სახელმწიფო ტყეში დასაქმებული პირების თანამდებობათა რანგირებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ
მიღების თარიღი 19.04.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-452
სარეგისტრაციო კოდი 390050000.22.023.016862
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/04/2024
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.04.2024 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია | საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განვითარების სამმართველოს მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციის და მათზე რეაგირების მიზნით სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა სამსახურში მისაღებად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში თანამდებობების დასაკავებლად საჭირო დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო ტყეში დასაქმებული პირების თანამდებობათა რანგირებისა და საკვალიფიკაციო
მოთხოვნების დადგენის შესახებ
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №2-452
2024 წლის 19 აპრილი
ქ. თბილისი
სახელმწიფო ტყეში დასაქმებული პირების თანამდებობათა რანგირებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ
საქართველოს ტყის კოდექსის 95-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ
:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული „სახელმწიფო ტყეში დასაქმებული პირების თანამდებობათა რანგირებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნები“.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიოთარ შამუგია
სახელმწიფო ტყეში დასაქმებული პირების თანამდებობათა რანგირებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. სახელმწიფო ტყეში დასაქმებული პირების თანამდებობათა რანგირებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნები (შემდგომში – მოთხოვნები) განსაზღვრავს სახელმწიფო ტყეში დასაქმებული მეტყევისა და სატყეო საქმის სპეციალისტის (შემდგომ – დასაქმებული პირი) თანამდებობათა რანგირებასა და საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
2. ამ მოთხოვნების მიზანია სახელმწიფო ტყეში დასაქმებული პირების კარიერული განვითარების სწორად დაგეგმვა, მათი მოტივაციის ზრდა და პროფესიული უნარ-ჩვევებისა და კვალიფიკაციის ამაღლება.
3. დასაქმებულ პირს რანგი ენიჭება კანონიერებისა და სამართლიანობის, ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის, პროფესიონალიზმისა და კომპეტენტურობის პრინციპების დაცვით.
მუხლი 2🔗. მეტყევისა და სატყეო საქმის სპეციალისტის თანამდებობათა რანგირება და საკვალიფიკაციო ზოგადი მოთხოვნები
1. მეტყევისა და სატყეო საქმის სპეციალისტის თანამდებობათა რანგირება:
ა) თითოეული თანამდებობა შეესაბამება თითოეულ კარიერულ საფეხურს და ნაწილდება შემდეგ იერარქიულ რანგებში:
ა.ა) პირველი რანგი – მეტყევე, ტყის სფეროში შესაბამისი უმაღლესი განათლებით (მაგისტრატურის ხარისხით);
ა.ბ) მეორე რანგი – მეტყვე, ტყის სფეროში შესაბამისი უმაღლესი განათლებით (სულ მცირე ბაკალავრის აკადემიური ხარისხი);
ა.გ) მესამე რანგი – სატყეო საქმის სპეციალისტი, რომელსაც აქვს შესაბამისი პროფესიული კვალიფიკაცია.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ იერარქიულ რანგებში მეტყევისა და სატყეო საქმის სპეციალისტის თანამდებობები ნაწილდება თითოეულის თანამდებობის ფუნქციების შესაბამისად, შემდეგი ფაქტორების მიხედვით:
ა) პასუხისმგებლობა;
ბ) მოვალეობათა შესრულების სირთულე;
გ) კომპეტენციები;
დ) კვალიფიკაცია;
ე) სამუშაო გამოცდილება.
მუხლი 3🔗. მეტყევისა და სატყეო საქმის სპეციალისტის საკვალიფიკაციო მოთხოვნები
1. მეტყევისა და სატყეო საქმის სპეციალისტის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) მეტყევე შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს ტყის სფეროში შესაბამისი უმაღლესი განათლება (სულ მცირე ბაკალავრის აკადემიური ხარისხი);
ბ) სატყეო საქმის სპეციალისტი შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი პროფესიული კვალიფიკაცია.
2 სახელმწიფო ტყეში დასაქმებულ პირთა რანგირების მინიჭებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და სახელფასო დანამატები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.