სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების და მიწოდების წესის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
18.01.2016 ძალადაკარგული 25.03.2019
ნომერი
№01-2/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470230000.22.035.016371
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/01/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-2/ნ

2016 წლის 18 იანვარი

ქ. თბილისი

 

სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების და მიწოდების წესის შესახებ


1. სამედიცინო სტატისტიკაში ერთიანი ინფორმაციული სისტემის შექმნისა და შემდგომი  სრულყოფის მიზნით, დამტკიცდეს:
ა) სამედიცინო (მ.შ. სამეცნიერო-კვლევითი) დაწესებულებების და  რაიონული (ქალაქის) საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების მიერ წარსადგენი უწყებრივი სტატისტიკური დაკვირვების წლიური ფორმების ჩამონათვალი (დანართი №1), ფორმები (დანართი №2) და მათი წარდგენის ვადები (დანართი №3);
ბ) სამედიცინო (მ.შ. სამეცნიერო-კვლევითი) დაწესებულებების და  რაიონული (ქალაქის) საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების მიერ წარსადგენი უწყებრივი სტატისტიკური დაკვირვების კვარტალური, ყოველთვიური და ელექტრონული ანგარიშგების ფორმების/რეგისტრების  ჩამონათვალი (დანართი 4), კვარტალური და ყოველთვიური ფორმები და ელექტრონული ანგარიშგების ფორმები/რეგისტრები (დანართი №5) და მათი  წარდგენის ვადები და წესი (დანართი №6);
გ) საქართველოში ინფექციურ დაავადებათა ეპიდზედამხედველობის და კონტროლის სააღრიცხვო და შეტყობინების ფორმები, მათი წარმოების და ანალიზის წესი და წარდგენის ვადები (დანართი №7).
2. სამედიცინო (მ.შ. სამეცნიერო-კვლევითი) დაწესებულებათა ხელმძღვანელებმა, განურჩევლად მათი საკუთრების ფორმისა, ასევე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის რაიონულმა (ქალაქის) ცენტრებმა უზრუნველყონ:
ა) დაწესებულებების საქმიანობის შესაბამისი სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება და წარდგენა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომ ტექსტსა და დანართებში - სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისათვის (შემდგომ ტექსტსა და დანართებში - ცენტრი) სამედიცინო დაწესებულებების მიერ წარსადგენი უწყებრივი სტატისტიკური დაკვირვების ანგარიშების თანდართული ჩამონათვალის, ფორმებისა და ვადების მიხედვით (დანართი №1-№6), როგორც ქაღალდის მატარებელზე, ისე ელექტრონულად;
ბ) სამედიცინო (მ.შ. სამეცნიერო-კვლევითი) დაწესებულების ხელმძღვანელებმა უზრუნველყონ სტატისტიკური ფორმების შევსებაზე უფლებამოსილი პირის/პირების განსაზღვრა და სტატისტიკური ანგარიშების მაქსიმალური სიზუსტით წარმოებაზე კონტროლის განხორციელება;
გ) ცენტრში დადგენილ ვადებში უწყებრივი სტატისტიკური დაკვირვების ანგარიშების ჩასაბარებლად პასუხისმგებელ პირთა მივლინება.
3. ცენტრი უზრუნველყოფს:
ა) სამინისტროსა და სსიპ - საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში (საქსტატი) ნაერთი ანგარიშების წარდგენას დადგენილი წესის და ვადების მიხედვით;
ბ) სამედიცინო დაწესებულებებში სტატისტიკურ ანგარიშებზე პასუხისმგებელ პირთა კონსულტირებას და სათანადო მომზადებასმოთხოვნის შემთხვევაში.
4. ბრძანებით დამტკიცებული №1,  №2,  №3, №4, №5,  №6 და №7 დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
5. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების და მიწოდების წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 23 მაისის №01-27/ნ ბრძანება.
6. ბრძანება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო

ა)

სამედიცინო (მ.შ. სამეცნიერო-კვლევითი) დაწესებულებების და  რაიონული (ქალაქის) საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების მიერ წარსადგენი უწყებრივი სტატისტიკური დაკვირვების წლიური ფორმების ჩამონათვალი (დანართი №1), ფორმები (დანართი №2) და მათი წარდგენის ვადები (დანართი №3);

ბ)

სამედიცინო (მ.შ. სამეცნიერო-კვლევითი) დაწესებულებების და  რაიონული (ქალაქის) საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების მიერ წარსადგენი უწყებრივი სტატისტიკური დაკვირვების კვარტალური, ყოველთვიური და ელექტრონული ანგარიშგების ფორმების/რეგისტრების  ჩამონათვალი (დანართი 4), კვარტალური და ყოველთვიური ფორმები და ელექტრონული ანგარიშგების ფორმები/რეგისტრები (დანართი №5) და მათი  წარდგენის ვადები და წესი (დანართი №6);

გ)

საქართველოში ინფექციურ დაავადებათა ეპიდზედამხედველობის და კონტროლის სააღრიცხვო და შეტყობინების ფორმები, მათი წარმოების და ანალიზის წესი და წარდგენის ვადები (დანართი №7).

2.

სამედიცინო (მ.შ. სამეცნიერო-კვლევითი) დაწესებულებათა ხელმძღვანელებმა, განურჩევლად მათი საკუთრების ფორმისა, ასევე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის რაიონულმა (ქალაქის) ცენტრებმა უზრუნველყონ:

ა)

დაწესებულებების საქმიანობის შესაბამისი სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება და წარდგენა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომ ტექსტსა და დანართებში - სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისათვის (შემდგომ ტექსტსა და დანართებში - ცენტრი) სამედიცინო დაწესებულებების მიერ წარსადგენი უწყებრივი სტატისტიკური დაკვირვების ანგარიშების თანდართული ჩამონათვალის, ფორმებისა და ვადების მიხედვით (დანართი №1-№6), როგორც ქაღალდის მატარებელზე, ისე ელექტრონულად;

ბ)

სამედიცინო (მ.შ. სამეცნიერო-კვლევითი) დაწესებულების ხელმძღვანელებმა უზრუნველყონ სტატისტიკური ფორმების შევსებაზე უფლებამოსილი პირის/პირების განსაზღვრა და სტატისტიკური ანგარიშების მაქსიმალური სიზუსტით წარმოებაზე კონტროლის განხორციელება;

გ)

ცენტრში დადგენილ ვადებში უწყებრივი სტატისტიკური დაკვირვების ანგარიშების ჩასაბარებლად პასუხისმგებელ პირთა მივლინება.

3.

ცენტრი უზრუნველყოფს:

ა)

სამინისტროსა და სსიპ - საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში (საქსტატი) ნაერთი ანგარიშების წარდგენას დადგენილი წესის და ვადების მიხედვით;

ბ)

სამედიცინო დაწესებულებებში სტატისტიკურ ანგარიშებზე პასუხისმგებელ პირთა კონსულტირებას და სათანადო მომზადებასმოთხოვნის შემთხვევაში.

4.

ბრძანებით დამტკიცებული №1,  №2,  №3, №4, №5,  №6 და №7 დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

5.

ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების და მიწოდების წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 23 მაისის №01-27/ნ ბრძანება.

6.

ბრძანება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო

📎 დანართები (2)
danarti 1-7.doc DOC

დანართი №1 – სამედიცინო (მ.შ. სამეცნიერო-კვლევითი) დაწესებულებების და რაიონული (ქალაქის) საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების მიერ წარსადგენი უწყებრივი სტატისტიკური დაკვირვების წლიური ფორმების ჩამონათვალი:

1. სამედიცინო დაწესებულების ანგარიში (ფ. IV-01);

2. სოფლის ექიმის ანგარიში (ფ. IV-01/1);

3. 36 თვის წინ რეგისტრირებული რეზისტენტული ტუბერკულოზის შემთხვევების მკურნალობის შედეგების ანგარიში (ფ. IV-07);

4. ანგარიში ავთვისებიანი სიმსივნეებით დაავადებულთა შესახებ (ფ. IV-08);

5. ანგარიში ფსიქიკურ ავადმყოფთა შესახებ (ფ. IV-10);

6. ანგარიში ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა მოხმარებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობით დაავადებულ პირთა შესახებ (ფ. IV-11);

7. წამალდამოკიდებულების მკურნალობის ანგარიში (ფ. IV-11/1);

8. ანგარიში ჩიყვის საწინააღმდეგო ღონისძიებათა შესახებ (ფ. IV-12)

9. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სერვისის მიმწოდებელი სუბიექტის ანგარიში (ფ. IV-13);

10. საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური სერვისის მიმწოდებელი სუბიექტის ანგარიში (ფ. IV-14)

11. ჯანდაცვის მართვის აპარატის და არასამკურნალო სამედიცინო დაწესებულებების ანგარიში (ფ. IV-15).

12. ანგარიში აივ ინფექციის / შიდსის შესახებ (ფ. IV-17).

13. სანატორიუმის ანგარიში (პანსიონატი მკურნალობით) (ფ. IV-18).

14. ჩვილ ბავშვთა სახლის ანგარიში (ფ. IV-21).

