კასპის მუნიციპალიტეტის კავთისხევის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ ქვემო ხანდაკში სახელწოდების არმქონე ქუჩის სახელდების მინიჭების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№9
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.149.016003
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/03/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

 კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №9

2024 წლის 15 მარტი

კასპი

 

კასპის მუნიციპალიტეტის კავთისხევის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ ქვემო ხანდაკში სახელწოდების არმქონე ქუჩის სახელდების მინიჭების თაობაზე
კასპის მუნიციპალიტეტის მერი, 2024 წლის 14 მარტის №82-822407499 წინადადებით, შუამდგომლობს საკრებულოს წინაშე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ 2024 წლის 22 თებერვლის №40126 მომართვის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის კავთისხევის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ ქვემო ხანდაკში სახელწოდების არმქონე ქუჩის სახელდების მინიჭების თაობაზე.

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ 2024 წლის 22 თებერვლის №40126 მომართვის საფუძველზე, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. მიენიჭოს კასპის მუნიციპალიტეტის კავთისხევის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ ქვემო ხანდაკში სახელწოდების არმქონე ქუჩას სახელწოდება დანართი №1-ის შესაბამისად.

2. განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.

3. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული პირის მიერ, მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში სარჩელის წარდგენის გზით, გორის რაიონულ სასამართლოში (მისამართი ქალაქი გორი, სერგო ჯორბენაძის ქ. №30).

 

 საკრებულოს თავმჯდომარე                                                                      შოთა ბეგლარაშვილი