სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 19.03.2024
გამომცემი ორგანო სამტრედიის მუნიციპალიტეტი
ნომერი №10
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.120.016480
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/03/2024
matsne.gov.ge 1,671 სიტყვა · ~8 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (2)
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ ჯამბურია სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
ქართული დასახელება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 27.12.2023 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 28.12.2023 ქარელის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 23.02.2024 ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 27.02.2024 ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 22.12.2023

დოკუმენტის ტექსტი

სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №10 2024 წლის 19 მარტი ქ. სამტრედია სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის და საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“, „ე“, „ვ“ და „ნ“-ქვეპუნქტების და 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობების სია“ ამ დადგენილების დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს „სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობები“ წინამდებარე დადგენილების დანართი №2-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗 დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული „სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობების სია“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის მიერ გამოყენებულ იქნეს: ა) განაშენიანების დეტალური გეგმის განხილვა/დამტკიცებისას, წარმოსადგენი გამწვანების პროექტის შეთანხმების ფარგლებში; ბ) მშენებლობის ნებართვის გაცემისას წარმოსადგენი გამწვანების პროექტის შეთანხმების ფარგლებში; გ) მუნიციპალიტეტის მიერ მწვანე ინფრასტრუქტურული პროექტების მოწყობის ფარგლებში. მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ ჯამბურია დანართი №1 სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობების სია სამტრედიის  მუნიციპალიტეტის გამწვანებაში გამოსაყენებელი მცენარეების ჩამონათვალი ფოთლოვანი ხეები № ქართული დასახელება ლათინური დასახელება ირმის რქა სწორ შტამზე, ხედ ფორმირებული Lagerstroemia indica იფანი ჩვეულებრივი Fraxinus exelsior იფანი გრძელფოთოლა Fraxinus coriariaefolia ცაცხვი კავკასიური Acer saccharum ცაცხვი გულფოთოლა Acer saccharinum ცაცხვი უნგრული Tilia tomentosa ნეკერჩხალი – ქორაფი Acer cappadocicum ნეკერჩხალი – ლეკის ხე Acer Platanoides შაქრის ნეკერჩხალი Acer saccharum ნეკერჩხალი მარაოსებური (პალმატუმი) Acer palmatum კვიდო ხედ ფორმირებული შტამზე Ligustrum japonicum სოფორა იაპონური „მტირალა“ Sophora japonica “Pendula” სოფორა იაპონური სწორ შტამბზე Sophora japonica მალუსი (დეკ. ვაშლი) Malus floribunda/ malus cocinela წითელი ტყემალი Prunus cerasifera Pisardii პანტა დეკორატიული შანტაკლერის Pirus santacler ამბრის ხე Liquidambar styraciflua გინკო ბილობა Ginkgo Biloba მელია აზედარახის Melia azedarach იმერული მუხა Quercus longipes ქვამუხა (მარადმწვანე მუხა) Quercus ilex ზეთისხილის ხე Olea europaea საკურა Prunus serrulata ალბიცია (ლენქორანული „აკაცია“) Albizzia julibrissin ძელქვა Zelkova carpinifolia მაგნოლია Magnolia grandiflora