“უმუშევართა სოციალური დაცვის, დასაქმების ხელშეწყობისა და ჯანმრთელობის დაცვის" 2005 წლის სახელმწიფო პროგრამების შესრულების ორგანიზაციის შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2005 წლის 2 მარტის №62/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.010.010.22.035.007.645
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №214/ნ
2005 წლის 19 აგვისტო
ქ. თბილისი
,,უმუშევართა სოციალური დაცვის, დასაქმების ხელშეწყობისა და ჯანმრთელობის დაცვის 2005 წლის სახელმწიფო პროგრამების შესრულების ორგანიზაციის შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2005 წლის 2 მარტის №62/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების, “საქართველოს საბიუჯეტო სისტემების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ,,უმუშევართა სოციალური დაცვის, დასაქმების ხელშეწყობისა და ჯანმრთელობის დაცვის 2005 წლის სახელმწიფო პროგრამების შესრულების ორგანიზაციის შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2005 წლის 2 მარტის №62/ნ ბრძანების (სსმ III, 2005 წ., №25, მუხ. 235) პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტით დამტკიცებულ ,,უმუშევართა სოციალური დაცვის, დასაქმების ხელშეწყობისა და ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამები და ძირითადი პრინციპები” (დანართი №1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
მე-5 თავის მე-18 მუხლის დაფინანსების მეთოდოლოგიის ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დაფინანსების მეთოდოლოგია
სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურების დაფინანსება განხორციელდება პროგრამით გათვალისწინებული მომსახურებისათვის გასაწევი ხარჯების შესაბამისად. პროგრამის შემსრულებელმა დაწესებულებამ პერსონალის შრომის ანაზღაურებისათვის სახსრები უნდა გახარჯოს მე-18 მუხლის განხორციელების მეთოდოლოგიის ნაწილში მოყვანილი ცხრილის I განაყოფის ,,ხელფასის ხარჯი” სავალდებულო დაცვით. იმავე ცხრილის II განაყოფში “სხვა ხარჯები” მითითებული დანახარჯებისათვის დაწესებულება მოიხმარს სახსრების დანარჩენ ნაწილს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდთან გაფორმებული კონკრეტული ხელშეკრულებით განსაზღვრული საერთო საფინანსო ლიმიტის ფარგლებში. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ხარჯები ქალაქებსა და რაიონებში განაწილებულია შემდეგნაირად:
თბილისი: 2 800,0 ათასი ლარი;
ბათუმი: 255,864 ათასი ლარი;
ქუთაისი: 318,360 ათასი ლარი;
სხვა რაიონები და ქალაქები: 5 683,9 ათასი ლარი.
პროგრამა ახალი ფორმატით ძალაში შევა 2005 წლის 26 მაისიდან.”
2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნების დღიდან.
ვ. მეგრელიშვილი
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი