„2020 წლის 31 აგვისტოს „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (პროექტი Log-In Georgia)“ №1 ცვლილების წერილ-შეთანხმება“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1067
სარეგისტრაციო კოდი
480610000.03.030.016762
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/01/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 
 
 

 

თარიღი: 30 მაისი, 2023

ბატონ ლაშა ხუციშვილს

ფინანსთა მინისტრი

ფინანსთა სამინისტრო

გორგასლის ქუჩა №16

თბილისი, საქართველო

 

თქვენო აღმატებულებავ,

RE:     საქართველო: პროექტი Log-In Georgia (სესხის No. 9161-GE)

სესხო შეთანხმების No.1 ცვლილება

 

ჩვენ მოგმართავთ: (i) საქართველოსა („მსესხებელი“) და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს („ბანკი“) შორის 2020 წლის 31 აგვისტოს სასესხო შეთანხმებასთან დაკავშირებით, ზემოაღნიშნული პროექტი Log-In Georgia-სთვის („სასესხო შეთანხმება"); და (ii) მსესხებლის 2022 წლის 19 დეკემბრის წერილთან დაკავშირებით სასესხო შეთანხმებაში გარკვეული ცვლილებების შეტანის მოთხოვნით. ამ ცვლილების წერილში („ცვლილების წერილი“) გამოყენებულ ტერმინებს, რომლებიც არ არის განმარტებული, აქვთ სასესხო შეთანხმებაში მათთვის მინიჭებული მნიშვნელობები.

მოხარულები ვართ გაცნობოთ, ბანკი თანახმაა, რომ სასესხო შეთანხმება შეიცვალოს შემდეგნაირად:

1. III  ნაწილის,  ა  ნაწილის  ცხრილი,  სესხის  სახსრების  გამოთხოვა,  სესხის  სახსრების  ჩამორიცხვა,

გათვალისწინებული სასესხო შეთანხმების განრიგი 2-ით, შეიცვალა მთლიანად:

 

 

კატეგორია

 

გამოყოფილი სესხის ოდენობა (გამოსახული ევროში)

დასაფინანსებელი ხარჯების

პროცენტულობა გადასახადების ჩათვლით

 

(1) საქონელი, სამუშაოები, არა- საკონსულტაციო მომსახურება, საკონსულტაციო მომსახურება პროექტის A.1 ნაწილის შესაბამისად

 

34,700,000

 

100% აღნიშნული ცვლილების ეფექტურობის თარიღამდე; 50% შემდეგ

(2)საქონელი, სამუშაოები, არა-

საკონსულტაციო მომსახურება, საკონსულტაციო მომსახურება და პროექტის საოპერაციო ხარჯები, გარდა A.1 ნაწილისა.

 

910,750

 

100%

 

(3) ერთჯერადი ადმინისტრირების საკომისიო

 

 

 

 

 

89,250

 

გადასახადი წინამდებარე შეთანხმების 2.03 ნაწილისა და ზოგადი პირობების 2.07 (ბ) პუნქტის შესაბამისად

 

 

(4) საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ზღვარი და საპროცენტო განაკვეთი

 

 

0

 

ზოგადი პირობების 4.05 (გ) პუნქტის შესაბამისად გადასახდელი თანხა

საერთო ოდენობა

 

35,700,000

 

2. დანართს დაემატა შემდეგი ახალი ნაწილები. დანარჩენი ნაწილები გადანომრილია შესაბამისად.

3. „თანადამფინანსებელი“ ნიშნავს ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB).

4. „თანადაფინანსება“ ნიშნავს, ზოგადი პირობების დანართის მე-17 პუნქტის მიზნებისათვის, თანხას

34,000,000 ევროს ოდენობით, რომელიც გამოყოფილი იქნება თანადამფინანსებლის მიერ პროექტის დასაფინანსებლად.

5. „თანადაფინანსების შეთანხმება“ ნიშნავს შეთანხმებას, რომელიც დადებულია საქართველოსა და თანადამფინანსებელს შორის (ფინანსური ხელშეკრულება „ბოჭკოვანი ქსელი საქართველოს სოფლებისთვის“) დათარიღებული 2021 წლის 25 ნოემბრით და რომელიც უზრუნველყოფს თანადაფინანსებას.“

გარდა ამ ცვლილების წერილში შეტანილი ცვლილებებისა, სასესხო შეთანხმების ყველა სხვა დებულება რჩება სრულ ძალაში. გთხოვთ, დაადასტუროთ თქვენი თანხმობა ზემოაღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით ამ ცვლილების წერილზე ხელმოწერით. წინამდებარე ცვლილების წერილი ძალაში შედის: (i) ბანკის მიერ ცვლილების წერილის ხელმოწერილი და დამოწმებული ასლის DocuSign-ის მეშვეობით მიღების შემდეგ; (ii) ბანკის მიერ მსესხებლის დასტურის მიღებისას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რატიფიკაციის პროცედურების დასრულების შესახებ და დადასტურება, რომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ყველა სხვა შიდა პროცედურა დასრულდა; და (iii) ბანკის მიერ ამ ცვლილების წერილის ეფექტურობის შესახებ შეტყობინებისას.

                              პატივისცემით

რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი

---------------------------------------------------------------------------------

სებასტიან მოლინეუსი

რეგიონული დირექტორი: სამხრეთ კავკასია, აღმოსავლეთ ევროპა, ევროპა და ცენტრალური აზია

 

სტურებული და შეთანხმებული

საქართველო

-------------------------------------------------------

უფლებამოსილი წარმომადგენელი

სახელი: ლაშა ხუციშვილი

თანამდებობა: მინისტრი

თარიღი: 30 მაისი, 2023