ხეტიტა Liriodendron tulipifera ცხენისწაბლი Aesculus hippocastanum მტირალა ტირიფი Salix babilonica კოწახური ჩვეულებრივი Berberis vulgaris ტყის ხურმა Diospyros lotus მიმოზა ხედფორმირებული Acacia dealbata ბროწეული Punica granatum წიწვოვანი ხეები № ქართული დასახელება ლათინური დასახელება კვიპაროსი მარადმწვანე პირამიდალური cupressus sempervirens pyramidalis კვიპაროსი მარადმწვანე ჰორიზონტალური cupressus sempervirens horizantalis არიზონული კვიპაროსი Cupressus arizonica ლეილანდიის კვიპაროსი Cupressus leylandii ჰიმალაის კედარი Cedrus deodara შავი ფიჭვი Pinus nigra ბიჭვინთის ფიჭვი Pinus brutia var. yithiusa იტალიური ფიჭვი Pinus pinea უთხოვარი Taxus baccata ვერცხლისფერი ნაძვი Picea pungens glauca ფოთლოვანი ბუჩქები და მრავალწლიანი ბალახები № ქართული დასახელება ლათინური დასახელება ირმის რქა ბუჩქად ფორმირებული Lagerstroemia indica აბელია დიდფოთოლა Abelia grandiflora ბუდლეია (სხვადასხვა ფორმა) Budleja davidii კოლხური ბზა Buxus colchica წვრილფოთოლა ბზა Buxus microphylla იაპონური ფშატი Elaeagnus x ebbingei “limelight” ფოტინია წითელი Photinia x fraseri “Red Robin” ფოტინია მწვანე დიდი, ღობის Photinia serrulata ძახველი სურნელოვანი Vibrunum tinus ძახველი მარადმწვანე, პრიალაფოთოლა Vibrunum lucidium ცხრატყავა (სხვადასხვა სახეობები) Lonicera nitida ცხრატყავა (სხვადასხვა სახეობები) Lonicira caucasica ცხრატყავა (სხვადასხვა სახეობები) Lonicera iberica ჩიტავაშლა (სხვადასხვა სახეობები) Pyracantha coccinea ჩიტავაშლა (სხვადასხვა სახეობები) Pyracantha melanocarpa ჩიტავაშლა (სხვადასხვა სახეობები) Pyracantha integerrima ჭყორი მწვანე Ilex aquifolium ჭყორი ჭრელფოთოლა Ilex aquifolium “Argentea Marginata” ჭყორი კოლხური Ilex colchica ფიტოსპორუმი წვრილფოთოლა Pittosporum tobira “Nana” ფიტოსპორუმი საბორდიურე Pittosporum tobira კვიდო (ლიგუსტრუმი) მარადმწვანე Ligustrum japonicum კვიდო ჭრელფოთოლა Ligustrum lucidum Variegata ჰიბისკუსი Hibiscus syriacus ოლეანდრა Nerium oleander წყავი Prunus Laurocerasus ვარდი (სხვადასხვა ჯიში) Rosa ნანდინა (სხვადახვა ფორმა) Nandina domestica, Nandina domestica “Firepower” ჭანჭყატი (სხვადახვა ფორმა) Euonymus japonicus კოწახური Berberis sp. კამელია Camellia japonica ჰორტენზია Hydrangea macrophylla, Hydrangea paniculata შქერი Rhododendron ponticum ხვიარა ბუჩქები და მრავაწლიანი ბალახები (ხვიარები) № ქართული დასახელება ლათინური დასახელება გლიცინია Wisteria sinensis ტეკომა Tecoma sp. უსურვაზი Parthenocissus tricuspidata ცხრატყავა Lonicera periclymenum, Lonicera caprifolium, Lonicera japonica, Lonicera nitida მარადმწვანე ჟასმინი, ხვიარა Jasminum grandiflorum კოლხური სურო Hedera colchica წვრილფოთოლა სურო Hedera helix კატაბარდა Clematis sp Clematis armandii, Clematis paniculata, Clematis  mandscurica,Clematis douglasii ლავანდა Lavandula angustifolia როზმარინი Rosmarinus წივანა Festuca sp. მაჯაღვერი Daphne mezereum წიწვოვანი ბუჩქები № ქართული დასახელება ლათინური დასახელება ტუია ნანა – ოქროსფერი Thuja orientalis „Aurea Nana“ ტუია სმარაგდი Thuja occidentalis “smaragd” ტუია ბრაბანტის Thuja occidentalis “Brabant” ტუია ოქროსფერი Thuja occidentalis “Gold” ბიოტა (ტუია) საბორდიურე Thuja occidentalis “Gold” ღვია ოქროსფერი Juniperus x pfitzeriana “Mordigan Gold” ღვია ვერცხლისფერი Juniperus virginiana “Silver Spreader”/ globosa ღვია გართხმული Juniperus horizontalis ჯუჯა ფიჭვი Pinus pumilio, pinus mugo mugus ჯუჯა ნაძვი Picea glauca conica/ globosa უთხოვარის ბუჩქი Taxus baccat დანართი №2 მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით განსაზღვრული განაშენიანების დეტალური გეგმის ფარგლებში და მშენებლობის ნებართვის გაცემის ფარგლებში შესათანხმებელი გამწვანების პროექტთან დაკავშირებული მოთხოვნების განსაზღვრა. აგრეთვე მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებით გათვალისწინებული დაგეგმილი გამწვანების (რომელშიც აღწერილია სავარაუდო გამწვანების პროექტი) დაკავშირებული მოთხოვნების განსაზღვრა. 2. ამ დადგენილების მოქმედება ვრცელდება საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტორული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით გათვალისწინებულ გამწვანების პროექტზე, გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და იმ ფუნქციური ზონისა, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის. 3. გამოყენებულ ტერმინებს აქვთ საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტორული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მე-3 მუხლით განსაზღვრული მნიშვნელობა. მუხლი 2🔗. განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის ეტაპზე დასამუშავებელი გამწვანების ზოგადი პროექტი 1. განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცების ეტაპზე წარსადგენი გამწვანების ზოგადი პროექტი უნდა მოიცავდეს დაგეგმილი გამწვანების შესახებ ზოგად მონაცემებს. 2. გამწვანების ზოგადი პროექტის ეტაპზე წარმოდგენილი უნდა იქნეს მწვანე ნარგავების აღწერისა და მათი ხარისხობრივი შეფასების შესახებ გაცემული საექსპერტო დასკვნა, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ამ დადგენილების მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ პირობებს. 3. გამწვანების ზოგადი პროექტი უნდა მოიცავდეს საპროექტო ტოპოგრაფიულ გეგმას, რომელზეც დატანილი უნდა იქნეს გასამწვანებელი არეალები. 4. გამწვანების ზოგადი პროექტის ეტაპზე წარმოდგენილი უნდა იქნეს პროექტის განხორციელებისთვის ხელის შემშლელი მოსაჭრელი/გადასარგავი მწვანე ნარგავების შესახებ ინფორმაცია ცხრილის სახით, საპროექტო არეალში შემავალი თითოეული მიწის ნაკვეთისთვის ცალ-ცალკე. 5. მოსაჭრელი/გადასარგავი მწვანე ნარგავები შესაბამისი ნუმერაციითა და პირობითი აღნიშვნებით დატანილი უნდა იქნეს საპროექტო ტოპოგრაფიულ გეგმაზე. 6. პროექტის განხორციელებისთვის ხელის შემშლელი მოსაჭრელი, ჯანსაღი, ღირებული მწვანე ნარგავების რაოდენობა არ უნდა აჭარბებდეს ტერიტორიაზე არსებული ჯანსაღი ღირებული მწვანე ნარგავების 25 %-ს. 7. გამწვანების ზოგად პროექტში მითითებული უნდა იყოს დაგეგმილი ფუნქციური ზონის შესაბამისი გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი/ები შესაბამის საანგარიშო ფართობ(ებ)თან ერთად. მუხლი 3🔗. განაშენიანების დეტალური გეგმით გათვალისწინებული გამწვანების პროექტი 1. განაშენიანების დეტალური გეგმით გათვალისწინებული გამწვანების პროექტი შედგენილი უნდა იყოს მიწის ნაკვეთის ფუნქციური ზონირების შესაბამისად, გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და იმ ფუნქციური ზონისა, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის. 2. გამწვანების პროექტით გათვალისწინებული უნდა იყოს: ა) გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი შესაბამის საანგარიშო ფართობთან ერთად, რომლის ათვისებაც ტერიტორიაზე უნდა განხორციელდეს