ქარელის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 23.02.2024
გამომცემი ორგანო ქარელის მუნიციპალიტეტი
ნომერი №04
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.144.016451
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/02/2024
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.02.2024 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (2)
| ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ შუბითიძე | ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| № | სახელწოდება ქართულად |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ ცაგერის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქარელის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №04
2024 წლის 23 თებერვალი
ქ. ქარელი
ქარელის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2023 წლის 4 აპრილის №2738-XIმს-Xმპ კანონის პირველი მუხლის, მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“, „ე“ „ვ“ და „ნ“ ქვეპუნქტების, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობები“ დანართი 1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ა) დამტკიცდეს „ქარელის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობების სია“ დანართი 2-ის შესაბამისად;
ბ) ურბანული სივრცეების გამწვანებისას გამოყენებული იქნეს საქართველოს მთავრობის 2023 წლის 13 მარტის №513 განკარგულებით განსაზღვრული პირობები.
მუხლი 3🔗
დადგენილების მეორე მუხლით გათვალისწინებული „ქარელის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობების სია“ ქარელის მუნიციპალიტეტის მიერ გამოყენებულ იქნეს:
ა) განაშენიანების დეტალური გეგმის განხილვა/დამტკიცებისას, წარმოსადგენი გამწვანების პროექტის შეთანხმების ფარგლებში;
ბ) მშენებლობის ნებართვის გაცემისას, წარმოსადგენი გამწვანების პროექტის შეთანხმების ფარგლებში;
გ) მუნიციპალიტეტის მიერ მწვანე ინფრასტრუქტურული პროექტების მოწყობის ფარგლებში.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავექარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯუმბერ შუბითიძე
დანართი №1
ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობები
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტორული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით“ განსაზღვრული განაშენიანების დეტალური გემის ფარგლებში და მშენებლობის ნებართვის გაცემის ფარგლებში შესათანხმებელი გამწვანების პროექტთან დაკავშირებული მოთხოვნების განსაზღვრა. აგრეთვე მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებით გათვალისწინებული დაგეგმილი გამწვანების (რომელშიც აღწერილია სავარაუდო გამწვანების პროექტი) დაკავშირებული მოთხოვნების განსაზღვრა.
2. ამ დადგენილების მოქმედება ვრცელდება „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტორული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით“ გათვალისწინებულ გამწვანების პროექტზე, გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და იმ ფუნქციური ზონისა, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის.
3. გამოყენებულ ტერმინებს აქვთ „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტორული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ მე-3 მუხლით განსაზღვრული მნიშვნელობა.
მუხლი 2🔗. განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის ეტაპზე დასამუშავებელი გამწვანების ზოგადი პროექტი
1. განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცების ეტაპზე წარსადგენი გამწვანების ზოგადი პროექტი უნდა მოიცავდეს დაგეგმილი გამწვანების შესახებ ზოგად მონაცემებს.
2. გამწვანების ზოგადი პროექტის შეთანხმების პირობები:
ა) გამწვანების ზოგადი პროექტის ეტაპზე წარმოდგენილ უნდა იქნას მწვანე ნარგავების აღწერისა და მათი ხარისხობრივი შეფასების შესახებ გაცემული საექსპერტო დასკვნა, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ამ დადგენილების მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ პირობებს;
ბ) გამწვანების ზოგადი პროექტი უნდა მოიცავდეს საპროექტო ტოპოგრაფიულ გეგმას, რომელზეც დატანილი უნდა იქნეს გასამწვანებელი არეალები;
გ) გამწვანების ზოგადი პროექტის ეტაპზე წარმოდგენილ უნდა იქნეს პროექტის განხორციელებისთვის ხელის შემშლელი მოსაჭრელი/გადასარგავი მწვანე ნარგავების შესახებ ინფორმაცია ცხრილის სახით, საპროექტო არეალში შემავალი თითოეული მიწის ნაკვეთისთვის ცალ-ცალკე;
დ) მოსაჭრელი/გადასარგავი მწვანე ნარგავები შესაბამისი ნუმერაციითა და პირობითი აღნიშვნებით დატანილ უნდა იქნეს საპროექტო ტოპოგრაფიულ გეგმაზე;
ე) პროექტის განხორციელებისთვის ხელის შემშლელი მოსაჭრელი, ჯანსაღი, ღირებული მწვანე ნარგავების რაოდენობა არ უნდა აჭარბებდეს ტერიტორიაზე არსებული ჯანსაღი ღირებული მწვანე ნარგავების 25 %-ს;
ვ) გამწვანების ზოგად პროექტში მითითებული უნდა იყოს დაგეგმილი ფუნქციური ზონის შესაბამისი გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი/ები შესაბამის საანგარიშო ფართობ(ებ)თან ერთად.
