ახალგორის მუნიციპალიტეტში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №7 |
|
2024 წლის 4 მარტი სოფ. წეროვანი |
|
ახალგორის მუნიციპალიტეტში სტაჟირების გავლის წესი
ზოგადი დებულება
1. ,,ახალგორის მუნიციპალიტეტში სტაჟირების გავლის წესი“ ,,საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 15 მაისის №177 დადგენილების საფუძველზე განსაზღვრავს მუნიციპალიტეტში სტაჟირების გავლის წესსა და პირობებს.
2. ამ წესის მოქმედება ვრცელდება ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატზე, გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებსა და ტერიტორიულ ორგანოებზე, ახალგორის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებზე.
1. სტაჟირების მიზანი:
ა) დასაქმების ხელშეწყობა, მაღალკვალიფიციური საჯარო მოსამსახურის აღზრდა;
ბ) სტაჟიორის მიერ პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების შეძენა;
გ) სტაჟიორის მიერ მუშაობის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება;
დ) საჯარო დაწესებულებებისათვის კვალიფიციური ადამიანური რესურსის მომზადება;
ე) სტაჟიორისათვის საჯარო სამსახურში არსებული ეთიკური ნორმებისა და პრინციპების გაზიარება;
ვ) საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი პოლიტიკის გატარების ხელშეწყობა ,საჯარო დაწესებულების მხარდაჭერა დამატებითი მოხალისე ძალით;
ზ) პროფესიული გამოცდილების შეძენის გზით სამოქალაქო ინტერგრაციის ხელშეწყობა საქართველოში მცხოვრები დევნილი მოსახლეობისათვის ეთნიკური უმცირესობის იმ წარმომადგენლებისათვის, რომლებსაც გავლილი აქვთ ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა.
1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სტაჟირება – საჯარო დაწესებულებაში სამუშაოს შესრულება შრომის ანაზღაურე-ბის სანაცვლოდ, რომლის მიზანია პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების შეძენა, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება და კვალიფიკაციის ამაღლება საჯარო დაწესებულებისათვის კვალიფიციური ადამიანური რესურსის მოსამზადებლად;
ა1 ) სტაჟიორი – პირი, რომელიც საჯარო დაწესებულებაში საქმიანობას ახორციელებს კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების მიღების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენის მიზნით;
ბ) საჯარო დაწესებულება – „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მესამე მუხლის ,,კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჯარო დაწესებულება;
გ) სტაჟიორის კონკურსი – საჯარო დაწსებულების ხელმძღვანელის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილების საფუძველზე ამ წესის შესაბამისად სტაჟიორის შესარჩევად გამოცხადებული კონკურსი;
დ) სტაჟირების მსურველი პირი – პირი, რომელსაც სურს სტაჟირების გავლა ამ წესის შესაბამისად და წარდგენილი აქვს განცხადება საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის მიზნით;
ე) ცნობა – დოკუმენტი, რომელიც გაიცემა ახალგორის მუნიციპალიტეტის მიერ სტაჟირების შეწყვეტის ან დასრულების შემთხვევაში და ასახავს სტაჟიორის მიერ ფაქტობრივად განვლილი სტაჟირების ხანგრძლივობას ან/და ინფორმაციას სტაჟირების გავლის შესახებ;
ვ) სტაჟიორის მენტორი – სტაჟიორისათვის ხელმძღვანელის ან საამისოდ უფლებამო-სილი პირის მიერ განსაზღვრული საჯარო მოსამსახურე , რომელიც ეხმარება სტაჟი-ორს პროფესიული ცოდნა-გამოცდილების შეძენასა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაში.
ზ) საჯარო მოსამსახურე – „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურე, მათ შორის, ამ წესის მიზნებისათვის საჯარო სამართლის იურიდიულ პირში დასაქმებული პირი;
თ) სტაჟიორის შრომის ანაზღაურება – ანაზღაურება, რომელსაც საჯარო დაწესებულების გადაწყვეტილებით სტაჟიორი იღებს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სტაჟირების გავლის პერიოდში.
