„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 5 მარტის №1-1/66 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/24
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.024.016843
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/01/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/24

2024 წლის 22 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 5 მარტის №1-1/66 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 5 მარტის № 1-1/66 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 07/03/2014, 040030000.22.024.016315) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“- „ზ“ ქვეპუნქტები:

„დ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

ე) ტექნოპარკების დეპარტამენტი;

ვ) ანალიზის, მონიტორინგისა და შეფასების დეპარტამენტი;

ზ) საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტი.“. 

2. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4-მე-7 პუნქტები:

„4. ადმინისტრაციული დეპარტამენტი უზრუნველყოფს:

ა) სააგენტოს ბიუჯეტის დაგეგმვისა და მისი შესრულების უზრუნველყოფას;

ბ) სააგენტოს საბუღალტრო აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების უზრუნველყოფას;

გ) სააგენტოს პროექტების რეესტრის წარმოებასა და ყოველთვიური ანგარიშის მომზადებას;

დ) სააგენტოს ბალანსზე არსებული აქტივებისა და ვალდებულებების აღრიცხვა/კონტროლსა და ინვენტარიზაციას, მათ ჩამოწერასა და გადაცემასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზებას კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ე) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ ასიგნებათა და საკუთარი შემოსავლების ფარგლებში სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვების განსახორციელებლად დოკუმენტაციის მომზადებას, შესყიდვის პროცედურების კოორდინაციასა და კონტროლს;

ვ) სააგენტოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფას;

ზ) სააგენტოში არსებული კომპიუტერული ტექნიკის და ქსელური ინფრასტრუქტურის გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფას;

თ) სააგენტოს საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებით ხელშეკრულებების, საერთაშორისო თანამშრომლობის თაობაზე მემორანდუმების, შეთანხმებების პროექტების მომზადებასა და მათ სამართლებრივ ექსპერტიზას, სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას, სამართლებრივ ანალიზსა და სამართლებრივი დასკვნების მომზადებას, სააგენტოს კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვას მესამე პირებთან ურთიერთობებში და სააგენტოს წარმომადგენლობას ყველა ინსტანციის სასამართლოში, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების სამართლებრივ უზრუნველყოფას;

ი) ადამიანური რესურსების მართვის პროცედურების შემუშავება/განახლებასა და აღნიშნული პროცედურების შესაბამისად საქმიანობის წარმართვას; პერსონალის განვითარების საჭიროებათა დადგენასა და მხარდაჭერას; შერჩევის პროცესის მართვას; თანამშრომელთა სამოტივაციო სისტემის შემუშავებასა და განხორციელებისათვის შესაბამისი ღონისძიებების უზრუნველყოფას; საერთოსაორგანიზაციო, მივლინებების, შვებულებების, დანიშვნა-გათავისუფლების საკადრო ბრძანებებისა და  ხელშეკრულებების მომზადების უზრუნველყოფას;

კ) საქმისწარმოების წესების შესაბამისად ოფიციალური კორესპონდენციის დამუშავებისა და მოძრაობის უზრუნველყოფას; სააგენტოში საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელებას;

ლ) სააგენტოს ელექტრონულ ფოსტაზე შემოსულ შეტყობინებებსა და სატელეფონო ზარებზე პასუხს.

5. ტექნოპარკების დეპარტამენტი უზრუნველყოფს:

ა) ადგილობრივი დამწყები ინოვაციური მეწარმეებისა და ტექნოლოგიური სტარტაპების საქმიანობისა და პროცესების ანალიზს, ტექნოპარკების შესაბამისი დაგეგმვის დოკუმენტების შემუშავებას;

ბ) ადგილობრივი ინოვაციური საზოგადოებისა და ეკოსისტემის განვითარებისკენ მიმართული ღონისძიებების, მათ შორის, სტარტაპ ინკუბატორების, ტრენინგების, კონკურსების, სამეწარმეო და ტექნოლოგიური კვირეულების, ბანაკების და სხვა ტიპის პროექტების ინიცირებას, დაგეგმვას, განხორციელებასა და მონიტორინგს;

გ) ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე ცოდნის ხელმისაწვდომობის გაზრდას, მათ შორის სხვადასხვა საგანმანათლებლო და საკონკურსო ტიპის პროგრამების განხორციელების გზით, რომელიც თანამედროვე უნარების განვითარებას ემსახურება, როგორიც არის ინოვაციური მეწარმეობა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ციფრული ტექნოლოგიები, STEAM დისციპლინები და სხვა;

დ) ტექნოპარკების სამრეწველო ინოვაციური ლაბორატორიების (ფაბლაბი) ინფრასტრუქტურისა და სერვისების განვითარებისკენ და ტექნოლოგიური პროტოტიპების შექმნისკენ მიმართული ღონისძიებების ინიცირებას, დაგეგმვასა და განხორციელებას;

ე) ტექნოპარკების სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიების (ფაბლაბი), საერთო სამუშაო სივრცეების, საკონფერენციო სივრცეების, სატრენინგო სივრცეების მართვასა და პოპულარიზაციას;

ვ) ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებთან მათ შორის, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებთან, მუნიციპალიტეტებთან, კერძო და არასამთავრობო სექტორებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან მუდმივ კომუნიკაციასა და ერთობლივი პროექტების ინიცირებასა და განხორციელებას;

ზ) ტექნოპარკის სერვისების ცნობადობის ამაღლების მიზნით, სამიზნე ჯგუფებთან შეხვედრებისა და პრეზენტაციების გამართვას, მედია სააგენტოებთან კომუნიკაციას;

თ) ტექნოპარკებში მოწესრიგებული, უსაფრთხო და ორგანიზებული სამუშაო გარემოს უზრუნველყოფას, მათ შორის შენობების, ფაბლაბის დანადგარების, ტექნიკის, ინვენტარისა და სხვა ინფრასტრუქტურის გამართულად ფუნქციონირებას;

ი) ტექნოპარკების მატერიალურ-ტექნიკური რესურსებით, ინვენტარით, ფაბლაბის სახარჯი მასალებითა და საჭირო ხელსაწყოებით მომარაგების უზრუნველყოფასა და შესყიდვების პროცედურების ხელშეწყობას;

კ) სააგენტოს სხვა სტრუქტურული ერთეულების მიერ ინიცირებული პროექტების განხორციელებაში აქტიურ ჩართულობას.

6. ანალიზის, მონიტორინგისა და შეფასების დეპარტამენტი უზრუნველყოფს:

ა) სააგენტოს პროგრამების და პროექტების ეფექტურობის შეფასებისთვის ანალიტიკური ჩარჩოს ჩამოყალიბებას, შეფასების ინდიკატორების და მეტრიკების შემუშავებასა და მათ პერიოდულ განახლებას;

ბ) პროგრამების ეფექტურობის გამოსათვლელად საჭირო სტატისტიკური და სხვა მონაცემების განსაზღვრას, მათი შეგროვების სისტემის ჩამოყალიბებასა და პერიოდულ განახლებას;

გ) პროექტების ეფექტურობის შეფასებისთვის საჭირო მონაცემების შეგროვებასა და მათ ანალიზს;

დ) სააგენტოს პროგრამების შედეგების პერიოდულ გაზომვასა და შედეგებზე დაყრდნობით პროგრამის სრულყოფისათვის განსახორციელებელი ცვლილებების ინიცირებას;

ე) სააგენტოს პროგრამებისთვის შესაბამისი მონიტორინგის სისტემის ჩამოყალიბებას;

ვ) სააგენტოს პროგრამების მონიტორინგის განხორციელებას;

ზ) კვარტალური და წლიური ანგარიშგების სისტემის შემუშავებასა და დანერგვას;

თ) რელევანტურ საკითხებზე საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის მიმოხილვას;

ი) სააგენტოს სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრას. 

7. საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტი უზრუნველყოფს:

ა) სააგენტოს საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებას;

ბ) სააგენტოს პროგრამების მარკეტინგულ მხარდაჭერას;

გ) სააგენტოს საკომუნიკაციო არხების განვითარებასა და პროცესების მართვას;

დ) სააგენტოს პარტნიორებთან თანამშრომლობით განხორციელებულ აქტივობებში ინტეგრირებას;

ე) მედიასთან ურთიერთობას, მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით სააგენტოს საქმიანობისა და პროგრამების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას;

ვ) სააგენტოს სოციალური ქსელების მართვასა და კონტენტის შექმნას;

ზ) სარეკლამო კამპანიების დაგეგმვასა და განხორციელებას;

თ) კომუნიკაციურ აუდიტს, მედია მონიტორინგსა და ანალიზს.“ .

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრილევან დავითაშვილი