საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
27.04.2005 ძალადაკარგული 22.02.2006
ნომერი
№412
სარეგისტრაციო კოდი
010320020.22.340.007331
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 52, 28/04/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.020.22.034.007.331

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №412

2005 წლის 27 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების მე-11 მუხლის ,,ნ” ქვეპუნქტისა და მე-18 მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესრულების მიზნით, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს თანდართული დებულება.

2. ბრძანება ამოქმედდეს 2005 წლის 3 მაისიდან.

ი. მერაბიშვილი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა    მთავარი სამმართველოს

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

თავი I. ზოგადი დებულებები

    მუხლი 1

ეს დებულება აწესრიგებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს (შემდგომში – მთავარი სამმართველო) მმართველობის სფეროს, უფლება-მოვალეობებს და საქმიანობის ძირითად მიმართულებებს.

    მუხლი 2

1. მთავარი სამმართველო წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან ერთობლივად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასა და დამნაშავეობასთან ბრძოლას, დანაშაულის გამოძიებას და პროფილაქტიკას, ანგარიშვალდებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინაშე.

2. მთავარი სამმართველო საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს სამინისტროს.

    მუხლი 3

მთავარი სამმართველოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, ,,ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ” და ,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ” საქართველოს კანო-ნები, საქართველოს სისხლის სამართლისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, ეს დებულება და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტები.

    მუხლი 4

მთავარი სამმართველოს საქმიანობა ემყარება კანონიერების, პიროვნების პატივისა და ღირსების დაცვის, სოციალური სამართლიანობის, ჰუმანიზმისა და საქვეყნოობის პრინციპებს.

    მუხლი 5

საზოგადოებრივი წესრიგისა და უშიშროების დაცვის, დანაშაულის გახსნის, თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით მთავარი სამმართველო თანამშრომლობს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან, სხვა ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან.

    მუხლი 6

მთავარ სამმართველოს აქვს ბეჭედი და ბლანკი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და სახელწოდების აღნიშვნით, დამოუკიდებელი ბალანსი, სახაზინო ანგარიში.

    მუხლი 7

სამმართველოს იურიდიული მისამართია: ქ. ბათუმი, გოგებაშვილის ქუჩა №8.

თავი II. მთავარი სამმართველოს ამოცანები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები

    მუხლი 8

მთავარი სამმართველოს ამოცანებია:

ა) დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილება;

ბ) საზოგადოებრივი წესრიგისა და საზოგადოებრივი უშიშროების დაცვა;

გ) მოქალაქეთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა;

დ) სისხლისსამართლებრივი დევნისა და წინასწარი გამოძიების განხორციელება;

ე) დამნაშავე პირთა ძებნა და დანაშაულის გახსნა;

ვ) უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ძებნა;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში სტიქიური უბედურების, კატასტროფისა და სხვა საგანგებო შემთხვევების დროს პირთა უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგისა და პირთა ქონების ხელყოფისაგან დაცვა. დაზარალებულ და უმწეო მდგომარეობაში მყოფ პირთათვის გადაუდებელი დახმარების გაწევა;

თ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების შესრულება.

    მუხლი 9

მთავარი სამმართველოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:

ა) დამნაშავეობასთან და სხვა სამართალდარღვევებთან ბრძოლის ძირითადი მეთოდების შემუშავება;

ბ) დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა აღკვეთისა და თავიდან აცილების მიზნით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება;

გ) დამნაშავე პირის ძებნა და დანაშაულის გახსნა;

დ) საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სფეროში სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის, სახელმწიფოებრივი იძულების ღონისძიებების განხორციელება;

ე) კომპეტენციის ფარგლებში მოქალაქეთა კანონიერი შეკრებებისა და მანიფესტაციების ჩატარების დროს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და საზოგადოებრივი უშიშროების უზრუნველყოფა, ხოლო შეკრებებისა და მანიფესტაციების ჩატარების წესის დარღვევისას კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების გატარება;

ვ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შს საქალაქო სამმართველოსა და რაიონული განყოფილებების კოორდინაცია და კონტროლი;

ზ) დასახლებული პუნქტების მიხედვით დანაშაულისა და სამართალდარღვევათა წინააღმდეგ ბრძოლა, დამნაშავეთა და სამართალდამრღვევ პირთა შესახებ მონაცემების შეგროვება და ინფორმაციის მიწოდება შესაბამისი დანაყოფების ხელმძღვანელებისათვის.

თავი III. მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელობა და სტრუქტურა

    მუხლი 10

1. მთავარ სამმართველოს ხელმძღვანელობს მთავარი სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შინაგან საქმეთა მინისტრი.

2. მთავარი სამმართველოს უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შინაგან საქმეთა მინისტრი.

3. მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეები, მთავარი სამმართველოს უფროსის მიერ განსაზღვრული მიმართულებების შესაბამისად, ხელმძღვანელობენ თავიანთი საკურატორო სამსახურების საქმიანობას, ასრულებენ მთავარი სამმართველოს უფროსის მითითებებს და კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.

4. მთავარი სამმართველოს უფროსი როგორც უშუალოდ, ისე თავისი მოადგილეების მეშვეობით კოორდინაციას უწევს და ხელმძღვანელობს მთავარი სამმართველოს მმართველობის სფეროში შემავალ სამსახურებს დამნაშავეობასთან ბრძოლისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფის საკითხში.

5. მთავარი სამმართველოს უფროსი:

ა) საერთო ხელმძღვანელობას უწევს მთავარი სამმართველოს საქმიანობას;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს;

გ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს მოსამსახურეთა დანიშვნა-გათავისუფლებას;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ანიჭებს სახელმწიფო სპეციალურ წოდებებს;

ე) შესაბამის საკონკურსო-საატესტაციო კომისიასთან შეთანხმებით ადგენს საკონკურსო საატესტაციო მოთხოვნებს სამმართველოს მოსამსახურეთათვის;

ვ) უზრუნველყოფს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს სტრუქტურული ქვედანაყოფების, შს საქალაქო სამმართველოსა და რაიონული განყოფილებების შეთანხმებულ და კოორდინირებულ მუშაობას;

ზ) განიხილავს და ამტკიცებს დაქვემდებარებული ერთეულების სამუშაო გეგმებს;

თ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლების მიმართ იყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;

ი) დამოუკიდებლად განკარგავს მთავარი სამმართველოსათვის გამოყოფილ თანხებს დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვის ფარგლებში.

    მუხლი 11

მთავარი სამმართველოს სტრუქტურული ერთეულებია:

ა) მთავარი სამმართველოს ადმინისტრაცია;

ბ) სამორიგეო ნაწილი;

გ) საინფორმაციო-ანალიტიკური განყოფილება;

დ) კრიმინალური სამმართველო;

ე) საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამსახური;

ვ) ბათუმის შინაგან საქმეთა სამმართველო;

ზ) ქობულეთის შინაგან საქმეთა რაიონული განყოფილება;

თ) ხელვაჩაურის შინაგან საქმეთა რაიონული განყოფილება;

ი) ქედის შინაგან საქმეთა რაიონული განყოფილება;

კ) შუახევის შინაგან საქმეთა რაიონული განყოფილება;

ლ) ხულოს შინაგან საქმეთა რაიონული განყოფილება.

თავი IV. მთავარი სამმართველოს სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები

    მუხლი 12

მთავრი სამმართველოს ადმინისტრაციის ფუნქციებია:

ა) კომპეტენციის ფარგლებში მოქმედი კანონმდებ-ლობის შესრულების კონტროლი;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საჯარო ინფორმაციის მომზადება და გაცემა;

გ) მთავარი სამმართველოს ოპერატიული თათბირების მომზადება, მათი დაგეგმვა და ჩატარების ორგანიზაცია;

დ) საორგანიზაციო, ანალიტიკური მუშაობა;

ე) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობების უზრუნველყოფა;

ვ) მთავარი სამმართველოს და მისდამი დაქვემდებარებულ დანაყოფებში საქმისწარმოების განხორციელება, საიდუმლოების რეჟიმის დაცვა და კორესპონდენციის აღრიცხვა.

    მუხლი 13. მთავრი სამმართველოს სამორიგეო ნაწილის ფუნქციებია:

ა) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა საქალაქო სამმართველოსა და რაიონული განყოფილებების კოორდინაცია, სამორიგეო ნაწილების მუშაობის წარმართვა;

ბ) მთავარი სამმართველოს ადმინისტრაციული შენობების დაცვა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

გ) პოლიციის ძალებისა და საშუალებების ოპერატიული მართვის, დანაშაულის შესახებ შემოსულ ინფორმაციაზე რეაგირების, ოპერატიული ვითარების შესახებ ინფორმაციის შეკრების, დამუშავებისა და სადღეღამისო კრებსების მომზადების უზრუნველყოფა;

დ) განგაშის სიგნალზე არსებული პაკეტების შენახვა და გამოყენება.