სტაჟიორის მიღება
1. სტაჟიორად მიიღება საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) იცის ქართული ენა;
ბ) სწავლობს უმაღლესი განათლების პირველ, მეორე ან მესამე საფეხურზე ან/და დასრულებული აქვს უმაღლესი განათლების ერთ-ერთი საფეხური, ასევე არის პროფესიული სტუდენტი ან პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებული.
2. სტაჟიორად არ მიიღება:
ა) განზრახ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი;
ბ) საჯარო სამსახურიდან დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის გათავისუფლებული პირი, თუ დისციპლინური გადაცდომის ჩადენიდან არ გასულა ერთი წელი;
გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობის წარუდგენლობის შემთხვევაში ან, თუ წარდგენილი ნარკოლოგიური ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს;
დ) თუ სტაჟირების მსურველი პირის იმავე საჯარო დაწესებულებაში გავლილი სტაჟირების საერთო ვადა შეადგენს 12 თვეს.
3. გარდა ამ მოთხოვნებისა, საჯარო დაწესებულებას შეუძლია სტაჟიორისთვის დაადგინოს სხვა მოთხოვნები.
პირი სტაჟორად მიიღება კონკურსის წესით, რაც გულისხმობს სტაჟირების მსურველი პირებისაგან საუკეთესოს შერჩევას განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის გზით, კომპეტენციის, ცოდნის, მოტივაციის შეფასების საფუძველზე.
1. სტაჟიორის კონკურსი ცხადდება საჯარო დაწესებულების ან საამისოდ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილების საფუძველზე.
2. საჯარო დაწესებულება კონკურსს აცხადებს სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით.
3. საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია სტაჟიორის შესარჩევი კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაცია განათავსოს საჯარო დაწესებულების ვებგვერდზე, სოციალურ ქსელსა და ბეჭდვით ორგანოში.
სტაჟიორის შესარჩევი კონკურსი ეფუძნება კანონიერების, კანონის წინაშე თანასწორობის, ეფექტიანობის, მიუკერძოებლობის, საჯარო სამსახურის თანაბარი ხელმისაწვდომობის, ანგარიშვალდებულების, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის, გამჭვირვალობის, ღიაობისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით აღიარებულ სხვა პრინციპებს.
სტაჟიორის კონკურსის ეტაპებია:
ა) სტაჟირების მსურველი პირის მიერ წარდგენილი განაცხადის განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;
ბ) სტაჟირების მსურველი პირის შეფასება;
გ) შედეგების გამოცხადება.
1. სტაჟიორის კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) შესაბამისი საჯარო დაწესებულების დასახელება;
ბ) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დასახელება, სადაც კონკურსი ცხადდება;
გ) კანდიდატის მიმართ წაყენებული მოთხოვნები;
დ) სტაჟიორისთვის განსაზღვრული ფუნქციები;
ე) განცხადებისა და სხვა აუცილებელი დოკუმენტების ჩამონათვალი, მათი წარდგენის ვადა;
ვ) საჯარო დაწესებულების მისამართი;
ზ) კონკურსის ეტაპები.
თ) ინფორმაცია შრომის ანაზღაურების შესახებ.
2. შესაბამისი საჯარო დაწესებულების გადაწყვეტილებით კონკურსის შესახებ შეტყობინებაში შეასაძლოა აისახოს სხვა ინფორმაცია.
3. საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია სტაჟიორის კონკურსის შესახებ შეტყობინებაში შეიტანოს ტექნიკური ხასიათის შესწორება და არსებითი ხასიათის ცვლილება.
1. სტაჟიორის კონკურსში მონაწილეობის მსურველი პირი განაცხადს წარადგენს მხოლოდ ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრაციული ვებგვერდის მეშვეობით.
