„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№4
სარეგისტრაციო კოდი
300280000.16.009.016688
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/03/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №4

2024 წლის 13 მარტი

ქ. თბილისი

 

„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე და 168-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილების (სსმ III, 2008 წლის 8 დეკემბერი, №175, მუხ. 1791, სარეგისტრაციო კოდი 300.280.000.16.009.012.460) მე-2 მუხლში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

„2. გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის ოდენობა ყოველი საანგარიშო თვისათვის იანგარიშება შემდეგი ფორმულით:

სადაც:

 

Tცვლ – გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი  (თეთრი /კვტსთ);

P – კომისიასთან შეთანხმებული გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოებისათვის საჭირო ბუნებრივი გაზის შესყიდვის ფასი (თეთრი/მ3);

Tტრანს – კომისიის ნორმატიული აქტით დადგენილი ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ტარიფი (თეთრი/მ3);

Tგანაწ  – კომისიის ნორმატიული აქტით იმ განაწილების ლიცენზიატისათვის დადგენილი ბუნებრივი გაზის განაწილების ტარიფი (თეთრი/მ3), რომლის მფლობელობაში არსებულ გამანაწილებელ ქსელზე არის მიერთებული გარანტირებული სიმძლავრის წყარო (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

V – გარანტირებული სიმძლავრის წყაროს მიერ საანგარიშო თვეში ელექტროენერგიის წარმოებისათვის შესყიდული ბუნებრივი გაზის ფაქტობრივი მოცულობა (მ3);

IC – უბალანსობის ღირებულების მიზანშეწონილი და გონივრული ოდენობა საანგარიშო პერიოდში (ლარი);

E – გარანტირებული სიმძლავრის წყაროს მიერ საანგარიშო თვეში სალტეზე გაცემული (რეალიზებული) ელექტროენერგიის ფაქტობრივი რაოდენობა (კვტსთ);

CRF – კომისიის ნორმატიული აქტით დადგენილი ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიატის მიერ გადასახდელი რეგულირების საფასურის კოეფიციენტი.“.

2.  მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

„4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით გაანგარიშებული ტარიფების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gnerc.org), ხოლო გამოქვეყნების და, აგრეთვე, გასაანგარიშებლად წარსადგენი ინფორმაციის წესი და პირობები განსაზღვრულია კომისიის 2020 წლის 15 დეკემბრის №68 დადგენილებით დამტკიცებული „გარანტირებული სიმძლავრის საფასურის და გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის გაანგარიშების მეთოდოლოგიის“ (დანართი №62) მე-15 მუხლით.“.

3.  მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

„5. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა ამ მუხლის პირველი პუნქტით   განსაზღვრულ ვადებში დადგენილი წესით უზრუნველყოს გარანტირებული სიმძლავრის წყაროებისათვის გარანტირებული სიმძლავრის საფასურის ანაზღაურება მათ მიერ გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფის პერიოდების გათვალისწინებით, მაგრამ არაუმეტეს:

ა) 175 დღისა – შპს „მტკვარი ენერჯისთვის“ (№9 ენერგობლოკი);

ბ) 121 დღისა – შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისთვის“ (№3 ენერგობლოკი);

გ) 154 დღისა – შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისთვის“ (№4 ენერგობლოკი);

დ) 182 დღისა – შპს „ჯიფაუერისთვის“;

ე) 290 დღისა – შპს „გარდაბნის თბოსადგურისთვის“;

ვ) 422 დღისა – შპს „გარდაბნის თბოსადგური 2“-სთვის.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე
კომისიის წევრიდავით თვალაბეიშვილი
კომისიის წევრიგივი სანიკიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დიახ, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 13.03.2024.
როდის იქნა მიღებული „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 13.03.2024. მიმღები ორგანო — საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია. დოკუმენტის ნომერი — №4. სარეგისტრაციო კოდი — 300280000.16.009.016688.
რამდენი მუხლისგან შედგება „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.03.2024 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №4, 13.03.2024, სარეგისტრაციო კოდი 300280000.16.009.016688 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.03.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6131660/