დანართი №2 - სამედიცინო (მ.შ. საამეცნიერო-კვლევითი) დაწესებულებების და რაიონული (ქალაქის) საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების მიერ წარსადგენი უწყებრივი სტატისტიკური დაკვირვების წლიური ფორმები:

დანართი №3 - სამედიცინო (მ.შ. სამეცნიერო-კვლევითი) დაწესებულებების და რაიონული (ქალაქის) საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების მიერ წარსადგენი უწყებრივი სტატისტიკური დაკვირვების წლიური ფორმების წარდგენის ვადები:

|№ |ავტ. რესპუბლიკების, ქალაქების, რაიონების და |წარდგენის ვადები |

| |სამინისტროების დასახელებები | |

|1. |ამბროლაური, ლენტეხი, ონი, ცაგერი |20.01 |

| | | |

|2. |ახალგორი, დუშეთი, მცხეთა, თიანეთი, ყაზბეგი |22.01 |

|3. |ქ. გორი, კასპი, ქარელი, ხაშური |25.01 |

|4. |ლანჩხუთი, ოზურგეთი, ჩოხატაური |27.01 |

| |ახმეტა, გურჯაანი, თელავი, დედოფლისწყარო, |29.01 |

|5 |საგარეჯო, სიღნაღი, ყვარელი, ლაგოდეხი |01.02 |

| | | |

| | | |

| | | |

|6. |ადიგენი, ასპინძა, ახალქალაქი, ახალციხე, |3.02 |

| |ბორჯომი, ნინოწმინდა | |

| | | |

|7. |ქ. რუსთავი, ბოლნისი, გარდაბანი, დმანისი, |5.02 |

| |წალკა, თეთრიწყარო, მარნეული | |

| | | |

|8. |ქ. ზუგდიდი, აბაშა, მარტვილი, სენაკი, |8.02 |

| |ჩხოროწყუ, წალენჯიხა, ხობი, ქ. ფოთი, ზემო | |

| |სვანეთი | |

| |ქ. ჭიათურა, ტყიბული, წყალტუბო, ბაგდათი, |10.02 |

| |ზესტაფონი | |

|9. | | |

| |ქ. ქუთაისი, თერჯოლა, საჩხერე, სამტრედია, |12.02 |

| | | |

| |ვანი, ხონი, ხარაგაული | |

| | | |

|10. |აფხაზეთის, აჭარის ა/რ |15.02 |

|11. |ქ. თბილისი |12.02-18.02 |

| |გლდანი-ნაძალადევი |12.02 |

| |დიდუბე-ჩუღურეთი |15.02 |

| |ვაკე-საბურთალო |16.02 |

| |ისანი-სამგორი |17.02 |

| |ძველი თბილისი |18.02 |

| |თავდაცვის სამინისტრო |11.02 |

| |შინაგან საქმეთა სამინისტრო | |

|12. |სასჯელაღსრულებისა და პრობაციის | |

| |სამინისტრო | |

| | | |

| | | |

დანართი №4 - სამედიცინო (მ.შ. სამეცნიერო-კვლევითი) დაწესებულებების და რაიონული (ქალაქის) საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების მიერ წარსადგენი უწყებრივი სტატისტიკური კვარტალური, თვიური და ელექტრონული ანგარიშგების ფორმების/რეგისტრების ჩამონათვალი:

კვარტალური ფორმები:

ა) ტუბერკულოზის შემთხვევათა რეგისტრაციის ანგარიში (ფ. IV-07/1);

ბ) 12 თვის წინ რეგისტრირებული სენსიტიური ტუბერკულოზის შემთხვევების მკურნალობის შედეგების ანგარიში (ფ. IV-07/2).

ყოველთვიური ფორმები:

ა) სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულების ანგარიში რეპროდუქციული მომსახურების შესახებ (ფ. IV-02);

ბ) ანგარიში ზოგიერთი დაავადების / მდგომარეობის შესახებ (ფ. IV-03);

გ) პროფილაქტიკური აცრების ანგარიში (ფ. IV-04);

დ) ანგარიში სქესობრივი გზით გადამდები, კანის სოკოვანი დაავადებების და მუნის შესახებ (ფ. IV-06).

ელექტრონული ანგარიშგების ფორმები/რეგისტრები:

ა) სტაციონარიდან გასული ავადმყოფის აღრიცხვის ფორმა (ელექტრონული მოდული) (ფ. IV-066);

ბ) ამბულატორული სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებაში რეგისტრირებული დაავადებების აღრიცხვის ფორმა (ფ. IV-025) (ელექტრონული მოდული);

გ) ორსულთა და ახალშობილთა ჯანმრთელობის მეთვალყურეობის რეგისტრი (ელექტრონული მოდული) (ფ. IV-20);

დ) კიბოს რეგისტრის ფორმა ონკოლოგიური სერვისების მიმწოდებელი დაწესებულებებისათვის (ფ. IV-30);

ე) კიბოს რეგისტრის ფორმა პათოლოგიურ-ანატომიური ლაბორატორიებისათვის/ცენტრებისთვის (ფ. IV-30/1).

დანართი №5 - სამედიცინო (მ.შ. სამეცნიერო-კვლევითი) დაწესებულებების და რაიონული (ქალაქის) საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების მიერ წარსადგენი უწყებრივი სტატისტიკური დაკვირვების კვარტალური და ყოველთვიური და ელექტრონული ანგარიშგების ფორმები/რეგისტრები.

1. ელექტრონული ანგარიშგების ფორმები (ელექტრონული მოდულები) №IV-066 და №IV-025 განთავსებულია ინტერნეტში, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის ერთიანი საინფორმაციო სისტემის პორტალზე, ფინანსური აღრიცხვისა და მართვის კატეგორიაში: ehealth.moh.gov.ge /reporti№g.gov.ge.

2. ელექტრონული ანგარიშგების „ორსულთა და ახალშობილთა ჯანმრთელობის მეთვალყურეობის რეგისტრი“ (ელექტრონული მოდული) განთავსებულია ინტერნეტში, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის ერთიანი საინფორმაციო სისტემის პორტალზე, ფინანსური აღრიცხვისა და მართვის კატეგორიაში: ehealth.moh.gov.ge /reporti№g.gov.ge.

დანართი №6 - სამედიცინო (მ.შ. სამეცნიერო-კვლევითი) დაწესებულებების და რაიონული (ქალაქის) საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების მიერ წარსადგენი უწყებრივი სტატისტიკური დაკვირვების კვარტალური, ყოველთვიური და ელექტრონული ანგარიშგების ფორმების /რეგისტრების წარდგენის ვადები და წესი

კვარტალური ფორმები:

|ფორმის № |ფორმის დასახელება |წარდგენის ვადა |წარდგენის |

| | |(არაუგვიანეს) |ადგილი |

| |სამედიცინო დაწესებულება | |

|ფ. IV-07/1 |ტუბერკულოზის შემთხვევათა რეგისტრაციის ანგარიში |მომდევნო |რაიონის |

| | |კვარტლის |(ქალაქის) სჯც |

| | |პირველი თვის 3 | |

| | |რიცხვი | |

| ფ. IV-07/2 |12 თვის წინ რეგისტრირებული სენსიტიური ტუბერკულოზის | | |

| |შემთხვევების მკურნალობის შედეგების ანგარიში | | |

| |რაიონული სჯც | |

|ფფ IV-07/1; |სამედიცინო |მომდევნო | |

|IV-07/2 |დაწესებულებების მიერ |კვარტლის | |

| |წარმოდგენილი ყველა |პირველი თვის 10 | |

| |ანგარიშის ფორმა |რიცხვი | |

ყოველთვიური ფორმები:

|ფორმის № |ფორმის დასახელება |წარდგენის |წარდგენის |

| | |ვადა (არაუგვიანეს) |ადგილი |

|სამედიცინო დაწესებულება |

|ფ. IV-02 |სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულების ანგარიში რეპროდუქციული |მომდევნო თვის 3 |რაიონის |

| |მომსახურეობის შესახებ |რიცხვი |(ქალაქის) |

| | | |სჯც |

| | | | |

| | | | |

| | | | |

|ფ. IV-06 |ანგარიში სქესობრივი გზით გადამდები, კანის | | |

| |სოკოვანი დაავადებების და მუნის შესახებ | | |

| | | | |

| | | | |

| |რაიონული სჯც | | |

|ფ. IV-03 |ანგარიში ზოგიერთი დაავადების / |მომდევნო თვის 10 |დკსჯეც |

| |მდგომარეობის შესახებ |რიცხვი | |

|ფ. IV-02 |ანგარიში რეპროდუქციული მომსახურეობის | | |

| |შესახებ | | |

| | | | |

| | | | |

|ფ. IV-06 |ანგარიში სქესობრივი გზით გადამდები, კანის | | |

| |სოკოვანი დაავადებების და მუნის შესახებ | | |

|ფ. IV-04 / |ანგარიში პროფილაქტიკური აცრების შესახებ |შრომის, |დკსჯეც |

|1.8 | |ჯანმრთელობის | |

| | |და სოციალური | |

| | |დაცვის მინისტრის | |

| | |2015 წლის 19 ნოემბრის №01-57/ნ | |

| | |ბრძანების | |

| | |შესაბამისად | |

| | | | |

| | | | |

| | | | |

|ფ. IV-04 / |ჯამური ანგარიში პროფილაქტიკური აცრების | | |

|2.8 |შესახებ | | |

| | | | |

| | | | |

| | | | |

| | | | |

| | | | |

ელექტრონული ანგარიშგების ფორმები/რეგისტრები

|ფორმის № |ფორმის დასახელება |წარდგენის |წარდგენის |

| | |ვადა (არაუგვიანეს) |ადგილი |

|ფ. IV-066 |სტაციონარიდან გასული ავადმყოფის აღრიცხვის ფორმა (ელექტრონული |მომდევნო თვის 10 |დკსჯეც |

| |მოდული) |რიცხვი | |

|ფ. IV-025 |ამბულატორიული სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებაში რეგისტრირებული |მომდევნო თვის 10 |დკსჯეც |

| |დაავადებების აღრიცხვის ფორმა (ელექტრონული მოდული) |რიცხვი | |

|ფ. IV-30 |კიბოს რეგისტრის ფორმა ონკოლოგიური სერვისების მიმწოდებელი |მომდევნო თვის 10 |დკსჯეც |

| |დაწესებულებებისათვის |რიცხვი | |

|ფ. IV-30/1 |კიბოს რეგისტრის ფორმა პათოლოგიურ-ანატომიური ლაბორატორიებისათვის/ |მომდევნო თვის 10 |დკსჯეც |

| |ცენტრებისთვის |რიცხვი | |

| |ორსულთა და ახალშობილთა ჯანმრთელობის მეთვალყურეობის რეგისტრი |სამედიცინო მომსახურების გაწევიდან |დკსჯეც |

|ფ. IV-20 |(ელექტრონული მოდული) |24 საათის განმავლობაში | |

ონკოლოგიური სერვისების მიმწოდებელი დაწესებულებების და პათოლოგიურ-ანატომიური ლაბორატორიების/ცენტრების მიერ წარსადგენი კიბოს რეგისტრის ფორმების წარმოების წესი

მუხლი 1. კიბოს რეგისტრის ფორმა №IV-30-ის წარმოების წესი

1. ონკოლოგიური სერვისების მიმწოდებელ დაწესებულებაში (სტაციონარული დაწესებულება, ამბულატორიული დაწესებულება) მომუშავე ექიმი-სპეციალისტები (კლინიკური ონკოლოგი, ონკოლოგი, ქიმიოთერაპევტი, ონკოქირურგი, ონკოგინეკოლოგი, ონკოუროლოგი, რადიაციული თერაპევტი, რადიოიზოტოპური გამოკვლევის სპეციალისტი) ვალდებულნი არიან, თითოეული ონკოლოგიური პაციენტის შესახებ, რომელსაც გაუწია სამედიცინო მომსახურება, შეავსოს კიბოს რეგისტრის ფორმა №IV-30 და მიაწოდოს ცენტრის სამედიცინო სტატისტიკის დეპარტამენტს. ახალწარმონაქმნები, რომლის შესახებაც უნდა მიეწოდოს ინფორმაცია, არის შემდეგი:

ა) ყველა ავთვისებიანი ახალწარმონაქმნი, რომელსაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კლასიფიკატორის „დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაცია ონკოლოგიაში (ICD-O)“ მიხედვით გააჩნია ქცევის კოდი 2, 3, 6 ან 9 (პრეინვაზიური, ავთვისებიანი, მეტასტაზური ან უცნობია პირველადია თუ მეტასტაზური);

ბ) ცენტრალური ნერვული სისტემის ყველა კეთილთვისებიანი სიმსივნე.

