„სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2023 წლის რაუნდის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების/აქტივობების და განხორციელების ვადების დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის 2023 წლის 31 მარტის Nს-22 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის
ბრძანება №ს-4
2024 წლის 12 იანვარი
ქ. თბილისი
1. შეიცვალოს „სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2023 წლის რაუნდის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების/აქტივობების და განხორციელების ვადების დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის 2023 წლის 31 მარტის Nს-22 ბრძანების დანართი და ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
2. ბრძანების შესრულებაზე ზედამხედველობა დაევალოს სააგენტოს მიკრო მეწარმეობის განვითარების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების დღიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში (მის: ქ. თბილისი, ზ. გამსახურდიას სანაპირო №1).
სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“
დირექტორი მიხეილ ხიდურელი
დანართი
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2023 წლის რაუნდის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები/აქტივობები და განხორციელების ვადები
|
№ |
განსახორციელებელი ეტაპების (ღონისძიებების/აქტივობების) ჩამონათვალი |
ღონისძიებების /აქტივობების განხორციელების ვადები |
|
1 |
ბიზნესიდეების მიღება |
3.04.2023-27.04.2023 |
|
2 |
ბიზნესიდეების განხილვა |
3.04.2023-14.05.2023 |
|
3 |
ბიზნესიდეების ეტაპის გამარჯვებულის გამოვლენა |
14.05.2023-19.05.2023 |
|
4 |
პოტენციურ ბენეფიციარებთან სამეწარმეო ტრენინგი |
19.05.2023-12.06.2023 |
|
5 |
ბიზნეს გეგმის მიღება |
19.05.2023-23.06.2023 |
|
6 |
ბიზნეს გეგმის განხილვა |
19.05.2023-29.06.2023 |
|
7 |
დაფინანსებამდე მონიტორინგი/ინსპექტირება |
19.05.2023-18.07.2023 |
|
8 |
გასაუბრება პოტენციურ ბენეფიციარებთან |
19.05.2023-31.07.2023 |
|
9 |
გამარჯვებულების გამოვლენა |
31.07.2023-09.08.2023 |
|
10 |
ბიზნეს გეგმების გასაჩივრება |
09.08.2023-11.08.2023 |
|
11 |
საჩივრების განხილვა |
09.08.2023-30.08.2023 |
|
12 |
ხელშეკრულებების გაფორმება |
09.08.2023-30.08.20231 |
|
13 |
ბენეფიციარების მიერ თანამონაწილეობის თანხის ხარჯვა |
09.08.2023-31.10.2023 |
|
14 |
თანამონაწილეობის მონიტორინგი №1 |
09.08.2023-01.12.2023 |
|
15 |
გრანტის თანხის გადარიცხვა |
09.08.2023-11.12.2023 |
|
16 |
ბენეფიციარების მიერ გრანტის ხარჯვა |
09.08.2023-31.01.2024 |
|
17 |
გრანტის თანხის ხარჯვის მონიტორინგი №2 |
09.08.2023-10.02.2024 |
|
18 |
დამატებითი ტრენინგი |
09.08.2023-06.12.2023 |
|
19 |
შემაჯამებელი მონიტორინგი №3 |
26.02.2024-07.07.2024 |
|
20 |
დამატებითი მონიტორინგი |
19.05.2023-13.07.2024
1 ხელშეკრულებების გაფორმების ეტაპის ბოლო ვადა არის 2023 წლის 13 სექტემბერი, მხოლოდ იმ მეწარმე სუბიექტებისთვის, რომლებიც საჩივრის დაკმაყოფილების შემდგომ გადავლენ ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე.
|