მარტვილის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მარტვილის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
|
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №3 |
|
2024 წლის 15 მარტი ქ. მარტვილი |
|
მარტვილის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მარტვილის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესი
2 დაწესებულება – მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი.
3. ქონება – მარტვილის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული, მათ შორის, მუნიციპალიტეტისგან სარგებლობის უფლებით გადაცემული აქტივები.
4. ჩამოსაწერი ქონება – ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონება.
5. ინვენტარიზაციის კომისია – ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზირებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით მერიაში, საკრებულოში და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიულ პირებში შექმნილი კომისია.
6. ქონების განადგურება – შესაბამის ორგანიზაციაზე/საწარმოზე ხელშეკრულების საფუძველზე მიღება-ჩაბარების აქტით გადაცემული ჩამოწერილი ქონება.
ა) მოძრავი ქონების – მუნიციპალიტეტის მერის ან მის მიერ უფლებამოსილი მისი მოადგილის გადაწყვეტილებით;
ბ) უძრავი ქონების – მუნიციპალიტეტის მერის ან მის მიერ უფლებამოსილი მისი მოადგილის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან შეთანხმებით.
2. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების (შემდგომში – დაწესებულება) ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ბალანსიდან ჩამოწერა ხორციელდება:
ა) მოძრავი ქონების – დაწესებულების ხელმძღვანელი პირის ან მის მიერ უფლებამოსილი მისი მოადგილის გადაწყვეტილებითა და მუნიციპალიტეტის მერის თანხმობით;
ბ) უძრავი ქონების – მუნიციპალიტეტის მერის ან მის მიერ უფლებამოსილი მისი მოადგილის გადაწყვეტილებით, დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინებით და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით.
2. საინვენტარიზაციო კომისია სწავლობს ჩამოსაწერი ქონების ფაქტობრივ მდგომარეობას, შესაბამისი გადაწყვეტილებით ასაბუთებს ძირითადი აქტივების ჩამოწერის აუცილებლობას, ავსებს ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტებს (ფორმა №1 და ფორმა №2) და ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის აქტებს (ფორმა №3), თითოეულ ძირითად აქტივზე ცალ-ცალკე. საჭიროების შემთხვევაში საინვენტარიზაციო კომისიამ შესაძლებელია გამოიყენოს დარგის სპეციალისტის დასკვნა (შესაბამისი აუდიტორული ან საექსპერტო) ჩამოსაწერი ქონების შეფასების შესახებ. საინვენტარიზაციო კომისია ქონების ჩამოწერის შესახებ დასკვნას ზემოაღნიშნულ დოკუმენტაციასთან ერთად წარუდგენს მერს, საკრებულოს, ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელს, რომელიც გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
2. ჩამოწერის შედეგად მიღებული და მარაგების სახით ბალანსზე აღრიცხული ქონების (ჯართი, სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვ.) განკარგვას მერია, საკრებულო და მერიის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები ახორციელებენ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
1. ძირითადი აქტივების ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონება, რომლის რაიმე დანიშნულებით გამოყენება შეუძლებელია, მერიის, საკრებულოს და მერიის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების ხელმძღვანელის გადაწყვეტილების საფუძველზე ექვემდებარება განადგურებას, რომელიც ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ქონების განადგურების პროცესს ესწრება ამავე ქონების ჩამოწერის მიზნით შექმნილი საინვენტარიზაციო კომისიის სრული შემადგენლობის სულ ცოტა ნახევარზე მეტი და დგება ჩამოწერილი ქონების განადგურების აქტი. 3. ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონების განადგურება უნდა განხორციელდეს ამ მიზნისათვის კანონმდებლობით გამოყოფილ ადგილებში. 4. ქონების განადგურებად ითვლება მარტვილის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ძირითადი აქტივების მიღება-ჩაბარების აქტით შესაბამისი იურიდიული პირისთვის (ნაგვის გადამზიდი იურიდიული პირი) ნაგვის გადაცემა. 5. ქონების განადგურების მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია საინვენტარიზაციო კომისია.
ფორმა №1
ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების (შენობა-ნაგებობებისა და გადასაცემ მოწყობილობათა) ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტის ფორმა
20 წლის --------------------------------------------------------------- მდგომარეობით ორგანოს, დაწესებულების, საბიუჯეტო ორგანიზაციის, წარმომადგენლობის დასახელება -------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
*შენიშვნა: თვითღირებულება მოიცავს სასარგებლო მომსახურების ვადის განმავლობაში არსებით გაუმჯობებსებას
კომისიის წევრი: 1. ------------------ 2. ------------------ 3. ------------------ 4. ------------------
ვამტკიცებ: კომისიის თავმჯდომარე ------------------------------------
ფორმა №2
ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების (მანქანა-დანადგარებისა და სხვ.) ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტი
20 წლის --------------------------------------------------------------- მდგომარეობით ორგანოს, დაწესებულების, საბიუჯეტო ორგანიზაციის, წარმომადგენლობის დასახელება ------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
კომისიის წევრი: 1. ------------------ 2. ------------------ 3. ------------------ 4. ------------------
ვამტკიცებ: კომისიის თავმჯდომარე ------------------------------
ფორმა №3
ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის აქტი
20 წლის --------------------------------------------------------------- მდგომარეობით ორგანოს, დაწესებულების, საბიუჯეტო ორგანიზაციის, წარმომადგენლობის დასახელება ------ -----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
კომისიის შემადგენლობა ----------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- შექმნილი 20 წ ------- --------------- № ----------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის --------------------- საფუძველზე, რომელმაც დაათვალიერა -------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (ძირითადი საშუალების დასახელება)
და აღმოჩნდა, რომ ძირითადი საშუალება ლიკვიდირებულ უნდა იქნეს შემდეგის საფუძველზე: 1. ექსპლუატაციაში შესვლის (გამოშვების) წელი: -------------------------------------------------------------- 2. საწყისი საბალანსო ღირებულება: -------------------------------------------------------------------------------- 3. ძირითადი აქტივის ტექნიკური მდგომარეობა და ლიკვიდაციის მიზეზი: ა) -----------------------------------------; ბ) -------------------------------------; გ) -------------------------------------- კომისიის დასკვნა: -------------------------------------------------------------------------------------------------------
კომისიის წევრი: 1. ------------------------ 2. ------------------------- 3. ------------------------- 4. ------------------------- ვამტკიცებ: კომისიის თავმჯდომარე ------------------------------ ბ. ა.
ძირითადი აქტივის ლიკვიდაციის შედეგების გამოთვლა
ლიკვიდაციის შედეგის საერთო თანხა: ---------------------------- (----------------------------) ლარი
ლიკვიდაციის შედეგი: --------------------------------------------------------------------------------------
მთავარი ბუღალტერი ---------------------- „----- “ ------------------------ 20 წელი
კომისიის თავმჯდომარე ---------------------- ბ. ა.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||