გარდამავალ პერიოდში საკონტეინერო მოსაკრებლის გადახდის ადმინისტრირების შესახებ

მიღების თარიღი 29.02.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №56
სარეგისტრაციო კოდი 210020010.10.003.024448
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/03/2024
matsne.gov.ge 395 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

წალკის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების, მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციისა და მოსაკრებლის გადახდის ქვითრის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 02.07.2018 ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე 89% 01.02.2017 საქართველოს საბაჟო კოდექსი საქართველოს კანონი 89% 28.06.2019 სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 89% 12.01.2021 სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 89% 24.12.2021

დოკუმენტის ტექსტი

გარდამავალ პერიოდში საკონტეინერო მოსაკრებლის გადახდის ადმინისტრირების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №56 2024 წლის 29 თებერვალი    ქ. თბილისი გარდამავალ პერიოდში საკონტეინერო მოსაკრებლის გადახდის ადმინისტრირების შესახებ მუხლი 1🔗 „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის 17​8 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საკონტეინერო მოსაკრებლის გადახდის წესი, პერიოდულობა და ვადა“. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2024 წლის 1 თებერვლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე საკონტეინერო მოსაკრებლის გადახდის წესი, პერიოდულობა და ვადა მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. „საკონტეინერო მოსაკრებლის გადახდის წესი, პერიოდულობა და ვადა“ (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ საზღვაო ნავსადგურში შემოტანილი ან საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საზღვაო ნავსადგურიდან გასატანი საქონლით დატვირთულ კონტეინერზე საკონტეინერო მოსაკრებლის გადახდის წესს, პერიოდულობასა და ვადას. 2. საკონტეინერო მოსაკრებლის (შემდგომში – მოსაკრებელი) გადახდის ვალდებულება ეკისრება საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ საზღვაო ნავსადგურში შემოტანილი ან საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საზღვაო ნავსადგურიდან გასატანი საქონლით დატვირთული კონტეინერის გადამზიდავს (შემდგომში – გადამზიდავი). 3. ამ წესის მიზნებისთვის, გადამზიდავად განიხილება პირი, რომლის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არის საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ საზღვაო ნავსადგურში შემოტანილი ან საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საზღვაო ნავსადგურიდან გასატანი საქონლით დატვირთული კონტეინერი. 4. მოსაკრებელი გადაიხდევინება შესაბამისი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული ოდენობით, რომელიც 1 კონტეინერისთვის 30 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. ამასთანავე, შესაბამისი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო ვალდებულია, მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისთანავე დაუყოვნებლივ მიაწოდოს აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია სსიპ – შემოსავლების სამსახურს (შემდგომში – შემოსავლების სამსახური). 5. ამ დადგენილებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებას უზრუნველყოფს უშუალოდ გადამზიდავი ან მისი წარმომადგენელი. მუხლი 2🔗. მოსაკრებლის გადახდის პერიოდულობა და ვადა გადამზიდავი ვალდებულია, მოსაკრებელი გადაიხადოს: ა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლით დატვირთულ კონტეინერზე – საქონლით დატვირთული კონტეინერის საზღვაო ნავსადგურიდან გატანამდე ან საზღვაო ნავსადგურში კონტეინერის გახსნამდე (კონტეინერის გახსნის შემთხვევაში); ბ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონლით დატვირთულ კონტეინერზე – სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებით კონტეინერის რეგისტრაციამდე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კონტეინერი არ არის სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებით რეგისტრირებული – საქონლით დატვირთული კონტეინერის გემზე დატვირთვამდე. მუხლი 3🔗. მოსაკრებლის გადახდის შესახებ ინფორმაციის წარდგენა გადამზიდავი ვალდებულია, მოსაკრებლის გადახდის შესახებ ინფორმაცია შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს მიაწოდოს მასთან შეთანხმებული ფორმითა და წესით. მუხლი 4🔗. მოსაკრებლის გადახდისგან გათავისუფლება გადამზიდავი თავისუფლდება მოსაკრებლის გადახდისგან იმ კონტეინერისთვის, რომლითაც: ა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ იქნა მხოლოდ შემდეგი საქონელი: ა.ა) სტიქიური უბედურების, ავარიისა და კატასტროფის ლიკვიდაციის, აგრეთვე ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით გადაადგილებული საქონელი; ა.ბ) უცხო ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების ოფიციალური სარგებლობისთვის, აგრეთვე ამ წარმომადგენლობების დიპლომატიური პერსონალისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრები ოჯახის წევრების ჩათვლით) პირადი სარგებლობისთვის განკუთვნილი საქონელი; ბ) საქონლის საზღვაო გზით ტრანსპორტირება 2024 წლის 1 თებერვლამდე დაიწყო და რომელიც საზღვაო ტრანსპორტით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ იქნა არა უგვიანეს 2024 წლის 30 აპრილისა.