2. კიბოს რეგისტრის ფორმა №IV-30-ით შეტყობინებული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს:

ა) პაციენტის სახელს, გვარს, პირად ნომერს, სქესს, საცხოვრებელი ადგილის მისამართს, დაბადების თარიღს, ასაკს, განათლებას, სამუშაო ადგილს, სკრინინგში მონაწილეობას;

ბ) პაციენტთან ბოლო კონტაქტის თარიღს, ჩატარებულ მკურნალობას, პაციენტის სტატუსს: ცოცხალი/გარდაცვლილი, გარდაცვალების შემთხვევში - გარდაცვალების თარიღს;

გ) სიმსივნის შესახებ ინფორმაციას: დიაგნოზის დადგენის თარიღს, დიაგნოზის ტექსტუალურ აღწერილობას, რომელიც გააადვილებს ICD-O კოდის მინიჭების პროცესს, სიმსივნის ტოპოგრაფიას (ანატომიურ ადგილმდებარეობას), დაავადების კლასიფიკაციას T№M-ის მიხედვით, სტადიას დიაგნოზის დასმისას, ჰისტომორფოლოგიური დიაგნოზის ტექსტუალურ აღწერილობას, ქცევის თავისებურებებს, კიბოს უჯრედის დიფერენცირების ხარისხს, დიაგნოსტიკური დადასტურების მეთოდს და იმ ლაბორატორიის დასახელებას, სადაც მოხდა დიაგნოზის დადასტურება;

დ) იმ სამედიცინო დაწესებულების სრულ სახელწოდებას, რომელიც წარმოადგენს რეგისტრის ფორმას.

3. კიბოს რეგისტრის ფორმა №IV-30-ში ძირითადი დაავადების ,,დიაგნოზის” და ჰისტომორფოლოგიის აღწერა უნდა განხორციელდეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის „დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაცია ონკოლოგიაში (ICD-O)“ მიხედვით.

4. თითოეული შეტყობინება (კიბოს რეგისტრის ფორმა №IV-30) ცენტრს უნდა მიეწოდოს დანართი 6-ით განსაზღვრულ ვადაში „ქაღალდის მატარებელზე“ და შეიცავდეს იმ ინფორმაციას, რომელიც მოცემულია ამ მუხლის მე-2 პუნქტში.

5. იმ პაციენტების შემთხვევაში, რომლებსაც ორი ან მეტი ლოკალიზაციის პირველადი ავთვისებიანი ახალწარმონაქმნი აღმოაჩნდებათ, კიბოს რეგისტრის ფორმა №IV-30 უნდა შეივსოს თითოეულ პირველად ავთვისებიან ახალწარმონაქმნზე ცალ-ცალკე.

6. არასწორად ან არასრულად წარმოდგენილი კიბოს რეგისტრის ფორმა №IV-30 უბრუნდება გამომგზავნ დაწესებულებას, რომელიც 30 დღის ვადაში ვალდებულია, შესწორებული ფორმა მიაწოდოს ცენტრს.

7. კიბოს რეგისტრის ფარგლებში მოპოვებული ინფორმაცია კონფიდენციალურია.

მუხლი 2. კიბოს პოპულაციური რეგისტრის ფორმა №IV-30/1 პათოლოგიურ-ანატომიური ლაბორატორიებისთვის/ცენტრებისთვის

1. ყველა პათოლოგიურ-ანატომიური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულების ექიმი-სპეციალისტი (ექიმი პათოლოგ ანატომი - კლინიკური პათოლოგი), რომელმაც დასვა ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი, ვალდებულია, შეავსოს კიბოს რეგისტრის ფორმა №IV-30/1 პათოლოგიურ-ანატომიური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებებისათვის და მიაწოდოს ცენტრს.

2. კიბოს რეგისტრის ფორმა №IV-30/1-ით შეტყობინებული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს:

ა) პაციენტის პირად ნომერს, სახელს და გვარს, დაბადების თარიღს, სქესს;

ბ) იმ პათოლოგიურ-ანატომიური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულების სრულ სახელწოდებას, რომელიც წარმოადგენს რეგისტრის ფორმას;

გ) იმ დაწესებულების სახელწოდებას, სადაც განხორციელდა ოპერაცია/მანიპულაცია;

დ) დიაგნოსტიკურ ინფორმაციას: ჰისტომორფოლოგიური დიაგნოზის ტექსტუალურ აღწერილობას, რომელიც გააადვილებს ICD-O კოდის მინიჭების პროცესს, კიბოს უჯრედის დიფერენცირების ხარისხს და დაავადების კლასიფიკაციას T№M-ის მიხედვით;

ე) შევსებული ფორმა ცენტრს უნდა მიეწოდოს „ქაღალდის მატარებელით“ №6 დანართში მითითებულ ვადებში.

ორსულთა და ახალშობილთა ჯანმრთელობის მეთვალყურეობის რეგისტრის (ელექტრონული მოდულის) წარმოების წესი

1. ორსულთა და ახალშობილთა ჯანმრთელობის მეთვალყურეობის რეგისტრის (ელექტრონული მოდულის) (შემდგომში - მოდული) წარმოებაში ჩართული სუბიექტები არიან:

ა) დედათა და ბავშვთა ამბულატორიული (მ.შ. ანტენატალური) სერვისის მიმწოდებელი სუბიექტები;

ბ) სამეანო-გინეკოლოგიური (სამეანო, პერინატალური) სერვისის მიმწოდებელი სუბიექტები;

გ) სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) შესაბამისი სამსახურები (ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დეპარტამენტი, საყოველთაო ჯანდაცვის დეპარტამენტი, შემდგომში - სოციალური მომსახურების სააგენტოს სამსახურები);

დ) ცენტრი.

2. მოდულის წარმოებისას დედათა და ბავშვთა ამბულატორიული (მ.შ. ანტენატალური) სერვისის მიმწოდებელი სუბიექტი ვალდებულია:

ა) ინფორმაცია ქალის ყოველი ახალი ორსულობის შესახებ, მიუხედავად ქალის მოქალაქეობრივი სტატუსისა, ორსულობის ვადის მითითებით, დაარეგისტრიროს მოდულში, რათა მოხდეს სააგენტოს ინფორმირება ქალის შესაბამის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის მიზნით;

ბ) გადაამოწმოს სააგენტოს პასუხი ქალის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის თაობაზე;

გ) ორსული ქალის მოქალაქეობრივი სტატუსის და შესაბამის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მიუხედავად, მისი ყველა შემდგომი ვიზიტი, დედის და ნაყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მითითებით, ასახოს მოდულში;

დ) მოდულში შეიტანოს ინფორმაცია აბორტის შესახებ (ხელოვნური აბორტის შემთხვევაში - მიზეზების/ჩვენებების, თვითნებითი აბორტისას - გამომწვევი მიზეზების შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში).

3. მოდულის წარმოებისას სამეანო-გინეკოლოგიური (სამეანო, პერინატალური) სერვისის მიმწოდებელი სუბიექტი ვალდებულია:

ა) ინფორმაცია ქალის მშობიარობის (მ.შ. საკეისრო კვეთა) შესახებ, მიუხედავად ქალის მოქალაქეობრივი სტატუსისა, დაარეგისტრიროს მოდულში. ამასთან, მოდულში შეიტანოს ინფორმაცია დედისა და ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

ბ) მოდულში შეიტანოს ინფორმაცია აბორტის შემთხვევების შესახებ (ხელოვნური აბორტის შემთხვევაში - მიზეზების/ჩვენებების, თვითნებითი აბორტისას - გამომწვევი მიზეზების მითითებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

გ) ახალშობილის გარდაცვალების შემთხვევაში, მოდულში ასახოს ინფორმაცია გარდაცვალების ფაქტისა და მისი გამომწვევი მიზეზების შესახებ.

4. მოდულის წარმოებისას სააგენტოს უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

5. მოდულში დარეგისტრირებული ინფორმაციის დამუშავება/ანალიზს უზრუნველყოფს ცენტრი.

6. სამედიცინო მომსახურების (დედათა და ბავშვთა ამბულატორიული (მ.შ. ანტენატალური), სამეანო-გინეკოლოგიური (სამეანო, პერინატალური)) მიმწოდებელი ვალდებულია, მოახდინოს ორსული/მელოგინე ქალის შესახებ ინფორმაციის მოდულში რეგისტრაცია, შესაბამისი სამედიცინო მომსახურების გაწევიდან 24 საათის განმავლობაში.

დანართი №7 - საქართველოში ინფექციურ დაავადებათა ეპიდზედამხედველობის და კონტროლის სააღრიცხვო და შეტყობინების ფორმები, მათი წარმოების და ანალიზის წესი და წარდგენის ვადები

თავი I. ზოგადი დებულებები

მუხლი 1.

ინფექციურ დაავადებათა მართვის ეფექტურობა დამოკიდებულია ეპიდზედამხედველობის სისტემის ფუნქციონირებაზე. ეპიდზედამხედველობის სისტემა მოიცავს: შემთხვევათა/ეპიდაფეთქებათა გამოვლენას, რეგისტრაციას, კვლევას, დადასტურებას, მონაცემთა ანგარიშგებას, ანალიზს, საპასუხო რეაგირებასა და მზადყოფნასთან დაკავშირებულ ქმედებებს, უკუკავშირსა და კომუნიკაციას.

თავი II. ინფექციურ დაავადებათა შემთხვევების გამოვლენა და

რეგისტრაცია

მუხლი 2. შემთხვევათა გამოვლენა

1. ეპიდზედამხედველობის სისტემა უნდა იყოს საკმარისად ზუსტი და მოახდინოს კონკრეტული დაავადების ყველა შემთხვევის სწორი იდენტიფიცირება.

2. 2014 წელს ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ საქართველოს ეპიდზედამხედველობის სისტემის სიზუსტე დაახლოებით 60%-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ შემთხვევების დაახლოებით 40% არ ხვდება ეპიდზედამხედველობის სისტემაში. ეს მნიშვნელოვნად აფერხებს ქვეყნის მიერ ინფექციური დაავადების/მდგომარეობების წარმატებული კონტროლისა და აღმოფხვრისაკენ მიმართულ ძალისხმევას, რომელმაც უნდა გააუმჯობესოს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა და შეამციროს ავადობასა და სიკვდილიანობასთან დაკავშირებული დანახარჯები.

მუხლი 3. სამედიცინო დაწესებულებათა მოვალეობანი ინფექციურ დაავადებათა გამოვლენაში

სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს ინფექციური დაავადების მქონე თითოეული პაციენტის, რომელიც მიმართავს დაწესებულებას ან ხვდება დაწესებულების სამიზნე ტერიტორიაზე, კონსულტაცია (გასინჯვა);

ბ) საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს ინფექციურ დაავადებათა შემთხვევების ლაბორატორიული კვლევა, არსებული წესების შესაბამისად;

გ) დანიშნოს შესაბამისი მკურნალობის კურსი ინფექციური დაავადების მქონე თითოეული პაციენტისთვის;

დ) საჭიროების შემთხვევაში, განახორციელოს პაციენტების რეფერალი შესაბამისი დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მიზნით;

ე) აღრიცხოს ინფექციური დაავადების ყველა შემთხვევა, მიუხედავად იმისა, პაციენტი მიმართავს კერძო პრაქტიკის მქონე ექიმს, დაწესებულებას, თუ გამოვლინდება დაწესებულების სამიზნე ტერიტორიაზე;

ვ) სამიზნე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას მიაწოდოს ინფორმაცია ინფექციური დაავადებების შემთხვევების დაუყოვნებელი შეტყობინების მნიშვნელობის, მკურნალობის მოსალოდნელი რისკისა და პოტენციური უპირატესობების შესახებ;

ზ) დადგენილი წესით განახორციელოს შეტყობინება შეტყობინებას დაქვემდებარებული დაავადებების/მდგომარეობების თითოეული და/ან ჯგუფური შემთხვევის შესახებ; უზრუნველყოს ინფექციური დაავადებების შესახებ ანგარიშგება დადგენილი წესის შესაბამისად მომზადება და წარდგენა;

თ) ხელი შეუწყოს და დაეხმაროს მუნიციპალიტეტის/რეგიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ცენტრის მიერ ჩატარებულ ნებისმიერ ღონისძიებას, რომელიც ტარდება შემთხვევათა/ეპიდაფეთქებების გამოკვლევის და კონტროლის დროს დაწესებულების სამიზნე ტერიტორიაზე;

ი) ინფექციური დაავადების ეპიდემიის შემთხვევაში უზრუნველყოს დადგენილი წესებისა და მოთხოვნების შესრულება.

მუხლი 4. ინფექციური დაავადების რეგისტრაცია სამედიცინო დაწესებულებაში (ჟურნალი №60/A)

1. ინფექციურ დაავადებათა ყველა შემთხვევა, რომელიც კლინიკურად დიაგნოსტირებული ან ლაბორატორიულად დადასტურებულია, ან გამოვლენილია პაციენტის მიმართვისას მკურნალობის თუ კონსულტაციის მისაღებად (მიუხედავად იმისა ექვემდებარება თუ არა შეტყობინებას) უნდა დარეგისტრირდეს აღრიცხვის სტანდარტულ 60/A ჟურნალში. შესაგროვებელი ინფორმაციის სახე განსაზღვრულია ჟურნალის შესაბამისი გრაფებით.

2. 60/A ჟურნალი ასევე გამოიყენება 15-49 წლის ქალისა და 0-5 წლის ბავშვის ნებისმიერი მიზეზით სიკვდილის ყველა შემთხვევის, მწვავე კვებითი, პროფესიული და სხვა მოშხამვების, სხივური დაზიანებების, აღრიცხვას დაქვემდებარებული პოსტვაქცინალური გართულებების შემთხვევათა რეგისტრაციისათვის.

3. ჟურნალი 60/A წარმოადგენს ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტში აღნიშნული დაავადებების რეგისტრაციის ოფიციალურ ფორმას, გამოიყენება ანგარიშების მომზადებისა და ეპიდაფეთქებების კვლევისათვის და ინახება სამედიცინო დაწესებულებაში 5 წლის განმავლობაში.

4. შესაძლებელია 60/A ჟურნალის წარმოება ხორციელდებოდეს ელექტრონული ფორმით.

5. 60/A ჟურნალის ყველა ველი უნდა შეივსოს სწორად და გარკვევით:

|№ |

|  |დასახელება |კოდი ICD-10 |შეტყობინება |ეპიდკვლევის |

| | | | |აუცილებლობა |

|1. |დიფთერია |A36 |1 შემთხვევა |1 შემთხვევა |

|2. |ყივანახველა |A37 |1 შემთხვევა |1 შემთხვევა |

|3. |ტეტანუსი |A33- A35 |1 შემთხვევა |1 შემთხვევა |

|4. |მდდ/მწვავე პოლიომიელიტი |A80 |1 შემთხვევა |1 შემთხვევა |

|5. |წითელა |B05 |1 შემთხვევა |1 შემთხვევა |

|6. |წითურა |B06 |1 შემთხვევა |1 შემთხვევა |

|7. |ყბაყურა |B26 |1 შემთხვევა |1 შემთხვევა |

|8. |სხვა ვირუსული ჰეპატიტები |B17.0; B17.8 |აგრეგირებული |ეპიდკვლევა არ |

| | | | |ტარდება |

|9. |მწვავე ჰეპატიტი A |B15 |1 შემთხვევა |1 შემთხვევა |

|10. |მწვავე ჰეპატიტი B |B16 |1 შემთხვევა |1 შემთხვევა |

|11. |ქრონიკული ვირუსული ჰეპატიტი B |B18.0; B18.1 |აგრეგირებული |ეპიდაფეთქება |

| | | | |2 და მეტი შემთხვევით |

|12. |ჰეპატიტი C |B17.1 |შეტყობინება/ეპიდკვლევა ტარდება ელიმინაციის პროგრამის|

| | |B18.2 |ფარგლებში |

|13. |მწვავე ჰეპატიტი E |B17. 2 |1 შემთხვევა |1 შემთხვევა |

|14. |ქოლერა |A00 |1 შემთხვევა |1 შემთხვევა |

|15. |მუცლის ტიფი |A01.0 |1 შემთხვევა |1 შემთხვევა |

|16. |სხვა სალმონელოზი |A02 |1 შემთხვევა |1 შემთხვევა |

|17. |შიგელოზი |A03 |1 შემთხვევა |1 შემთხვევა |

|18. |ენტეროჰემორაგიული ეშერიხიოზი |A04.3 |1 შემთხვევა |1 შემთხვევა |

|19. |სავარაუდო საკვებისმიერი მოშხამვა |A05.9; T61;T64 |აგრეგირებული |ეპიდაფეთქება |

| | | | |3 და მეტი შემთხვევით |

|20. |სოკოთი მოშხამვა |T62.0 |აგრეგირებული |ეპიდაფეთქება |

| | | | |2 და მეტი შემთხვევით |

|21. |ბოტულიზმი |A05.1 |1 შემთხვევა |1 შემთხვევა |

|22. |სავარაუდო ინფექციური წარმოშობის დიარები |A09 |აგრეგირებული |ეპიდაფეთქება |

| | | | |3 და მეტი შემთხვევით |

|23. |შავი ჭირი |A20 |1 შემთხვევა |1 შემთხვევა |

|24. |ტულარემია |A21 |1 შემთხვევა |1 შემთხვევა |

|25. |ჯილეხი |A22 |1 შემთხვევა |1 შემთხვევა |

|26. |ბრუცელოზი |A23 |1 შემთხვევა |1 შემთხვევა |

|27. |ლაიმის დაავადება (ბორელიოზი) |A69.2 |1 შემთხვევა |1 შემთხვევა |

|28. |პოქსვირუსებით გამოწვეული დაავადებები | |1შემთხვევა |1შემთხვევა |

|29. |ყვავილი |B03 |1შემთხვევა |1 შემთხვევა |

|30. |Q ცხელება, პარტახტიანი ტიფი, ლაქოვანი ცხელება და სხვა |A75, A77, A78, |1 შემთხვევა |1 შემთხვევა |

| |რიკეტსიოზები |A79 | | |

|31. |ცოფი |A82 |1 შემთხვევა |1 შემთხვევა |

|32. |ცოფის რისკის მქონე ექსპოზიცია |Z20.3 |აგრეგირებული |ეპიდაფეთქება |

| | | | |2 და მეტი შემთხვევით |

|33. |სავარაუდო ვირუსული ჰემორაგიული ცხელებები |A90-A99; B33.4 |1 შემთხვევა |1 შემთხვევა |

|34. |ჰანტავირუსული ინფექცია |A98.5; B33.4 (2010 |1 შემთხვევა |1 შემთხვევა |

| | |წლის | | |

| | |ადაპტაციით) | | |

|35. |ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება |A98.0 |1 შემთხვევა |1 შემთხვევა |

|36. |ყვითელი ცხელება |A95 |1 შემთხვევა |1 შემთხვევა |

|37. |დენგეს ცხელება/ |A90; A91 |1 შემთხვევა |1 შემთხვევა |

| |დენგეს ჰემორაგიული ცხელება | | | |

|38. |ლეპტოსპიროზი |A27 |1 შემთხვევა |1 შემთხვევა |

|39. |ფრინველის გრიპი |J09 (2010 წლის |1 შემთხვევა |1 შემთხვევა |

| | |ადაპტაციით) | | |

|40. |ქუნთრუშა |A38 |აგრეგირებული |ეპიდაფეთქება |

| | | | |3 და მეტი შემთხვევით |

|41. |ჩუტყვავილა |B01 |აგრეგირებული |ეპიდაფეთქება |

| | | | |5 და მეტი შემთხვევით |

|42. |ვირუსული მენინგიტი |A87 |აგრეგირებული |ეპიდაფეთქება |

| | | | |3 და მეტი შემთხვევით |

|43. |ბაქტერიული მენინგიტი |G00-G00.9 |აგრეგირებული |ეპიდაფეთქება |

| | | | |3 და მეტი შემთხვევით |

|44. |მენინგოკოკცემია |A39.2; A39.3; |1 შემთხვევა |1 შემთხვევა |

| | |A39.4 | | |

|45. |№.me№i№gitdis გამოწვეული მენინგიტი |A39.0+ |1 შემთხვევა |1 შემთხვევა |

|46. |Haemophilus I№fl.B გამოწვეული ინფექცია |A41.3; A49.2; B96.3; |1 შემთხვევა |1 შემთხვევა |

| | |J14; J20.1 | | |

|47. |Haemophilus I№fl.B გამოწვეული მენინგიტი |G00.0 |1 შემთხვევა |1 შემთხვევა |

|48. |S.p№eumo№iae გამოწვეული ინფექცია |M0.1; A40.3: I30.1 |1 შემთხვევა |1 შემთხვევა |

|49. |S.p№eumo№iae გამოწ. მენინგიტი |G00.1 |1 შემთხვევა |1 შემთხვევა |

|50. |M. tuberculosis გამოწ. მენინგიტი |A17.0; A17.8 |1 შემთხვევა |1 შემთხვევა |

|51. |აცრისშემდგომი უჩვეულო რეაქციები და |Y58;Y59; Y64.1 |1 შემთხვევა |1 შემთხვევა |

| |გართულებები | | | |

|52. |საშარდე გზების ნოზოკომიური ინფექცია |Y95 (№39.0) |1 შემთხვევა |1 შემთხვევა |

|53. |ნოზოკომიური პნევმონია |Y95 (J18.9) |1 შემთხვევა |1 შემთხვევა |

|54. |ნოზოკომიური ბაქტერიემია (სეფსისი) |A49.9 |1 შემთხვევა |1 შემთხვევა |

|55. |ქირურგიული ჩარევის მიდამოს ინფექცია |T79.3,T81.4, O86.0 |1 შემთხვევა |1 შემთხვევა |

|56. |15-49 წლის ასაკის ქალის სიკვდილი |- |1 შემთხვევა |1 შემთხვევა |

|57. |0-5 წლამდე ბავშვის სიკვდილი |- |1 შემთხვევა |1 შემთხვევა |

|58. |სიფილისი |A50-A53 |აგრეგირებული |ეპიდკვლევა არ |

| | | | |ტარდება |

|59. |თანდაყოლილი სიფილისი |A50 |1 შემთხვევა |1 შემთხვევა |

|60. |გონორეა |A54 |აგრეგირებული |ეპიდკვლევა არ |

| | | | |ტარდება |

|61. |ქლამიდიოზი |A56 |აგრეგირებული |ეპიდკვლევა არ |

| | | | |ტარდება |

|62. |აივ -შიდსზე ტესტირებული* |---- |აგრეგირებული |ეპიდკვლევა არ |

| | | | |ტარდება |

|63. |აივ -შიდსზე ტესტირებული ორსულები* |---- |აგრეგირებული |ეპიდკვლევა არ |

| | | | |ტარდება |

|64. |ტუბერკულოზი |A15-A19 |1 შემთხვევა |1 შემთხვევა |

|65. |ლეიშმანიოზი |B55 |1 შემთხვევა |1 შემთხვევა |

|66. |ექინოკოკოზი |B67 |აგრეგირებული |ეპიდკვლევა არ |

| | | | |ტარდება |

|67. |მალარია |B50- B54 |1 შემთხვევა |1 შემთხვევა |

|68. |ტრიქინელოზი |B75 |1 შემთხვევა |1 შემთხვევა |

|69. |ამებიაზი |A06 |აგრეგირებული |ეპიდაფეთქება |

| | | | |3 და მეტი შემთხვევით |

|70. |ფასციოლოზი | B66.3 |აგრეგირებული |ეპიდკვლევა არ |

| | | | |ტარდება |

|71. |შხამიანი ქვეწარმავლის ნაკბენი |T63.0;T63.1 |აგრეგირებული |ეპიდკვლევა არ |

| | | | |ტარდება |

|72. |სხივური დაზიანებები |W8; W91 |1 შემთხვევა |ეპიდკვლევას აწარმოებს |

| | | | |გარემოს დაცვის სამინისტრო|

*- აივ-შიდსის სკრინინგული ტესტირება სწრაფი-მარტივი ან იმუნოფერმენტული ანალიზის(იფა) მეთოდით.

3. სასწრაფო შეტყობინებას ექვემდებარება აგრეგირებულ შეტყობინებას დაქვემდებარებული დაავადებების ჯგუფური შემთხვევები.

4. საზ. ჯანდაცვის სისტემის სხვადასხვა დონეზე ეპიდაფეთქებათა სასწრაფო შეტყობინების ტელეფონოგრამით გადაცემისას, დაშვებულია ინფორმაცია გადაიცეს მოკლე სახით (გვარ-სახელის მითითების გარეშე), დიაგნოზის, შემთხვევათა რაოდენობის, ასაკობრივი ჯგუფების მითითებით.

5. ეპიდკვლევა უნდა დაიწყოს შეტყობინებიდან არაუგვიანეს 72 საათისა საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის დაავადების მნიშვნელობიდან გამომდინარე.

6. ადამიანის ზოონოზური და სურსათით გამოწვეული დაავადებების (მათ შორის, ბოტულიზმი - 1 შემთხვევა, სავარაუდო საკვებისმიერი მოშხამვები-ეპიდაფეთქება) შემთხვევების შესახებ შეტყობინება ხორციელდება „ინფექციურ დაავადებებზე, მათ შორის, განსაკუთრებით საშიში პათოგენებით გამოწვეულ დაავადებებზე, ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებული ეროვნული სისტემის ფუნქციონირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ივლისის №336 დადგენილებით განსაზღვრული ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებულ ეროვნულ სისტემაში მონაწილე ორგანოებს შორის ურთიერთინფორმირებულობის წესის შესაბამისად.

7. ეპიდაფეთქება - (ეპიდემიური აფეთქება) მოსახლეობის შეზღუდულ რაოდენობაში გადამდები დაავადების ახალი შემთხვევების სიხშირის მკვეთრი ზრდა ხანმოკლე პერიოდში (კანონი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ). საქართველოში ტერმინი გამოიყენება ისეთ შემთხვევებში, როდესაც ერთ ან რამდენიმე დასახლებულ უბანში/პუნქტში, ან მუნიციპალიტეტში, ან რეგიონში, ან ქვეყანაში აღირიცხება მსგავსი კლინიკით და სავარაუდოდ ერთმანეთთან დაკავშირებული, ან ერთი ფაქტორით/წყაროთი განპირობებული დაავადების 2 და/ან მეტი შემთხვევა.

მუხლი 10. სასწრაფო შეტყობინების ბარათი (ფორმა №58/1)

1. სასწრაფო შეტყობინების ბარათი №58/1 (ერთნაირი ფორმატით) გამოიყენება ჯანდაცვის სისტემის ყველა დონეზე. მას ავსებს:

ა) ჯანდაცვის პერსონალი, რომელმაც ეჭვი მიიტანა ან გამოავლინა ცხრილში №1-ში მითითებული რომელიმე დაავადების კლინიკური ან დადასტურებული შემთხვევა;

ბ) ჯანდაცვის პერსონალი, რომელმაც დაადასტურა ან რომელიც უფლებამოსილია შეატყობინოს 15-49 წლის ასაკის ქალის და 0-5 წლის ბავშვის ნებისმიერი მიზეზით სიკვდილის შემთხვევა;

გ) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრები, რომლებიც უზრუნველყოფენ ინფორმაციის გაგზავნას ეპიდზედამხედველობის სისტემის ზედა დონეებზე.

|კონფიდენციალური | სასწრაფო შეტყობინების ბარათი - №58/1 |

|  |

| |

| |

| |

|1. შეტყობინების გაგზავნის ადგილი |

|[pic] |

| |

|(დაწესებულება) |

| |

|  |

|შემთხვევა გამოვლენილია (ვის მიერ) |

|  |

| |

| |

| |

|თარიღი: |

|  |

|/ / / |

|რიცხვი თვე წელი |

|დრო: |

|  |

| |

|[pic] |

| |

|(გ. ს., თანამდებობა,) |

| |

| |

|გამომგზავნის სარეგისტრაციო ნომერი 60/A-ში ან 60/B-ში (საჭირო გახაზეთ) |

| |

| შეტყობინება გაგზავნილია (ვის მიერ) |

| |

| |

|[pic] |

| |

|(გ. ს., თანამდებობა, დაწესებულება) |

|  |

| |

| |

|[pic] |

| |

| (ხელმოწერა) |

| |

| |

| |

| |

| |

| |

| |

| |

| |

| |

|2. გვარი |

|  |

|სახელი |

|  |

|მამის სახელი |

|  |

|პირადი ნომერი |

|__ __ __ __ __ __ __ __ __ __ __ |

| |

|3. სქესი: მამრ. |

|  |

|მდედრ. |

|  |

| |

| |

|4. ასაკი (15 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის მიუთითეთ დაბადების თარიღი) |

| |

|5. მისამართი ქალაქი/სოფელი |

|  |

| რაიონი |

|  |

|ქუჩა, სახლი, ბინის № |

|  |

| |

|6. სამუშაო/სასწავლო/ბავშვთა დაწესებულების დასახელება და მისამართი: |

|  |

| |

|7. დიაგნოზი: |

|  |

|8. სტატუსი: ცოცხალი ( გარდაცვლილი ( |

|9. თარიღები → |

|დაავადების დაწყება |

|პირველი ვიზიტი სამედ. დაწესებულებაში |

| |

|10. სად იმყოფება ამჟამად პაციენტი |

|ა) საავადმყოფოში |

|[pic] |

| |

|(მიუთითეთ რომელში) |

| |

|ბ) სახლში |

|[pic] |

| |

|(მიუთითეთ ზუსტი მისამართი) |

| |

|გ) სხვა |

|[pic] |

| |

| |

| |

| |

| |

| |

| |

|11. დამატებითი მონაცემები (მ. შ. ინფექციის პოტენციური წყარო, ჯგუფური) |

2. სასწრაფო შეტყობინების ბარათის შესავსებად საჭირო მონაცემების აღება ხდება სამედიცინო ისტორიებიდან, ინფექციურ დაავადებათა რეგისტრაციის ჟურნალიდან (60/A) ან გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობიდან. სასწრაფო შეტყობინება შესაძლოა განხორციელდეს ტელეფონოგრამით ან შეთანხმებული ელექტრონული საშუალებით (SMS, ელ.ფოსტა). გადაცემული ინფორმაცია უნდა შეესაბამებოდეს სასწრაფო შეტყობინების ბარათის სტრუქტურას, ასეთ შემთხვევაში არ არის აუცილებელი ბარათის ქაღალდის ვერსიის დამატებით გაგზავნა.

3. დიდ დაწესებულებებში, სადაც შემთხვევათა გამოვლენა ხდება მრავალი სხვადასხვა ექიმის მიერ, ყველა ექიმი ვალდებულია შემთხვევის გამოვლენისთანავე, მ.შ. 0-5 წლამდე ბავშვისა და 15-49 წლის ასაკის ქალის ნებისმიერი მიზეზით (ავადმყოფობა, უბედური შემთხვევა, მკვლელობა, თვითმკვლელობა, ავტო-საგზაო შემთხვევა, იატროგენული პათოლოგია, უცნობი მიზეზი) სიკვდილისას, დაუყოვნებლივ შეავსოს სასწრაფო შეტყობინების ბარათი. ასეთ დაწესებულებებში შეტყობინებების გაგზავნა რეკომენდებულია დაევალოს ერთ პასუხისმგებელ პირს, რომელიც შეკრებს ინდივიდუალურ შეტყობინებებს ყველა პრაქტიკოსი ექიმისაგან და შემდეგ ერთიანად უზრუნველყოფს მათ გადაცემას რაიონულ სჯც-სთვის.

4. დიაგნოზის შეცვლის შემთხვევაში, ბარათი უნდა შეივსოს და გაიგზავნოს ხელმეორედ სადაც მე-7 გრაფაში - "დიაგნოზი" - ჩაიწერება ახალი დიაგნოზი, მითითებით შეიცვალა, (მიუხედავად იმისა, შეცვლილი დიაგნოზი ექვემდებარება თუ არა სასწრაფო შეტყობინებას, მაგ. არაგადამდები დაავადება).

5. ნებისმიერი სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელი/მენეჯერი, მიუხედავად უწყებრივი დაქვემდებარებისა და საკუთრების ფორმისა (მ.შ.ინფექციური დაავადებების დიაგნოსტირებაში ჩართული ლაბორატორიები) პასუხისმგებელნი არიან საკუთარი პერსონალისთვის შემთხვევათა შეტყობინების ზემოაღნიშნული მოთხოვნების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე და მათ შესრულებაზე.

მუხლი 11. ლაბორატორიული კვლევის მიზნით ნიმუშების აღება, შენახვა და ტრანსპორტირება

1. კლინიკური ნიმუშის აღება ხორციელდება სათანადოდ მომზადებული და შესაბამისი კომპეტენციის პერსონალის მიერ.

2. სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი პასუხისმგებელია, მოიპოვოს შესაბამისი ნიმუშების აღების თანხმობა პაციენტისგან ან მისი მეურვისგან, უზრუნველყოს ნიმუშის აღება მკურნალობის დაწყებამდე, ან კონკრეტული ნოზოლოგიის სპეციფიკის გათვალისწინებით.

3. კლინიკური ნიმუშის აღების მიზნით დაუშვებელია პაციენტის მკურნალობის დაყოვნება პაციენტის ჯანმრთელობის საზიანოდ.

4. მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრებმა/სამსახურებმა ეპიდკვლევის განსახორციელებლად უნდა უზრუნველყონ კლინიკური ნიმუშების აღების ორგანიზება, შენახვა და ადგილზე, საკუთარი ძალებით ლაბორატორიული კვლევის ჩატარების შეუძლებლობის შემთხვევაში დკსჯე ცენტრის ლაბორატორიებამდე ტრანსპორტირება (გარდა განსაკუთრებით საშიში პათოგენით გამოწვეული დაავადებებისა).

5. განსაკუთრებით საშიში პათოგენით გამოწვეულ დაავადებაზე ეჭვის შემთხვევაში ნიმუშის აღების ორგანიზებასა და ტრანსპორტირებას ახორციელებს დკსჯე ცენტრი (და/ან მისი რეგიონული ლაბორატორიები) ბიოუსაფრთხოების მოქმედი წესების დაცვით.

6. დკსჯეც-ის ლაბორატორიებში ნიმუშების მიღება წარმოებს ცენტრის მიერ შემუშავებული და დამტკიცებული სპეციალური ლაბორატორიული კვლევის მოთხოვნის ფორმით.

მუხლი 12. აგრეგირებული/ყოველთვიური შეტყობინება ზოგიერთი დაავადების/მდგომარეობის შესახებ (ფორმა №58/3)

აგრეგირებულ/ყოველთვიურ შეტყობინებას ახორციელებენ სამედიცინო დაწესებულებები. ქვემოთ ჩამოთვლილი დაავადებებისათვის აღრიცხვის №60/A ჟურნალში ასახულ ინფორმაციაზე დაყრდნობით სამედიცინო დაწესებულებები ყოველთვიურად აწვდიან შეტყობინებას საზ. ჯანდაცვის მუნიციპალურ ცენტრებს შემდეგი თვის არაუგვიანეს 3 რიცხვამდე. იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო დაწესებულების მიერ ანგარიშგების მოცემულ პერიოდში არ არის დარეგისტრირებული კონკრეტული დაავადების თუნდაც ერთი შემთხვევა, შესაბამისი დაავადების გასწვრივ სვეტში "სულ" უნდა ჩაიწეროს "0" (ცარიელი ადგილის დატოვების ნაცვლად), რაც განასხვავებს "არასრულად აღრიცხულ შემთხვევებსა" და "შემთხვევათა არ არსებობას".

აგრეგირებული/ყოველთვიური შეტყობინება ზოგიერთი დაავადების/მდგომარეობის შესახებ

| |ფორმა 58/3 |

| | |

|დაწესებულება ___________________________ |თვე ____________ |წელი _____________ |

| |

|შეტყობინების გაგზავნის ადგილი _____________________________ |თარიღი ______________ |

|№ |

|სამედიცინო დაწესებულება: | |

|კვირა: | |

|ILI შემთხვევების რაოდენობა: | |

|სულ ვიზიტები: | |

|SARI შემთხვევების რაოდენობა: | |

|სულ ჰოსპიტალიზაცია: | |

|ფორმის შევსებაზე პასუხისმგებელი პირი | |

მუხლი 16. მონაცემთა ანალიზი

მონაცემთა ანალიზის მიზანია:

ა) პრობლემათა გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირება;

ბ) პრობლემათა გადაჭრის ყველაზე ადეკვატური გზების გამონახვა;

გ) ტენდენციათა იდენტიფიცირება;

დ) დაავადებების პროფილაქტიკისა და კონტროლის მიზნით პროგრამების მომზადება;

ე) ხარისხის შეფასება შუალედური და ხანგრძლივი პერიოდებისათვის;

ვ) ეპიდემიოლოგიური სიტუაციის პროგნოზირება ხანმოკლე ან ხანგრძლივი პერიოდისათვის;

ზ) მაღალი რისკის ტერიტორიების დადგენა;

თ) მაღალი რისკის კონტიგენტების განსაზღვრა;

ი) ინფექციის გავრცელების სამუშაო ჰიპოთეზების ჩამოყალიბება და დამტკიცება.

2. ანალიზის არსი და მასშტაბი განისაზღვრება:

ა) საზ. ჯანდაცვის სისტემის დონით (სად ხორციელდება ანალიზი);

ბ) ანალიზის ჩატარების თვისებით: რუტინული (ყოველთვიური ან წლიური) ან სასწრაფო (მაგ. აფეთქების დროს).

3. მაღალხარისხიანი ანალიზისათვის საჭიროა ეპიდზედამხედველობის სრულყოფილი და ზუსტი მონაცემების არსებობა.

4. მონაცემთა ანალიზი ჩვეულებრივ ხორციელდება დროის (მაგ.: მრავალწლიანი ან თვის ტენდენცია), ადგილის (მაგ. დაქვემდებარებული რაიონი ან დაწესებულება), დემოგრაფიული და მედიკო-ბიოლოგიური მახასიათებლების (მაგ. ასაკობრივი ჯგუფი, სქესი, იმუნიზაციის სტატუსი) მიხედვით.

5. მონაცემთა ანალიზი წარმოებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ყველა საფეხურზე, სხვადასხვა სიდიდითა და პერიოდულობით.

6. ნებისმიერი სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია დკსჯეც-ს და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ტერიტორიულ ორგანოებს მიაწოდოს მოთხოვნილი ინფორმაცია ეპიდსიტუაციის ანალიზის მიზნით.

მუხლი 17. სასწრაფო ანალიზი

1. სასწრაფო ანალიზი (დაავადებათა აფეთქებების დროს) წარმოებს რიგგარეშედ სჯც-ს მიერ იმ შემთხვევათა გამოვლენისას, რომლებიც რაიონული სჯც-ს მიერ ექვემდებარება სასწრაფო შეტყობინებას რეგიონულ და ცენტრალურ დონეზე (იხ. ცხრილი 1. სასწრაფო შეტყობინებას დაქვემდებარებული დაავადებები და შეტყობინების წესები) და მოიცავს: ლეტალური გამოსავლის მიზეზების დადგენას (თუ ასეთს ჰქონდა ადგილი), დაავადებათა და ლეტალური შემთხვევების დაჯგუფებას (დაავადებათა/მდგომარეობათა თავისებურებების გათვალისწინებით): დაწყების თარიღის, ტერიტორიული განაწილების (ჩვეულებრივ გამოისახება რუქაზე, ცხრილში ან ჰისტოგრამით) მიხედვით, ასაკობრივი ჯგუფების, სქესის, იმუნიზაციის სტატუსის, ორგანიზებულობის (სამსახური, სასწავლებელი, ბაღი), მათში დასწრების დონის და სხვა ცნობილი რისკის ფაქტორების მიხედვით.

2. სასწრაფო ანალიზი ფორმდება წერილობითი სახით, ინახება ადგილზე 5 კალენდარული წლის განმავლობაში და წარედგინება ზემდგომ მომთხოვნ ორგანიზაციას მოქმედი კანონმდებლობისა და მოთხოვნის შესაბამისად.

3. ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია სასწრაფო ანალიზის სახეობათა ჩამონათვალი თითოეული დონისათვის:

|ეპიდზედამხედველობის მონაცემთა სასწრაფო |მიზანი |დროის |დაწესე- |რაიონის/ |

|ანალიზის სახეობები | |მონაკვეთი |ბულება |რეგიონის სჯც |

|ლეტალური შემთხვევები (თუ ასეთს ჰქონდა ადგილი) |დადგინდეს თუ რა ხარვეზებია დაავადებათა |რაც შეიძლება სწრაფად (12-72 საათის განმავლობაში) |

|მიზეზები |პროფილაქტიკისა და კონტროლის პროცესში | |

|  |  |სამედიცინო დაწესებულება |რაიონის სჯც |

|შემთხვევათა ლეტალობის მაჩვენებლები |დადგინდეს თუ რა ხარვეზებია დაავადებათა |წლიურად |

| |პროფილაქტიკისა და კონტროლის პროცესში | |

|ავადობის ტენდენციები დროის მიხედვით |განისაზღვროს დაავადებათა გავრცელების |წლიური (იმ სამედ. |6 თვეში |

| |ხანმოკლე და ხანგრძლივი ტენდენციები |დაწესებულებებისთვის, რომლებიც |1-ჯერ, წლიურად |

| | |ემსახურებიან 5000-ზე მეტ ადამიანს) | |

|დაავადების ან ლეტალურ შემთხვევათა/მაჩვენებლების |მაღალი რისკის ტერიტორიების/ადგილების |  |6 თვეში |

|დაყოფა ტერიტორიების მიხედვით |განსაზღვრა, რისკის ქვეშ მყოფი მოსახლეობის | |1-ჯერ, |

| |დადგენის მიზნით | |წლიურად |

|დაავადების ან ლეტალურ შემთხვევათა/მაჩვენებლების |განისაზღვროს მოცემული დაავადებისათვის |  |6 თვეში |

|დაყოფა ასაკობრივი ჯგუფებისა და იმუნიზაციის სტატუსის |მოსახლეობის მაღალი რისკის ჯგუფები და | |1-ჯერ, |

|მიხედვით |პოტენციური რისკის ფაქტორები | |წლიურად |

| | | | |

| | | | |

| | | | |

| | | | |

|ავადობა/ინციდენტობა 100,000 მოსახლეზე, სპეციფიკურ |განისაზღვროს მოცემული დაავადებისათვის |  |6 თვეში |

|მაჩვენებლთა განსაზღვრა (ასაკი-სქესი-აცრ. |მოსახლეობის მაღალი რისკის ჯგუფები და | |1-ჯერ, |

|სტატუსი-სამუშაო ადგილი და სხვა)* |ძირითადი რისკის ფაქტორები მოც. | |წლიურად |

| |დაავადებისათვის | | |

|ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა ხვედრითი |ლაბორატორიათა საქმიანობის (ლაბ. |  |6 თვეში |

|წილი, შემთხვევათა დადასტურების მაჩვენებლები |დიაგნოსტიკის) და კლინიკური დიაგნოსტირების | |1-ჯერ, |

| |უნარის შეფასება, ეპიდზედამხედველობის | |წლიურად |

| |სისტემის სრულყოფილების დადგენა და | | |

| |დაავადებათა აღმოფხვრის პროგრესის | | |

| |განსაზღვრა | | |

|ანგარიშგების დროულობა |იმ დაწესებულებათა განსაზღვრა, რომლებიც ვერ|  |ყოველთვი- |

| |უზრუნველყოფენ დროულ ანგარიშგებას | |ურად |

|ანგარიშების სრულყოფილება/სიზუსტე |უხარისხო ანგარიშების წყაროს დადგენა |  |ყოველთვი- |

| | | |ურად |

|შემთხვევათა/ეპიდაფეთქებების კვლევის მაჩვენებლი |მონიტორინგის ჩატარება სჯც-ს მიერ |  |ყოველკვარ |

| |ეპიდაფეთქების კვლევის მოთხოვნების | |ტალურად, |

| |შეფასებისა და შესაძლო ბარიერების | |წლიურად |

| |გამოვლენის მიზნით | | |

|შემთხვევათა პროგნოზირება |ხანმოკლე და ხანგრძლივი პერსპექტივების |  |წლიურად |

| |განსაზღვრა | | |

* დაავადებათა/მდგომარეობათა თავისებურებების გათვალისწინებით.

3. რუტინული ანალიზი ფორმდება წერილობითი სახით, ინახება ადგილზე 5 კალენდარული წლის განმავლობაში და წარედგინება ზემდგომ ორგანოს მოქმედი კანონმდებლობისა და მოთხოვნის შესაბამისად.

4. დაავადებები, რომლებიც გამიზნულია ელიმინაციისათვის (მაგ. პოლიომიელიტი, წითელა, თანდაყოლილი წითურა) მოითხოვენ ჯანმო-ს მიერ განსაზღვრული დამატებითი ინფორმაციის რუტინულ ანალიზს. როგორც წესი, ასეთი ანალიზი ეყრდნობა თითოეული შემთხვევის ეპიდკვლევას, წარმოებს ეროვნული ექსპერტების მიერ და მოითხოვს დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას დკსჯეც-ში მოთხოვნის შესაბამისად.

5. ვაქცინის ეფექტურობის განსაზღვრა (მართვადი დაავადებებისთვის) წარმოებს დკსჯეც-ის ექსპერტთა მიერ ვაქცინების დაბალეფექტიანობის საჭიროების შესაძლო მიზეზთა განსაზღვრის მიზნით.

მუხლი 19. ანალიზის მეთოდები - სიკვდილის მიზეზები

უზრუნველყოფს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურების მიერ შესაბამისი ღონისძიებების გატარებას მომავალში ლეტალური შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით. ინფექციური დაავადებებით გამოწვეული სიკვდილის მიზეზების ანალიზი მოიცავს შემთხვევების შესახებ ინფორმაციის განხილვასა (სამედიცინო ისტორია, შეტყობინება, 60/A და 60/B ჟურნალის ჩანაწერები) და შემდეგი შესაძლო შემთხვევების პრევენციას.

|სიკვდილის მიზეზები |საზ. ჯანდაცვის ღონისძიებები |

|1. პაციენტმა გვიან მიმართა სამედიცინო დაწესებულებას |საზოგადოების/მოსახლეობის გათვითცნობიერების დონის ამაღლება ჯანმრთელობისა და სამედიცინო |

| |მომსახურებს საკითხებში, თვითმკურნალობის ზიანის ახსნა და მისი უარყოფა |

|2. დიაგნოზი დაისვა დროულად, მაგრამ მკურნალობა არ |დაავადებათა მართვის სტანდარტულ სქემებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, "არაოფიციალური" |

|ჩატარდა |მკურნალობის საწინააღმდეგო ზომების მიღება |

|3. დიაგნოზი დაისვა დროულად, მაგრამ მკურნალობა დაგვიანდა|სამკურნალო საშუალებებით სათანადო უზრუნველყოფა, პრაქტიკოსთა ინფორმირება იმის შესახებ, რომ |

|(სამკურნალო საშუალებები ხელმიუწვდომელია და არ მოხდა |არასათანადო ურთიერთკავშირი და თანამშრომლობა შესაძლოა გახდეს პაციენტის სიკვდილის მიზეზი |

|მათი დროული მომარაგება) | |

|4. ჩატარდა არაადეკვატური მკურნალობა (არასწორი დიაგნოზის|სამედიცინო პერსონალის ცოდნის ამაღლება |

|ან სხვა მიზეზთა გამო) | |

|5. ადგილი ჰქონდა რეზისტენტობას სამკურნალწამლო |შემთხვევათა სტანდარტული მკურნალობის სქემების განახლება |

|საშუალებების მიმართ | |

|6. უშედეგო ვაქცინაცია |ვაქცინაციის ეფექტურობის განსაზღვრა, ცივი ჯაჭვისა და ვაქცინაციის წესების დაცვის შეფასება |

მუხლი 20. ანალიზის მეთოდები - ლეტალობის მაჩვენებელი

1. ანალიზის მეთორები - ლეტალობის მაჩვენებელი არის დაავადების სიმძიმის მაჩვენებელი და ამავე დროს არაპირდაპირ ახასიათებს შემთხვევის გამოვლენისა და მართვის ადეკვატურობა.

2. ინფექციურ დაავადებებთან დაკავშირებული ლეტალობის შემთხვევების სიმცირის გამოეს მაჩვენებელი განისაზღვრება მხოლოდ რეგიონის ან ქვეყნის დონეზე.

3. ლეტალობის მაჩვენებლის მატება არის ჯანდაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობის, დროული მკურნალობისა და მკურნალობის სტანდარტული სქემების გადახედვის საფუძველი.

მუხლი 21. ანალიზის მეთოდები - ავადობის/ინციდენტობის ტენდენციები

1. ავადობის რუტინული მონიტორინგი უნდა ჩატარდეს ყველა საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში და იმ სამედიცინო დაწესებულებებში, რომელებიც ემსახურება 5,000 ან მეტ ადამიანს.

2. მონიტორინგი ჩვეულებრივ ხორციელდება ექიმ(ებ)ის, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულნი დაავადებათა გამოვლენისა და მკურნალობის პროცესში, ეპიდემიოლოგების (სჯც) ან სტატისტიკოსების მიერ. მონაცემებს რეგულარულად ამოწმებს დაწესებულების მთავარი ექიმი/ხელმძღვანელი და გადაწყვეტილებების მიღების მიზნით ნებისმიერი ფორმით გადასცემს ზემდგომ მომთხოვნ ორგანიზაციას მოქმედი კანონმდებლობისა და მოთხოვნის შესაბამისად.

მუხლი 22. ანალიზის მეთოდები-დაავადების/ლეტალურ შემთხვევათა/ მაჩვენებლების დაყოფა ტერიტორიების მიხედვით

მონაცემთა ანალიზი ტერიტორიების მიხედვით იძლევა ინფორმაციას დაავადებათა შემთხვევების ადგილმდებარეობის შესახებ და საშუალებას გაირკვეს ინფექციის გავრცელების მიზეზები (თუ ასეთს ჰქონდა ადგილი). ტერიტორიების მიხედვით რუტინული ანალიზი ჩვეულებრივ წარმოებს სჯც-ის მიერ, თუმცა დაავადებათა აფეთქებების დროს რეკომენდებულია ჯანდაცვის ცალკეულმა დაწესებულებებმა ამგვარი ანალიზი აწარმოონ ადგილობრივი რუკების გამოყენებით და მონიშნონ ადგილები, რომლებიც შესაძლოა მნიშვნელოვანი იყოს მოცემული დაავადებისათვის (მაგ.: სკოლები, ბაზარი, წყალმომარაგების სისტემები).

მუხლი 23. ანალიზის მეთოდები - დაავადების/ლეტალურ შემთხვევათა/მაჩვენებელთა დაყოფა ასაკობრივი ჯგუფებისა და იმუნიზაციის სტატუსის მიხედვით

1. ამგვარი ანალიზით განისაზღვრება მაღალი რისკის ჯგუფი და დგინდება ზოგიერთი რისკის ფაქტორი.

2. ამ ინფორმაციით განისაზღვრება საპასუხო რეაგირების ფორმა (მაგ. აცრის მოცვის გაუმჯობესება ან პროფილაქტიკური საგანმანათლებლო ქმედება).

