„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№4083-XIVმს-Xმპ
სარეგისტრაციო კოდი
010130000.05.001.102237
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/03/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

„მუხლი 2016

1. თუ ამ მუხლის ამოქმედებამდე გაცემულ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული დაბადების თარიღი განსხვავდება ამ დოკუმენტის მფლობელის დაბადების აქტის ჩანაწერში ან/და დაბადების მოწმობაში მითითებული მისივე დაბადების თარიღისგან, ამ მუხლის ამოქმედების შემდეგ ამ პირზე გაცემულ საქართველოს მოქალაქის პირადობის ყოველ ახალ მოწმობაზე, საქართველოს მოქალაქის ყოველ ახალ პასპორტსა და საქართველოს მოქალაქის სამსახურებრივი სარგებლობის ყოველ ახალ პასპორტზე მისი თანხმობით დაიტანება იგივე დაბადების თარიღი, რომელიც ამ მუხლის ამოქმედებამდე გაცემულ პირადობის დამადასტურებელ აღნიშნულ დოკუმენტშია მითითებული. ამ მუხლის ამოქმედებამდე გაცემულ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში ამ პუნქტის მიზნებისთვის იგულისხმება ამავე მუხლის ამოქმედებამდე ბოლოს გაცემული რომელიმე შემდეგი დოკუმენტი: საქართველოს მოქალაქის პირადობის მოქმედი ან ძალადაკარგული მოწმობა, საქართველოს მოქალაქის მოქმედი ან ძალადაკარგული პასპორტი, საქართველოს მოქალაქის სამსახურებრივი სარგებლობის მოქმედი ან ძალადაკარგული პასპორტი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საქართველოს მოქალაქის პირადობის ახალ მოწმობაზე, საქართველოს მოქალაქის ახალ პასპორტზე ან საქართველოს მოქალაქის სამსახურებრივი სარგებლობის ახალ პასპორტზე იმავე პუნქტის შესაბამისად დატანილი ჩანაწერი (დაბადების თარიღი) არ შეიძლება გახდეს საქართველოს მოქალაქის პირადობის ამ მოწმობის, საქართველოს მოქალაქის ამ პასპორტის ან საქართველოს მოქალაქის სამსახურებრივი სარგებლობის ამ პასპორტის გაუქმების საფუძველი.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

7 მარტი 2024 წ.

N4083-XIVმს-Xმპ