ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, თმოგვის მეორე გასასვლელისთვის, ახალგორის ქუჩისთვის და ქართლის II შესახვევისთვის ახალგორის I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ

მიღების თარიღი 20.02.2024
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №80
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016847
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/02/2024
matsne.gov.ge 186 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ბათლომე ხუციშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და გუჯარეთის II ქუჩის მონაკვეთისთვის მომღერლის მაია თომაძის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 94% 25.08.2023 ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ნავთლუღის დასახლების I შესახვევისთვის, ნავთლუღის დასახლების II შესახვევისთვის და ერთი გასასვლელისთვის ფსიქიატრის, აკადემიკოს ბიძინა ნანეიშვილის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 94% 01.10.2020 ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, მელაანის I შესახვევისთვის, მასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და გუჯარეთის II ქუჩის მონაკვეთისთვის სპორტსმენის დავით ციმაკურიძის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 93% 25.08.2023 ქ.თბილისში, მთაწმინდის რაიონში, კოჯორში, ვაჟა-ფშაველას ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ჩიხისთვის ეკატერინე ჩოლოყაშვილის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 93% 25.01.2019 ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ლიბანის შესახვევისთვის, მიხაკო წერეთლის ქუჩის მონაკვეთისთვის, მასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და ჩიხებისთვის მაყვალა მრევლიშვილის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 93% 24.02.2026

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, თმოგვის მეორე გასასვლელისთვის, ახალგორის ქუჩისთვის და ქართლის II შესახვევისთვის ახალგორის I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №80 2024 წლის 20 თებერვალი ქ. თბილისი ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, თმოგვის მეორე გასასვლელისთვის, ახალგორის ქუჩისთვის და ქართლის II შესახვევისთვის ახალგორის I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ   საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: 1. ნაძალადევის  რაიონში, თმოგვის მეორე გასასვლელს მიენიჭოს  ახალგორის ქუჩის  სახელი, თანდართული რუკის თანახმად. 2. ნაძალადევის  რაიონში, ქართლის II შესახვევს მიენიჭოს ახალგორის I ჩიხის სახელი, თანდართული რუკის თანახმად. 3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქართლის II შესახვევის  სახელდებასთან დაკავშირებით მოქმედი ყველა გადაწყვეტილება. 4. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება. 5. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი, №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით. საკრებულოს თავმჯდომარე                                                           გიორგი ტყემალაძე