“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 27 აპრილის №412 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№691
სარეგისტრაციო კოდი
010.320.020.22.034.007.534
გამოქვეყნების წყარო
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.020.22.034.007.534

საქართველოსშინაგანსაქმეთამინისტრის

ბრძანება №691

2005 წლის 6 ივლისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 27 აპრილის №412 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტისა და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის ,,ა” და ,,ნ” ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 27 აპრილის №412 ბრძანებით (სსმ III, 28.04.2005წ., №52, მუხ. 563) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დებულების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. მთავარი სამმართველოს უფროსს ჰყავს სამი მოადგილე, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შინაგან საქმეთა მინისტრი.”;

ბ) დებულების მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 11.

მთავარი სამმართველოს სტრუქტურული ერთეულებია:

ა) მთავარი სამმართველოს ადმინისტრაცია;

ბ) ოპერატიულ-სამორიგეო ნაწილი;

გ) საინფორმაციო-ანალიტიკური განყოფილება;

დ) კრიმინალური პოლიციის სამმართველო;

ე) საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველო;

ვ) ბათუმის შინაგან საქმეთა სამმართველო;

ზ) ქობულეთის შინაგან საქმეთა რაიონული განყოფილება;

თ) ხელვაჩაურის შინაგან საქმეთა რაიონული განყოფილება;

ი) ქედის შინაგან საქმეთა რაიონული განყოფილება;

კ) შუახევის შინაგან საქმეთა რაიონული განყოფილება;

ლ) ხულოს შინაგან საქმეთა რაიონული განყოფილება.”;

გ) დებულების მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,კრიმინალური პოლიციის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და ამ მიზნით სისხლისსამართლებრივი დევნისა და წინასწარი გამოძიების განხორციელება იმ დანაშაულის საქმეზე, რომელიც არ განეკუთვნება წინასწარი გამოძიების უფლებამოსილების მქონე სხვა ორგანოთა კომპეტენციას;

ბ) დანაშაულის თავიდან ასაცილებლად და აღსაკვეთად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება;

გ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლებითა და წესით სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიებების გამოყენება;

დ) ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება;

ე) ეჭვმიტანილთა, ბრალდებულთა, დამნაშავეთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ძებნის უზრუნველყოფა, დადგენა-დაკავება;

ვ) არასრულწლოვანთა შორის სამართალდარღვევათა და დანაშაულის აღკვეთა-აცილება;

ზ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა საქალაქო სამმართველოსა და რაიონული განყოფილებების ოპერატიული სამსახურების საქმიანობის კოორდინაცია და მათთვის საჭირო პრაქტიკული დახმარების გაწევა;

თ) დამხმარე ძალებთან მუშაობის ორგანიზაცია;

ი) საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ღონისძიებებში მონაწილეობა;

კ) საზოგადოებრივი წესრიგის მასობრივი დარღვევების აღკვეთა ფიზიკური იძულებისა და სპეციალური საშუალებების გამოყენებით;

ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიტინგების, დემონსტრაციებისა და მოქალაქეთა მშვიდობიანი მასობრივი ღონისძიებების მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უკანონო მიტინგების, დემონსტრაციების, პიკეტირების და სხვაგვარი აქციების აღკვეთა, აგრეთვე იმ მშვიდობიანი აქციების აღკვეთა, რომელიც საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უშიშროებას, პიროვნების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას და კანონით დაცულ სხვა უფლებებს;

ნ) სპეციალური საშუალებების გამოყენებით მთავარი სამმართველოს სისტემის ოპერატიული სამსახურებისათვის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში ხელის შეწყობა;

ო) წინასწარი გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება.”;

დ) დებულების მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) პირადი შემადგენლობის სამსახურში მიღებისა და გათავისუფლების გაფორმება;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში, პირადი შემადგენლობისათვის მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდების მისანიჭებლად შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;

გ) პირადი შემადგენლობის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და ტერიტორიულ ორგანოებში მივლინების უზრუნველყოფა;

დ) პირადი შემადგენლობისათვის შვებულების გაფორმება;

ე) უსაფუძვლოდ დათხოვნილი თანამშრომლების სამსახურში აღდგენის საკითხების განხილვა;

ვ) პირადი შემადგენლობის წელთა ნამსახურობის დადგენა და შრომის სტაჟის გამოთვლა;

ზ) თანამშრომელთა დისციპლინარული წესით დასჯისა და წახალისების საკითხების მომზადება;

თ) პირადი საქმეების შედგენის აღრიცხვა და მოხელეთა და პოლიციელთა რეზერვის შექმნა;

ი) სხვა საკადრო ღონისძიებების განხორციელება;

კ) საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების სრულყოფის შესახებ წინადადებების მოზადება; შიდა სამართლებრივი აქტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

ლ) მთავარი სამმართველოს ხარჯთაღრიცხვის პროექტის მომზადება;

მ) საბუღალტრო აღრიცხვა;

ნ) მთავარი სამმართველოს სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციონირებისათვის მათი ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

ო) მთავარი სამმართველოს კავშირგაბმულობის საშუალებებით უზრუნველყოფა;

პ) პირადი შემადგენლობისათვის კანონმდებლობით დაწესებული სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა;

ჟ) შეიარაღების მდგომარეობაზე ზრუნვა და კონტროლი;

რ) სამმართველოს ერთეულების ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფა;

ს) სამმართველოს უზრუნველყოფა ავტოტრანსპორტით;

ტ) სამმართველოსათვის გამოყოფილი მომარაგების განაწილება, მათი ხარჯვის კონტროლი და ანგარიშგება;

უ) სამმართველოს ხარჯთაღრიცხვის პროექტის მომზადება;

ფ) სხვა საფინანსო ღონისძიებების განხორციელება.”.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის

შემსრულებელი                         ლ. გვაზავა              

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 27 აპრილის №412 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 06.07.2005.
როდის იქნა მიღებული “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 27 აპრილის №412 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"?
“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 27 აპრილის №412 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე" მიღებულია 06.07.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №691. სარეგისტრაციო კოდი — 010.320.020.22.034.007.534.
რომელი დოკუმენტები უთითებენ “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 27 აპრილის №412 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 27 აპრილის №412 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.07.2005 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 27 აპრილის №412 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე", №691, 06.07.2005, სარეგისტრაციო კოდი 010.320.020.22.034.007.534 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.07.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/60820/