„სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების და მიწოდების წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 18 იანვრის №01-2/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№01-10/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470230000.22.035.016493
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/02/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №1-10/ნ

2018 წლის 28 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების და მიწოდების წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 18 იანვრის №01-2/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1
„სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების და მიწოდების წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 18 იანვარის №01-2/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 20/01/2016; 470230000.22.035.016371) შეტანილ იქნეს ცვლილება  და ბრძანებით დამტკიცებული:
1. №5 დანართის (სამედიცინო (მ.შ. სამეცნიერო-კვლევითი) დაწესებულებების და რაიონული (ქალაქის) საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების მიერ წარსადგენი უწყებრივი სტატისტიკური დაკვირვების კვარტალური და ყოველთვიური და ელექტრონული ანგარიშგების ფორმები/რეგისტრები) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ელექტრონული ანგარიშგების „C ჰეპატიტის სკრინინგის აღრიცხვის ფორმა“ (ელექტრონული მოდული) (ფ. IV-16) განთავსებულია ინტერნეტში, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ჯანმრთელობის დაცვის ერთიანი საინფორმაციო სისტემის პორტალზე, ფინანსური აღრიცხვისა და მართვის კატეგორიაში: ehealth.moh.gov.ge.“.

2. №6 დანართით (სამედიცინო (მ.შ. სამეცნიერო-კვლევითი) დაწესებულებების და რაიონული (ქალაქის) საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების მიერ წარსადგენი უწყებრივი სტატისტიკური დაკვირვების კვარტალური, ყოველთვიური და ელექტრონული ანგარიშგების ფორმების /რეგისტრების წარდგენის ვადები და წესი) განსაზღვრული ცხრილი „ელექტრონული ანგარიშგების ფორმები/რეგისტრები) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„ელექტრონული ანგარიშგების ფორმები/რეგისტრები

ფორმის №

ფორმის დასახელება

წარდგენის

ვადა (არაუგვიანეს)

წარდგენის

ადგილი

ფ. IV-066

სტაციონარიდან გასული ავადმყოფის აღრიცხვის ფორმა (ელექტრონული მოდული)

მომდევნო თვის 10 რიცხვისა

ცენტრი

ფ. IV-025

ამბულატორიული სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებაში რეგისტრირებული დაავადებების აღრიცხვის ფორმა (ელექტრონული მოდული)

მომდევნო თვის 10 რიცხვისა

ცენტრი

ფ. IV-30

კიბოს რეგისტრის ფორმა ონკოლოგიური სერვისების მიმწოდებელი დაწესებულებებისათვის

მომდევნო თვის 10 რიცხვისა

ცენტრი

ფ. IV-30/1

კიბოს რეგისტრის ფორმა პათოლოგიურ-ანატომიური ლაბორატორიებისათვის/ ცენტრებისთვის

მომდევნო თვის 10 რიცხვისა

ცენტრი

 

ფ. IV-20

ორსულთა და ახალშობილთა ჯანმრთელობის მეთვალყურეობის რეგისტრი (ელექტრონული მოდული)

სამედიცინო მომსახურების გაწევიდან 24 საათის განმავლობაში

ცენტრი

ფ. IV-16

C ჰეპატიტის სკრინინგის აღრიცხვის ფორმა (ელექტრონული მოდული)

სამედიცინო მომსახურების გაწევიდან 24 საათის განმავლობაში

ცენტრი

ფ. IV-14/1

სისხლის დონაციებისა და ტრანსფუზიების აღრიცხვის ფორმა (ელექტრონული მოდული)

ყოველდღიურად დონაციასთან/ ტრანსფუზიასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელებიდან  24 საათის განმავლობაში

ცენტრი

                                             .“.

 

3. ,,ონკოლოგიური სერვისების მიმწოდებელი დაწესებულებების და პათოლოგიურ-ანატომიური ლაბორატორიების/ცენტრების მიერ წარსადგენი კიბოს რეგისტრის ფორმების წარმოების წესის“ მე-4 მუხლის (C ჰეპატიტის სკრინინგის აღრიცხვის ფორმის (ელექტრონული მოდულის) წარმოების წესი):
ა) პირველი პუნქტის:
ა.ა) ,,დ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,დ) ცენტრის შესაბამისი სამსახურები;“;

ა.ბ) ,,დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს ,,დ1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,დ1) რიჩარდ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი (შემდგომში – ლუგარის ცენტრი);“;

ა.გ) ,,ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს ,,ვ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,ვ) C ჰეპატიტის სკრინინგის მიმწოდებელი მაღალი რისკის ჯგუფებთან მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები.“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს ,,11“ პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,11. მოდულში აღირიცხება ინფორმაცია ჩატარებული სკრინინგული და C ჰეპატიტის მკურნალობის დაწყებამდე საჭირო კონფირმაციული კვლევების (HCV რნმ პჯრ/ HCV core antigen) შედეგების შესახებ;“;

გ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. მოდულის წარმოებისას ამავე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სერვისის მიმწოდებელი სუბიექტები, გარდა ლუგარის ცენტრისა, ვალდებულნი არიან:

ა) მოდულში დაარეგისტრირონ ინფორმაცია C ჰეპატიტის სკრინინგის ჩატარების შესახებ;

ბ) სკრინინგით საეჭვო დადებით პირებს მიაწოდონ ინფორმაცია C ჰეპატიტზე შემდგომი ჩაღრმავებული ლაბორატორიული კვლევების ჩატარების აუცილებლობაზე და C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობაზე;

გ) მოდულში აღრიცხონ ინფორმაცია მათ ბაზაზე ჩატარებული კონფირმაციული კვლევის შედეგების შესახებ.“;

დ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს ,,21“ პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,21. ლუგარის ცენტრი ვალდებულია მოდულში შეიტანოს ინფორმაცია მის ბაზაზე ჩატარებული კონფირმაციული კვლევის შედეგების შესახებ.“;

ე) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების მიზნით, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სერვისის მიმწოდებელი სუბიექტები, გარდა ლუგარის ცენტრისა, ასევე, ის სუბიექტები, რომლებიც ახორციელებდნენ C ჰეპატიტის სკრინინგს ამ ბრძანების ამოქმედებამდე, ვალდებულნი არიან, მოახდინონ C ჰეპატიტზე ჩატარებული სკრინინგის თაობაზე სხვადასხვა ელექტრონულ სისტემებში (მ.შ. დაწესებულებების დონეზე არსებული ლოკალური საინფორმაციო სისტემებიდან) არსებული/ხელმისაწვდომი მონაცემების ინტეგრირება მოდულში.“;

ვ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. C ჰეპატიტის სკრინინგის სერვისის მიმწოდებელი ვალდებულია, მოახდინოს ინფორმაციის მოდულში რეგისტრაცია, შესაბამისი სამედიცინო მომსახურების გაწევიდან არაუგვიანეს 24 საათის განმავლობაში.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 1 მარტიდან.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების და მიწოდების წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 18 იანვრის №01-2/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 28.02.2018.
როდის იქნა მიღებული „სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების და მიწოდების წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 18 იანვრის №01-2/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების და მიწოდების წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 18 იანვრის №01-2/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 28.02.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №01-10/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 470230000.22.035.016493.
რამდენი მუხლისგან შედგება „სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების და მიწოდების წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 18 იანვრის №01-2/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების და მიწოდების წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 18 იანვრის №01-2/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების და მიწოდების წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 18 იანვრის №01-2/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.02.2018 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების და მიწოდების წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 18 იანვრის №01-2/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №01-10/ნ, 28.02.2018, სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016493 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.02.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4075463/