მუხლი 3🔗. განაშენიანების დეტალური გეგმით გათვალისწინებული გამწვანების პროექტი
1. განაშენიანების დეტალური გეგმით გათვალისწინებული გამწვანების პროექტი შედგენილი უნდა იყოს მიწის ნაკვეთის ფუნქციური ზონირების შესაბამისად, გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და იმ ფუნქციური ზონისა, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის.
2. გამწვანების პროექტით გათვალისწინებული უნდა იყოს:
ა) გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი შესაბამის საანგარიშო ფართობთან ერთად, რომლის ათვისებაც ტერიტორიაზე უნდა განხორციელდეს მწვანე ნარგავებით;
ბ) გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობა და დახასიათება (მათ შორის, ხნოვანება, გარშემოწერილობა, სიმაღლე);
გ) არსებული, გადასარგავი და საპროექტოდ დასარგავი მწვანე ნარგავების გაშენების არეალი.
დ) გამწვანების პროექტის დასრულების თარიღი;
ე) გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი პირი;
ვ) ფოტომონტაჟის სახით მოცემული გამწვანების პროექტის გამოსახულება;
ზ) დამატებითი საინფორმაციო დაფის ამსახველი ფოტოსურათები, რომელზედაც მითითებულია ინფორმაცია სამშენებლო ობიექტზე გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრული ფართობის ათვისების, გამწვანების პროექტის ძირითადი ასპექტებისა და პარამეტრების შესახებ.
3. გამწვანების პროექტის ფარგლებში დასარგავი მწვანე ნარგავების სახეობები უნდა შეირჩეს ამ დადგენილების დანართი №1-ის გათვალისწინებით, ქარელის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი პრიორიტეტული ხე-მცენარეების სიიდან.
4. გამწვანების პროექტი უნდა მოიცავდეს საპროექტო ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების აღწერისა და მათი ხარისხობრივი შეფასების შესახებ გაცემულ საექსპერტო დასკვნას.