2. სტაჟირების მსურველი პირი ვალდებულია საჯარო დაწესებულებას მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია და დოკუმენტები საკონკურსო მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ.
3. სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მსურველ პირს განაცხადის წარსადგენად ეძლევა არანაკლებ 3 და არაუმეტეს 15 კალენდარული დღე.
4. კონკურსში მონაწილეობის მსურველ პირს უფლება აქვს შეიტანოს ცვლილება განაცხადში მისი წარდგენისათვის გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე.
სტაჟირების მსურველი პირის მიერ წარდგენილი განაცხადის განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას უზრუნველყოფს შესაბამისი საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეული განაცხადის მიღების ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა, რაც წარედგინება სტაჟირების მსურველი პირის შეფასებაზე უფლებამოსილ კომისიას/პირს.
1. სტაჟირების მსურველი პირი ,რომლის მიერ წარდგენილი განაცხადი განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისია ,ექვემდებარება შეფასებას.
2. სტაჟირების მსურველი პირის შეფასება ხდება გასაუბრების საფუძველზე.
3. საჯარო დაწესებულების გადაწყვეტილებით შეფასებისათვის შესაძლებელია გამოყენებული იქნას წერითი ან/და ზეპირი დავალება.
4. სტაჟირების მსურველი პირის შეფასებას ახორციელებს საჯარო დაწესებულებების ხელმძღვანელის მიერ შექმნილი კომისია, რომლის შემადგენლობაში სავალდებულოა შედიოდეს ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის წარმომადგენელი, იმ სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენელი ,სადაც კონკურსი ტარდება, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული კომისიის სხვა წევრები, ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული საქმიანობისა და გადაწყვეტილების მიღების წესის შესაბამისად.
5. საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი უფლებამოსილია სტაჟირების მსურველი პირის შეფასება კომისიის ნაცვლად დაავალოს ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის წარმომადგენელს ან იმ სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენელს, რომელშიც უნდა შეირჩეს სტაჟიორი.
1. სტაჟიორის კონკურსის შედეგების საფუძველზე საუკეთესო კანდიდატის სტაჟიორად შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შეფასებაზე უფლებამოსილი კომისია/პირი.
2. შეფასებაზე უფლებამოსილი კომისია/პირი წერილობითი ხელშეკრულების გაფორმების მიზნით საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს წარუდგენს შერჩეულ კანდიდატს.
3. სტაჟიორის კონკურსის შედეგები აისახება ბიუროს ვებგვერდის შესაბამის მოდულში მისი დასრულებიდან (შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან) ერთი კვირის განმავლობაში.
თუ კონკურსის წესით შერჩეული სტაჟირების მსურველი პირი უარს განაცხადებს სტაჟიორად მიღებაზე, ამ წესის მე-12 მუხლის მეოთხე პუნქტით განსაზღვრული კომისია ან ამ წესის მეთორმეტე მუხლის მეხუთე პუნქტით განსაზღვრული პირი უფლებამოსილია იმსჯელოს სტაჟირების მსურველი სხვა პირის სტაჟიორად მიღების საკითხზე ან მიიღოს გადაწყვეტილება სტაჟიორის კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ, რაც ფორმდება ოქმით.
1. სტაჟიორის კონკურსი ჩაშლილად ცხადდება თუ:
ა) კონკურსში მონაწილეობისათვის განაცხადი არ იქნა წარდგენილი;
ბ) შეფასების შედეგად ვერ შეირჩა სტაჟიორი;
გ) სტაჟიორობის კონკურსგავლილმა პირმა უარი განაცხადა სტაჟიორად მიღებაზე და უფლებამოსილი კომისიის/პირის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ.
2. საჯარო დაწესებულება რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის სხვა ორგანიზაციასთან შერწყმის ან სხვა გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზის არსებობის შემთხვევაში უფლებამოსილია შეწყვიტოს სტაჟიორის გამოცხადებული კონკურსი ნებისმიერ ეტაპზე, სტაჟირების მსურველი პირისათვის საბოლოო გადაწყვეტილების გაცნობამდე.
