საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.020.22.034.007.297
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №368
2005 წლის 25 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 29 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების მე-11 მუხლის ,,ნ” ქვეპუნქტისა და მე-18 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესრულების მიზნით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2004 წლის 26 აგვისტოს №464 ბრძანება.
3. ბრძანება ამოქმედდეს 2005 წლის 3 მაისიდან.
ი. მერაბიშვილი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს დ ე ბ უ ლ ე ბ ა
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1
ეს დებულება აწესრიგებს ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს (შემდგომში – მთავარი სამმართველო) მმართველობის სფეროს, უფლებამოვალეობებს და საქმიანობის ძირითად მიმართულებებს.
მუხლი 2.
1. მთავარი სამმართველო არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანო, რომელიც ქ. თბილისის თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან ერთობლივად ქ. თბილისის ტერიტორიაზე უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასა და დამნაშავეობასთან ბრძოლას.
2. მთავარი სამმართველო საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს სამინისტროს.
მუხლი 3.
მთავარი სამმართველოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, ,,ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ” და ,,საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონები, საქართველოს სისხლის სამართლისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, ეს დებულება და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტები.
მუხლი 4.
მთავარი სამმართველოს საქმიანობა ემყარება კანონიერების, პიროვნების პატივისა და ღირსების დაცვის, სოციალური სამართლიანობის, ჰუმანიზმისა და საქვეყნოობის პრინციპებს.
მუხლი 5.
საზოგადოებრივი წესრიგისა და უშიშროების დაცვის, დანაშაულის გახსნის, თავიდან აცილებისა და აღკვეთის, წინასწარი გამოძიების მიზნით მთავარი სამმართველო თანამშრომლობს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, ქ. თბილისის თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან, სხვა ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან.
მუხლი 6.
მთავარ სამმართველოს აქვს ბეჭედი და ბლანკი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და სახელწოდების აღნიშვნით, დამოუკიდებელი ბალანსი, სახაზინო ანგარიში.
თავი II. მთავარი სამმართველოს ამოცანები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები
მუხლი 7.
მთავარი სამმართველოს ამოცანებია:
ა) დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილება;
ბ) საზოგადოებრივი წესრიგისა და საზოგადოებრივი უშიშროების დაცვა;
გ) მოქალაქეთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა;
დ) დამნაშავე პირთა ძებნა და დანაშაულის გახსნა;
ე) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების შესრულება.
მუხლი 8.
მთავარი სამმართველოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
ა) დამნაშავეობასთან და სხვა სამართალდარღვევებთან ბრძოლის ძირითადი მეთოდების შემუშავება;
ბ) დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა აღკვეთისა და თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება;
გ) დამნაშავე პირის ძებნა და დანაშაულის გახსნა;
დ) მოქალაქეთა კანონიერი შეკრებებისა და მანიფესტაციების ჩატარების დროს საზოგადოებრივი წესრიგისა და საზოგადოებრივი უშიშროების დაცვა, ხოლო შეკრებებისა და მანიფესტაციების ჩატარების წესის დარღვევისას კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების გატარება;
ე) ქ. თბილისის შს რაიონული სამმართველოების ზედამხედველობა, კოორდინაცია და კონტროლი;
ვ) დასახლებული პუნქტების მიხედვით დანაშაულისა და სამართალდარღვევათა წინააღმდეგ ბრძოლა, დამნაშავეთა და სამართადამრღვევ პირთა შესახებ მონაცემების შეგროვება და ინფორმაციის მიწოდება შესაბამისი დანაყოფების ხელმძღვანელებისათვის.
თავი III. მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელობა და სტრუქტურა
მუხლი 9.
1. მთავარ სამმართველოს ხელმძღვანელობს მთავარი სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
2. მთავარი სამმართველოს უფროსი როგორც უშუალოდ, ისე თავისი მოადგილის მეშვეობით კოორდინაციას უწევს და ხელმძღვანელობს მთავარი სამმართველოს მმართველობის სფეროში შემავალ სამსახურებს დამნაშავეობასთან ბრძოლისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფის სფეროში.
3. მთავარი სამმართველოს უფროსი:
ა) საერთო ხელმძღვანელობას უწევს მთავარი სამმართველოს საქმიანობას;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს;
გ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს მოსამსახურეთა დანიშვნა-გათავისუფლებას;
დ) უზრუნველყოფს მთავარი სამმართველოს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ქ. თბილისის შს რაიონული სამმართველოების შეთანხმებულ და კოორდინირებულ მუშაობას;
ე) ამზადებს წინადადებებს შს სამინისტროს ოპერატიულ თათბირზე განსახილველად;
ვ) განიხილავს და ამტკიცებს დაქვემდებარებული დანაყოფების სამუშაო გეგმებს;
ზ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლების მიმართ იყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;
თ) დამოუკიდებლად განკარგავს მთავარი სამმართველოსათვის გამოყოფილ თანხებს დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვის ფარგლებში.
მუხლი 10.
მთავარი სამმართველოს უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელიც მთავარი სამმართველოს უფროსის მიერ განსაზღვრული მიმართულებების შესაბამისად ხელმძღვანელობს თავის საკურატორო სამსახურების საქმიანობას, ასრულებს მთავარი სამმართველოს უფროსის მითითებებს და კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოვალეობებს.
მუხლი 11.
მთავარი სამმართველოს სტრუქტურული ერთეულებია:
ა) მთავარი სამმართველოს აპარატი;
ბ) სისხლის სამართლის სამძებრო სამმართველო;
გ) კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის სამსახური;
დ) სამეურნეო და ფინანსური უზრუნველყოფის სამსახური;
ე) სადღეღამისო ჯანპუნქტი;
ვ) გლდანი-ნაძალადევის შს სამმართველო;
ზ) დიდუბე-ჩუღურეთის შს სამმართველო;
თ) ვაკე-საბურთალოს შს სამმართველო;
ი) ისანი-სამგორის შს სამმართველო;
კ) მთაწმინდა-კრწანისის შს სამმართველო.
თავი IV. მთავარი სამმართველოს სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები
მუხლი 12.
1. სამმართველოს აპარატის ფუნქციებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში მოქმედი კანონმდებლობის შესრულების კონტროლი;
ბ) ქ. თბილისის შს რაიონული სამმართველოების კოორდინაცია, სამორიგეო ნაწილებისა და მათში შემავალი დროებითი მოთავსების იზოლატორების მუშაობის წარმართვა;
გ) დანაშაულისა და სამართალდარღვევათა აღრიცხვა, ანალიზი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ბანკისათვის მიწოდება;
დ) მთავარ სამმართველოსა და მისდამი დაქვემდებარებულ დანაყოფებში საქმისწარმოების განხორციელება, საიდუმლოების რეჟიმის დაცვა და კორესპონდენციის აღრიცხვა, საჯარო ინფორმაციის გაცემა;
ე) პოლიციის ძალებისა და საშუალებების ოპერატიული მართვის, დანაშაულის შესახებ შემოსულ ინფორმაციაზე რეაგირების, ოპერატიული ვითარების შესახებ ინფორმაციის შეკრების, დამუშავებისა და სადღეღამისო კრებსების მომზადების უზრუნველყოფა;
ვ) მთავარი სამმართველოს ოპერატიული თათბირების მომზადება, მათი დაგეგმვა და ჩატარების ორგანიზაცია.
მუხლი 13.
სისხლის სამართლის სამძებრო სამმართველოს ფუნქციებია:
ა) დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და ამ მიზნით სისხლისსამართლებრივი დევნისა და წინასწარი გამოძიების განხორციელება იმ დანაშაულის საქმეზე, რომელიც არ განეკუთვნება წინასწარი გამოძიების უფლებამოსილების მქონე სხვა ორგანოთა კომპეტენციას;
ბ) დანაშაულის თავიდან ასაცილებლად და აღსაკვეთად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, აგრეთვე წინასწარი გამოძიების ჩატარების დროს საგამოძიებო თუ სხვა საპროცესო მოქმედების ჩატარება ან მასში მონაწილეობა გამომძიებლის ან პროკურორის მოთხოვნით;
გ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლებითა და წესით სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიებების გამოყენება;
დ) ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება;
ე) ქ. თბილისის შს რაიონული სამმართველოებისა და განყოფილებების ოპერატიული სამსახურების კოორდინაცია და მათთვის საჭირო პრაქტიკული დახმარების გაწევა.
მუხლი 14.
კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის სამსახურის ფუნქციებია მთავარ სამმართველოში საკადრო პოლიტიკის განხორციელება, კერძოდ:
ა) პირადი შემადგენლობის სამსახურში მიღებისა და გათავისუფლების გაფორმება;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში პირადი შემადგენლობისათვის მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდების მისანიჭებლად შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
გ) პირადი შემადგენლობის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და ტერიტორიულ ორგანოებში მივლინების უზრუნველყოფა;
დ) პირადი შემადგენლობისათვის შვებულების გაფორმება;
ე) უსაფუძვლოდ დათხოვნილი თანამშრომლების სამსახურში აღდგენის საკითხების განხილვა;
ვ) პირადი შემადგენლობის წელთა ნამსახურობის დადგენა და შრომის სტაჟის გამოთვლა;
ზ) თანამშრომელთა დისციპლინური წესით დასჯისა და წახალისების საკითხების მომზადება;
თ) პირადი საქმეების შედგენის აღრიცხვა და მოხელეთა და პოლიციელთა რეზერვის შექმნა;
ი) სხვა საკადრო ღონისძიებების განხორციელება.
მუხლი 15.
სამეურნეო და ფინანსური უზრუნველყოფის სამსახურის ფუნქციებია:
ა) მთავარი სამმართველოს ხარჯთაღრიცხვის პროექტის მომზადება;
ბ) საბუღალტრო აღრიცხვა;
გ) მთავარი სამმართველოს სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციონირებისათვის მათი ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;
დ) მთავარი სამმართველოს კავშირგაბმულობის საშუალებებით უზრუნველყოფა;
ე) პირადი შემადგენლობისათვის კანონმდებლობით დაწესებული სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა;
ვ) სხვა საფინანსო ღონისძიებების განხორციელება.
მუხლი 16.
სადღეღამისო ჯანპუნქტის ფუნქციაა მთავარი სამმართველოს პირადი შემადგენლობის სამედიცინო მოსახურება.