საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გაცემის წესის შესახებ“

მიღების თარიღი 11.03.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №45
სარეგისტრაციო კოდი 00000.00(0).00.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 28, 12/03/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 701 სიტყვა · ~4 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გაცემის წესის შესახებ“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} span.CharChar1 {mso-style-name:" Char Char1";} span.CharChar {mso-style-name:" Char Char";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:45.0pt 70.9pt 56.7pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს მთავრობის დადგენილება №45 2009 წლის 11 მარტი ქ. თბილისი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გაცემის წესის შესახებ     მუხლი 1🔗 „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ“ საქართველოს კანონით დაწესებული ფულადი პრემიების გაცემის მიზნით „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის საფუძველზე: 1. დამტკიცდეს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გაცემის თანდართული წესი. 2. „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ“ საქართველოს კანონით დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გაცემა უზრუნველყოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ. 3. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე მიაწოდოს დაჯილდოების შესახებ სამართლებრივი აქტების ასლები, რომელთა შესაბამისად განხორციელდება დაჯილდოებული პირების კუთვნილი საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გაცემა. 4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გაცემის მიზნით განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები. 5. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გაცემის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 2 თებერვლის №22 დადგენილება.     მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრი      ნ. გილაური საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გაცემის წესი     მუხლი 1🔗 1. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 პუნქტის შესაბამისად საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიის მიღების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარედგინება უფლებამოსილი პირის წერილობითი განცხადება, რომელსაც უნდა დაერთოს შემდეგი სახის დოკუმენტები: ა) დაჯილდოების შესახებ სამართლებრივი აქტის ასლი; ბ) პირადობის მოწმობის ასლი საცხოვრებელი ადგილის მითითებით; გ) პირის მომსახურე ბანკის (ფილიალის) მიერ დადასტურებული ცნობა ბანკის (ფილიალის) რეკვიზიტებისა და პირის ანგარიშის ნომრის მითითებით, სადაც უნდა ჩაირიცხოს მისი კუთვნილი თანხა. 2. დაჯილდოებული პირის დაღუპვის შემთხვევაში სახელმწიფო ჯილდოსათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემია გაიცემა მემკვიდრეზე, შესაბამისი დოკუმენტების საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენის შემდეგ.     მუხლი 2🔗 საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მიღებული სამართლებრივი აქტების ასლებს ადარებს სამინისტროში შესულ დოკუმენტაციას.     მუხლი 3🔗 ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების შედარების შემდეგ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ინფორმაციას უგზავნის შესაბამისი სფეროს სამინისტროს ან უწყებას, ხოლო იმ პირებზე, რომლებიც მსახურობდნენ ან მუშაობდნენ ისეთ სამხედრო ქვედანაყოფებში, რომლებიც არ შედიოდნენ საქართველოს სამინისტროს ან უწყების დაქვემდებარებაში, ინფორმაცია ეგზავნება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტს (შემდგომში – დეპარტამენტი), დაჯილდოებულ პირთა ვინაობისა და მოსალოდნელი თანხის გამოყოფის შესახებ.     მუხლი 4🔗 შესაბამისმა სამინისტრომ ან უწყებამ (მათ შორის დეპარტამენტმა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წერილობითი ფორმით უნდა გაუგზავნოს დასტური იმის შესახებ, რომ დაჯილდოებულ პირს არა აქვს მიღებული ჯილდოსათვის დაწესებული ფულადი პრემია.     მუხლი 5🔗 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ თანხის გადარიცხვა ხორციელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროში შესული განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის საფუძველზე, ხოლო ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – აგრეთვე სამინისტროებიდან და უწყებებიდან (მათ შორის დეპარტამენტიდან) მიღებული ინფორმაციის საფუძველზე.     მუხლი 6🔗 საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უზრუნველყოფს დაჯილდოებული პირების წერილობით ინფორმირებას სახელმწიფო ჯილდოსათვის დაწესებული ფულადი პრემიის გადარიცხვის შესახებ.     მუხლი 7🔗 2009 წლის 1 იანვრის შემდეგ დაჯილდოებულ პირებზე ფულადი პრემიის გაცემა განხორციელდეს ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნების გარეშე.