5. მწვანე ნარგავების აღწერისა და მათი ხარისხობრივი შეფასების შესახებ გაცემული საექსპერტო დასკვნა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
ა) გაცემული უნდა იყოს შესაბამისი ექსპერტის მიერ. ექსპერტთა სიის განსაზღვრის უფლებამოსილება აქვს მუნიციპალიტეტს;
ბ) შედგენილი უნდა იყოს „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტორული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ მე-3 მუხლით გათვალისწინებული ტერმინების გამოყენებით;
6. მწვანე ნარგავების ხარისხობრივ შეფასებაზე გაცემულ საექსპერტო დასკვნაში მითითებული უნდა იქნეს შემდეგი ინფორმაცია:
ა) მწვანე ნარგავების შესწავლისა და დასკვნის გაცემის თარიღი, ადგილი (მისამართი, საკადასტრო კოდი) და საფუძველი;
ბ) ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების საერთო რაოდენობა და შეფასებული მწვანე ნარგავების რაოდენობა;
გ) კვლევის ჩატარების მეთოდი;
დ) ინფორმაცია მწვანე ნარგავების სახეობის, მდგომარეობის, დიამეტრის (მიწის ზედაპირიდან 10 სმ სიმაღლეზე) და საჭიროების შემთხვევაში ხნოვანების თაობაზე;
ე) მწვანე ნარგავების ნუმერაციის მიხედვით კვლევის ამსახველი ფერადი ფოტო-მასალა, რომელზეც თვალსაჩინოდ უნდა ჩანდეს საპროექტო ტერიტორიაზე აღწერილი თითოეული მწვანე ნარგავის ხარისხობრივი მდგომარეობა (როგორც ღერო, ასევე ვარჯი) და საექსპერტო დასკვნის შესაბამისად მინიჭებული ნუმერაცია;
ვ) დაავადებული/წვერხმელი მწვანე ნარგავების შემთხვევაში დასკვნას უნდა ერთვოდეს ლაბორატორიული კვლევის ამსახველი დოკუმენტი, ასეთის საჭიროებისას და დასაბუთება იმის თაობაზე, ექვემდებარება თუ არა აღნიშნული ხე-მცენარე გამოჯანსაღებას;
ზ) ჯანსაღი მწვანე ნარგავების შემთხვევაში ექსპერტის დასაბუთებული არგუმენტაცია ხე-მცენარის გადარგვისა და მისი გახარების შესაძლებლობის თაობაზე;
თ) წვერხმელი მწვანე ნარგავების შემთხვევაში – მწვანე ნარგავის რა ნაწილია ხმელი;
ი) საექსპერტო დასკვნა უნდა მოიცავდეს ტოპოგრაფიულ გეგმას, რომელზეც დატანილი უნდა იყოს საპროექტო ობიექტების სქემა (შენობა-ნაგებობები, გზა, პარკინგი, და სხვა) და საექსპერტო დასკვნაში აღწერილი მწვანე ნარგავები შესაბამისი ნუმერაციით, ასევე, ტოპოგრაფიულ გეგმაზე აღნიშნული უნდა იყოს საპროექტო შენობასა და მწვანე ნარგავებს შორის არსებული მანძილები.
მუხლი 4🔗. მშენებლობის ნებართვის მისაღებად წარდგენილი სანებართვო განაცხადისთვის თანდართული გამწვანების პროექტი
1. მშენებლობის ნებართვის მისაღებად წარდგენილი გამწვანების პროექტი უნდა მოიცავდეს:
ა) განაშენიანების დეტალური გეგმის არსებობის შემთხვევაში − ამ გეგმის ფარგლებში შეთანხმებულ გამწვანების პროექტს;
ბ) გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრულს ფართობს, გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობას და დახასიათებას (მათ შორის, ხნოვანება, გარშემოწერილობა, სიმაღლე), გამწვანების პროექტის დასრულების თარიღს, გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობისთვის პასუხისმგებელ პირს, ფოტომონტაჟის სახით მოცემულ გამწვანების პროექტის გამოსახულებას.
გ) დამატებითი საინფორმაციო დაფის ამსახველ ფოტოსურათებს, რომელზედაც მითითებულია ინფორმაცია სამშენებლო ობიექტზე გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრული ფართობის ათვისების, გამწვანების პროექტის ძირითადი ასპექტებისა და პარამეტრების შესახებ.
2. ეს მუხლი არ ვრცელდება ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებსა და იმ შენობა-ნაგებობების არქიტექტურულ პროექტებზე, რომელთა შეთანხმებაც მოთხოვნილია მიწის ნაკვეთის იმ ფუნქციურ ზონაში, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის.
