წესის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
ცვლილებები (4)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №01-27 /ნ
2012 წლის 23 მაისი
ქ. თბილისი
სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების და მიწოდების წესის შესახებ
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20, 43-ე, 45-ე და 55-ე მუხლების , „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და 25-ე მუხლებისა და „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. სამედიცინო სტატისტიკაში ერთიანი ინფორმაციული სისტემის შექმნისა და შემდგომი სრულყოფის მიზნით, დამტკიცდეს:
ა) სამედიცინო დაწესებულებების, რაიონული, ქალაქის და სამხარეო საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების მიერ წარსადგენი უწყებრივი სტატისტიკური დაკვირვების წლიური ფორმების ჩამონათვალი (დანართი №1), ფორმები (დანართი №2) და მათი წარდგენის ვადები (დანართი №3);
ბ) სამედიცინო დაწესებულებების, რაიონული, ქალაქის და სამხარეო საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების მიერ წარსადგენი უწყებრივი სტატისტიკური დაკვირვების კვარტალური და ყოველთვიური ფორმების ჩამონათვალი (დანართი №4), ფორმები (დანართი №5) და მათი წარდგენის ვადები (დანართი №6);
გ) საქართველოში გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობის და კონტროლის სააღრიცხვო და შეტყობინების ფორმები, მათი წარმოების და ანალიზის წესი და წარდგენის ვადები (დანართი №7).
2. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებმა, სამედიცინო სფეროს სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების და საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული ჯანმრთელობის დაცვის სისტემის დაწესებულებათა ხელმძღვანელებმა, განურჩევლად მათი საკუთრების ფორმისა, უზრუნველყონ:
ა) დაწესებულებების საქმიანობის შესაბამისი სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება და წარდგენა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისათვის, სამედიცინო დაწესებულებების მიერ წარსადგენი უწყებრივი სტატისტიკური დაკვირვების ანგარიშების თანდართული ჩამონათვალის, ფორმებისა და ვადების მიხედვით (დანართები №1 – №6);
ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში , დადგენილ ვადებში , უწყებრივი სტატისტიკური დაკვირვების ანგარიშების ჩასაბარებლად პასუხისმგებელ პირთა მივლინება.
3. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში (საქსტატი) ნაერთი ანგარიშების წარდგენას , დადგენილი წესის და ვადების მიხედვით.
4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების და მიწოდების წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №101/ნ ბრძანება.
5. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ჭიაბერაშვილი
სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების და მიწოდების წესის შესახებ
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №01-27
/ნ
2012 წლის 23 მაისი
ქ. თბილისი
სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების და მიწოდების წესის შესახებ
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20, 43-ე, 45-ე და 55-ე მუხლების
, „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და 25-ე მუხლებისა და „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:1. სამედიცინო სტატისტიკაში ერთიანი ინფორმაციული სისტემის შექმნისა და შემდგომი სრულყოფის მიზნით, დამტკიცდეს:
ა) სამედიცინო დაწესებულებების, რაიონული, ქალაქის და სამხარეო საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების მიერ წარსადგენი უწყებრივი სტატისტიკური დაკვირვების წლიური ფორმების ჩამონათვალი (დანართი №1), ფორმები (დანართი №2) და მათი წარდგენის ვადები (დანართი №3);
ბ) სამედიცინო დაწესებულებების, რაიონული, ქალაქის და სამხარეო საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების მიერ წარსადგენი უწყებრივი სტატისტიკური დაკვირვების კვარტალური და ყოველთვიური ფორმების ჩამონათვალი (დანართი №4), ფორმები (დანართი №5) და მათი წარდგენის ვადები (დანართი №6);
გ) საქართველოში გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობის და კონტროლის სააღრიცხვო და შეტყობინების ფორმები, მათი წარმოების და ანალიზის წესი და წარდგენის ვადები (დანართი №7).
2. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებმა, სამედიცინო სფეროს სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების და საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული ჯანმრთელობის დაცვის სისტემის დაწესებულებათა ხელმძღვანელებმა, განურჩევლად მათი საკუთრების ფორმისა, უზრუნველყონ:
ა) დაწესებულებების საქმიანობის შესაბამისი სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება და წარდგენა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისათვის, სამედიცინო დაწესებულებების მიერ წარსადგენი უწყებრივი სტატისტიკური დაკვირვების ანგარიშების თანდართული ჩამონათვალის, ფორმებისა და ვადების მიხედვით (დანართები №1 – №6);
ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში , დადგენილ ვადებში , უწყებრივი სტატისტიკური დაკვირვების ანგარიშების ჩასაბარებლად პასუხისმგებელ პირთა მივლინება.
3. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში (საქსტატი) ნაერთი ანგარიშების წარდგენას , დადგენილი წესის და ვადების მიხედვით.
4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების და მიწოდების წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №101/ნ ბრძანება.
5. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ჭიაბერაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების და მიწოდების წესის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 18.01.2016.
- როდის იქნა მიღებული „სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების და მიწოდების წესის შესახებ“?
- „სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების და მიწოდების წესის შესახებ“ მიღებულია 23.05.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №01-27/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 470230000.22.035.016145.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების და მიწოდების წესის შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 4 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 18.01.2016-დან.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების და მიწოდების წესის შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების და მიწოდების წესის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.01.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების და მიწოდების წესის შესახებ“, №01-27/ნ, 23.05.2012, სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016145 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.01.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1658693/