მწვანე ნარგავებით; ბ) გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობა და დახასიათება (მათ შორის, ხნოვანება, გარშემოწერილობა, სიმაღლე); გ) არსებული, გადასარგავი და საპროექტოდ დასარგავი მწვანე ნარგავების გაშენების არეალი; დ) გამწვანების პროექტის დასრულების თარიღი; ე) გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი პირი; ვ) ფოტომონტაჟის სახით მოცემული გამწვანების პროექტის გამოსახულება; ზ) დამატებითი საინფორმაციო დაფის ამსახველი ფოტოსურათები, რომელზედაც მითითებულია ინფორმაცია სამშენებლო ობიექტზე გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრული ფართობის ათვისების, გამწვანების პროექტის ძირითადი ასპექტებისა და პარამეტრების შესახებ. 3. გამწვანების პროექტის ფარგლებში დასარგავი მწვანე ნარგავების სახეობები უნდა შეირჩეს ამ დადგენილების დანართი №1-ის გათვალისწინებით, სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი პრიორიტეტული ხე-მცენარეების სიიდან. 4. გამწვანების პროექტი უნდა მოიცავდეს საპროექტო ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების აღწერისა და მათი ხარისხობრივი შეფასების შესახებ გაცემულ საექსპერტო დასკვნას. 5. მწვანე ნარგავების აღწერისა და მათი ხარისხობრივი შეფასების შესახებ გაცემული საექსპერტო დასკვნა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: ა) გაცემული უნდა იყოს შესაბამისი ექსპერტის მიერ. ექსპერტთა სიის განსაზღვრის უფლებამოსილება აქვს მუნიციპალიტეტს; ბ) შედგენილი უნდა იყოს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მე-3 მუხლით გათვალისწინებული ტერმინების გამოყენებით. 6. მწვანე ნარგავების ხარისხობრივ შეფასებაზე გაცემულ საექსპერტო დასკვნაში მითითებული უნდა იქნეს შემდეგი ინფორმაცია: ა) მწვანე ნარგავების შესწავლისა და დასკვნის გაცემის თარიღი, ადგილი (მისამართი, საკადასტრო კოდი) და საფუძველი; ბ) ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების საერთო რაოდენობა და შეფასებული მწვანე ნარგავების რაოდენობა; გ) კვლევის ჩატარების მეთოდი; დ) ინფორმაცია მწვანე ნარგავების სახეობის, მდგომარეობის, დიამეტრის (მიწის ზედაპირიდან 10 სმ სიმაღლეზე) და საჭიროების შემთხვევაში ხნოვანების თაობაზე; ე) მწვანე ნარგავების ნუმერაციის მიხედვით კვლევის ამსახველი ფერადი ფოტო-მასალა, რომელზეც თვალსაჩინოდ უნდა ჩანდეს საპროექტო ტერიტორიაზე აღწერილი თითოეული მწვანე ნარგავის ხარისხობრივი მდგომარეობა (როგორც ღერო, ასევე ვარჯი) და საექსპერტო დასკვნის შესაბამისად მინიჭებული ნუმერაცია; ვ) დაავადებული/წვერხმელი მწვანე ნარგავების შემთხვევაში დასკვნას უნდა ერთოდეს ლაბორატორიული კვლევის ამსახველი დოკუმენტი, ასეთის საჭიროებისას და დასაბუთება იმის თაობაზე, ექვემდებარება თუ არა აღნიშნული ხე-მცენარე გამოჯანსაღებას; ზ) ჯანსაღი მწვანე ნარგავების შემთხვევაში ექსპერტის დასაბუთებული არგუმენტაცია ხე-მცენარის გადარგვისა და მისი გახარების შესაძლებლობის თაობაზე; თ) წვერხმელი მწვანე ნარგავების შემთხვევაში – მწვანე ნარგავის რა ნაწილია ხმელი; ი) საექსპერტო დასკვნა უნდა მოიცავდეს ტოპოგრაფიულ გეგმას, რომელზეც დატანილი უნდა იყოს საპროექტო ობიექტების სქემა (შენობა-ნაგებობები, გზა, პარკინგი, და სხვა) და საექსპერტო დასკვნაში აღწერილი მწვანე ნარგავები შესაბამისი ნუმერაციით, ასევე, ტოპოგრაფიულ გეგმაზე აღნიშნული უნდა იყოს საპროექტო შენობასა და მწვანე ნარგავებს შორის არსებული მანძილები. მუხლი 4🔗. მშენებლობის ნებართვის მისაღებად წარდგენილი სანებართვო განაცხადისთვის თანდართული