3. სამშენებლო ნებართვის მფლობელმა, ნებართვის დადგენილი წესით გაცემიდან 10 დღის ვადაში არსებული საინფორმაციო დაფის გვერდით უნდა განათავსოს სხვა, დამატებითი საინფორმაციო დაფა, რომელზედაც უნდა მიეთითოს ინფორმაცია სამშენებლო ობიექტზე გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრული ფართობის ათვისების, გამწვანების პროექტის ძირითადი ასპექტებისა და პარამეტრების შესახებ (გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და იმ შენობა-ნაგებობების არქიტექტურული პროექტებისა, რომელთა შეთანხმებაც მოთხოვნილია მიწის ნაკვეთის იმ ფუნქციურ ზონაში, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის), კერძოდ:
ა) გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრული ფართობი;
ბ) გამწვანების პროექტის შეთანხმების თარიღი;
გ) გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობა და დახასიათება (მათ შორის, ხნოვანება, გარშემოწერილობა, სიმაღლე);
დ) გამწვანების პროექტის დასრულების თარიღი;
ე) ინფორმაცია გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობისთვის პასუხისმგებელი პირის შესახებ;
ვ) გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლის ხანგრძლივობა;
ზ) შეთანხმებული გამწვანების პროექტის მაკეტი ან/და გამოსახულება ფოტომონტაჟის სახით.
მუხლი 5🔗. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებით გათვალისწინებული დაგეგმილი გამწვანების პროექტი
1. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებით გათვალისწინებულია დაგეგმილი გამწვანების პროექტის წარდგენა, მასში უნდა აღიწეროს სავარაუდო გამწვანების პროექტი.
2. დაგეგმილი გამწვანების პროექტი უნდა მოიცავდეს:
ა) ინფორმაციას დაგეგმილი გამწვანების შესახებ, რომელშიც აღწერილია სავარაუდო გამწვანების პროექტი. გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა;
ბ) ექსპერტის დასკვნას მიწის ნაკვეთზე არსებული მწვანე ნარგავის/ნარგავების აღწერისა და ხარისხობრივი შეფასების შესახებ;
გ) ტოპოგრაფიულ გეგმას, რომელზედაც აღნიშნულია მწვანე ნარგავები ექსპერტის დასკვნით მინიჭებული ნომრების მიხედვით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები არ მოითხოვება იმ ფუნქციურ ზონაზე, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის.
დანართი 2
ქარელის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობების სია
№
სახელწოდება ქართულად
სახელწოდება ლათინურად
ფოთლოვანი ხეები
იფანი ჩვეულებრივი
Fraxinus excelsior
იფანი გრძელფოთოლა
Fraxinus coriariaefolia
ცაცხვი კავკასიური
Tilia caucasica
ცაცხვი წვრილფოთოლა (გულფოთოლა)
Tilia cordata
ცაცხვი უნგრული
Tilia tomentosa
ნეკერჩხალი მინდვრის
Acer campestre
ნეკერჩხალი „დიადი ბოყვი“
Acer velutinum
ნეკერჩხალი - ქორაფი
Acer cappadocicum
ნეკერჩხალი -ქართული
Acer ibericum
ირმის რქა
Lagestroemia indica
დეკორატიული ვაშლის ხეები
Malus floribunda/malus cocinela
წითელი ტყემალი
Prunus cerasifera „Pisardii'
პანტა დეკორატიული (შანტაკლერის)
Pirus santakler
მელია
Melia azedarach
ფშატი ფორმირებული შტამზე
Elaeagnus ebbingei “Viveleg”
Elaeagnus pungens “Makulata”
ზეთისხილის ხე
Olea europaea
ძელქვა
Zelkowa carpinifolia
ცხენისწაბლი
Aesculus sp.
