„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№3
სარეგისტრაციო კოდი
200090000.22.033.017780
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/01/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება  №3

2024 წლის 11 იანვარი

ქ. თბილისი

 

„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით  (სსმ  III,  31.12.2010, №172, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016105) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1.  32-ე მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,გ“ ქვეპუნქტი:

„გ) ამ წესის 3722 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (საბურავები) მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (შემდგომში – მგვ) ორგანიზაციისთვის გადაცემით.“.

2. დანართი №23 და დანართი №24 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.         

3. 35-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ დანართ №24-ზე ხელმოწერით დასტურდება მხოლოდ ვადაგასული, გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისათვის უვარგისი სმფ-ის ფაქტობრივი აღწერა, მისი განადგურება/მგვ ორგანიზაციისთვის გადაცემა (დანართი №24-ში მოცემული ცხრილის მე-8 სვეტი) და ამ პროცედურის განხორციელებისას გამოვლენილი სხვა ფაქტობრივი გარემოებები (დანართ №24-ში მოცემული ცხრილის – მე-9 სვეტი) ან უარი მის დადასტურებაზე, რის შესახებაც კეთდება სათანადო აღნიშვნა უარის თქმის გარემოებებზე მითითებით.“.

4. 3721 მუხლის შემდეგ დაემატოს  შემდეგი შინაარსის 3722 მუხლი:

„მუხლი 3722. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციისთვის გადაცემული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების  ჩამოწერა

1. გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია ამ წესის 32-ე-37-ე მუხლებით დადგენილი პირობებისა და პროცედურების გაუთვალისწინებლად, ამ მუხლით დადგენილი წესით ჩამოწეროს ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი ის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, რომელიც შეძენილია ან/და იმპორტირებულია გადასახადის გადამხდელის მიერ და ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ფარგლებში, უსასყიდლოდ გადაცემულია მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციისთვის.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები არის:

ა) ბატარეები და აკუმულატორები – „ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №324 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად;

ბ) საბურავები – „საბურავების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №325 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად;

გ) ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობები – „ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №326 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად;

დ) ზეთები – „ნარჩენი ზეთების მართვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №327 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (საბურავები) ნაწილში, პირის მიერ ჩამოწერა დასაშვებია მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციისთვის უსასყიდლოდ გადაცემული:

ა) იმპორტიორის მიერ წინა კალენდარული წლის განმავლობაში იმპორტირებული მეორადი საბურავების რაოდენობის/შეძენის ღირებულების არაუმეტეს 5%-ისა, ხოლო, თუ პირი რეგისტრირებულია მიმდინარე კალენდარულ წელს, მიმდინარე წლის განმავლობაში იმპორტირებული მეორადი საბურავების რაოდენობის/შეძენის ღირებულების არაუმეტეს 5%-ის ოდენობით, ჯამურად კალენდარული წლის განმავლობაში;  

ბ) იმპორტიორის მიერ წინა კალენდარული წლის განმავლობაში იმპორტირებული ახალი საბურავების რაოდენობის/შეძენის ღირებულების არაუმეტეს 0,5%-ისა, ხოლო, თუ პირი რეგისტრირებულია მიმდინარე კალენდარულ წელს, მიმდინარე წლის განმავლობაში იმპორტირებული ახალი საბურავების რაოდენობის/შეძენის ღირებულების არაუმეტეს 0,5%-ის ოდენობით, ჯამურად წლის განმავლობაში;  

გ)   „საბურავების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №325 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის  მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოპერატორის (გარდა ამ პუნქტის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული იმპორტიორისა) მიერ წინა კალენდარული წლის განმავლობაში შეძენილი საბურავების (ახალი და მეორადი) რაოდენობის/შეძენის ღირებულების (დღგ-ის გარეშე)   ჯამის 0,5 %-ის ოდენობით,  ხოლო თუ პირი რეგისტრირებულია მიმდინარე კალენდარულ წელს, მიმდინარე წლის განმავლობაში შეძენილი საბურავების (ახალი და მეორადი) რაოდენობის/შეძენის ღირებულების (დღგ-ის გარეშე) ჯამის არაუმეტეს 0,5 %-ის ოდენობით, ჯამურად კალენდარული წლის განმავლობაში.

შენიშვნა:

ამ პუნქტით დადგენილი ზღვრული ოდენობები არ ვრცელდება საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების  ორგანიზაციისთვის ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობების (საბურავების) გადაცემის შემთხვევაში. ამასთან, პირი უფლებამოსილია, ამ პუნქტით დადგენილი ზღვრული ოდენობების გაუთვალისწინებლად, ამ წესის 32-ე-37-ე მუხლებით დადგენილი პირობებისა და პროცედურების დაცვით ჩამოწეროს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობები (საბურავები).

4. ამ მუხლით გათვალისწინებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის საფუძველია, გადასახადის გადამხდელის მიერ მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციასთან გაფორმებული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება შესაბამისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გადაცემა.

5. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია, შემოსავლების სამსახურის ავტორიზებული ვებგვერდის მეშვეობით, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება შესაბამისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების  ორგანიზაციისთვის გადაცემა, ამ წესის №247 დანართით გათვალისწინებულ დოკუმენტთან ერთად, საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს  მისი გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.

