ვანის მუნიციპალიტეტის საპრასიის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ საპრასიაში არსებულ N5, N6 და N9 ქუჩის ნაწილისთვის თავისი ჩიხებით 2008 წლის 8 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის დროს ცხინვალში გმირულად დაღუპული შოთა ხურციძის სახელის მინიჭების შესახებ

მიღების თარიღი 15.09.2023
გამომცემი ორგანო ვანის მუნიციპალიტეტი
ნომერი №გ-65. 65232583
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.121.016016
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/02/2024
matsne.gov.ge 296 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი №147 ა კორპუსთან მდებარე უსახელო სკვერისთვის 1992 წელს ცხინვალის რეგიონში საომარი მოქმედებების დროს დაღუპული მებრძოლის გოჩა მორჩილაძის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 87% 09.08.2022 ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ვლადიმერ ჯანჯღავას ქუჩის მონაკვეთისთვის და მასთან არსებული ორი გასასვლელისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ბადრი ჭინჭარაულის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 85% 23.09.2025 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №584 ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, გიორგი ჩიტაიას ქუჩის მონაკვეთისთვის და მასთან არსებული უსახელო სკვერისთვის ცხინვალის რეგიონში საომარი მოქმედებების დროს დაღუპული მებრძოლის გია მოსეშვილის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 84% 21.11.2023 ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, დაბა წყნეთში, დიმიტრი ამილახვარის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ოთარ ოძელაშვილის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 82% 16.08.2019 ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, წყნეთში, დიმიტრი ამილახვარის ქუჩასთან მდებარე უსახელო სკვერისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ნოდარ (ვეფხო) მათიაშვილის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 81% 24.05.2024

დოკუმენტის ტექსტი

ვანის მუნიციპალიტეტის საპრასიის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ საპრასიაში არსებულ N5, N6 და N9 ქუჩის ნაწილისთვის თავისი ჩიხებით 2008 წლის 8 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის დროს ცხინვალში გმირულად დაღუპული შოთა ხურციძის სახელის მინიჭების შესახებ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება: გ-65. 65232583 2023 წლის 15 სექტემბერი  ქ. ვანი ვანის მუნიციპალიტეტის საპრასიის ადმინისტრაციულ ერთეულში  სოფელ საპრასიაში არსებულ №5, №6 და №9 ქუჩის ნაწილისთვის თავისი ჩიხებით 2008 წლის 8 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიული  მთლიანობისთვის ბრძოლის დროს ცხინვალში გმირულად დაღუპული  შოთა ხურციძის სახელის მინიჭების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2023 წლის 21 აგვისტოს №38 სხდომის ოქმის ამონაწერის შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა: 1. მოხდეს ვანის მუნიციპალიტეტის საპრასიის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ საპრასიის №5, №6 ქუჩებისა და №9 ქუჩის ნაწილის სახელდება თანდართული რუკის შესაბამისად (დანართი №1) და მას მიენიჭოს 2008 წლის 8 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის დროს ცხინვალში გმირულად დაღუპული შოთა ხურციძის სახელი. 2. ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების გატარება. 3. ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს დაევალოს განკარგულების მიღებიდან 10 დღის ვადაში საკრებულოს გადაწყვეტილება გადაუგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“, მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, აგრეთვე სსიპ – „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს“. 4. ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატმა უზრუნველყოს ამ განკარგულების გამოქვეყნება სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში. 5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან. 6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით, მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, სამტრედიის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი სამტრედია, ძმები ნინუების ქუჩა №1). საკრებულოს თავმჯდომარე                                                   ალექსანდრე ლილუაშვილი