3. საჯარო დაწესებულება ვალდებულია კონკურსის შეწყვეტის შესახებ დასაბუთებული გადაწყვეტის შესახებ შეატყობინოს სტაჟირების მსურველ პირებსა და ბიუროს.
საჯარო დაწესებულების ,მისი სტრუქტურული ერთეულის სტაჟიორის, მენტორის, სტაჟირების მსურველი პირის, სტაჟიორის უფლება- მოვალეობანი
საჯარო დაწესებულების უფლება-მოვალეობებია:
ა) შეუქმნას სტაჟიორს უსაფრთხო გარემო და სათანადო პირობები პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად;
ბ) განუსაზღვროს სტაჟიორს მენტორი;
გ) გამოვლენილი ხარვეზის შესახებ სტაჟიორის წერილობითი მიმართვისას მიიღოს ზომები ხარვეზის შესწავლისა და გადაწყვეტის მიზნით;
დ) სტუდენტის აქტიური სტატუსის მქონე სტაჟიორის მოთხოვნის შემთხვევაში სწავლის პროცესთან სტაჟირების ინტეგრირების მიზნით დაუდგინოს მას სტაჟირების სპეციალური გრაფიკი.
საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის სტრუქტურული ერთეულის უფლება- მოვალეობებია:
ა)გამოაცხადოს სტაჟიორის კონკურსი ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე;
ბ) დაადგინოს სტაჟირების მსურველი პირების მიერ წარდგენილი განცხადების განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობა;
გ) განსაზღვროს წარმომადგენელი სტაჟირების მსურველი პირის ამ წესის შესაბამისად შეფასების მიზნით;
დ) ასახოს სტაჟიორის კონკურსის შედეგების შესახებ ინფორმაცია ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე;
ე) უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულების ინფორმირება სტაჟირების მნიშვნელობის შესახებ, ამ პროცესში მათი მონაწილეობის თაობაზე;
ვ) უზრუნველყოს სტაჟიორის ადაპტაციის პროცესი და საჯარო დაწესებულებაში საქმიანობის მარეგულირებელი სავალდებულო დოკუმენტაციის გაცნობა.
სტაჟიორის მენტორის უფლება-მოვალეობებია:
ა) გაუწიოს კოორდინაცია სტაჟიორს/სტაჟიორთა ჯგუფს;
ბ) განუსაზღვროს სტაჟიორს დავალებები, გააცნოს დავალებების სპეციფიკა, მნიშვნელობა, მოსალოდნელი შედეგები;
გ) გაუწიოს მონიტორინგი სტაჟიორის მიერ სამუშაოს შესრულების პროცესს, შეაფასოს სტაჟიორის მიერ შესრულებული სამუშაო;
დ) მისცეს სტაჟიორს რეკომენდაციები, ინსტრუქციები, იზრუნოს მის პროფესიულ განვითარებაზე, მიაწოდოს თეორიული მასალა, შეუქმნას მას სამუშაო გარემო.
სტაჟირების მსურველი პირის უფლება-მოვალეობანი:
ა) გაეცნოს სტაჟირების კონკურსის შესაბამის შეტყობინებაში მითითებულ ინფორმაციას და კონკურში მონაწილეობის მიზნით წარადგინოს ელექტრონული განაცხადი ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე;
ბ) შეიტანოს ცვლილება გაკეთებულ განაცხადში საჯარო დაწესებულების მიერ განაცხადის წარდგენისათვის განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე;
დ) გაასაჩივროს კონკურსის შედეგები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
1. სტაჟიორის უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება სტაჟირების ხელშეკრულებით;
2. სტაჟიორს უფლება აქვს მენტორის თანხმობით:
ა) გაეცნოს საჯარო დაწესებულების, მისი სტრუქტურული ერთეულის მუშაობის სპეციფიკას, კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა საკითხზე გადაწყვეტილებების მომზადების პროცესში;
ბ) გაეცნოს სამსახურის დოკუმენტაციას, ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ელექტრონული საშუალებით და სხვა)
გ) დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს საჯარო დაწესებულების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში.
3. სტაჟიორი უფლებამოსილია:
ა) მოითხოვოს უსაფრთხო გარემოსა და სათანადო პირობების შექმნა პროფესიული უნარ -ჩვევებისა და პარაქტიკული გამოცდილების შესაძენად;
ბ) შეატყობინოს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს სტაჟირებისას გამოვლენილი ხარვეზების შესახებ დასაბუთებული, წერილობითი ფორმით;
გ) პირადი განცხადების საფუძველზე მოითხოვოს სტაჟირების შეწყვეტა.
სტაჟიორთა სავალდებულო კვოტა და სტაჟირების ვადა, სტაჟირების ანაზღაურება
1.მუნიციპალიტეტში სტაჟიორთა რიცხოვნებას ,,საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განსაზღვრავს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი და იგი არ უნდა აღემატებოდეს საჯარო დაწესებულების მთლიანი საშტატო რიცხოვნების 10%-ს.
1. მუნიციპალიტეტში სტაჟირება ცხადდება წელიწადში ერთხელ მაინც.
2. პირის ერთსა და იმავე საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის ვადაა არანაკლებ ერთი და არაუმეტეს 12 თვე, რაც მას ხელს არ უშლის შესაბამისი ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ გახდეს სხვა საჯარო დაწესებულების სტაჟიორი.
3. სტაჟიორს უფლება აქვს ერთსა და იმავე საჯარო დაწესებულებაში სტაჟირება რამდენჯერმე გაიაროს, თუმცა სტაჟირების გავლის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს.
4. სტაჟიორისა და მუნიციპალიტეტის შეთანხმებით შესაძლებელია სტაჟირების გაგრძელება, თუმცა სტაჟირების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს.
1. სტაჟიორს სტაჟირების გავლის პერიოდში მიეცემა შრომის ანაზღაურება ,,საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
2. ახალგორის მუნიციპალიტეტში სტაჟიორის შრომის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის 171 მუხლის მიხედვით და იგი არ უნდა აღემატებოდეს ამ კანონის მეორე დანართის მეორე ცხრილის მიხედვით საჯარო დაწესებულების მესამე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის თანამდებობისათვის დადგენილი მესამე სახელფასო კოეფიციენტის შესაბამისი თანამდებობრივი სარგოს ოდენობას.
3. სტაჟიორს სახელფასო დანამატი და ფულადი ჯილდო არ მიეცემა.
სტაჟირების შეჩერება, შეწყვეტა და დასრულება
1. მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია სტაჟირების ვადის შეჩერება.
2. სტაჟირების გაგრძელება შესაძლებელია შეჩერებული ვადით არაუმეტეს სტაჟირების საერთო 12 _თვიანი ვადისა.
1. სტაჟიორთან დადებული ხელშეკრულება წყდება:
ა) სტაჟიორის პირადი განცხადების საფუძველზე;
ბ) ხელშეკრულების ვადის გასვლისას;
გ) საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით;
დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 107_ე მუხლის პირველი პუნქტის „ა-ე“ და „თ-კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობისას.
2. სტაჟირების შეწყვეტის შემთხვევაში საჯარო დაწესებულება გასცემს ცნობას, სადაც აისახება ფაქტიურად გავლილი სტაჟირების პერიოდი, რომელიც სტაჟიორს ჩაეთვლება საერთო სტაჟში.
1. სტაჟირების პერიოდის დასრულების შემდგომ საჯარო დაწესებულება გასცემს ცნობას პირის მიერ სტაჟირების გავლის თაობაზე.
2. აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისათვის შესაძლებელია სტაჟირება აისახოს სტუდენტის სასწავლო კრედიტების რაოდენობაში.