„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური ნორმატივებისა და მათი ჩაბარების წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 9 იანვრის №02 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№35
სარეგისტრაციო კოდი
120170050.22.026.017212
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/03/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს თავდაცვის  მინისტრის 

ბრძანება  №35

2024 წლის 6 მარტი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური ნორმატივებისა და მათი ჩაბარების წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 9 იანვრის №02 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური ნორმატივებისა და მათი ჩაბარების წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 9 იანვრის №02 ბრძანებით (ვებგვერდი, 11/01/2017, სარეგისტრაციო კოდი: 120170050.22.026.016454) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-5 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საკვალიფიკაციო ფიზიკური ნორმატივების შესრულებაში მიიღებს უარყოფით შეფასებას, კანონმდებლობით დადგენილი წესით ეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა და იგი ვალდებულია მისი ჩაუბარებლობიდან არაუმეტეს ერთი თვის ვადაში გადააბაროს აღნიშნული ნორმატივები. პირველი გადაბარებისას უარყოფითი შედეგის მიღება იწვევს კანონმდებლობით განსაზღვრული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას და სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია პირველი გადაბარებიდან არაუმეტეს ერთი თვის ვადაში კვლავ გადააბაროს იგი. მეორე გადაბარებისას უარყოფითი შედეგის მიღება ასევე იწვევს კანონმდებლობით განსაზღვრული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას. სამხედრო მოსამსახურეს, რომელსაც საკვალიფიკაციო ფიზიკური ნორმატივების მეორე გადაბარებისას დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, მისი მოქმედების პერიოდში, უფლება აქვს სურვილის შესაბამისად კვლავ გადააბაროს საკვალიფიკაციო ფიზიკური ნორმატივები, ამ შემთხვევაში ფიზიკური ნორმატივების შეუსრულებლობა დამატებით არ იწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, ხოლო თუ სამხედრო მოსამსახურემ ფიზიკური ნორმატივები ჩააბარა, მას უნდა მოეხსნას საკვალიფიკაციო ფიზიკური ნორმატივების შეუსრულებლობისათვის დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ყველა ზომა. ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება იუნკერზე და ოფიცერთა საკანდიდატო კურსის მსმენელზე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ჩიქოვანი