„2024 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული (ადგილობრივი, დევნილი და ეკომიგრანტი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №408 |
|
2023 წლის 29 დეკემბერი ქ. თეთრიწყარო |
|
ზოგადი დებულებები
წინამდებარე, „2024 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული (ადგილობრივი, დევნილი და ეკომიგრანტი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამა“ (შემდგომში - პროგრამა) განსაზღვრავს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბავშვების, ბავშვიანი ოჯახების და სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი არასრულწლოვანი პირების უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პირობებს მატერიალური და არამატერიალური მხარდაჭერის გზით და ამ მხარდაჭერისათვის პროცედურების კოორდინაციას მუნიციპალიტეტის საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში.
პროგრამის მიზანია ბავშვის უფლებების დაცვა და მხარდაჭერა, კრიზისულ მდგომარეობაში ან/და სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი ბავშვიანი ოჯახების გაძლიერების უზრუნველყოფა მატერიალური და არამატერიალური (სოციალური, იურიდიული, სამედიცინო, ფსიქოლოგიური, საგანმანათლებლო და სხვა) დახმარების გზით.
1. პროგრამა ვრცელდება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ 18 წლამდე ბავშვებზე, როგორც ადგილობრივი, ასევე დევნილი და ეკომიგრანტი ოჯახებიდან, პროგრამის განხორციელების წესის შესაბამისად.
2. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ბავშვებს შეუძლიათ საბიუჯეტო წლის მანძილზე ისარგებლონ არაუმეტეს ორი ქვეპროგრამით.
3. პროგრამით გათვალიწინებული მატერიალური და არამატერიალური დახმარების გაწევის მიზნით ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური მეორადი სტრუქტურული ერთეულის მოდალური დებულების მე-V თავის 24-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შექმნილია მულტიდისციპლინური გუნდი, რომლებიც კოლეგიალურად განიხილავენ საკითხებს და საოქმო დადგენილების სახით იღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილება შემდგომი კანონშესაბამისი ღონისძიებების გასატარებლად წარედგინება მუნიციპალიტეტის მერს.
5. პროგრამით მოსარგებლეები არიან:
ა) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიატორიაზე რეგისტრირებული ბავშვები ადგილობრივი, დევნილი და ეკომიგრანტი ოჯახებიდან;
ბ) სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი (შშმ, სსმ, დანაშაულის ან/და ძალადობის მსხვერპლი, კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვი, მშობელთა ზრუნვის გარეშე დარჩენილი, ზრუნვის სისტემიდან გასული, უსახლკარო ან/და მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მქონე და სხვა) ბავშვები;
დახმარების სახეები
ამ პროგრამით გათვალისწინებული ბენეფიციარების დახმარების სახეებია:
ა) მატერიალური (ფულადი) დახმარება
ბ) არამატერიალური (არაფულადი) დახმარება
1. წინამდებარე პროგრამით გათვალისწინებულია:
ა) სიღატაკეში ან/და სხვა ტიპის კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვების და ბავშვიანი ოჯახების უსაფრთხოებისა და ბაზისური პირობების გაუმჯობესების მიზნით ფულადი დახმარების გაცემა კალენდარული წლის განმავლობაში ერთჯერადად არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარისა,
ბ) სოცილურად დაუცველი, მცირეწლოვანი (18 თვემდე ასაკის) ბავშვიანი ოჯახების (რომელთა სარეიტინგო ქულა განცხადების შემოტანის მომენტში არ აღემატება 30 000) დახმარებას, ბავშვის აღზრდისათვის კრიტიკულად საჭირო ჰიგიენური საშუალებებით, ყოველთვიურად 100 (ასი ) ლარის ოდენობით.
გ) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, ფიზიკური პათოლოგიის მქონე 18 წლამდე ასაკის მოზარდის შემდგომი განვითარებისათვის მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო პროცედურების დაფინანსება (ეტაპების მიხედვით), კალენდარული წლის განმავლობაში არა უმეტეს 1200 (ერთი ათას ორასი) ლარისა.
დ) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ბავშვის ნეიროფსიქოლოგიური (გარდა აუტიზმისა), ენისა და მეტყველების, ქცევის, აკადემიური, ოკუპაციური/სენსორული ინტეგრაციის დარღვევებისა და ფსიქოთერაპიული კურსის დაფინანსება, კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს 1200 (ერთი ათას ორასი) ლარისა.
