⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (06.02.2025)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 06.02.2024
ძალის დაკარგვა 06.02.2025
გამომცემი ორგანო გურჯაანის მუნიციპალიტეტი
ნომერი №36
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.166.016590
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/02/2024
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 428 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.02.2024 მიღება
06.02.2025 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №36 2024 წლის 6 თებერვალი ქ. გურჯაანი ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის „დ.ბ“ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,  გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗  შემოღებულ იქნეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების)  გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის  შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის  შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 18 იანვრის №2 დადგენილება (გამოქვეყნების წყარო www.matsne.ge, 20/01/2023, 010250050.35.166.016555). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევანო ბერიძიშვილი ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები მუხლი 1🔗 საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების ღირებულების 1%. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება, რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში მხოლოდ უძრავ ქონებასთან მიმართებით უნდა გაიზარდოს: 1. 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ; 2. 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ; 3. 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ; 4. იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს – 3-ჯერ. მუხლი 2🔗 1. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტში გათვალისწინებული შემთხვევისა, ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1%. 2. სალიზინგო კომპანიისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე წლიური გადასახადი ლიზინგის მთელი პერიოდის განმავლობაში განისაზღვრება მის მიერ დასაბეგრი ქონების ლიზინგით პირველად გაცემის მომენტისათვის არსებული საბალანსო საწყისი ღირებულების 0,6%. მუხლი 3🔗 ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთებია: 1. 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.1 %. 2. 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,9 %. მუხლი 4🔗 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებზე ქონების გადასახადი, საქართველოს  საგადასახადო კოდექსის 204-ე მუხლის  ცხრილის შესაბამისად  ერთ ჰექტარზე  შეადგენს: 1. სათიბებზე – 20 ლარს; 2. საძოვრებზე – 16 ლარს; 3. სახნავი (კარგი და მწირი ხარისხის) და სხვა კატეგორიის  სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე – 87 ლარს; მუხლი 5🔗 ამ  დადგენილების  მიზნებისთვის  მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის   ტერიტორიული  კოეფიციენტი შეადგენს –  0.45 ლარს. მუხლი 6🔗 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადი (ერთ კვადრატულ მეტრზე განისაზღვროს ამ   დადგენილების მე-5 მუხლში მითითებული ტერიტორიული კოეფიციენტების გამრავლებით საბაზისო განაკვეთზე – 0,24 ლარი) წელიწადში შეადგენს 0.108 ლარს. მუხლი 7🔗 ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწების ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია 3 ლარი. მუხლი 8🔗 1. ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისგან განთავისუფლებული ქონების სახეები დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე და 206-ე მუხლებით. 2. ქონების გადასახადისგან თავისუფლდება გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები.