წვევამდელის, ჯანმრთელობის მდგომარეობით, სამხედრო სამსახურისათვის „შეზღუდულად ვარგისი“ და „არ არის ვარგისი სამხედრო სამსახურისათვის“ დადგენის შემთხვევაში შეწყდეს წვევამდელის სამედიცინო კვლევა და მუდმივმოქმედი სამხედრო სამედიცინო საექსპერტო კომისიის მიერ გამოიცეს შესაბამისი სამედიცინო დასკვნა.

დანართი №20.1 – თავდაცვის ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა ამბულატორიული შემოწმება

1. მუდმივმოქმედი სამხედრო სამედიცინო საექსპერტო კომისიის წევრების სამუშაოების (მ.შ. შესრულებული) ანაზღაურება.

2. დამატებითი სამედიცინო გამოკვლევების უზრუნველყოფა.

3. სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის დროს და რეზერვში ჩარიცხული პირის მიმართ შესაბამისი დასკვნის ცვლილებისას შესამოწმებელ პირს უტარდება:

ა) ქირურგის, თერაპევტის, ნევროპათოლოგის, ფსიქიატრის, ოფთალმოლოგის, ოტორინოლარინგოლოგის, სტომატოლოგის, დერმატოლოგის, ფთიზიატრის, ტრავმატოლოგის კონსულტაცია.

ბ) გულკერდის ორგანოების რენტგენოლოგიური კვლევა;

გ) სისხლის ანალიზი (ედს, ჰემოგლობინის, ლეიკოციტების განსაზღვრა);

დ) სისხლის გამოკვლევა (ჯგუფზე და რეზუს ფაქტორზე, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსზე, B ჰეპატიტის ვირუსზე, C ჰეპატიტის ვირუსზე, ათაშანგზე);

ე) შარდის საერთო ანალიზი (ხვედრითი წონა, PH, ცილა, გლუკოზა);

ვ) სიმაღლისა და სხეულის მასის გაზომვა (საჭიროების შემთხვევაში კისრის, მუცლის, თეძოს გარშემოწერილობის და საჭიროების შემთხვევაში, სხვა ანთროპომეტრიული გამოკვლევები)

განმარტება: მუდმივმოქმედი სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისიის მიერ ინდივიდუალურად განისაზღვრება ამბულატორიული გამოკვლევის მოცულობა ზემოთ მოყვანილი ჩამონათვალიდა