,,გადასახადის გადამხდელის მიერ მის საქმიანობასთან დაკავშირებული სტრუქტურული ცვლილებების თაობაზე საგადასახადო ორგანოში ცნობის წარმოდგენის წესის” დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№477
სარეგისტრაციო კოდი
200.250.000.22.033.007.508
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 79, 04/07/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.007.508

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №477

2005 წლის 27 ივნისი

ქ. თბილისი

,,გადასახადის გადამხდელის მიერ მის საქმიანობასთან დაკავშირებული სტრუქტურული ცვლილებების თაობაზე საგადასახადო ორგანოში ცნობის წარმოდგენის წესის” დამტკიცების შესახებ

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხლის საფუძველზე და 41-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს ,,გადასახადის გადამხდელის მიერ მის საქმიანობასთან დაკავშირებული სტრუქტურული ცვლილებების თაობაზე საგადასახადო ორგანოში ცნობის წარმოდგენის წესი” (თანდართულ დანართთან ერთად).

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვ. ჩეჩელაშვილი

გადასახადის გადამხდელის მიერ მის საქმიანობასთან დაკავშირებული სტრუქტურული ცვლილებების თაობაზე საგადასახადო ორგანოში ცნობის წარმოდგენის წესი

    მუხლი 1.

ეს წესი შემუშავებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 41-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ-დ” ქვეპუნქტების საფუძველზე და განსაზღვრავს საწარმოს გაკოტრებულად გამოცხადების, მისი ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის, საწარმოს ქვედანაყოფის რეგისტრაციის, რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის, აგრეთვე გადასახადის გადამხდელის საქმიანობის ადგილის, მართვის ადგილის ან ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ადგილის შეცვლის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს ინფორმირების წესს.

    მუხლი 2.

1. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საწარმოს გაკოტრებულად გამოცხადების, მისი რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის, საწარმოს ქვედანაყოფის რეგისტრაციის, ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის, აგრეთვე გადასახადის გადამხდელის საქმიანობის, მართვის ადგილის ან ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ადგილის შეცვლისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით საგადასახდო ორგანოს წარუდგინოს ცნობა:

ა) საწარმოს ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის შემთხვევაში – ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის შესახებ საწარმოს მიერ ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში;

ბ) საწარმოს გაკოტრებულად გამოცხადების შემთხვევაში – სასამართლოს მიერ სათანადო გადაწყვეტილების გამოტანიდან 10 დღის ვადაში;

გ) საწარმოს ქვედანაყოფების რეგისტრაციის, რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შემთხვევაში – მათი რეგისტრაციიდან, რეორგანიზაციიდან ან ლიკვიდაციიდან 10 დღის ვადაში;

დ) გადასახადის გადამხდელის საქმიანობის ადგილის, მართვის ადგილის ან ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ადგილის შეცვლის შემთხვევაში – ასეთი გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში.

2. ცნობას თან უნდა ერთვოდეს ამ მუხლის პირველი პუნქტის “ა-დ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სათანადო გადაწყვეტილების ასლი.

    მუხლი 3.

 გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ორგანოს ცნობას წარუდგენს ამ წესის დანართი №1-ით განსაზღვრული ფორმით, რომელშიც შეტანილ უნდა იქნეს შემდეგი მონაცემები:

ა) ცნობის წარდგენის თარიღი (წელი, რიცხვი, თვე);

ბ) გადასახადის გადამხდელის სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი;

გ) გადასახადის გადამხდელის მისამართი;

დ) გადასახადის გადამხდელის საქმიანობასთან დაკავშირებული სტრუქტურული ცვლილების (ცვლილებების) სახე (კეთდება აღნიშვნა X);

ე) ცნობასთან ერთად დანართის სახით წარდგენილი დოკუმენტის დასახელება;

ვ) წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის ხელმოწერა, თარიღი.

    მუხლი 4.

ცნობას ხელს აწერს და საგადასახადო ორგანოში წარადგენს:

ა) საწარმოს ან მისი ქვედანაყოფის ლიკვიდაციისას – სალიკვიდაციო კომისიის თავმჯდომარე (ლიკვიდატორი);

ბ) საწარმოს ან მისი ქვედანაყოფის რეორგანიზაციისას, საწარმოს გაკოტრებულად გამოცხადებისას და გადასახადის გადამხდელის საქმიანობის ადგილის, მართვის ადგილის ან ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ადგილის შეცვლისას – საწარმოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი.

    მუხლი 5.

გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში საგადასახადო ორგანოში ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული ცნობის წარუდგენლობა იწვევს საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას.


დანართი #1

 

ცნობა

გადასახადისგადამხდელისმიერმისსაქმიანობასთანდაკავშირებულისტრუქტურულიცვლილებებისთაობაზე

                                         200 წ.   ––––––   ––––––––

                                                                  (რიცხვი)      (თვე)

 

გადასახადის გადამხდელის სახელწოდება ––––––––––––––––––––––––––––––

 

 

 

 

 

 

 

 

 

                 

                 

                      

                                                                                                                                    (საიდენტიფიკაციო ნომერი)

 

გადასახადის გადამხდელის მისამართი  –––––––––––––__________––––––––––––––––––

 

 

საწარმოს საქმიანობასთან დაკავშირებული სტრუქტურული ცვლილების (ცვლილებების) სახე

 

 

საწარმოს                                   ლიკვიდაცია
     

 

საწარმოს                                   რეორგანიზაცია
 

 

საწარმოს                                   გაკოტრება

 

საწარმოს        ქვედანაყოფის      რეგისტრაცია
 

 

საწარმოს        ქვედანაყოფის      რეორგანიზაცია

 

 

საწარმოს      ქვედანაყოფის      ლიკვიდაცია

 

 

                             გადასახადის გადამხდელის საქმიანობის ადგილის, მართვის ადგილის ან ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ადგილის შეცვლა 
 

დანართი:  –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                                      (სტრუქტურული ცვლილების (ცვლილებების) შესახებ გადაწყვეტილება ან სასამართლოს გადაწყვეტილება საწარმოს გაკოტრებულად გამოცხადების შესახებ)

 

წარმომადგენლობითი

უფლებამოსილების მქონე პირი ––––––––––––  ––––––––––––  ––––––––

                                 (სახელი, გვარი)   (ხელმოწერა)   (თარიღი)