“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ” “საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის №368 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ”

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№877
სარეგისტრაციო კოდი
010.240.020.22.034.007.666
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 102, 31/08/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.020.22.034.007.666

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №877

2005 წლის 26 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 25 აპრილის №368 ბრძანებაში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა” და „ნ” ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 25 აპრილის №368 ბრძანებით (სსმ III, 25.04. 2005 წ., №49 მუხ.510) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დებულების მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 11

მთავარი სამმართველოს სტრუქტურული ერთეულებია:

ა) მთავარი სამმართველოს აპარატი;

ბ) სისხლის სამართლის სამძებრო სამმართველო;

გ) კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის სამსახური;

დ) სამეურნეო და ფინანსური უზრუნველყოფის სამსახური;

ე) სადღეღამისო ჯანპუნქტი;

ვ) საორგანიზაციო-ანალიტიკური განყოფილება;

ზ) გლდანი-ნაძალადევის შს სამმართველო;

თ) დიდუბე-ჩუღურეთის შს სამმართველო;

ი) ვაკე-საბურთალოს შს სამმართველო;

კ) ისანი-სამგორის შს სამმართველო;

ლ) მთაწმინდა-კრწანისის შს სამმართველო.“.

2. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-17 მუხლი:

    „მუხლი 17

საორგანიზაციო-ანალიტიკური განყოფილების ფუნქციებია:

ა) მთავარი სამმართველოს საგამოძიებო დანაყოფებისადმი მეთოდური საორგანიზაციო და ანალიტიკური ფუნქციების განხორციელება;

ბ) მთავარი სამმართველოს საგამოძიებო დანაყოფებში სხვადასხვა დანაშაულთა გამოძიების მეთოდიკის შესწავლა და განზოგადება, პოზიტიური პრაქტიკის დანერგვა;

გ) მთავარ სამმართველოში არსებული საჭირო მონაცემების ინფორმაციულ ბანკში კონცენტრირება, სტატისტიკური ანგარიშების უზრუნველყოფა;

დ) მთავარი სამმართველოს საგამოძიებო დანაყოფების მოსამსახურეთა მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებების შესახებ სამინისტროს გენერალური ინსპექციისათვის ინფორმაციისა და შესაბამისი მასალების დაუყოვნებლივი მიწოდება;

ე) მთავარი სამმართველოს უფროსთან შეთანხმებით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო დაწესებულებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან თანამშრომლობა.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. მერაბიშვილი

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ” “საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის №368 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ”?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 26.08.2005.
როდის იქნა მიღებული “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ” “საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის №368 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ”?
“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ” “საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის №368 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ” მიღებულია 26.08.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №877. სარეგისტრაციო კოდი — 010.240.020.22.034.007.666.
რომელი დოკუმენტები უთითებენ “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ” “საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის №368 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ”-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ” “საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის №368 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ”-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.08.2005 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ” “საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის №368 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ”, №877, 26.08.2005, სარეგისტრაციო კოდი 010.240.020.22.034.007.666 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.08.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/61282/