გამწვანების პროექტი 1. მშენებლობის ნებართვის მისაღებად წარდგენილი გამწვანების პროექტი უნდა მოიცავდეს: ა. განაშენიანების დეტალური გეგმის არსებობის შემთხვევაში − ამ გეგმის ფარგლებში შეთანხმებულ გამწვანების პროექტს; ბ. გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრულ ფართობს, გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობას და დახასიათებას (მათ შორის, ხნოვანება, გარშემოწერილობა, სიმაღლე), გამწვანების პროექტის დასრულების თარიღს, გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობისთვის პასუხისმგებელ პირს, ფოტომონტაჟის სახით მოცემულ გამწვანების პროექტის გამოსახულებას; გ. დამატებითი საინფორმაციო დაფის ამსახველ ფოტოსურათებს, რომელზედაც მითითებულია ინფორმაცია სამშენებლო ობიექტზე გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრული ფართობის ათვისების, გამწვანების პროექტის ძირითადი ასპექტებისა და პარამეტრების შესახებ. 2. ეს მუხლი არ ვრცელდება ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებსა და იმ შენობა-ნაგებობების არქიტექტურულ პროექტებზე, რომელთა შეთანხმებაც მოთხოვნილია მიწის ნაკვეთის იმ ფუნქციურ ზონაში, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის. 3. სამშენებლო ნებართვის მფლობელმა, ნებართვის დადგენილი წესით გაცემიდან 10 დღის ვადაში არსებული საინფორმაციო დაფის გვერდით უნდა განათავსოს სხვა დამატებითი საინფორმაციო დაფა, რომელზედაც უნდა მიეთითოს ინფორმაცია სამშენებლო ობიექტზე გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრული ფართობის ათვისების, გამწვანების პროექტის ძირითადი ასპექტებისა და პარამეტრების შესახებ (გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და იმ შენობა-ნაგებობების არქიტექტურული პროექტებისა, რომელთა შეთანხმებაც მოთხოვნილია მიწის ნაკვეთის იმ ფუნქციურ ზონაში, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის), კერძოდ: ა) გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრული ფართობი; ბ) გამწვანების პროექტის შეთანხმების თარიღი; გ) გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობა და დახასიათება (მათ შორის, ხნოვანება, გარშემოწერილობა, სიმაღლე); დ) გამწვანების პროექტის დასრულების თარიღი; ე) ინფორმაცია გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობისთვის პასუხისმგებელი პირის შესახებ; ვ) გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლის ხანგრძლივობა; ზ) შეთანხმებული გამწვანების პროექტის მაკეტი ან/და გამოსახულება ფოტომონტაჟის სახით. მუხლი 5🔗. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებით გათვალისწინებული დაგეგმილი გამწვანების პროექტი 1. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობით გათვალისწინებულია დაგეგმილი გამწვანების პროექტის წარდგენა, მასში უნდა აღიწეროს სავარაუდო გამწვანების პროექტი. 2. დაგეგმილი გამწვანების პროექტი უნდა მოიცავდეს: ა) ინფორმაციას დაგეგმილი გამწვანების შესახებ, რომელშიც აღწერილია სავარაუდო გამწვანების პროექტი, გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა; ბ) ექსპერტის დასკვნას მიწის ნაკვეთზე არსებული მწვანე ნარგავის/ნარგავების აღწერისა და ხარისხობრივი შეფასების შესახებ; გ) ტოპოგრაფიულ გეგმას, რომელზედაც აღნიშნულია მწვანე ნარგავები ექსპერტის დასკვნით მინიჭებული ნომრების მიხედვით. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები არ მოითხოვება იმ ფუნქციურ ზონაზე, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის.