ვანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 16.01.2024
გამომცემი ორგანო ვანის მუნიციპალიტეტი
ნომერი №2
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.121.016507
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/01/2024
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,600 სიტყვა · ~8 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (15)
71 შქერი
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ლილუაშვილი ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
დანართი №1 დანართი №1
მწვანე ნარგავების სახელწოდება ქართულად
1. ირმის რქა
2. იფანი ჩვეულებრივი
3. თეთრი ვერხვი
4. ცაცხვი კავკასიური
5. ცაცხვი პა­ტარ­ფოთოლა (გულფოთოლა)
6. ნეკერჩხალი მინდვრის
7. ნეკერჩხალი მაღალმთის
8. ნეკერჩხალი – ქორაფი
9. ნეკერჩხალი – ლეკა
10. ნეკერჩხალი შაქრის
11. წითელი ტყემალი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 27.12.2023 ხონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 28.02.2024 ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 22.12.2023 საჩხერის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 23.02.2024 თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 10.01.2024

დოკუმენტის ტექსტი

ვანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ    ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №2 2024 წლის 16 იანვარი ქ. ვანი ვანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, „ე“, „ვ“, „ნ“ ქვეპუნქტებისა და 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის,  „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის (www.matsne.gov.ge, 18.04.2023 წელი, საიდენტიფიკაციო კოდი: 330090000.05.001.020847) პირველი მუხლისა და მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,  ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „ვანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობების სია“ დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს „ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობები“ დანართი №2-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗 დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული „ვანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობების სია“ ვანის  მუნიციპალიტეტის მიერ გამოყენებულ იქნეს: ა) განაშენიანების დეტალური გეგმის განხილვა/დამტკიცებისას წარმოსადგენი გამწვანების პროექტის შეთანხმების ფარგლებში; ბ) მშენებლობის ნებართვის გაცემისას წარმოსადგენი გამწვანების პროექტის შეთანხმების ფარგლებში; გ) მუნიციპალიტეტის მიერ მწვანე ინფრასტრუქტურული პროექტების მოწყობის ფარგლებში.  მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ლილუაშვილი დანართი №1 ვანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობების სია № მწვანე ნარგავების სახელწოდება ქართულად მწვანე ნარგავების სახელწოდება ლათინურად 1. ირმის რქა Lagerstroemia indica 2. იფანი ჩვეულებრივი Fraxinus excelsior 3. თეთრი ვერხვი Populus alba 4. ცაცხვი კავკასიური Tilia caucasica 5. ცაცხვი პა­ტარ­ფოთოლა (გულფოთოლა) Tilia cordata 6. ნეკერჩხალი მინდვრის Acer campestre 7. ნეკერჩხალი მაღალმთის Acer trautvetteri 8. ნეკერჩხალი – ქორაფი Acer cappadocicum 9. ნეკერჩხალი – ლეკა Acer platanoides 10. ნეკერჩხალი შაქრის Acer saccharum 11. წითელი ტყემალი Prunus cerasifera 'Pisardii' 12. პანტა დეკორატიული შანტაკლერი Pyrus santacler 13. მტირალა არყის ხე Betula pendula 14. ჰიმალაის კედარი Cedrus deodara 15. კავკასიური ფიჭვი Pinus sylvestris 16. ვერცხლისფერი ნაძვი Picea pungens 17. აღმოსავლეთის ნაძვი Picea orientalis 18. ევროპული ნაძვი Picea excelsa 19. კავკასიური სოჭი Abies nordmanniana 20. ბიჭვინთის ფიჭვი Pinus pytiusa 21. ელდარის ფიჭვი Pinus eldarica 22. კოხის ფიჭვი Pinus kochiana 23. კავკასიური ლაფანი Pterocarya pterocarpa 24. კვიპაროზი მარადმწვანე პირამიდული Cupressus sempervirens pyramidalis 25. კვიპაროზი მარადმწვანე ჰორიზონტალური Cupressus sempervirens horizantalis 26. ქართული მუხა Quercus iberica 27. ალვის ხე Populus italica 28. იმერული მუხა Quercus imeretina 29. კოლხური მუხა Quercus  hartwissiana 30. რცხილა Carpinus 31. ძელქვა Zelkova 32. რცხილაფოთლიანი ძელქვა Zelkova carpinifolia 33. იაპონური კამელია Camelia japonica 34. მაგნოლია დიდყვავილა Magnolia grandiflora 35. ცხენისწაბლი Aesculus 36. წნორი (თეთრი ტირიფი) Salix alba 37. ძეწნა (მტირალა ტირიფი) Salix babylonica 38. ქაფურის ხე Cinnamomum camphora 39. ტუნბერგის კოწახური Berberis thunbergii 40. ნაზი კოწახური Berberis levis 41. კალისტემონი Callistemon specious 42. მანდარინი Citrus reticulata 43. ფორთოხალი Citrus Sinensis 44. ლიმონი Citrus Limon 45. ფეიჰოა Feijoa Sellowiana 46. ვაშლი Malus 47. მსხალი Pyrus 48. ალუბალი Prunus Cerasus 49. ბალი Prunus Avium 50. ატამი Prunus Persica 51. კომში Cydonia 52. ბროწეული დეკორატიული Punica granatum 53. ტირიფფოთოლა გრაკლა Spiraea salicifolia 54. იაპონური გრაკლა Spiraea japonica 55. იელი Rhododendron luteum 56. ინდური როდოდენდრონი Rhododendro indica 57. ევროპული ჭყორი Ilex aquifolium 58. კოლხური ჭყორი, ბაძგი Ilex colchica 59. თაგვისარა Ruscus aculeatus 60. თაგვისარა კოლხური Ruscus colchica 61. დაფნა კეთილშობილი Laurus nobilis 62. ბზა კოლხური Buxus colchica 63. მუშმალა Eriobotrya Japonica 64. ტუია Thuja occidentalis 65. იასამანი ჩვეულებრივი Syringa vulgaris 66. არღავანი Cercis Siliqustrum 67. ოლეანდრე Nerium oleander 68. პავლონია Paulownia tomentosa 69. ღვია Juniperus 70. შინდანწლა Cornus alba 71 შქერი Rhododedron Ponticum 72. ჩიტავაშლა Pyracantha coccinea 73. ძახველი Viburnum orientalis 74. წაბლი Castanea sativa 75. წყავი Prunus Laurocerasus 76. ჭაჭყატი Euonymus 77. ჰორტენზია Hydrangea Macrophylla 78. წიფელი Fagus Orientalis 79. აქტინიდია Actinidia 80. ბუგენვილია Bougainvillea 81. კამპსისი Campsis 82. სურო Hedera 83. გლიცინია Wisteria 84. ვარდები Rosa 85. პართენოცისუსი Parthenocissus 86. პასიფლორა Passiflora 87. ჟასმინი Jasminum 88. ცხრატყავა Lonicera 89. საკურა Prunus serulata 90. ჩვეულებრივი კაკალი Junglas regia დანართი №2 ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობები მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ვანის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) ტერიტორიაზე გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტორული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით“ განსაზღვრული განაშენიანების დეტალური გეგმის ფარგლებში და მშენებლობის ნებართვის გაცემის ფარგლებში შესათანხმებელი გამწვანების პროექტთან დაკავშირებული მოთხოვნების განსაზღვრა; აგრეთვე მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებით გათვალისწინებული დაგეგმილი გამწვანების (რომელშიც აღწერილია სავარაუდო გამწვანების პროექტი) დაკავშირებული მოთხოვნების განსაზღვრა. 2. ამ დადგენილების მოქმედება ვრცელდება „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტორული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით“ გათვალისწინებულ გამწვანების პროექტზე, გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და იმ ფუნქციური ზონისა, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის. 3. გამოყენებულ ტერმინებს აქვთ „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტორული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ მე-3 მუხლით განსაზღვრული მნიშვნელობა. მუხლი 2🔗. განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის ეტაპზე დასამუშავებელი გამწვანების ზოგადი პროექტი 1. განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცების ეტაპზე წარსადგენი გამწვანების ზოგადი პროექტი უნდა მოიცავდეს დაგეგმილი გამწვანების შესახებ ზოგად მონაცემებს. 2. გამწვანების ზოგადი პროექტის შეთანხმების პირობები: ა) გამწვანების ზოგადი პროექტის ეტაპზე წარმოდგენილ უნდა იქნეს მწვანე ნარგავების აღწერისა და მათი ხარისხობრივი შეფასების შესახებ გაცემული საექსპერტო დასკვნა, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ამ დადგენილების მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ პირობებს. ბ) გამწვანების ზოგადი პროექტი უნდა მოიცავდეს საპროექტო ტოპოგრაფიულ გეგმას, რომელზეც დატანილი უნდა იქნეს გასამწვანებელი არეალები. გ) გამწვანების ზოგადი პროექტის ეტაპზე წარმოდგენილ უნდა იქნეს პროექტის განხორციელებისთვის ხელის შემშლელი მოსაჭრელი/გადასარგავი მწვანე ნარგავების შესახებ ინფორმაცია ცხრილის სახით, საპროექტო არეალში შემავალი თითოეული მიწის ნაკვეთისთვის ცალკ-ცალკე. დ) მოსაჭრელი/გადასარგავი მწვანე ნარგავები შესაბამისი ნუმერაციითა და პირობითი აღნიშვნებით დატანილ უნდა იქნეს საპროექტო ტოპოგრაფიულ გეგმაზე. ე) პროექტის განხორციელებისთვის ხელის შემშლელი მოსაჭრელი, ჯანსაღი, ღირებული მწვანე ნარგავების რაოდენობა არ უნდა აჭარბებდეს ტერიტორიაზე არსებული ჯანსაღი ღირებული მწვანე ნარგავების 25 %-ს. ვ) გამწვანების ზოგად პროექტში მითითებული უნდა იყოს დაგეგმილი ფუნქციური ზონის შესაბამისი გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი/ები შესაბამის საანგარიშო ფართობ(ებ)თან ერთად. მუხლი 3🔗. განაშენიანების დეტალური გეგმით გათვალისწინებული გამწვანების პროექტი 1. განაშენიანების დეტალური გეგმით გათვალისწინებული გამწვანების პროექტი შედგენილი უნდა იყოს მიწის ნაკვეთის ფუნქციური ზონირების შესაბამისად, გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და იმ ფუნქციური ზონისა, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის. 2. გამწვანების პროექტით გათვალისწინებული უნდა იყოს: ა) გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი შესაბამის საანგარიშო ფართობთან ერთად, რომლის ათვისებაც ტერიტორიაზე უნდა განხორციელდეს მწვანე ნარგავებით; ბ) გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობა და დახასიათება (მათ შორის, ხნოვანება, გარშემოწერილობა, სიმაღლე); გ) არსებული, გადასარგავი და საპროექტოდ დასარგავი მწვანე ნარგავების გაშენების არეალი. დ) გამწვანების პროექტის დასრულების თარიღი; ე) გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი პირი; ვ) ფოტომონტაჟის სახით მოცემული გამწვანების პროექტის გამოსახულება; ზ) დამატებითი საინფორმაციო დაფის ამსახველი ფოტოსურათები, რომელზედაც მითითებულია ინფორმაცია სამშენებლო ობიექტზე გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრული ფართობის ათვისების, გამწვანების პროექტის ძირითადი ასპექტებისა და პარამეტრების შესახებ. 3. გამწვანების პროექტის ფარგლებში დასარგავი მწვანე ნარგავების სახეობები უნდა შეირჩეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ვანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობების სიიდან. 4. გამწვანების პროექტი უნდა მოიცავდეს საპროექტო ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების აღწერისა და მათი ხარისხობრივი შეფასების შესახებ გაცემულ საექსპერტო დასკვნას. 5. მწვანე ნარგავების აღწერისა და მათი ხარისხობრივი შეფასების შესახებ გაცემული საექსპერტო დასკვნა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: ა) გაცემული უნდა იყოს შესაბამისი ექსპერტის მიერ; ექსპერტთა სიის განსაზღვრის უფლებამოსილება აქვს მუნიციპალიტეტს; ბ) შედგენილი უნდა იყოს „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტორული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ მე-3 მუხლით გათვალისწინებული ტერმინების გამოყენებით; 6. მწვანე ნარგავების ხარისხობრივ შეფასებაზე გაცემულ საექსპერტო დასკვნაში მითითებული უნდა იქნეს შემდეგი ინფორმაცია: ა) მწვანე ნარგავების შესწავლისა და დასკვნის გაცემის თარიღი, ადგილი (მისამართი, საკადასტრო კოდი) და საფუძველი; ბ) ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების საერთო რაოდენობა და შეფასებული მწვანე ნარგავების რაოდენობა; გ) კვლევის ჩატარების მეთოდი; დ) ინფორმაცია მწვანე ნარგავების სახეობის, მდგომარეობის, დიამეტრის (მიწის ზედაპირიდან 10 სმ სიმაღლეზე) და საჭიროების შემთხვევაში ხნოვანების თაობაზე; ე) მწვანე ნარგავების ნუმერაციის მიხედვით კვლევის ამსახველი ფერადი ფოტო-მასალა, რომელზეც თვალსაჩინოდ უნდა ჩანდეს საპროექტო ტერიტორიაზე აღწერილი თითოეული მწვანე ნარგავის ხარისხობრივი მდგომარეობა (როგორც ღერო, ასევე ვარჯი) და საექსპერტო დასკვნის შესაბამისად მინიჭებული ნუმერაცია. ვ) დაავადებული/წვერხმელი მწვანე ნარგავების შემთხვევაში დასკვნას უნდა ერთვოდეს ლაბორატორიული კვლევის ამსახველი დოკუმენტი, ასეთის საჭიროებისას და დასაბუთება იმის თაობაზე, ექვემდებარება თუ არა აღნიშნული ხე-მცენარე გამოჯანსაღებას; ზ) ჯანსაღი მწვანე ნარგავების შემთხვევაში ექსპერტის დასაბუთებული არგუმენტაცია ხე-მცენარის გადარგვისა და მისი გახარების შესაძლებლობის თაობაზე.  თ) წვერხმელი მწვანე ნარგავების შემთხვევაში - მწვანე ნარგავის რა ნაწილია ხმელი. ი) საექსპერტო დასკვნა უნდა მოიცავდეს ტოპოგრაფიულ გეგმას, რომელზეც დატანილი უნდა იყოს საპროექტო ობიექტების სქემა (შენობა-ნაგებობები, გზა, პარკინგი, და სხვა) და საექსპერტო დასკვნაში აღწერილი მწვანე ნარგავები შესაბამისი ნუმერაციით, ასევე, ტოპოგრაფიულ გეგმაზე აღნიშნული უნდა იყოს საპროექტო შენობასა და მწვანე ნარგავებს შორის არსებული მანძილები. მუხლი 4🔗. მშენებლობის ნებართვის მისაღებად წარდგენილი სანებართვო განაცხადისთვის თანდართული გამწვანების პროექტი 1. მშენებლობის ნებართვის მისაღებად წარდგენილი გამწვანების პროექტი უნდა მოიცავდეს: ა. განაშენიანების დეტალური გეგმის არსებობის შემთხვევაში − ამ გეგმის ფარგლებში შეთანხმებულ გამწვანების პროექტს, ბ. გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრულს ფართობს, გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობას და დახასიათებას (მათ შორის, ხნოვანება, გარშემოწერილობა, სიმაღლე), გამწვანების პროექტის დასრულების თარიღს, გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობისთვის პასუხისმგებელ პირს, ფოტომონტაჟის სახით მოცემულ გამწვანების პროექტის გამოსახულებას; გ. დამატებითი საინფორმაციო დაფის ამსახველ ფოტოსურათებს, რომელზედაც მითითებულია ინფორმაცია სამშენებლო ობიექტზე გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრული ფართობის ათვისების, გამწვანების პროექტის ძირითადი ასპექტებისა და პარამეტრების შესახებ. 2. ეს მუხლი არ ვრცელდება ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებსა და იმ შენობა-ნაგებობების არქიტექტურულ პროექტებზე, რომელთა შეთანხმებაც მოთხოვნილია მიწის ნაკვეთის იმ ფუნქციურ ზონაში, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის. 3. სამშენებლო ნებართვის მფლობელმა, ნებართვის დადგენილი წესით გაცემიდან 10 დღის ვადაში არსებული საინფორმაციო დაფის გვერდით უნდა განათავსოს სხვა დამატებითი საინფორმაციო დაფა, რომელზედაც უნდა მიეთითოს ინფორმაცია სამშენებლო ობიექტზე გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრული ფართობის ათვისების, გამწვანების პროექტის ძირითადი ასპექტებისა და პარამეტრების შესახებ (გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და იმ შენობა-ნაგებობების არქიტექტურული პროექტებისა, რომელთა შეთანხმებაც მოთხოვნილია მიწის ნაკვეთის იმ ფუნქციურ ზონაში, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის), კერძოდ: ა) გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრული ფართობი; ბ) გამწვანების პროექტის შეთანხმების თარიღი; გ) გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობა და დახასიათება (მათ შორის, ხნოვანება, გარშემოწერილობა, სიმაღლე); დ) გამწვანების პროექტის დასრულების თარიღი; ე) ინფორმაცია გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობისთვის პასუხისმგებელი პირის შესახებ; ვ) გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლის ხანგრძლივობა; ზ) შეთანხმებული გამწვანების პროექტის მაკეტი ან/და გამოსახულება ფოტომონტაჟის სახით. მუხლი 5🔗.  მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებით გათვალისწინებული დაგეგმილი გამწვანების პროექტი  1. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებით გათვალისწინებულია დაგეგმილი გამწვანების პროექტის წარდგენისას მასში უნდა აღიწეროს სავარაუდო გამწვანების პროექტი. 2. დაგეგმილი გამწვანების პროექტი უნდა მოიცავდეს: ა) ინფორმაციას დაგეგმილი გამწვანების შესახებ, რომელშიც აღწერილია სავარაუდო გამწვანების პროექტი. გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა; ბ) ექსპერტის დასკვნას მიწის ნაკვეთზე არსებული მწვანე ნარგავის/ნარგავების აღწერისა და ხარისხობრივი შეფასების შესახებ; გ) ტოპოგრაფიულ გეგმას, რომელზედაც აღნიშნულია მწვანე ნარგავები ექსპერტის დასკვნით მინიჭებული ნომრების მიხედვით. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები არ მოითხოვება იმ ფუნქციურ ზონაზე, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის.