ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა, საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა საშტატო ნუსხის და თანამდებობრივი სარგოს ოდენობის დამტკიცების შესახებ
ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ
დამტკიცდეს ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობები თანდართული №1 დანართის მიხედვით.
მუხლი 2
დამტკიცდეს ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხა თანდართული №2 დანართის მიხედვით.
მუხლი 3
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ 2021 წლის 30 ნოემბრის №23 დადგენილება (matsne.gov.ge 01/12/2021წ. 270070000.35.164.016422).
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2024 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
ყვარლის მუნიციპლიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
ილია მზექალაშვილი
დანართი №1
ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობები
პოლიტიკური თანამდებობის პირები
N
თანამდებობის დასახელება
თანამდებობრივი
სარგოს ოდენობა (ლარი)
1.
საკრებულოს თავმჯდომარე
5457
2.
საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე
4126
3.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
3593
4.
საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე
2928
5.
საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე
2662
6.
საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე
2128
პროფესიული მოხელეები
N
რანგი
თანამდებობის დასახელება
თანამდებობრივი სარგოს ოდენობა
კოეფიციენტი
7.
I
პირველადი სტრუქტურული ერთეულის
ხელმძღვანელი – აპარატის უფროსი
3059
2.3
8.
III
I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
1463
1.1
9.
III
II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
1330
1.0
დანართი №2
ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოსამსახურეთა საშტატო ნუსხა
რანგი
თანამდებობის (სტრუქტურული ერთეულის) დასახელება
საშტატო რიცხოვნება
I
პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი,
აპარატის უფროსი
1
III
პირველი კატეგორიის უფროსი
სპეციალისტი საორგანიზაციო საკითხებში
2
III
მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში
1
III
პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი საკანცელარიო საკითხებში
1
III
პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი საქმისწარმოების საკითხებში
2
III
მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში
1
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა, საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა საშტატო ნუსხის და თანამდებობრივი სარგოს ოდენობის დამტკიცების შესახებ“, №2, 22.01.2024, სარეგისტრაციო კოდი 270070000.35.164.016504 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.12.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6080022-1/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია