„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სტუდენტთა დაფინანსების პროგრამა” (კოდი 07 05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტების წახალისების და სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 9 თებერვლის N74-4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №37-9 |
|
2024 წლის 20 თებერვალი ქ. თბილისი |
ა) მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტი – საქართველოს მოქალაქე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში განცხადების წარდგენის მომენტისთვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არანაკლებ ბოლო 6 (ექვსი) თვის განმავლობაში რეგისტრირებული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის პროგრამაზე, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამაზე, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო პროგრამაზე, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამებზე ან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელიც არის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული აქვს ზომიერად, მნიშვნელოვნად ან მკვეთრად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის ან „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის“ სტატუსი;“;
ბ) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას სტუდენტის სტატუსის, სემესტრული, წლიური გადასახადის და სასწავლო გრანტის ოდენობის შესახებ;“;
გ) მე-4 მუხლს მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
„6. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მრავალშვილიანი ოჯახის წევრის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა გაცემული უნდა იყოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში განცხადების წარდგენის კალენდარულ წელს.“;
დ) მე-6 მუხლის:
ა.ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ქვეპროგრამის ფარგლებში, პირველი სემესტრის სტუდენტები იღებენ სემესტრული თანხის არაუმეტეს 50%-იან დაფინანსებას, ამ წესის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხოლო თუ პირველი სემესტრის სტუდენტს აქვს მნიშვნელოვნად ან მკვეთრად გამოხატული შეზღუდვის ან „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის“ სტატუსი, დაფინანსდება სემესტრული თანხის არაუმეტეს 70%-ით, ამ წესის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად.“;
ა.ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ან მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტებისათვის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის დაფინანსებისათვის თანხა გაიცემა შემდეგნაირად:
წინა სემესტრში მიღებული შეფასებების და აკადემიური ქულების საშუალო არითმეტიკული
დასაფინანსებელი თანხის ოდენობა
90-ზე მეტი - 100 ქულის ჩათვლით
სემესტრული თანხის არაუმეტეს 100%, ამ წესის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით:
70-ზე მეტი- 90 ქულის ჩათვლით
სემესტრული თანხის არაუმეტეს 100%, ამ წესის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით:
ასევე, სემესტრული თანხის არაუმეტეს 70% :
ტოლია ან ნაკლებია 70 ქულაზე
სემესტრული თანხის არაუმეტეს 50%, ამ წესის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით:
ასევე, სემესტრული თანხის არაუმეტეს 70%, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის ან „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის“ სტატუსის მქონე სტუდენტისათვისю
|