კასპის მუნიციპალიტეტის კავთისხევის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ თვალადში სახელწოდების არმქონე ქუჩის სახელდების მინიჭების თაობაზე
მიღების თარიღი 15.03.2024
გამომცემი ორგანო კასპის მუნიციპალიტეტი
ნომერი №10
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.149.016004
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/03/2024
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.03.2024 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
კასპის მუნიციპალიტეტის კავთისხევის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ ქვემო ხანდაკში სახელწოდების არმქონე ქუჩის სახელდების მინიჭების თაობაზე კასპის მუნიციპალიტეტის მეფისქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ ერთაწმინდაში სახელწოდების არმქონე ქუჩების სახელდების თაობაზე დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭონქაძის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულში შემავალ სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის ჟინვალის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
კასპის მუნიციპალიტეტის კავთისხევის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ თვალადში სახელწოდების არმქონე ქუჩის სახელდების მინიჭების თაობაზე
კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №10
2024 წლის 15 მარტი
კასპი
კასპის მუნიციპალიტეტის კავთისხევის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ თვალადში სახელწოდების არმქონე ქუჩის სახელდების მინიჭების თაობაზე
კასპის მუნიციპალიტეტის მერი, 2024 წლის 14 მარტის №82-8224074100 წინადადებით, შუამდგომლობს საკრებულოს წინაშე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ 2024 წლის 29 იანვრის №18805 მომართვის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის კავთისხევის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ თვალადში სახელწოდების არმქონე ქუჩის სახელდების მინიჭების თაობაზე.
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ 2024 წლის 29 იანვრის №18805 მომართვის საფუძველზე, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. მიენიჭოს კასპის მუნიციპალიტეტის კავთისხევის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ თვალადში სახელწოდების არმქონე ქუჩას სახელწოდება დანართი №1-ის შესაბამისად.
2. განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.
3. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული პირის მიერ, მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში სარჩელის წარდგენის გზით, გორის რაიონულ სასამართლოში (მისამართი ქალაქი გორი, სერგო ჯორბენაძის ქ. №30).
საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი