„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 9 თებერვლის N74-4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №10-47 |
|
2022 წლის 6 მაისი ქ. თბილისი |
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სტუდენტთა დაფინანსების პროგრამა” (კოდი 07 05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტების წახალისების და სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“;
ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. დამტკიცდეს:
ა) „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სტუდენტთა დაფინანსების პროგრამა” (კოდი 07 05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან „წარმატებული სტუდენტების წახალისების წესი“, დანართის 1-ის შესაბამისად;
ბ) „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სტუდენტთა დაფინანსების პროგრამა” (კოდი 07 05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან „სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტების დაფინანსების წესი“, დანართი 2-ის შესაბამისად.“;
გ) პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი 1-ის:
გ.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სტუდენტთა დაფინანსების პროგრამა” (კოდი 07 05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტების წახალისების წესი“;
გ.ბ) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სტუდენტთა დაფინანსების პროგრამა” (კოდი 07 05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტების წახალისების წესი“ (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქმედი, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმატებული სტუდენტების წახალისების წესსა და პირობებს.“;
გ.გ) პირველი მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. დაფინანსება გაიცემა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „სტუდენტთა დაფინანსების პროგრამა” (კოდი 07 05 03) ფარგლებში.“;
„4. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ დაფინანსებაზე, რომლისთვისაც თანხა გამოიყოფა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამაში „სტუდენტთა დაფინანსების პროგრამა” (კოდი 07 05 03) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გადატანილი თანხების ფარგლებში.“;
დ) პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი 2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
|
2. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ დაფინანსებაზე, რომლისთვისაც თანხა გამოიყოფა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალიწინებულ ქვეპროგრამაში „სტუდენტთა დაფინანსების პროგრამა“ (კოდი 07 05 03), ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გადატანილი თანხის ფარგლებში.
ა) სოციალურად დაუცველი სტუდენტი – საქართველოს მოქალაქე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის პროგრამაზე, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამაზე, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო პროგრამაზე, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამებზე ან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელიც არის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი და რეგისტრირებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და მინიჭებული სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 150 000-ზე და „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან“ ამონაწერში ოჯახის საცხოვრებელი ადგილის მისამართად მითითებულია ქალაქი თბილისი.
ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტი – საქართველოს მოქალაქე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში განცხადების წარდგენის მომენტისთვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არანაკლებ ბოლო 6 (ექვსი) თვის განმავლობაში რეგისტრირებული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის პროგრამაზე, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამაზე, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო პროგრამაზე, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამებზე ან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელიც არის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული აქვს ზომიერად, მნიშვნელოვნად ან მკვეთრად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი;
გ) მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტი – საქართველოს მოქალაქე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში განცხადების წარდგენის მომენტისთვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არანაკლებ ბოლო 6 (ექვსი) თვის განმავლობაში რეგისტრირებული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაში ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის პროგრამაზე, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამაზე, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო პროგრამაზე, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამებზე ან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელიც არის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არის მრავალშვილიანი (ოთხი და მეტი შვილი) ოჯახის წევრი;
დ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი, ავტორიზებული, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამ (ებ)-ის ან/და სასწავლო-კვლევითი საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულება;
ე) დაფინანსება – ქვეპროგრამის ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ან მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტებისათვის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის საფასურის გადახდა (დახმარება, ერთჯერადი გასაცემელი), წინა სემესტრში მიღებული შეფასებების და აკადემიური ქულების საშუალო არითმეტიკულის შესაბამისად, ერთი სასწავლო წლის განმავლობაში არაუმეტეს 2250 (ორიათას ორას ორმოცდაათი) ლარის, ხოლო ერთი სემესტრის განმავლობაში არაუმეტეს 1125 (ათას ას ოცდახუთი) ლარის;
ვ) ქვეპროგრამა – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამა „სტუდენტთა დაფინანსების პროგრამა” (კოდი 07 05 03).
ა) განცხადების წარდგენა;
ბ) წარდგენილი განცხადების ამ წესთან შესაბამისობის დადგენა;
გ) სტუდენტის დაფინანსება.
2. სამსახურში განცხადების წარდგენის ვადები განისაზღვრება სამსახურის უფროსის ბრძანებით.
3. სოციალურად დაუცველმა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ან მრავალშვილიანი ოჯახის წევრმა სტუდენტმა დაფინანსების მისაღებად, განცხადებით უნდა მიმართოს სამსახურს, სამსახურის უფროსის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში და განცხადებას თან უნდა დაურთოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი;
ბ) სოციალურად დაუცველი სტუდენტის შემთხვევაში – ამონაწერი „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან“, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ან მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტის შემთხვევაში – სტატუსის დამადასტურებელი ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოდან;
გ) ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას სტუდენტის სტატუსის და წლიური გადასახადის შესახებ;
დ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი/ამონაწერი, წინა სემესტრში გავლილი საგნებისა და შეფასებების შესახებ;
ე) იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის შემთხვევაში-დოკუმენტი, დროებითი რეგისტრაციის ადგილის შესახებ, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოდან;
ვ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბანკო რეკვიზიტები/ანგარიშფაქტურა;
ზ) ამონაწერი, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის შესახებ, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოდან.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი არ ვრცელდება პირველი სემესტრის სტუდენტებზე.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი არ ვრცელდება სოციალურად დაუცველ სტუდენტებზე.
2. სამსახური განიხილავს განცხადებას და ადგენს განცხადების ამ წესთან შესაბამისობას.
3. განხილვას არ ექვემდებარება განცხადება, რომლითაც სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ან მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტი ითხოვს დამატებითი სემესტრის დაფინანსებას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ან მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტის მიერ დამატებითი სემესტრის გავლა გამოწვეულია ჯანმრთელობის მდგომარეობის, აკადემიური შვებულების, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის, საზღვარგარეთ სწავლის, ფინანსური დავალიანების გამო და აღნიშნული დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით.
4. სამსახურის უფროსის მიერ განსაზღვრულ ვადაში დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში განცხადება არ განიხილება.
|
წინა სემესტრში მიღებული შეფასებების და აკადემიური ქულების საშუალო არითმეტიკული |
დასაფინანსებელი თანხის ოდენობა |
1. |
90-ზე მეტი – 100 ქულის ჩათვლით |
2. |
70-ზე მეტი- 90 ქულის ჩათვლით |
3. |
ტოლია ან ნაკლებია 70 ქულაზე
|