    მუხლი 14

საინფორმაციო-ანალიტიკური განყოფილების ფუნქციაა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე დანაშაულისა და სამართალდარღვევათა აღრიცხვა, ანალიზი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ბანკისათვის მიწოდება.

    მუხლი 15

კრიმინალური სამმართველოს ფუნქციებია:

ა) დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და ამ მიზნით სისხლისსამართლებრივი დევნისა და წინასწარი გამოძიების განხორციელება იმ დანაშაულის საქმეზე, რომელიც არ განეკუთვნება წინასწარი გამოძიების უფლებამოსილების მქონე სხვა ორგანოთა კომპეტენციას;

ბ) დანაშაულის თავიდან ასაცილებლად და აღსაკვეთად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება;

გ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლებითა და წესით სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიებების გამოყენება;

დ) ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება;

ე) ეჭვმიტანილთა, ბრალდებულთა, დამნაშავეთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ძებნის უზრუნ-ველყოფა, დადგენა-დაკავება;

ვ) არასრულწლოვანთა შორის სამართალდარღვევათა და დანაშაულის აღკვეთა-აცილება;

ზ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა საქალაქო სამმართველოსა და რაიონული განყოფილე-ბების ოპერატიული სამსახურების საქმიანობის კოორდინაცია და მათთვის საჭირო პრაქტიკული დახმარების გაწევა;

თ) დამხმარე ძალებთან მუშაობის ორგანიზაცია;

ი) საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ღონისძიებებში მონაწილეობა;

კ) საზოგადოებრივი წესრიგის მასობრივი დარღვევების აღკვეთა ფიზიკური იძულებისა და სპეციალური საშუალებების გამოყენებით;

ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიტინგების, დემონსტრაციებისა და მოქალაქეთა მშვიდობიანი მასობრივი ღონისძიებების მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უკანონო მიტინგების, დემონსტრაციების, პიკეტირების და სხვაგვარი აქციების აღკვეთა, აგრეთვე იმ მშვიდობიანი აქციების აღკვეთა, რომელიც საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უშიშროებას, პიროვნების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას და კანონით დაცულ სხვა უფლებებს;

ნ) სპეციალური საშუალებების გამოყენებით მთავარი სამმართველოს სისტემის ოპერატიული სამსახურებისათვის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში ხელის შეწყობა;

ო) წინასწარი გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება.

    მუხლი 16

საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამსახურის ფუნქციებია:

ა) პირადი შემადგენლობის სამსახურში მიღებისა და გათავისუფლების გაფორმება;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში, პირადი შემადგენლობისათვის მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდების მისანიჭებლად შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;

გ) პირადი შემადგენლობის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და ტერიტორიულ ორგანოებში მივლინების უზრუნველყოფა;

დ) პირადი შემადგენლობისათვის შვებულების გაფორმება;

ე) უსაფუძვლოდ დათხოვნილი თანამშრომლების სამსახურში აღდგენის საკითხების განხილვა;

ვ) პირადი შემადგენლობის წელთა ნამსახურობის დადგენა და შრომის სტაჟის გამოთვლა;

ზ) თანამშრომელთა დისციპლინური წესით დასჯისა და წახალისების საკითხების მომზადება;

თ) პირადი საქმეების შედგენის აღრიცხვა და მოხელეთა და პოლიციელთა რეზერვის შექმნა;

ი) სხვა საკადრო ღონისძიებების განხორციელება;

კ) საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების სრულყოფის შესახებ წინადადებების მოზადება; შიდა სამართლებრივი აქტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

ლ) მთავარი სამმართველოს ხარჯთაღრიცხვის პროექტის მომზადება;

მ) საბუღალტრო აღრიცხვა;

ნ) მთავარი სამმართველოს სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციონირებისათვის მათი ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

ო) მთავარი სამმართველოს კავშირგაბმულობის საშუალებებით უზრუნველყოფა;

პ) პირადი შემადგენლობისათვის კანონმდებლობით დაწესებული სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა;

ჟ) შეიარაღების მდგომარეობაზე ზრუნვა და კონტროლი;

რ) სამმართველოს ერთეულების ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

ს) სამმართველოს უზრუნველყოფას ავტოტრანსპორტით;

ტ) სამმართველოსათვის გამოყოფილი მომარაგების განაწილებას, მათი ხარჯვის კონტროლს და ანგარიშგებას;

უ) სამმართველოს ხარჯთაღრიცხვის პროექტის მომზადებას;

ფ) სხვა საფინანსო ღონისძიებების განხორციელება.