სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების და მიწოდების წესის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
23.05.2012 ძალადაკარგული 18.01.2016
ნომერი
№01-27/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470230000.22.035.016145
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/05/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

წინა ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების და მიწოდების წესის შესახებ

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №01-27
/ნ

2012 წლის 23 მაისი

ქ. თბილისი
სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების და მიწოდების წესის შესახებ
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20, 43-ე, 45-ე და 55-ე მუხლების
, „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და 25-ე მუხლებისა და
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61-ე მუხლის შესაბამისად,ვბრძანებ:

1. სამედიცინო სტატისტიკაში ერთიანი ინფორმაციული სისტემის შექმნისა და შემდგომი სრულყოფის მიზნით, დამტკიცდეს:

ა) სამედიცინო დაწესებულებების, რაიონული, ქალაქის და სამხარეო საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების მიერ წარსადგენი უწყებრივი სტატისტიკური დაკვირვების წლიური ფორმების ჩამონათვალი (დანართი №1), ფორმები (დანართი №2) და მათი წარდგენის ვადები (დანართი №3);

ბ) სამედიცინო დაწესებულებების, რაიონული, ქალაქის და სამხარეო საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების მიერ წარსადგენი უწყებრივი სტატისტიკური დაკვირვების კვარტალური და ყოველთვიური ფორმების ჩამონათვალი (დანართი №4), ფორმები (დანართი №5) და მათი წარდგენის ვადები (დანართი №6);

გ) საქართველოში გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობის და კონტროლის სააღრიცხვო და შეტყობინების ფორმები, მათი წარმოების და ანალიზის წესი და წარდგენის ვადები (დანართი №7).

2. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებმა, სამედიცინო სფეროს სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების და საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული ჯანმრთელობის დაცვის სისტემის დაწესებულებათა ხელმძღვანელებმა, განურჩევლად მათი საკუთრების ფორმისა, უზრუნველყონ:

ა) დაწესებულებების საქმიანობის შესაბამისი სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება და წარდგენა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისათვის, სამედიცინო დაწესებულებების მიერ წარსადგენი უწყებრივი სტატისტიკური დაკვირვების ანგარიშების თანდართული ჩამონათვალის, ფორმებისა და ვადების მიხედვით (დანართები №1 – №6);

ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში
, დადგენილ ვადებში
, უწყებრივი სტატისტიკური დაკვირვების ანგარიშების ჩასაბარებლად პასუხისმგებელ პირთა მივლინება.

3. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში (საქსტატი) ნაერთი ანგარიშების წარდგენას
, დადგენილი წესის და ვადების მიხედვით.

4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების და მიწოდების წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №101/ნ ბრძანება.

5. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ჭიაბერაშვილი