6. გადასახადის გადამხდელის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერა, საგადასახადო ორგანოს მიერ დადასტურებულად ითვლება ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების საგადასახადო ორგანოსათვის დადგენილ ვადაში წარდგენის შემთხვევაში.

7. ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი ვალდებულების შესრულება არ ათავისუფლებს გადასახადის გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო ვალდებულებისაგან, თუ საგადასახადო კონტროლის განხორციელებით გამოვლინდა ამ მუხლით დადგენილი წესისა და პირობების დარღვევით, ამავე მუხლით გათვალისწინებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის ფაქტი.“.

5.  №246 დანართის შემდეგ დაემატოს დანართი №247 თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი
📎 დანართები (1)
3-1.doc

,,დანართი №23

განცხადება  

სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების

ჩამოწერის დადასტურების შესახებ

 

სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის მიზნით, კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოგიდგენთ „სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტს“

 

   

1  

(ჩამოსაწერი სმფ-ების ღირებულება ციფრებით და სიტყვიერად)

  

2  

(ჩამოსაწერი სმფ-ების ფაქტობრივი განთავსების ადგილი)

 

სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერა ხორციელდება:

 

3  

(საქონლის სრული განადგურებით,  საქონლის პირველადი სახის შეცვლით, მგვ ორგანიზაციისთვის გადაცემით)

 

4  

(სმფ-ების განადგურების ადგილი)

 

5  

 (აღირიცხება თუ არა განადგურებისას სმფ-ების რაოდენობა)

 

 

6  

(შემოსავლების სამსახურის ანგარიშზე გადახდილი მომსახურების საფასური)

 

7  

(მგვ ორგანიზაციის დასახელება/საიდენტიფიკაციო ნომერი)

გთხოვთ, დამიდასტუროთ აღნიშნული დოკუმენტი

 

დანართი:   1. „სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტი“.

2. მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. შესაბამისი ექსპერტის ან სპეციალისტის დასკვნა (ამ წესის 33-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში).

 

8

 

 

  (განმცხადებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი)

 

შენიშვნა:

  1. გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს განცხადებას და მის დანართს, აუცილებლობის შემთხვევაში, დამატებით დაურთოს სხვა ინფორმაცია.

  2. მე-7 გრაფა ივსება ამ წესის 3722 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (საბურავები) ჩამოწერის მოთხოვნის შემთხვევაში.

დანართი №24

 

სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტი

1  
გადასახადის გადამხდელის დასახელება, ფაქტობრივი მისამართი
3  
გადასახადის გადამხდელის ხელმძღვანელი/მისი წარმომადგენელი
5  
საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირები

 

2                      
(საიდენტიფიკაციო ნომერი)

   

4  
მოწვეული სპეციალისტები
6  
პროცედურის განხორციელების დრო (რიცხვი, თვე და წელი სიტყვიერად)

 

7. ჩამოსაწერი სასაქონლო მატერიალური ფასეულობების აღწერა:

რიგითი № სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დასახელება და აღწერილობა ზომის ერთეული რაოდე- ნობა სმფ-ის ღირებულება სააღრიცხვო მონაცემების მიხედვით გაუვარგისების მიზეზები (ვადის გასვლა, მტვრევა, გაფუჭება და სხვა) ფაქტობრივად აღწერილი და განადგურებული/მგვ ორგანიზაციისთვის გადაცემული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რაოდენობა (ავსებს საგადასახადო ორგანო) შენიშვნა (ავსებს საგადასახადო ორგანო)
ერთეულის ფასი სულ
1 2 3 4 5 6 7 8 9
                 
                 
  სულ:              

 

8  
სულ განადგურებული/მგვ ორგანიზაციისთვის გადაცემული სმფ-ის რაოდენობა (სიტყვიერად, სახეობების მიხედვით) ავსებს საგადასახადო ორგანო
9 გადასახადის გადამხდელის ხელმოწერა

 

 

10

გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის ხელმოწერა

 

 
11 მოწვეული სპეციალისტის ხელმოწერა
 
12 1   2   3  
საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლის/წარმომადგენლების ხელმოწერა

 

13  
საგადასახადო ორგანოს უარი დოკუმენტის დადასტურებაზე (მიეთითება უარის თქმის საფუძველზე)

 

14 1   2   3  
საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლის/წარმომადგენლების ხელმოწერა“.

,,დანართი №247

ინფორმაცია მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციისთვის სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების (სპეციფიკური ნარჩენის) გადაცემის შესახებ

1

გადასახადის გადამხდელის დასახელება

3

მგვ ორგანიზაციის დასახელება

5

სპეციფიკური ნარჩენების მგვ ორგანიზაციისათვის გადაცემის დრო (რიცხვი/თვე/წელი)

7

მგვ ორგანიზაციისათვის გადაცემული სპეციფიკური ნარჩენების აღწერა:

რიგითი

სპეციფიკური ნარჩენის დასახელება

ზომის ერთეული

რაოდენობა

/მოცულობა

ერთეულის ღირებულება სააღრიცხვო მონაცემებით

ჯამური ღირებულებ ა

შენიშვნა

1

2

3

4

5

6

7

8

დოკუმენტის ნომერი და თარიღი, რომლითაც დასტურდება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მგვ ორგანიზაციისთვის გადაცემა

10 გადასახადის გადამხდელის ხელმოწერა“.