საკმლის ხე (საღსაღაჯი) ველური ფორმა
Pistacia mutica
საკმლის ხე (საღსაღაჯი) სელექციური ფსტა
Pistacia vera/atlantica
ნუში
Prunus amigdalus )Amigdalus communis, Prunus dulcis)
უნაყოფო თუთა/მტირალა ფორმა
Morus alba L. “Platanifolia”/Morus alba “Pendula”
უხრავი
Ostrya carpinifolia
თუთუბო
Rhus coriaria
კოწახური ჩვეულებრივი
Berberis vulgaris
ტყის ხურმა
Diospirus lotus
ბერყენა (სახოკიას)
Pirus salicifolia
კუნელი
Crataegus caucasica
ბროწეული ტყის
Punica granatum
მაჟალო
Malus orientalis
ჭადარი აღმოსავლური
Platanus orientalis
მტირალა ტირიფი
Salix babylonica
წიწვოვანი ხეები
კვიპაროსი მარადმწვანე პირამიდალური
Cupressus sempervirens pyramidalis
კვიპაროსი მარადმწვანე ჰორიზონტალური
Cupressus sempervirens var. horizantalis
არიზონული კვიპაროსი
Cupressus arizonica
ჰიმალაის კედარი
Cedrus deodara
ატლასის კედარი
Cedrus atlantica
ელდარის ფიჭვი
Pinus eldarica
შავი ფიჭვი
Pinus nigra
უთხოვარი
Taxsus baccata
ვერცხლისფერი ნაძვი
Picea pungens glauca
ფოთლოვანი ბუჩქები და მრავალწლიანი ბალახები
კოლხური ბზა
Buxsus sempervirens
წვრილფოთოლა ბზა
Buxus microphylla
იაპონური ფშატი
Elaeagnus x ebbingei “Limelight”
ფოტინია წითელი
Photinia x fraseri “red Robin”
ფოტინია მწვანე დიდი, ღობის
Fhotinia serrulata
მარადმწვანე ძახველი პირამიდული მაღალი
Vibrunum lucidium
სურნელოვანი ძახველი
Vibrunum tinus
მარადმწვანე, პრიალაფოთლებიანი ძახველი
Vibrunum lucidium
ცხრატყავა
Lonicera sp.
ჩიტავაშლა
Pjracantha coccinea
ჭყორი ჭრელფოთოლა
Ilex aquifolium
ფიტოსპორუმი წვრილფოთოლა
Pittosporum tobira “Nana”
ფიტოსპორუმი საბორდიურე
Pittosporum tobira
კვიდო (ლიგუსტრუმი) მარადმწვანე
Ligustrum lucidium”variegate”
ოლეანდრა ბუჩქად ფორმირებული
Nerium oleander
წყავი
Prunus laurocerasus
ვარდი (სხვადასხვა ჯიში)
Rosa sp.
ნანდინა (სხვადასხვა ფორმა)
Nandina domestica, Nandina domestica “Firepower”
ჭანჭყატი
Euonjmus japonicus
კოწახური
Berberis vulgaris, Berberis thunbergi
იოლღუნი
Tamarix hohenackeri
თრიმლი
Cotinus coggygria
მხვიარა ბუჩქები და მრავალწლიანი ბალახები (მხვიარები)
გლიცინია
Wisteria sinensis
უსურვაზი
Parthenocissus tricuspidata
Parthenocissus quinquefolia
ტეკომა
Tecoma sp.
ცხრატყავა
Lonicera sp.
მარადმწვანე ჟასმინი, მხვიარა
Jasminum grandiflorum, Jasmunum fruticans, jasminum nudiflorum
წვრილფოთოლა სურო
Hedera helix
კატაბარდა
Clematis sp.
ლავანდა
Lavanluda angustifolia
როზმარინი
Rozmarinus officinalis
წივანა
Festuca sp.
მაჯაღვერი
Daphne mezereum
წიწვოვანი ბუჩქები
ტუია ნანა-ოქროსფერი
Thuja orientalis “Aurea Nana”
ტუია სმარაგდი
Thuja occidentalis “Smaragd”
ტუია ბრაბანტის
Thuja occidentalis “Brabant”
ტუია ოქროსფერი
Thuja occidentalis “Gold”
ბიოტა (ტუია) საბორდიურე
Thuja occidentalis “Biota”
ღვია ოქროსფერი
Juniperus x pfitzeriana “Mordigan Gold”
ღვია ვერცხლისფერი
Juniperus virginiana “Silver Spreader”
ღვია გართხმული
Juniperus horizontalis
ღვია „მყრალი“
Juniperus foetidissima
ღვია გრძელფოთოლა
Juniperus oblonga