დ.ა) პროგრამაში ჩაერთვებიან ბენეფიციარები, რომლებიც არ არიან ჩართულები ან/და არიან მოლოდინის რეჟიმში ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვისათვის.
დ.ბ) პროგრამაში ჩაერთვებიან ბენეფიციარები, რომლებიც არიან ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულები, თუმცა სამედიცინო დოკუმენტაციით დადასტურებულია დამატებითი სარეაბილიტაციო საჭიროება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დახმარების მისაღებად განმცხადებელმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის/მეურვის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) ბავშვის (ბავშვების) დაბადების მოწმობის ასლი;
დ) კანონიერი წარმომადგენლობის/მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) გარდა ამ პუნქტის „ა-დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაციისა, განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს:
ე.ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დახმარების მიღებისას – სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა 100/ა), სადაც აღნიშნულია შესაბამისი საჭიროება და სამედიცინო მომსახურების ღირებულების კალკულაცია (ინვოისი ან/და ანაგარიშ-ფაქტურა);
ე.ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დახმარების მიღებისას -ინვოისი – ფინანსური დოკუმენტი, რომელსაც გამყიდველი წარუდგენს მყიდველს და რომელშიც მითითებული უნდა იყოს შესაძენი საქონლის/მომსახურების ჩამონათვალი, რაოდენობა, გამყიდველის საბანკო რეკვიზიტები და ა. შ., რის საფუძველზეც ხდება გადახდა;
ე.გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დახმარების მიღებისას - განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი და ამონაწერი სოციალურად დაცველთა ერთიანი ბაზიდან.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დახმარების მიღებისას ბენეფიციარს აკისრია ვალდებულება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილებას წარმოუდგინოს მიზნობრივი ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (შეძენის ქვითარი), ელექტრონული ან მატერიალური ფორმით, თანხის მიღებიდან არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღისა.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულის დახმარების მიმღები ბენეფიციარი მუნიციპალიტეტიდან იღებს საგარანტიო წერილს სამედიცინო დაწესებულებაში წარსადგენად. თანხა ჩაირიცხება შესაბამის სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე, შესაბამისი მომართვის და შესრულებული სამუშაოს ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენის შემდეგ. სამედიცინო დაწესებულებიდან საბოლოო ანგარიშწორებისათვის საჭირო სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადად განისაზღვროს საგარანტიო წერილის გაცემიდან 3 თვე. ვადის დარღვევის შემთხვევაში თანხა არ ანაზღაურდება.
1. წინამდებარე პროგრამით გათვალისწინებული არამატერიალური დახმარების სახეებია:
ა) კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების დასაქმების ხელშეწყობა;
ბ) ბავშვების, ბავშვიანი ოჯახების, სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი არასრულწლოვანი პირების უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის მიზნით, ფსიქოლოგიური, იურიდული, სამედიცინო კონსულტირება და შესაბამის მუნიციპალურ სერვისებთან რეფერირება.
ამ პროგრამის მეოთხე მუხლით გათვალისწინებული დახმარებები დაინიშნება მულტიდისციპლინური გუნდის საოქმო გადაწყვეტილების გათვალისწინებით და გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.
პროგრამის შეფასების ინდიკატორია მოსარგებლე ბავშვების, ბავშვიანი ოჯახების, სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი არასრულწლოვანი პირების განმეორებითი შეფასება.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ბავშვის უფლებების დაცვა და მხარდაჭერა. კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვების, ბავშვიანი ოჯახების, სოციალური სართხის წინაშე მყოფ არასრულწლოვანთა დახმარება და გაძლიერება.
მუხლი 9. დასკვნითი დებულებები
1. აღნიშნულ პროგრამას მერის წარდგინებით ამტკიცებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
2. პროგრამაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. თუ ამ პროგრამის ნორმა ბათილად იქნა ცნობილი, ეს არ მოახდენს გავლენას მთლიანად პროგრამის მართებულობაზე, ბათილი ნორმის ნაცვლად გამოიყენება წესი (ნორმა), რომელიც ძალაშია.
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი მე-16 მუხლის მე -2 ნაწილის „ღ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის, საქართველოს კანონის „ბავშვთა უფლებათა კოდექსის“ მე-3 მუხლის „ზ“ პუნქტისა და 96-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო
ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „2024 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული (ადგილობრივი, დევნილი და ეკომიგრანტი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამა“ თანდანართული რედაქციით.თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა თედორაძე
დანართი