მუხლი 24. ანალიზის მეთოდები - ავადობა/ინციდენტობა ასაკი-სქესი-იმუნიზაციის სტატუსი-ორგანიზებულობა და სხვა სპეციფიკური მაჩვენებლები

1. ინციდენტობა საზ. ჯანდაცვის მუშაკებს საშუალებას აძლევს:

ა) განახორციელონ დაავადების მონიტორინგი დროის განსაზღვრულ პერიოდში სხვადასხვა ტერიტორიაზე;

ბ) განსაზღვრონ მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ადამიანთა ჯგუფები და დაადგინონ პოტენციური რისკის ფაქტორები მოცემული დაავადებისათვის (ამ შემთხვევაში სქესი, ასაკი და მოსახლეობის მოცემული ჯგუფისათვის სხვა მნიშვნელოვანი მახასიათებლები).

2. ეპიდემიური პროცესის უფრო დეტალური და თვალნათელი დახასიათებისათვის ზოგჯერ საჭიროა უფრო ნატიფი მაჩვენებლების გამოყენება, რომელიც იძლევა საშუალებას განისაზღვროს კონკრეტულად მოსახლეობის რომელი ჯგუფი იყო დაზარალებული. მოსახლეობა ჯგუფების მიხედვით, შეიძლება გაიყოს: ასაკის, სქესის, საქმიანობის, ორგანიზებულობის, იმუნიზაციის სტატუსის და სხვათა მიხედვით.

3. ასაკის, საქმიანობისა და სხვა ფაქტორების მიხედვით ავადობის სპეციფიური მაჩვენებლების განსაზღვრა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელმისაწვდომია სანდო სტატისტიკური მონაცემები მნიშვნელზე (მოსახლეობის სპეც. ჯგუფის სიდიდე).

მუხლი 25. ანალიზის მეთოდები - შემთხვევათა დადასტურების მაჩვენებლები, ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა ხვედრითი წილი

1. ეფექტურად მომუშავე ეპიდზედამხედველობის სისტემაში დაავადების დადასტურების მაჩვენებელი 70-80%-ზე მაღალია. აღმოფხვრის ფაზაში მყოფი დაავადებებისათვის (პოლიო, წითელა) ეს მაჩვენებელი სავარაუდოდ 100%-ს მიაღწევს.

2. შემთხვევათა განმარტებების/შემთხვევათა კლასიფიკაციის მიხედვით შემთხვევა ითვლება დადასტურებულად, თუ ის დადასტურებულია მოცემული დაავადებისათვის სპეციფიკური ლაბორატორიული ტესტის მეშვეობით და/ან დადგენილია ამ შემთხვევის ეპიდ. კავშირი სხვა ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევასთან.

3. ლაბ. ტესტირებულ და ლაბ. დადასტურებულ შემთხვევათა ხვედრითი წილი ისაზღვრება ცალ-ცალკე. მათი შედარება (ლაბ. ნიმუშების დადასტურების პროპორცია) შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამედიცინო მომსახურების ხარისხის შესაფასებლად.

მუხლი 26. ანალიზის მეთოდები - ვაქცინის ეფექტურობა

1. ტერმინი "ვაქცინის ეფექტურობა" ახასითებს ვაქცინის უნარს აცრის შემდგომ მოახდინოს დაავადების პრევენცია.

2. ვაქცინაციის მიზანი - მოახდინოს დაავადების პრევენცია - დამოკიდებულია მის ეფექტურობასა და იმუნიზაციის პროცესის სწორ მართვაზე. რამდენადაც ვაქცინების ეფექტურობა ჩვეულებრივ 100%-ზე დაბალია (ზოგიერთ ადამიანში არ ხდება სეროკონვერსია საწყის ეტაპზე, ზოგიერთებში კი იმუნიტეტი სწრაფად ქრება), ყოველთვის ექნება ადგილი დაავადების შემთხვევას აცრილთა შორის. ვაქცინის ეფექტურობის საველე შეფასებები მნიშვნელოვანია, იმ შემთხვევაში, როდესაც ვაქცინის ეფექტურობა ეჭვის ქვეშ დგას დაავადების გავრცელების გამო აცრილთა შორის.

3. ამ მაჩვენებლის მონიტორინგი საშუალებას იძლევა განისაზღვროს იმუნიზაციის გრძელი და მოკლევადიანი პერსპექტივები.

მუხლი 27. ანალიზის მეთოდები - ანგარიშგების დროულობა და სრულყოფილება / სიზუსტე

1. ანგარიში ითვლება დროულად იმ შემთხვევაში, თუ ის მიღებულია უფრო მაღალი დონის დაწესებულების მიერ დადგენილ ვადაში.

2. ანგარიში ზუსტია, თუ ის სრულყოფილად არის შევსებული, შემდგომი დონის დაწესებულებას მიღებული აქვს განმარტებები მოთხოვნის შესაბამისად (თუ ეს საჭიროა) და მონაცემთა საკუთარ ჩანაწერებთან შედარების გზით გადამოწმების დროს არ გამოვლენილა არც ერთი შეუსაბამობა (მაგ.: სასწრაფო შეტყობინება, შემთხვევათა კვლევის შედეგები და ა. შ.).

3. ანგარიშგების დროულობისა და სიზუსტის ანალიზის მიზნით გამოიყენება დზეი-ის სისტემა.

მუხლი 28. ანალიზის მეთოდები - შემთხვევის/აფეთქების კვლევის მაჩვენებელი

შემთხვევა/აფეთქებების კვლევა წარმოებს ცხრილი 1-ის (შეტყობინების, ანგარიშგებისა და ეპიდკვლევის მოთხოვნები ნოზოლოგიების მიხედვით) მოთხოვნათა შესაბამისად, რომელიც საჭიროების მიხედვით განახლდება დკსჯეც-ს მიერ:

ა) თუ კვლევის მაჩვენებელი დაბალია (90%-ზე ნაკლები), უნდა გამოვლინდეს მიზეზები და გატარდეს შესაბამისი ზომები;

ბ) ამგვარი ანალიზი რაიონის სჯც-ს მიერ უნდა გატარდეს თვითშეფასების მიზნით.

FORMA_18_2015.doc DOC

uwyebrivi statistikuri dakvirveba

[Tqvens mier warmodgenili monacemebi konfidencialuria

“oficialuri statistikis Sesaxeb” saqarTvelos kanonis Tanaxmad]

respondentis (sawarmo da sxva) saxelwodeba

faqtiuri misamarTi

sakuTrebis forma (saxelmwifo an arasaxelmwifo)

organizaciul-samarTlebrivi forma

ekonomikuri saqmianobis ZiriTadi saxe

lefoni

1. sanatoriumis tipi (xazi gaesvas)

1. wlis ganmavlobaSi momuSave an sezonuri (xazi gaesvas), sezonurisaTvis mieTiTos gaxsnisa da daxurvis TariRi

1. sanatoriumSi avadmyofis yofnis xangrZlivoba

1. biujetze, sameurneo angariSze myofi (xazi gaesvas)

1. emsaxureba: mozrdilebs, mozardebs, bavSvian qalebs, orsulebs (xazi gaesvas)

1. vis ekuTvnis dawesebuleba

1. dawesebulebas aqvs (xazi gaesvas, Tu miTiTebuli ar aris, Caiweros):

1. balneologiuri ganyofileba (kabineti)

fizioTerapiuli ganyofileba (kabineti)

inhalatorebi

stomatologiuri kabineti

rentgenis kabineti, aparatebis raodenoba , maT Soris moqmedi

funqciuri diagnostikis kabineti

klinikur-diagnistikuri laboratoria

8. bioqimiuri laboratoria

afTiaqi

san. ganaTlebis gamofena

dez. kamerebi, raodenoba

I Statebi

dawesebuleba |

str.

N |

Tanamdebobebi

sul |maT Soris |

stomatologebi |

saSualo

med. personali |

provizorebi da

provizorebis TanaSemweebi |

umcrosi

med. personali |

sxva

personali | | | | |eqimebi (stomato-logebis garda) |maT Soris | | | | | | | | | | |Terapevtebi |dietologebi |ginekologebi |fizioTerapevtebi |rentgenologebi |samk. fizkult. | | | | | | |a |b |1 |2 |3 |4 |5 |6 |7 |8 |9 |10 |11 |12 |13 | |saangariSo wlis bolos momuSave TanamSomelTa raodenoba |1 | | | | | | | | | | | | | | |fizikuri pirebi (Zir. muSakebi) |2 | | | | | | | | | | | | | | |

II sawolTa fondi da misi gamoyeneba III Semosavlis drouloba da Cvenebis Sesabamisoba

faqtobrivad gaSlili sawolebi |sawolebis saSualo wliuri raodenoba |miRebul avadmyofTa ricxvi |avadmyofebis mier gatarebuli sawoldReebi |miRebuli avadmyofebidan (cxr II sv 3): daavadebiT, romelic ar Seefereba sanatoriumis profils |

1 | |

dagvianebuli dReebis raodenoba |

5 | | | | | | |ukuCveneblebiT |2 | |droze adre wasuli avadmyofi |6 | | | | | | |maTgan ar iqna miRebuli sanatoriumSi |3 | |maT mier gamoyenebuli samk. dReebi |7 | | | | | | |daigviana avadmyofma |4 | |mkurnalobagaxangrZlivebuli avadmyofebi |8 | | |

IV damxmare samkurnalo - diagnostikuri kabinetebis saqmianoba

rentgenis kabinetSi gakeTebuli gaSuqeba gadaReba

eleqtrokardiografiis kabinetSi gakeTebulia eleqtrokardiograma

klinikur - diagnostikuri laboratoria akeTebs analizebs (xazi gaesvas romels):

saerToklinikuri, bioqimiuri, baqteriologiuri

fizioTerapiuli ganyofileba: im avadmyofebis raodenoba, romlebmac gaikeTes procedurebi

eleqtrosxivebiT mkurnaloba

wyalsamkurnalo

masaJi

balneologiuri ganyofileba: im avadmyofebis raodenoba, romlebic ikeTeben procedurebs

procedurebi:

talaxis

abazanebis

im avadmyofTa raodenoba, romlebmac mimarTes stomatologs

“ ______” _______________________ 20 ______ w. xelmZRvaneli:

__________________________________________________________________

Semsruleblis gvari da telefonis nomeri

-----------------------

forma IV-18

(wliuri)

damtkicebulia saqarTvelos Sromis,

janmrTelobisa da socialuri dacvis

ministris wlis # brZanebiT

sanatoriumis angariSi

(pansionati mkurnalobiT)

warudgenen: sanatoriumebi, pansionatebi mkurnalobiT. saqarTvelos Sromis, janmrTelobisa da socialuri dacvis saministros brZanebiT gansazRvrul vadaSi.

dakvirvebis periodi – 20...... weli

uCveneT specializacia

uwyeba an organizacia